სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა
კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

1-ელი აგ­ვის­ტო არის თა­რი­ღი, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფსო­უს სა­ზღვრის გახ­სნის დღედ ასა­ხე­ლებს. თუმ­ცა. ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის ცნო­ბით, ისი­ნი გზის გახ­სნას ეტა­პობ­რი­ვად აპი­რე­ბენ. ბოლო ხა­ნებ­ში, “ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით” აფხა­ზეთ­ში კო­ვიდ-19-ის 55 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლო­ბის­გან შორს არის და სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად მე­ტია, რად­გან დღეს, მხო­ლოდ ერთ დღე­ში, 7 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

“სა­ო­ცარ პი­რო­ბებს გვთა­ვა­ზობს მე­გო­ბა­რი აფხა­ზე­თი - 3 დღით ადრე უნდა გვქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ვი­დის ანა­ლი­ზი და იქ ჩას­ვლი­სას, ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა გვი­წევს, ოღონდ პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. ამი­ტომ, ალ­ბათ ისევ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბას გირ­ჩევთ, ეწ­ვი­ეთ სოჭს, სა­დაც გა­რე­მოც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბიც და­ცუ­ლი", - ამ­ბობს რუ­სე­თის ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბი თა­ვის ვი­დეო მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც აფხა­ზი პუბ­ლი­ცის­ტი, და­ვით და­სა­ნია ვრცე­ლებს.

ასეთ­მა გან­წყო­ბებ­მა აფხა­ზე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან მათი თქმით, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის თუნ­დაც დაგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­სნა, მათი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Ореанда-Новости-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზეა.

“მათ კო­რო­ნა­სა და შიმ­ში­ლით სიკ­ვდილს შო­რის უწევთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ვერ იღე­ბენ რუ­სულ პენ­სი­ა­სა და დახ­მა­რე­ბას ბან­კი­დან. ზოგ­ჯერ ბან­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ­ბობს, რომ არ აქვს ფული, არ გად­მო­რი­ცხუ­ლა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ით­ქვა, რომ თან­ხა თა­ვად ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­ით­ვი­სეს. ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა,” – წერს გა­მო­ცე­მა.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა. გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ თუ გზა არ გა­იხ­სნა, კრი­ზი­სი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა, მით უფრო, რომ ჩა­ვარ­დნი­ლი ტუ­რიზ­მის ფონ­ზე, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დმა, “ძა­ლო­ვა­ნი უყწე­ბე­ბის” რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­წყო, რა­საც ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­სა და "პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის" თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

“სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბის” მი­ზე­ზე­ბი კვლავ გა­ურ­ვე­ვე­ლია” - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru.

"სამ­სა­ხურ­ში სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, პოლ­კოვ­ნიკ, რუს­ლან იზ­მა­ი­ლოვს სცე­მეს. ის 2016 წელს, რაულ ხა­ჯიმ­ბას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და­ი­ნიშ­ნა. ახლა კი, პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, მის ად­გილს სხვა უმიზ­ნებ­და, იზ­მა­ი­ლო­ვი არ თმობ­და, რის გა­მოც მას სცე­მეს.” - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

“პრე­ზი­დენ­ტის” პრესმდივ­ნის, მა­რი­ა­ნა კვი­ცი­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არა ფი­ზი­კუ­რი, არა­მედ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ცნო­ბით კი, “შსს-ს სის­ტე­მა­ში" უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. გაგ­რის რა­ი­ო­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი დმიტ­რი აჟი­ბა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს, რის შემ­დე­გაც, ვი­თა­რე­ბა მას­შტა­ბურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამის შემ­დეგ, ისი­ნი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად, სო­ხუმ­ში, ე.წ. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, რაშ წვიჟ­ბამ და­ი­ბა­რა, მასა და თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის კა­მათს შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა, რო­გორც ჩანს, წვიჟ­ბა მათ მუშ­ტე­ბით გა­უს­წორ­და და პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. პოს­ტის ავ­ტო­რის ცნო­ბით, ჩხუ­ბი, გაგ­რა­ში ОМОН –სა შს თა­მამ­შრომ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რის გაგ­რძე­ლე­ბაა და მომ­ხდარ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

“რაც ახლა შსს-ში ხდე­ბა, გარ­და­უ­ვა­ლი იყო, რად­გან ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი ცდი­ლობს, შე­და­რე­ბით გა­უს­ვრე­ლი და წე­სი­ე­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ად­მი­ა­ნე­ბი მო­იყ­ვა­ნოს. ძვე­ლე­ბი კი, ყვე­ლა­ფერს ეჭი­დე­ბი­ან და თა­ნამ­დე­ბო­ბებს არ თმო­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს ჯუნ­გლე­ბის კა­ნონს, სა­დაც ვინც ძლი­ე­რია, იმარ­ჯვებს", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ვერ­კა ფირ­ცხა­ლა­ვა.

ზო­გის თქმით, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ასე იყო, მაგ­რამ ახლა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში "მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც" არი­ან გა­რე­ულ­ნი.

“მთა­ვა­რია, ის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­ყა­რონ, ვინც ხან დამ­ნა­შა­ვე­ებს იჭერ­და, ხან ნარ­კო­ტიკს პირ­და­პირ გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ყიდ­და, ან ტუ­რის­ტის და­სა­ყა­ჩა­ღებ­ლად ია­რაღს აქი­რა­ვებ­და და ქურ­დებს წილ­ში ეჯდა. გვყავს ისე­თე­ბი, ვინც წი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესს მფარ­ვე­ლობ­და", – წერს ვა­ლენ­ტი­ნა ახვლე­დი­ა­ნი.

"ახ­ლან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად ხელი არ ახლო სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ძველ გუნდს... ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს სა­დაც ჭა­ობ­ში ჩავცვივ­დით, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ხუფი მო­არ­გონ და დაგ­ვას­ვე­ნონ, მაგ­რამ გარ­შე­მო არა­ვი­ნაა და ამის გა­კე­თე­ბას თა­ვად ვცდი­ლობთ. ხომ ყვე­ლამ იცის, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბია ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს მფარ­ვე­ლო­ბენ, მაგ­რამ არა­ვინ ამ­ბობს. მე­ტიც, არც ესე­ნი აპი­რე­ბენ ხელი ახ­ლონ. ასე მე­გო­ნა, სიბ­ნე­ლი­დან გა­მო­ვი­დო­დით და პი­რი­ქით, უფრო ღრმად შევ­დი­ვართ", - წერს გარი გიც­ბა.

“ერ­თმა­ნეთს და­ა­სი­ეს და ახლა დარ­ღვე­ვე­ბის­თვის ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი მე­თო­დია გა­მო­სახ­ში­რად...” - მი­აჩ­ნია სერ­გეი პი­როგს.

კარლო
0

ქვასაც უთაოვია იმ აპსუების თავზე ვისაც ჩვენ არ უნდივართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

1-ელი აგვისტო არის თარიღი, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ფსოუს საზღვრის გახსნის დღედ ასახელებს. თუმცა. ბჟანია-ანქვაბის გუნდის ცნობით, ისინი გზის გახსნას ეტაპობრივად აპირებენ. ბოლო ხანებში, “ოფიციალური ინფორმაციით” აფხაზეთში კოვიდ-19-ის 55 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი მედიის და მოსახლეობის ინფორმაციით, რეალობისგან შორს არის და სინამდვილეში ბევრად მეტია, რადგან დღეს, მხოლოდ ერთ დღეში, 7 შემთხვევა გამოვლინდა.

“საოცარ პირობებს გვთავაზობს მეგობარი აფხაზეთი - 3 დღით ადრე უნდა გვქონდეს გაკეთებული კოვიდის ანალიზი და იქ ჩასვლისას, ორკვირიანი კარანტინის გავლა გვიწევს, ოღონდ პირობების დაზუსტებისგან თავს შევიკავებ. ამიტომ, ალბათ ისევ ადგილობრივი საკურორტო ზონების ათვისებას გირჩევთ, ეწვიეთ სოჭს, სადაც გარემოც მოწესრიგებულია და უსაფრთხოების ზომებიც დაცული", - ამბობს რუსეთის ერთ-ერთი მცხოვრები თავის ვიდეო მიმართვაში, რომელსაც აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია ვრცელებს.

ასეთმა განწყობებმა აფხაზების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათი თქმით, ტურისტული სეზონის თუნდაც დაგვიანებით გახსნა, მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. რუსული გამოცემა Ореанда-Новости-ს ცნობით, აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა.

“მათ კორონასა და შიმშილით სიკვდილს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ იღებენ რუსულ პენსიასა და დახმარებას ბანკიდან. ზოგჯერ ბანკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ არ აქვს ფული, არ გადმორიცხულა, იყო შემთხვევები, როდესაც ითქვა, რომ თანხა თავად ბანკის თანამშრომლებმა მიითვისეს. ვითარება ძალიან მძიმეა,” – წერს გამოცემა.

მოსახლეობის ნაწილი ამ მოსაზრებას ეთანხმება. გამოცემა abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში წერენ, რომ თუ გზა არ გაიხსნა, კრიზისი უმართავი გახდება, მით უფრო, რომ ჩავარდნილი ტურიზმის ფონზე, ბჟანია-ანქვაბის გუნდმა, “ძალოვანი უყწებების” რეორგანიზაცია დაიწყო, რასაც ე.წ. შს სამინისტროსა და "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

“საყოფაცხოვრებო ჩხუბის” მიზეზები კვლავ გაურვეველია” - წერს ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru.

"სამსახურში სახელმწიფო დაცვის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ, რუსლან იზმაილოვს სცემეს. ის 2016 წელს, რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. ახლა კი, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, მის ადგილს სხვა უმიზნებდა, იზმაილოვი არ თმობდა, რის გამოც მას სცემეს.” - წერენ აფხაზები.

“პრეზიდენტის” პრესმდივნის, მარიანა კვიცინიას განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არა ფიზიკური, არამედ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინტერნეტგამოცემა АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ცნობით კი, “შსს-ს სისტემაში" უცნაური ამბები ხდება. გაგრის რაიონის განყოფილების უფროსი დმიტრი აჟიბა თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, ვითარება მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ, ისინი საქმის გასარჩევად, სოხუმში, ე.წ. შს მინისტრის მოადგილემ, რაშ წვიჟბამ დაიბარა, მასა და თანამშრომლებს შორის კამათს შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც ჩანს, წვიჟბა მათ მუშტებით გაუსწორდა და პასუხიც მიიღო. პოსტის ავტორის ცნობით, ჩხუბი, გაგრაში ОМОН –სა შს თამამშრომლებს შორის მომხდარის გაგრძელებაა და მომხდარში მონაწილე ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია.

“რაც ახლა შსს-ში ხდება, გარდაუვალი იყო, რადგან ბჟანია-ანქვაბის გუნდი ცდილობს, შედარებით გაუსვრელი და წესიერი წარსულის მქონე ადმიანები მოიყვანოს. ძველები კი, ყველაფერს ეჭიდებიან და თანამდებობებს არ თმობენ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჯუნგლების კანონს, სადაც ვინც ძლიერია, იმარჯვებს", - წერს ადგილობრივი ვერკა ფირცხალავა.

ზოგის თქმით, ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო, მაგრამ ახლა დაპირისპირებაში "მაღალი თანამდებობის პირებიც" არიან გარეულნი.

“მთავარია, ის მილიციელები გაყარონ, ვინც ხან დამნაშავეებს იჭერდა, ხან ნარკოტიკს პირდაპირ განყოფილებიდან ყიდდა, ან ტურისტის დასაყაჩაღებლად იარაღს აქირავებდა და ქურდებს წილში ეჯდა. გვყავს ისეთები, ვინც წილების სანაცვლოდ, სხვადასხვა ბიზნესს მფარველობდა", – წერს ვალენტინა ახვლედიანი.

"ახლანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად ხელი არ ახლო სხვადასხვა უწყებაში დაბრუნებულ ძველ გუნდს... ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სადაც ჭაობში ჩავცვივდით, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება ხუფი მოარგონ და დაგვასვენონ, მაგრამ გარშემო არავინაა და ამის გაკეთებას თავად ვცდილობთ. ხომ ყველამ იცის, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები წლებია ნარკორეალიზატორებს მფარველობენ, მაგრამ არავინ ამბობს. მეტიც, არც ესენი აპირებენ ხელი ახლონ. ასე მეგონა, სიბნელიდან გამოვიდოდით და პირიქით, უფრო ღრმად შევდივართ", - წერს გარი გიცბა.

“ერთმანეთს დაასიეს და ახლა დარღვევებისთვის ათავისუფლებენ. ძალიან კრეატიული მეთოდია გამოსახშირად...” - მიაჩნია სერგეი პიროგს.

ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ

"ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება" - ამირან გამყრელიძე

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა