მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს
ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო კა­რე­ლი­ის "მე­მო­რი­ა­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ის­ტო­რი­კო­სი იური დმიტ­რი­ე­ვი. ის 3 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბას კო­ლო­ნი­ა­ში მო­იხ­დის. მის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია 2016 წელს და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად დმიტ­რი­ევს არას­რულ­წლო­ვან­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი გერ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მო­ზარ­დე­ბის­თვის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა ედე­ბო­და ბრა­ლად, რის­თვი­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა დმიტ­რი­ე­ვის­თვის კო­ლო­ნი­ა­ში 15-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და, მაგ­რამ ბოლო სა­სა­მარ­თლო და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე, მას ია­რა­ღის შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს.

რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის­ტო­რი­კო­სის მი­მართ აზრი გა­ყო­ფი­ლია. დმიტ­რი­ე­ვის მხა­რეს იდგა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სხვა უცხო­უ­რი მე­დია, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 170-ზე მეტი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პო­ლი­ტი­კო­სი, ბლო­გე­რი...

მათ შო­რის იყ­ვნენ ად­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით არი­ან ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად, სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩი (მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი წიგ­ნე­ბის: "ჩერ­ნო­ბი­ლის ლოც­ვა", "ცინ­კის ბი­ჭე­ბის", "ომს არ აქვს ქა­ლის სახე" ავ­ტო­რი), ლია ახი­ჯა­კო­ვა, გრი­გორ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, დმიტ­რი ბი­კო­ვი, ბო­რის გრე­ბეშ­ნი­კო­ვი და სხვე­ბი.

rbc.ru-ს ცნო­ბით, მოყ­ვა­რულ­მა ის­ტო­რი­კოს­მა, 1990-იან წლებ­ში, სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის "ენ­კა­ვე­დეს" მიერ და­ხო­ცი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­მარ­ხი იპო­ვა, რო­მელ­საც დიქ­ტა­ტო­რის დროს რუ­სეთ­ში, კა­რე­ლი­ა­ში, სან­დარ­მო­ხის ტყე­ში მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი.

"რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი იდე­ე­ბით არი­ან ცნო­ბი­ლი, მას "სა­ეჭ­ვო პი­რე­ბის" მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მე­ზღაპ­რეს უწო­დებ­დნენ, რო­მე­ლიც "ან­ტი­რუ­სულ პრო­პა­გან­დას" ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, დიდი წი­ნა­აღ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან სტა­ლი­ნის რეპ­რე­სი­ულ რე­ჟიმ­ზე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნიც გა­მოს­ცა"- წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, გა­ყალ­ბე­ბულ სამ­ხი­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­თხზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის და­საკ­ნი­ნებ­ლად, გა­სა­ჩუ­მებ­ლად და მო­სა­შო­რებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.

"სხვა თუ არა­ფე­რი, მე ვიც­ნობ იუ­რის, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ბავ­შვთა სახ­ლის აღ­ზრდი­ლი იყო და მისი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ერ და­სა­წყი­სად მი­იჩ­ნევ­და იმ დროს, რო­დე­საც ის იშ­ვი­ლეს... ბავ­შვი, რო­მელ­ზე ძა­ლა­დო­ბა­საც მას აბ­რა­ლე­ბენ, მან და მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას იშ­ვი­ლეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი მე­უღ­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბინ­ძურ თა­მა­შებ­ში ჩა­ერ­თო და წლე­ბია, ბავ­შვს იყე­ნებს..." - წერს მისი მე­გო­ბა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი ალი­კა სმე­ხო­ვა.

"პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ის მი­სა­ღე­ბი პერ­სო­ნა ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ეს არის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სახ­ლშიც მუდ­მი­ვად ირე­ოდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, მით უფრო, რომ ის ყო­ველ­თვის ღიად სა­უბ­რობ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე, პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­ზე, უკ­რა­ი­ნის ომზე" - წერს novayagazeta.ru.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, მოყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­კო­სის მიერ მიგ­ნე­ბულ სა­მარ­ხებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც იქ რე­ჟი­მის დროს, სხვა­დას­ხვა წლებ­ში დახ­ვრი­ტეს. მათი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია.

"ფაქ­ტის გა­და­სა­ფა­რად და დმიტ­რი­ე­ვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად, 2016 წელს, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, ად­გილ­ზე ჩა­ვი­და კა­რე­ლი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია, რო­მელ­თა მხრი­დან გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი პა­თო­სი იყო, რო­გორ­მე რუ­სე­თის წარ­სუ­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

თუმ­ცა, და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მებს გვერ­დი ვერ აუ­ა­რეს და სან­დარ­მო­ხის ტყე­ში მომ­ხდარ­ში, საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის გარ­და, უცხო­ე­ლე­ბიც "ჩარ­თეს", ანუ მხო­ლოდ ჩვე­ნე­ბის მიერ კი არ არის და­ხო­ცი­ლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ფი­ნე­თის არ­მი­აც უმო­წყა­ლოდ უს­წორ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­სო..." - წერს novayagazeta.ru.

კრემ­ლის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­მო­სუ­ლა სტა­ლი­ნი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის "სი­დი­ა­დი­დან". სტა­ლი­ნის პერ­სო­ნის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი იზ­რდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის იმ ნა­წილ­ში, რომ­ლე­ბიც თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს" უწო­დე­ბენ.

"ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ვცდი­ლობ­დი,1940-იან წლებ­ში "დახ­ვრე­ტი­ლებ­ზე" მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა, დიდი იმე­დი არ მქონ­და, რომ ჩემს ბრძო­ლას შე­დე­გი ექ­ნე­ბო­და, რად­გან ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ­დე­ლი რე­ჟი­მი სა­ერ­თოდ ყვე­ლა კვა­ლის წაშ­ლას ცდი­ლობ­და, თით­ქოს 70 000 ადა­მი­ა­ნი არც არ­სე­ბობ­და" - ამ­ბობს ანა ია­რო­ვა­ია გა­მოც­მას­თან სა­უ­ბარ­ში, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რიც, სწო­რედ იმ წლებ­ში დახ­ვრი­ტა "ენ­კა­ვე­დემ", სამ­ხედ­რო ოფიც­რებს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ტებს შო­რის.

ის­ტო­რი­კოს დმიტ­რი­ე­ვის მიერ და­წყე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო, რომ 2017 წელს, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მის საქ­მე­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ყო­ველ­დღი­უ­რად ცვლი­და, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად მოს­კოვ­ში "მწუ­ხა­რე­ბის კე­დე­ლი" გახ­სნა.

ცნო­ბის­თვის, "ენ­კა­ვე­დე" (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტი) სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცია, შემ­დეგ КГБ-დ, იგი­ვე სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტად გა­და­კეთ­და, რომ­ლის მოს­წავ­ლეა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და იმ გზას ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
18

რის 3 წლით და 6 თვით?! დახვრეტა ამ ნაბ---ზა--- რ ლიბერალ პედოფილს, შეთავსებით "ისტორიკოსს"! ვინც ამას ესარჩლება იმათ სიას რომ გადავხედე იმწუთას დავრწმუნდი რომ დამნაშავეა! ისინი ხომ თავისი სამშობლოს მოძულე, უცხოეთიდან მტრული ძალების მიერ დაფინანსებული მე-5 კოლონის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან!!! ახლა ეს ამბავი რუსოფილობაში არ ჩამითვალოთ. მე ამ "ისტორიკოსზე" ვლაპარაკობ, მისთვის ის რუსეთი სამშობლოა, იმ ბიკოვისა და სხვა ჩამოთვლილი ნაძირალებისთვისაც, მაგრამ ნაცვლად იმისა რომ დაიცვან სამშობლოს პრესტიჟი და პატივი სცენ თავიანთი ქვეყნის წარსულს, პირიქით მტრობენ და ყველანაირად ხელს უწყობენ სამშობლოს დაკნინებას!

!?!?
13

საიდან ასკვნით რომ სტალინის დროინდელია, იქნებ გორბაჩოვის,ტროცკის, ეჟოვის,ხრუშას, და საერთოდ გერმანელი ფაშიზმის დროინდელია. ნაძირლებო

ავტორი:

ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო კარელიის "მემორიალის" ხელმძღვანელი, ისტორიკოსი იური დმიტრიევი. ის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას კოლონიაში მოიხდის. მის წინააღმდეგ კამპანია 2016 წელს დაიწყო. თავდაპირველად დმიტრიევს არასრულწლოვანზე, კონკრეტულად კი გერზე სექსუალური ძალადობა, მოზარდებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების გადაღება და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ედებოდა ბრალად, რისთვისაც პროკურატურა დმიტრიევისთვის კოლონიაში 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ ბოლო სასამართლო დახურულ სხდომაზე, მას იარაღის შენახვის ბრალდება მოუხსნეს.

რუსულ საზოგადოებაში ისტორიკოსის მიმართ აზრი გაყოფილია. დმიტრიევის მხარეს იდგა როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა უცხოური მედია, სხვადასხვა ქვეყნიდან 170-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ბლოგერი...

მათ შორის იყვნენ ადმიანები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისგან განსხვავებული მსოფლმხედველობით არიან ცნობილი. მაგალითად, სვეტლანა ალექსიევიჩი (მსოფლიოში ცნობილი წიგნების: "ჩერნობილის ლოცვა", "ცინკის ბიჭების", "ომს არ აქვს ქალის სახე" ავტორი), ლია ახიჯაკოვა, გრიგორ ჩხარტიშვილი, დმიტრი ბიკოვი, ბორის გრებეშნიკოვი და სხვები.

rbc.ru-ს ცნობით, მოყვარულმა ისტორიკოსმა, 1990-იან წლებში, სტალინის მმართველობის პერიოდში საიდუმლო პოლიციის "ენკავედეს" მიერ დახოცილი პოლიტიკური პატიმრების სამარხი იპოვა, რომელსაც დიქტატორის დროს რუსეთში, კარელიაში, სანდარმოხის ტყეში მიუჩინეს ადგილი.

"როდესაც ამის შესახებ ისტორიკოსმა განაცხადა, გარკვეული ძალები, რომლებიც ნაციონალისტური იდეებით არიან ცნობილი, მას "საეჭვო პირების" მიერ დაფინანსებულ მეზღაპრეს უწოდებდნენ, რომელიც "ანტირუსულ პროპაგანდას" ემსახურება. თუმცა, დიდი წინააღდეგობის მიუხედავად, მან სტალინის რეპრესიულ რეჟიმზე რამდენიმე წიგნიც გამოსცა"- წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, გაყალბებულ სამხილებზე დაყრდნობით შეთხზული ბრალდებები რუსეთში არასასურველი პირების დასაკნინებლად, გასაჩუმებლად და მოსაშორებლად ხელისუფლების მიერ აპრობირებული მეთოდია.

"სხვა თუ არაფერი, მე ვიცნობ იურის, რომელიც თავადაც ბავშვთა სახლის აღზრდილი იყო და მისი ცხოვრების ბედნიერ დასაწყისად მიიჩნევდა იმ დროს, როდესაც ის იშვილეს... ბავშვი, რომელზე ძალადობასაც მას აბრალებენ, მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ თანაცხოვრებისას იშვილეს. სამწუხაროა, რომ მისი მეუღლე ხელისუფლების ბინძურ თამაშებში ჩაერთო და წლებია, ბავშვს იყენებს..." - წერს მისი მეგობარი და მხარდამჭერი ალიკა სმეხოვა.

"პუტინის ხელისუფლებისთვის ის მისაღები პერსონა ვერ იქნება, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის სახლშიც მუდმივად ირეოდნენ ჟურნალისტები, რეჟისორები, უფლებადამცველები, მით უფრო, რომ ის ყოველთვის ღიად საუბრობდა საბჭოთა კავშირზე, პუტინის რეჟიმზე, უკრაინის ომზე" - წერს novayagazeta.ru.

გამოცემის ცნობით, ფინეთის საზღვართან ახლოს, მოყვარული ისტორიკოსის მიერ მიგნებულ სამარხებში, დაახლოებით 7 000 ათასი ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი, რომლებიც იქ რეჟიმის დროს, სხვადასხვა წლებში დახვრიტეს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

"ფაქტის გადასაფარად და დმიტრიევის მიერ მოპოვებული მასალების მნიშვნელობის შესაცვლელად, 2016 წელს, პირველად ისტორიაში, ადგილზე ჩავიდა კარელიის ადმინისტრაცია, რომელთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლის მთავარი პათოსი იყო, როგორმე რუსეთის წარსულის უდანაშაულობა წარმოეჩინათ.

თუმცა, დახოცილი ადამიანების გვამებს გვერდი ვერ აუარეს და სანდარმოხის ტყეში მომხდარში, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის გარდა, უცხოელებიც "ჩართეს", ანუ მხოლოდ ჩვენების მიერ კი არ არის დახოცილი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფინეთის არმიაც უმოწყალოდ უსწორდებოდა საბჭოთა ჯარისკაცებსო..." - წერს novayagazeta.ru.

კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ვერ გამოსულა სტალინისა და საბჭოთა კავშირის "სიდიადიდან". სტალინის პერსონის მიმართ სიმპათიები იზრდება ახალგაზრდების იმ ნაწილში, რომლებიც თავს "ნაციონალისტებს" უწოდებენ.

"ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვცდილობდი,1940-იან წლებში "დახვრეტილებზე" მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა. თუმცა, დიდი იმედი არ მქონდა, რომ ჩემს ბრძოლას შედეგი ექნებოდა, რადგან ჩვენი ხელისუფლება, მაშინდელი რეჟიმი საერთოდ ყველა კვალის წაშლას ცდილობდა, თითქოს 70 000 ადამიანი არც არსებობდა" - ამბობს ანა იაროვაია გამოცმასთან საუბარში, რომლის ოჯახის წევრიც, სწორედ იმ წლებში დახვრიტა "ენკავედემ", სამხედრო ოფიცრებს, სასულიერო პირებსა და ინტელიგენტებს შორის.

ისტორიკოს დმიტრიევის მიერ დაწყებული მუშაობა იმდენად რეზონანსული იყო, რომ 2017 წელს, როდესაც ადგილობრივი მართლმსაჯულება მის საქმეში დანაშაულების ჩამონათვალს ყოველდღიურად ცვლიდა, ვლადიმირ პუტინმა პოლიტიკური რეპრესიების დროს დაღუპულთა პატივსაცემად მოსკოვში "მწუხარების კედელი" გახსნა.

ცნობისთვის, "ენკავედე" (საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინიტროს სახალხო კომისარიატი) საიდუმლო პოლიცია, შემდეგ КГБ-დ, იგივე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტად გადაკეთდა, რომლის მოსწავლეა ვლადიმირ პუტინი და იმ გზას ღირსეულად აგრძელებს.

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"