საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?
"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მწყემსმა იპო­ვა. მან­ქა­ნა გაშ­ლილ ად­გი­ლას, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სო­ფელ მა­წევ­ნის მი­და­მო­ებ­ში იდგა. ად­ვო­კა­ტი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, გვა­მის შე­ფე­რი­ლო­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ნა­თე­ლია, რომ გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლია.

მომ­ხდარ­ზე ვრცე­ლი სტა­ტია მო­ამ­ზა­და გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ", რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს:

კობა თა­მა­ზაშ­ვი­ლი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბიძა:

- თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ვერ­სი­ას იმი­ტომ ვი­ზი­ა­რებთ, რომ თა­მუ­ნას სხე­ულ­ზე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი არა აქვს. ეს ამ­ბა­ვი, ალ­ბათ, მა­ინც მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თა­მუ­ნა პერ­სპექ­ტი­უ­ლი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა იყო, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. არ ჰქონ­და სტრე­სი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სუ­ი­ცი­დი რომ გა­და­ე­წყვი­ტა.

- ფიქ­რობთ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ში ვინ­მე ჩა­ე­რია?

- თა­მუ­ნა იქ ვი­ღა­ცამ და­ი­ბა­რა. გოლ­თე­თე­ლებ­მა გვი­თხრეს, დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და და ვი­ღა­ცას და რა­ღა­ცას ეძებ­დაო.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან­ქა­ნა ად­გილ­ზე მერე მი­იყ­ვა­ნეს...

- ვერ გე­ტყვით. ად­ვო­კა­ტი დე­ტა­ლუ­რად გვე­ტყვის ყვე­ლა­ფერს.

- ით­ქვა, რომ ახ­ლობ­ლებ­მა და პო­ლი­ცი­ა­მაც ის ად­გი­ლე­ბი მო­ი­ა­რეს და მან­ქა­ნა არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია. ეს რაზე მე­ტყვე­ლებს?

- მეც ვი­ყა­ვი იმ მი­და­მო­ებ­ში. ის ისე­თი ად­გი­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია მან­ქა­ნის პოვ­ნა ასე გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი­ყო. თა­მუ­ნას პოვ­ნა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და თუნ­დაც, კვი­რა­დღეს, როცა 24-სა­ა­თი­ა­ნი ვადა გა­ვი­და. რო­გორც ვიცი, რა­ღაც სიგ­ნა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­თი­შუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის პოვ­ნაც, თუ სა­ნომ­რე ბა­რა­თი არ არის ამო­ღე­ბუ­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და თა­მუ­ნას სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­თან წვდო­მა?

- ის პროგ­რა­მის­ტი იყო. არ ვიცი, რამ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო. ესეც გა­მო­ძი­ე­ბის და­სად­გე­ნია.

- მა­მამ თქვა, ხში­რად ტი­რო­დაო. მშობ­ლე­ბი არ ჩა­ე­ძივ­ნენ მი­ზეზს?

- დედა ექი­მია, მას არ გა­მო­ე­პა­რე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი. რო­დე­საც თა­მა­რი გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი იყო, დედა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და ეკი­თხე­ბო­და მი­ზეზს, ის კი პა­სუ­ხობ­და, ისე­თი არა­ფე­რია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­მა­რი ვარ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი­აო. თუ არა სამ­სა­ხუ­რი, სხვას რას მი­ვა­წე­როთ? მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავ­და. რამ­დე­ნი­მე გუ­ლი­თა­დი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, გა­მო­ძი­ე­ბა მა­თაც გა­ე­სა­უბ­რა და ისი­ნი ხელ­ჩა­სა­ჭიდს ვე­რა­ფერს ასა­ხე­ლე­ბენ. იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრიწყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა. ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, გვამის შეფერილობისა და მდგომარეობის მიხედვით, ნათელია, რომ გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა:

- თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას იმიტომ ვიზიარებთ, რომ თამუნას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი არა აქვს. ეს ამბავი, ალბათ, მაინც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თამუნა პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. არ ჰქონდა სტრესი და ფინანსური პრობლემები, სუიციდი რომ გადაეწყვიტა.

- ფიქრობთ, რომ თვითმკვლელობაში ვინმე ჩაერია?

- თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა. გოლთეთელებმა გვითხრეს, დაბნეული ჩანდა და ვიღაცას და რაღაცას ეძებდაო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა ადგილზე მერე მიიყვანეს...

- ვერ გეტყვით. ადვოკატი დეტალურად გვეტყვის ყველაფერს.

- ითქვა, რომ ახლობლებმა და პოლიციამაც ის ადგილები მოიარეს და მანქანა არავის შეუმჩნევია. ეს რაზე მეტყველებს?

- მეც ვიყავი იმ მიდამოებში. ის ისეთი ადგილია, შეუძლებელია მანქანის პოვნა ასე გაჭიანურებულიყო. თამუნას პოვნა თავისუფლად შეიძლებოდა თუნდაც, კვირადღეს, როცა 24-საათიანი ვადა გავიდა. როგორც ვიცი, რაღაც სიგნალებით შესაძლებელია გათიშული მობილური ტელეფონის პოვნაც, თუ სანომრე ბარათი არ არის ამოღებული.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჰქონოდა თამუნას საიდუმლო მასალებთან წვდომა?

- ის პროგრამისტი იყო. არ ვიცი, რამდენად გასაიდუმლოებული სამსახური იყო. ესეც გამოძიების დასადგენია.

- მამამ თქვა, ხშირად ტიროდაო. მშობლები არ ჩაეძივნენ მიზეზს?

- დედა ექიმია, მას არ გამოეპარებოდა ეს ამბავი. როდესაც თამარი გულჩათხრობილი იყო, დედა ძალიან განიცდიდა და ეკითხებოდა მიზეზს, ის კი პასუხობდა, ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი თამარი ვარ და ჩვეულებრივი სამსახურიაო. თუ არა სამსახური, სხვას რას მივაწეროთ? მას შეყვარებული არ ჰყავდა. რამდენიმე გულითადი მეგობარი ჰყავდა, გამოძიება მათაც გაესაუბრა და ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ასახელებენ. იხილეთ სრულად

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს