სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"
"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"

"ვი­ღა­ცა ქმნის სა­თა­ნა­დო სა­ფუძ­ველს, რომ გა­ვი­დეს პა­ტიმ­რო­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვადა" - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე წერს.

მისი თქმით, საქ­მის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რად ხე­ლის შეშ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც მი­ნი­მუმ უკვე მე­სა­მე დღეა, საქ­მე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით მთლი­ა­ნად აღ­დგე­ნი­ლია გი­ორ­გის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი და გა­მოკ­ვე­თი­ლია მისი ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბელ მით­ქმა-მოთ­ქმას ბოლო არ უჩანს.

მი­ვეჩ­ვი­ეთ იმ ფაქტს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჩვენ­ზე მე­ტად უყ­ვარ­და გი­ორ­გი და ჩვენ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი არი­ან სის­ხლის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ში, მაგ­რამ რო­გო­რი შე­სა­გუ­ე­ბე­ლია მათი მხრი­დან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და საქ­მის „გა­ფუ­ჭე­ბის“ ყო­ველ­დღი­უ­რი მცდე­ლო­ბა?!

პირ­ველ რიგ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს, ქალ­ბა­ტონ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს, რომ­ლის და­მა­ჯე­რე­ბელ­მა და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარ­მა ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი გა­ხა­და, რომ სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­ექ­სპერ­ტე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მეგ­ზურ­თუ­ხუ­ცე­სე­ბის, „ბო­ტა­სას“ და მსგავ­სი კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის ბო­ლოს ყვე­ლას და­სა­ცი­ნი ხდე­ბა და სა­მარ­ცხვი­ნო საქ­მეა.

რომ არა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რად ხე­ლის შეშ­ლა, მგო­ნი ყვე­ლამ იცით, რომ იმ ფა­ნა­ტი­კო­სი მრევ­ლის ის­ტე­რი­კა და წყევ­ლა-კრულ­ვა, ჩემ­თვის წლე­ბის წინ უკვე გა­და­ტა­ნი­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა და დღე­საც თა­ნაგ­რძნო­ბის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ.

რა­ტომ ექ­მნე­ბა საფრ­თხე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და რა­ტომ ხდე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სათ­ვის ხელ­შე­წყო­ბა, არის ან­ბა­ნუ­რი პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ხრი­კი, დე­ბი­ლიზ­მამ­დე მი­სუ­ლი ტრი­უ­კი, რო­მე­ლიც პირ­ველ­კურ­სელ­მა იუ­რის­ტმაც კი იცის და ზო­გი­ერ­თი ექ­სპერტ-პო­ლი­ტი­ლო­გით და­წყე­ბუ­ლი, ნავ­ტა­ნილ­ჩა­მო­ფერ­თხი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი მე რომ მსაყ­ვე­დუ­რობს: "რა გინ­და, იძი­ონ თა­ვის­თვის ეს საქ­მე, შენ რას გიშ­ლი­ა­ნო", ცოტა უხერ­ხუ­ლია.

კონ­კრე­ტულ მა­გა­ლით­ზე აგიხ­სნით მარ­ტი­ვად და ამის შე­დეგ ნუ­ღარ შე­მე­კი­თხე­ბით.ერთ-ერთ არხზე, რო­გორც იქნა, მო­ა­ხერ­ხეს და „გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს“ ვი­ღაც მოწ­მე, რო­მელ­საც თურ­მე ნუ იტყვით და, დე­ატ­ლუ­რად მო­უს­მე­ნია, სა­კუ­თა­რი ყუ­რით: „რო­გორ გა­და­აგ­დეს გი­ორ­გი და რო­გორ არ უნდა სცოდ­ნო­და ეს შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს“, ამა­ვე სი­უ­ჟეტ­ში ჭკუა დაგ­ვა­რი­გეს, რომ „აგერ ბა­ტო­ნო ვი­დეო კა­მე­რე­ბი და გა­მო­ი­ძი­ეთ რა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბაო“.

ამ დროს რა ხდე­ბა?ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დეო ფი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უამ­რა­ვი სა­ა­თი­სა­გან შედ­გე­ბა და მათ­ზე არა­ფე­რი არ ხდე­ბა, უნდა თუ არ უნდა სა­სა­მარ­თლოს, ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნით უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს სრუ­ლად. მოკ­ლედ, რომ ვთქვათ მხო­ლოდ ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის გა­მო­საკ­ვლე­ვად სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი.

გა­და­ი­ნა­გა­რი­შეთ ახლა ეს იმ ვი­დეო ფი­რე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რო­მელ­თა ალ­ბათ 10% კი არ შე­ად­გენს ეს მა­სა­ლა და მიხ­ვდე­ბით, რომ მხო­ლოდ ვი­დეო ფი­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს რამ­დე­ნი­მე თვე და რა ეშ­ვე­ლე­ბა და­ნარ­ჩენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს? ვი­ღა­ცა ქმნის სა­თა­ნა­დო სა­ფუძ­ველს, რომ გა­ვი­დეს პა­ტიმ­რო­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ვადა (რო­მე­ლიც არ აღე­მე­ტა­ბეა 9 თვეს, სა­ი­დანც სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვის დროს დარ­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 6 თვე­ზე ოდ­ნავ მეტი) და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ცი­ხი­დან.

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, მოწ­მე აცხა­დებს, რომ „ამის სათ­ქმე­ლად“ ასე­უ­ლო­ბით პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ვერ მი­აგ­ნო ვერც ერთს, მაგ­რამ მი­აგ­ნო „ბო­ტა­სას“ ტე­ლე­ფონს, შემ­დეგ ამა­ვე „ბო­ტა­სას“ რჩე­ვით ერთ-ერთ არხთან ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ და გა­მო­ძი­ე­ბა არც კი გახ­სე­ნე­ბია. ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი არის ური­ცხვი და ისი­ნი საფრ­თხეს უქ­მნის სა­პა­ტიმ­რო ვა­დებს.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვამ­ბობ, რომ ამის გამ­კე­თებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე! ახლა რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ აბ­ზაც­ში მი­თი­თე­ბულ გა­რე­მო­ე­ბას. კი­დევ ერთხელ გი­დას­ტუ­რებთ, რომ უკვე სამი დღეა ყვე­ლას, ვინც იც­ნობს საქ­მის მა­სა­ლებს, ვინც იცის წერა-კი­თხვა, ვინც ელე­მენ­ტა­რუ­ლად ერ­კვე­ვა და­კი­თხვებ­სა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში, მარ­ტი­ვად მიხ­ვდე­ბო­და, რომ გი­ორ­გის გა­ე­კიდ­ნენ „ტო­ი­ო­ტა“-დან გად­მო­სუ­ლი მხე­ცე­ბი, რო­მელ­თა­გან სამი მათ­გა­ნი გა­ე­კი­და ხი­დის გას­წვრივ სირ­ბი­ლი­სას და ჩაჰ­ყვნენ ხი­დე­ბის ბურ­ჯე­ბამ­დე, ხოლო ორმა მათ­გან­მა ხიდ­ზე გად­მო­უს­ვლე­ლად ჩა­უხ­ვია ამა­ვე ბუ­ჯებ­თან ჩა­მა­ვალ გზა­ზე მე­ო­რე მხრი­დან, სა­დაც გი­ორ­გი აღ­მოჩ­ნდა ალ­ყა­ში და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სირ­ბი­ლი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მდ. არაგ­ვის­კენ მი­მა­ვალ ფერ­დობ­ზე. სა­დაც და­ე­წივ­ნენ, გა­უს­წორ­დნენ ფი­ზი­კუ­რად და გა­და­აგ­დეს მდი­ნა­რე­ში.

ეს მა­სა­ლე­ბი დიდი ხა­ნია უკვე დევს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, გა­და­ცე­მუ­ლი აქვთ მხა­რე­ებს და შე­გიძ­ლი­ათ მისი წა­კი­თხვა" - წერს ნი­კო­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"

"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"

"ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე წერს.

მისი თქმით, საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა მიმდინარეობს.

"მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.

მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!

პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ.

რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტილოგით დაწყებული, ნავტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: "რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო", ცოტა უხერხულია.

კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით მარტივად და ამის შედეგ ნუღარ შემეკითხებით.ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეატლურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“.

ამ დროს რა ხდება?ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი.

გადაინაგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს? ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემეტაბეა 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.

გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია. ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს.

კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე! ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბუჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.

ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა" - წერს ნიკოლაძე.

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია