საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ 2 "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავა - "ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა"
პოლიციამ 2 "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავა - "ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა"

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის­თვის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი „კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი“ და­ა­კა­ვა.

რო­გორც შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მათ ბრა­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ძმაა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ „კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი“ და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი - ლ.ბ. და კ.კ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ. მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, მუ­ქა­რი­თა და "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის" გზით, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" და­ვა­ლე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და მე­წარ­მე­ებს თან­ხებს სძა­ლავ­დნენ და ე.წ. ქურ­დულ სა­ერ­თოს ავ­სებ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ ლ.ბ.-ის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი და 8 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა, კ.კ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი".

გა­მო­ძი­ე­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mgeli
0

ისეთ რაღაცეებს აფიშირებთ ამათ სახელს და გვარს რას მალავთ

koka
11

მუქთახორა ქურდები ფუ ბინძურები ყველა ციხეში საააკაშვილი რომ გესიზმრებათ თქვე არაადამიანებო მიშა რომ არა ეხლაც იპარპაშებდით თქვენს გემოზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

პოლიციამ 2 "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავა - "ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა"

პოლიციამ 2 "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავა - "ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა"

სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი ორი „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ბ. და კ.კ. "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა