სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

"მშვი­დო­ბის ფონ­დის“ მი­ზა­ნია, გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როს, რა­შიც „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, - გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ პროგ­რა­მის „მშვი­დო­ბის ფონ­დი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორ მან აღ­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ფონ­დი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

„ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გამ­თლი­ან­დეს. ამის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია ე.წ. სა­ზღვრე­ბის იქით ჩვე­ნი ძმე­ბის, აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა „მშვი­დო­ბის ფონ­დი“ და „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ აქვს პა­ტი­ვი, იყოს მისი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას­თან ერ­თად. „მშვი­დო­ბის ფონ­დის“ მი­ზა­ნია, რომ გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­როს ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­დუსტრი­ულ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ, ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­სა“ და მისი შვი­ლო­ბი­ლი „სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლოს“ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც „USAID Zrda“-სთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით „ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბი გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში“.

„ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ე.წ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში ფი­ნანსდე­ბა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ფი­ნან­სე­ბულ თან­ხას დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს „USAID Zrda“ გრან­ტის სა­ხით უორ­მა­გებს. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორც აფხა­ზე­თის, ასე­ვე სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც“,- აღ­ნიშ­ნა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, „მშვი­დო­ბის ფონ­დი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­თან ერ­თად, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ და „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტამ“ და­ა­ფუძ­ნეს. მისი მი­ზა­ნია, გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის გას­წვრივ ხელი შე­უ­წყოს მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და პარტნი­ო­რუ­ლი ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლია გი­გა­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი პი­ტერ ვიბ­ლე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი პერ­ტა­ია და ფონ­დის სტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ო­პე­რა­ციო გეგ­მის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა „მშვი­დო­ბის ფონ­დის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ დი­რექ­ტორ­მა ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxxxx
0

ციხეებში რას აჭმევენ საწყალ პატიმრებს გაარკვიეთ!!!!

კეთილისმსურველი
0

ცოდვაა საგანელიძე ! ძალიან მეცოდება საწყალი.ადრე ერთ სკამზე თავისუფლად იჯდა,ახლა ორ სკამზე ვინ დააჯინა? ეგ საცოდავი რუსებს დამხმარედ ვინ უბიძგა ნეტა? .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

"მშვიდობის ფონდის“ მიზანია, გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორცილებაში დაეხმაროს, რაშიც „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორ მან აღნიშნა, ვინაიდან „საპარტნიორო ფონდს“ საინვესტიციო პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს, ფონდი აქტიურად ჩაერთვება პროექტების შეფასებასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გამთლიანდეს. ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ე.წ. საზღვრების იქით ჩვენი ძმების, აფხაზებისა და ოსების ეკონომიკური დახმარება. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მშვიდობის ფონდი“ და „საპარტნიორო ფონდს“ აქვს პატივი, იყოს მისი თანადამფუძნებელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად. „მშვიდობის ფონდის“ მიზანია, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმაროს ბიზნეს პროექტების განხორცილებაში, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ინდუსტრიულ და სოფლის მეურნეობის სექტორებში“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

დავით საგანელიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი „სტარტაპ საქართველოს“ ერთობლივ პროექტზე, რომელიც „USAID Zrda“-სთან ერთად ხორციელდება სახელწოდებით „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“.

„ამ პროექტის ფარგლებში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ფინანსდება „საპარტნიორო ფონდის“ სტარტაპ-საქართველოს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები, რომლებზეც დაფინანსებულ თანხას დამწყებ მეწარმეებს „USAID Zrda“ გრანტის სახით უორმაგებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ანალოგიური პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ფონდის სტრუქტურისა და საოპერაციო გეგმის შესახებ პრეზენტაცია გამართა „მშვიდობის ფონდის უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ლატარიის თამაშით მომხმარებლებმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 35 549 185 ლარი მოიგეს

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება