პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?
“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი უარ­ყოფს აშშ-ის ბრალ­დე­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ რე­გი­ონ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი და ყო­ვე­ლი­ვე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კა­დი­როვს ეკის­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჩეჩ­ნე­თის მე­თა­ურ­მა "რო­სია 1-თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს "უსა­მარ­თლო" უწო­და.

კა­დი­რო­ვი თვლის, რომ ის ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის კუ­თხით, ნო­ბე­ლის პრე­მი­ას იმ­სა­ხუ­რებს და აცხა­დებს, რომ იბ­რძვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

“სად და­ვარ­ღვიე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი? პი­რი­ქით, ჩვენ ვიბ­რძვით და ვკვდე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ჩვენ გა­ვა­ჩე­რეთ ომი და გა­ვა­ნად­გუ­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი. ვფიქ­რობ, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის­თვის ნო­ბე­ლის პრე­მია უნდა მომ­ცენ. ისი­ნი კი სან­ქცი­ებს მი­წე­სე­ბენ, რაც უსა­მარ­თლო­ბაა“, - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ლისს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა რამ­ზან კა­დი­როვს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, მაიკ პომ­პე­ოს თქმით, ამის მი­ზე­ზი ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბი გახ­და. პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა კა­დი­როვ­მა და თქვა, რომ მას თა­ვა­დაც სან­ქცი­ებს უწე­სებს.

"ვა­ცხა­დებ, მის წი­ნა­აღ­მდეგ ამოქ­მედ­დეს რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სან­ქცია, მათ შო­რის, ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვის შე­სა­ხებ. მათ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იგი­ვე გა­ა­კე­თეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
67

უუუუუჰ ვინ ლაპარაკობს? იქ ხომ ზედმიწევნით იცავენ ადამიანის უფლებებს. კადიროვს კი ჰკიდია პომპეო თავისი სანქციებით

სტალინი
13

ჩვენ ვიბრძვით, რომ გაიძახი, ეგ შენი ნათქვამი გასაგებია, მაგრამ ნობელის პრემია მარტო შენ რატომღა გეკუთვნის? მაშინ იმ ჩვენს რომ იძახი, იმ “ჩვენს” ეკუთვნის ყველას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რთული მდგომარეობაა, რომ რეგიონში ძალადობრივი გარემოა შექმნილი და ყოველივეზე პასუხისმგებლობა კადიროვს ეკისრება.

აღნიშნულ საკითხზე ჩეჩნეთის მეთაურმა "როსია 1-თან" ინტერვიუში ისაუბრა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს "უსამართლო" უწოდა.

კადიროვი თვლის, რომ ის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ნობელის პრემიას იმსახურებს და აცხადებს, რომ იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად.

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები? პირიქით, ჩვენ ვიბრძვით და ვკვდებით ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ გავაჩერეთ ომი და გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ვფიქრობ, ტერორიზმთან ბრძოლისთვის ნობელის პრემია უნდა მომცენ. ისინი კი სანქციებს მიწესებენ, რაც უსამართლობაა“, - აცხადებს კადიროვი.

ცნობისთვის, 20 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ამის მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები გახდა. პომპეოს განცხადებას მალევე უპასუხა კადიროვმა და თქვა, რომ მას თავადაც სანქციებს უწესებს.

"ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის, ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს“, - განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე. წყარო

"მე აქ თავს არაფრით მოვიტყუებდი" - რას ამბობს პუტინი ბაიდენთან მომავალი შეხვედრის შესახებ

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე