საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი
23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი

23 ივ­ლი­სი­დან, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მია" ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.50 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10,50 ლარი.

ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის, ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი „ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი“ მკი­თხველს სამ­შობ­ლოს­გან შორს მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ ტკი­ვილ­ზე მო­უ­თხრობს, ეს წიგ­ნი მათი ცხოვ­რე­ბის შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი ასახ­ვაა, უცხო ქვეყ­ნებ­ში გა­დახ­ვე­წილ ქა­ლებ­ზეა, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის შვი­ლებს, დავ­რდო­მილ მო­ხუ­ცებს უვ­ლი­ან, რათა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოკ­ვე­ბონ. ეს არის წიგ­ნი მი­ვი­წყე­ბულ ოც­ნე­ბებ­ზე, მა­ხინჯ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე, სი­ღა­რი­ბე­ზე... წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა - კა­ტე­რი­ნაა, რო­მე­ლიც ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯახ­და, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ ხვდე­ბა, რომ მას სხვა რამ სჭირ­დე­ბა, რა­ღა­ცის შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ, რთულ არ­ჩე­ვანს აკე­თებს და უკე­თე­სის იმე­დით, სამ­შობ­ლო­დან მი­დის...

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს:

- წიგ­ნის და­წე­რის იდეა მა­შინ გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც მე თვი­თონ მო­მი­წია ათენ­ში წას­ვლამ. იქ სას­წავ­ლო პროგ­რა­მით მოვ­ხვდი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, მათი ცხოვ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი იყო და მათ ამ­ბებს ხში­რად ვის­მენ­დი, რაც ჩემ­თვი­საც საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის - კა­ტე­რი­ნას პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ერთ-ერთი ემიგ­რან­ტი გო­გო­ნაა და ცხა­დია, მისი ამ­ბა­ვი ჩემი ფან­ტა­ზი­ით შე­ვა­ლა­მა­ზე. ეს ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნია და როცა მისი წერა და­ვას­რუ­ლე, ეს კი­დევ ცალ­კე ემო­ცია იყო ჩემ­თვის. წიგ­ნი არ არის მხი­ა­რუ­ლი, უფრო სევ­დი­ა­ნი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რია. ამ ქალ­ბა­ტო­ნებს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ერ­თო ტრა­გი­კუ­ლი ბედი აქვთ.

პირ­ველ ნა­წილ­ში თხრო­ბა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, 1990-იან წლებ­ში. კა­ტე­რი­ნა ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, მე­უღ­ლე და შვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ხვდე­ბა, რომ დროა სად­მე შორს წა­ვი­დეს და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს. ამას აი­ძუ­ლებს რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე მისი პი­რა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა.

კა­ტე­რი­ნას აფხა­ზე­თის ომის დროს მამა და­ე­ღუ­პა და რო­გორც ყვე­ლა დევ­ნი­ლი, ისიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოჯახ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­სუ­ლი­ყო და ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი უნა­ხავს. ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი და "თავ­შე­სა­ფა­რი" სიყ­ვა­რუ­ლი გახ­და, თუმ­ცა, ის არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი, რო­გო­რიც კა­ტე­რი­ნას წარ­მო­ედ­გი­ნა. შეყ­ვა­რე­ბულს სრუ­ლი­ად გა­უ­აზ­რებ­ლად გაჰ­ყვა ცო­ლად, ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს, მე­უღ­ლის ხა­სი­ა­თიც და­ე­მა­ტა, წყვილს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და კა­ტე­რი­ნა ხუთი წლის შემ­დეგ ხვდე­ბა, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო, თა­ვად გა­მო­ი­გო­ნა, ამი­ტომ წას­ვლა­ზე ფიქ­რობს... გარ­ბის იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი და­იბ­რუ­ნოს და შვილს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი შე­უქ­მნას. ცხოვ­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ფე­რა­დი ჩანს... რე­ა­ლო­ბა კი სულ სხვაგ­ვა­რია და კა­ტე­რი­ნა არა­ერთ სირ­თუ­ლეს გა­მო­ივ­ლის. ახალ სიყ­ვა­რულ­საც შეხ­ვდე­ბა და მო­რი­გი დაბ­რკო­ლე­ბა სწო­რედ აქ ჩნდე­ბა, რო­დე­საც მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­წევს, რად­გან ან სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა აირ­ჩი­ოს, ან ხალ­ხის ხმას და­ნებ­დეს, რო­მე­ლიც არ მო­უ­წო­ნებს ამ საქ­ცი­ელს. თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს წიგნ­ში უფრო კარ­გად ჩანს.

ეს ამ­ბა­ვი მათ და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის კი­თხვა, რო­მა­ნე­ბი მოს­წონს. ასე­ვე, იმ ემიგ­რან­ტებ­ზეა, ვინც ქვეყ­ნის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ენატ­რე­ბათ და მათ მხო­ლოდ ეკ­რა­ნი­დან ხე­დავ­დნენ. ასეთ დედა-შვი­ლო­ბა­ზეა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, ფა­ქი­ზი თე­მაა, პი­რა­დად მე, ამ კუ­თხეს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ხუ­მის სა­ო­ცარ მო­ნატ­რე­ბას დღემ­დე გა­ნიც­დი­ან და მათი მო­ნა­ყო­ლით ვცა­დე აღ­მედ­გი­ნა და გა­მე­ცო­ცხლე­ბი­ნა პერ­სო­ნა­ჟე­ბი, გა­რე­მო, მა­გა­ლი­თად, ამრა, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში შეხ­ვედ­რე­ბის ად­გი­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟი სო­ხუ­მი­და­ნაა.

- ნანი, თქვენ იყა­ვით „პა­ლიტ­რა L-ის“ მას­შტა­ბუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის _ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“-ს მო­ნა­წი­ლე და ხალ­ხის რჩე­უ­ლი. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით შედ­გა თქვე­ნი ლი­ტე­რატ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი და თქვე­ნი წიგ­ნი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში პრო­ექ­ტის შემ­დეგ?

- ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ვი­სურ­ვებ­დი, რომ კი­დევ დიდ­ხანს იარ­სე­ბოს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტე და დიდი მო­ლო­დი­ნი არც მქონ­და, რად­გან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და. ჩათ­ვა­ლეს, რომ ამ წიგ­ნის და­ბეჭდ­ვა ღირ­და და ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. ამ კონ­კურსს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა აქ­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მკი­თხვე­ლებ­თან, ბოლო დროს, ცოტა შევ­ფერ­ხდით, მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, თუმ­ცა, ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა პრო­ცე­სე­ბი.

ახლა უკვე მე­ო­რე რო­მა­ნის იდე­აც მაქვს და ვი­მე­დოვ­ნებ, მკი­თხვე­ლი მა­საც მალე იხი­ლავს. მა­საც ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი ექ­ნე­ბა, რად­გან პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ვარ და ეს თემა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს იქ­ნე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დის ცხოვ­რე­ბა­ზე, თუმ­ცა, ფა­ბუ­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს, რად­გან ჯერ მხო­ლოდ და­სა­წყი­სია.

- თქვენს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ამ­ჟა­მად, თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ, ის­ტო­რი­ის ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის წო­დე­ბა მაქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ და მალე, ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ კურსსაც წარ­ვუ­ძღვე­ბი, ოღონდ ეს უკვე სულ­ხან-სა­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს, მოს­წავ­ლე­ე­ბიც მყავს და შე­სა­ბა­მი­სად, მთლი­ა­ნად ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი.

სხვა­თა შო­რის, ჩემ ირ­გვლივ თით­ქმის არა­ვის უნ­დო­და, რომ ის­ტო­რი­კო­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად რა­ტომ­ღაც არ ით­ვლე­ბა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვთვლი, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. ჩემი პრო­ფე­სია წე­რა­შიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი და მოვ­ლე­ნა სა­ინ­ტე­რე­სოდ ჯდე­ბა პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბი­სას.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გია, დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, მათ შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც შე­გიძ­ლია შე­ამ­ჩნიო, გა­მო­იც­ნო ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა. ეს ავ­ტო­რებს გვეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ჟებ­საც უფრო სრულ­ყო­ფი­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახე მივ­ცეთ, მკვეთ­რად ბო­რო­ტი ან მკვეთ­რად კე­თი­ლი სახე კი არა, ორი­ვე თვი­სე­ბე­ბით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბად გარ­დაქ­მნა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

- რო­გორც მკი­თხველს, რა ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მოგ­წონ­დათ, ის­ტო­რი­უ­ლის გარ­და?

- რო­მა­ნე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და დღე­საც ხში­რად ვკი­თხუ­ლობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სულ დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით ადა­მი­ა­ნე­ბი. არ არ­სე­ბობს წიგ­ნი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას მა­ინც არ გვას­წავ­ლის, რა­ი­მეს მა­ინც არ დაგ­ვა­ნახ­ვებს. პი­რა­დად ჩემ­ზე, ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მი­ხე­ილ ბულ­გა­კოვ­მა, "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ვი­კი­თხე და პირ­ვე­ლად და­მე­ბა­და კი­თხვა, რო­გორ შე­უძ­ლია ადა­მი­ანს ასე­თი რამ და­წე­როს? ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბულ ხელ­თან და მწე­რალ­თან გვაქვს საქ­მე. ამ­დე­ნად, ეს წიგ­ნი დღემ­დე პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს ჩემს საყ­ვა­რელ წიგ­ნებს შო­რის.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი­დან ვის გა­მო­არ­ჩევთ და რამ­დე­ნად ხში­რად ეც­ნო­ბით თქვე­ნი "ოლე­გე­ბის", პრო­ექ­ტის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" სხვა მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს?

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც რამ­დე­ნი­მეს და­სა­ხე­ლე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ვარ­ჩევ­დი ნი­კო­ლას მა­ჩა­ბელს, რომ­ლის "ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ იკი­თხე­ბა, კარ­გად ჩანს ავ­ტო­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი იუ­მო­რი და სხვა მკი­თხვე­ლებ­საც ვურ­ჩევ­დი გა­ეც­ნონ. ასე­ვე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ელის დოჯ­სო­ნის "რაფ­ლე­ზია~.

- "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი" ახლა უკვე ჟურ­ნალ "გზა"-სთან ერ­თად გა­მოჩ­ნდე­ბა პრე­სის სტენ­დებ­ზე, რო­გორ ფიქ­რობთ, რას მო­გი­ტანთ ეს, რო­გორც ავ­ტორს?

- რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ ამ ფაქტს და მო­ხა­რუ­ლი ვარ, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჟურ­ნა­ლის გავ­რცე­ლე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ეს ნიშ­ნავს, რომ მკი­თხველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მა­გად და სამ­მა­გად მეტი იქ­ნე­ბა. ვი­საც რო­მან­ზე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში არ მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, დღეს უკვე შე­უძ­ლია ჟურ­ნალ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნოს და ვფიქ­რობ, ეს ჩემი წიგ­ნის მი­მართ მკი­თხველ­თა ინ­ტე­რესს გაზ­რდის და მათი მხრი­დან, უფრო აქ­ტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი

23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი

23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულის ნანი მანველიშვილის რომანი "ოდისევსის სინდრომია" ხელმისაწვდომი.

წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10,50 ლარი.

ახალგაზრდა ავტორის, ნანი მანველიშვილის რომანი „ოდისევსის სინდრომი“ მკითხველს სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანებზე, მათ ტკივილზე მოუთხრობს, ეს წიგნი მათი ცხოვრების შეულამაზებელი ასახვაა, უცხო ქვეყნებში გადახვეწილ ქალებზეა, რომლებიც სხვების შვილებს, დავრდომილ მოხუცებს უვლიან, რათა საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები გამოკვებონ. ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე... წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონა - კატერინაა, რომელიც ნაადრევად დაოჯახდა, მაგრამ წლების შემდეგ ხვდება, რომ მას სხვა რამ სჭირდება, რაღაცის შეცვლა აუცილებელია, ამიტომ, რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით, სამშობლოდან მიდის...

პროფესიით ისტორიკოსი ნანი მანველიშვილი თავისი პირველი რომანისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს:

- წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც მე თვითონ მომიწია ათენში წასვლამ. იქ სასწავლო პროგრამით მოვხვდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი, მათი ცხოვრების გაზიარება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და მათ ამბებს ხშირად ვისმენდი, რაც ჩემთვისაც საკმაოდ ემოციური იყო. რომანის მთავარი გმირის - კატერინას პროტოტიპი სწორედ ერთ-ერთი ემიგრანტი გოგონაა და ცხადია, მისი ამბავი ჩემი ფანტაზიით შევალამაზე. ეს ჩემი პირველი რომანია და როცა მისი წერა დავასრულე, ეს კიდევ ცალკე ემოცია იყო ჩემთვის. წიგნი არ არის მხიარული, უფრო სევდიანი და სენტიმენტალურია. ამ ქალბატონებს, განსხვავებული, მაგრამ საერთო ტრაგიკული ბედი აქვთ.

პირველ ნაწილში თხრობა თბილისში მიმდინარეობს, 1990-იან წლებში. კატერინა ადრეულ ასაკში იწყებს ოჯახურ ცხოვრებას, მეუღლე და შვილი ჰყავს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ხვდება, რომ დროა სადმე შორს წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ამას აიძულებს როგორც ეკონომიკური, ისე მისი პირადი მდგომარეობა.

კატერინას აფხაზეთის ომის დროს მამა დაეღუპა და როგორც ყველა დევნილი, ისიც იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო და ცხოვრებაში ბევრი არაფერი უნახავს. ერთადერთი ნათელი წერტილი და ,,თავშესაფარი" სიყვარული გახდა, თუმცა, ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც კატერინას წარმოედგინა. შეყვარებულს სრულიად გაუაზრებლად გაჰყვა ცოლად, ფინანსურ პრობლემებს, მეუღლის ხასიათიც დაემატა, წყვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს და კატერინა ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რომ ის ყველაფერი, რაც იყო, თავად გამოიგონა, ამიტომ წასვლაზე ფიქრობს... გარბის იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაიბრუნოს და შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას. ცხოვრება საზღვარგარეთ ფერადი ჩანს... რეალობა კი სულ სხვაგვარია და კატერინა არაერთ სირთულეს გამოივლის. ახალ სიყვარულსაც შეხვდება და მორიგი დაბრკოლება სწორედ აქ ჩნდება, როდესაც მას საზოგადოებასთან დაპირისპირება მოუწევს, რადგან ან საკუთარი ბედნიერება უნდა აირჩიოს, ან ხალხის ხმას დანებდეს, რომელიც არ მოუწონებს ამ საქციელს. თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ეს წიგნში უფრო კარგად ჩანს.

ეს ამბავი მათ დააინტერესებს, ვისაც სასიყვარულო ისტორიების კითხვა, რომანები მოსწონს. ასევე, იმ ემიგრანტებზეა, ვინც ქვეყნისგან შორს ცხოვრობენ, საკუთარი შვილები ენატრებათ და მათ მხოლოდ ეკრანიდან ხედავდნენ. ასეთ დედა-შვილობაზეა, თუ რამდენად რთულია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება აფხაზეთს, ფაქიზი თემაა, პირადად მე, ამ კუთხესთან შეხება არ მქონია, მაგრამ ეს ადამიანები სოხუმის საოცარ მონატრებას დღემდე განიცდიან და მათი მონაყოლით ვცადე აღმედგინა და გამეცოცხლებინა პერსონაჟები, გარემო, მაგალითად, ამრა, რომელიც სოხუმში შეხვედრების ადგილი იყო. რამდენიმე პერსონაჟი სოხუმიდანაა.

- ნანი, თქვენ იყავით „პალიტრა L-ის“ მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის _ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ს მონაწილე და ხალხის რჩეული. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით შედგა თქვენი ლიტერატრული დებიუტი და თქვენი წიგნი მთელმა საქართველომ გაიცნო. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პროექტის შემდეგ?

- ასეთი პროექტები ძალიან დიდი კომფორტია საზოგადოებისთვის. ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს იარსებოს. მასში მონაწილეობის მიღება მოულოდნელად გადავწყვიტე და დიდი მოლოდინი არც მქონდა, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ჩათვალეს, რომ ამ წიგნის დაბეჭდვა ღირდა და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. ამ კონკურსს ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა აქტიური შეხვედრები მკითხველებთან, ბოლო დროს, ცოტა შევფერხდით, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თუმცა, ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან კვლავ განახლდება პროცესები.

ახლა უკვე მეორე რომანის იდეაც მაქვს და ვიმედოვნებ, მკითხველი მასაც მალე იხილავს. მასაც ისტორიული კონტექსტი ექნება, რადგან პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ეს თემა ძალიან მაინტერესებს. ეს იქნება საბჭოთა კავშირის პერიოდის ცხოვრებაზე, თუმცა, ფაბულაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, რადგან ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

- თქვენს ძირითად საქმიანობაზეც გვიამბეთ.

- ამჟამად, თსუ-ის დოქტორანტურაში ვსწავლობ, ისტორიის ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მაქვს. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ და მალე, ისტორიის მიმართულებით ერთ-ერთ კურსსაც წარვუძღვები, ოღონდ ეს უკვე სულხან-საბას უნივერსიტეტში გაგრძელდება. სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მოსწავლეებიც მყავს და შესაბამისად, მთლიანად ამ პროფესიაში ვარ ჩართული.

სხვათა შორის, ჩემ ირგვლივ თითქმის არავის უნდოდა, რომ ისტორიკოსი ვყოფილიყავი, რადგან საქართველოში წარმატებულად რატომღაც არ ითვლება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი პროფესია წერაშიც ძალიან მეხმარება, ბევრი ისტორიული ფაქტი და მოვლენა საინტერესოდ ჯდება პარალელების გავლებისას.

ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია, დეტალებზე ორიენტირება, მათ შორის, ცხოვრებაში, როდესაც შეგიძლია შეამჩნიო, გამოიცნო ადამიანის ბუნება. ეს ავტორებს გვეხმარება, რომ საკუთარ პერსონაჟებსაც უფრო სრულყოფილი და დასრულებული სახე მივცეთ, მკვეთრად ბოროტი ან მკვეთრად კეთილი სახე კი არა, ორივე თვისებებით გაწონასწორებული. რეალური ადამიანების პერსონაჟებად გარდაქმნა საკმაოდ საინტერესო პროცესია.

- როგორც მკითხველს, რა ჟანრის ნაწარმოებები მოგწონდათ, ისტორიულის გარდა?

- რომანებიც ძალიან მიყვარს და დღესაც ხშირად ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სულ დროის ნაკლებობას განვიცდით ადამიანები. არ არსებობს წიგნი, რომელიც რაღაცას მაინც არ გვასწავლის, რაიმეს მაინც არ დაგვანახვებს. პირადად ჩემზე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მიხეილ ბულგაკოვმა, "ოსტატი და მარგარიტა" ჩემი გამორჩეულად საყვარელი წიგნია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და პირველად დამებადა კითხვა, როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი რამ დაწეროს? ნამდვილად განსაკუთრებულ ხელთან და მწერალთან გვაქვს საქმე. ამდენად, ეს წიგნი დღემდე პირველ ადგილს იკავებს ჩემს საყვარელ წიგნებს შორის.

- თანამედროვე ავტორებიდან ვის გამოარჩევთ და რამდენად ხშირად ეცნობით თქვენი "ოლეგების", პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი" სხვა მონაწილეთა ნაწარმოებებს?

- ამ მიმართულებითაც რამდენიმეს დასახელება შემიძლია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ნიკოლას მაჩაბელს, რომლის "ჩაინა კონტრასტებიდან" ძალიან საინტერესოდ იკითხება, კარგად ჩანს ავტორის სპეციფიკური იუმორი და სხვა მკითხველებსაც ვურჩევდი გაეცნონ. ასევე ძალიან მომეწონა ელის დოჯსონის `რაფლეზია~.

- "ოდისევსის სინდრომი" ახლა უკვე ჟურნალ "გზა"-სთან ერთად გამოჩნდება პრესის სტენდებზე, როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ ეს, როგორც ავტორს?

- რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ამ ფაქტს და მოხარული ვარ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟურნალის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ეს ნიშნავს, რომ მკითხველთა რაოდენობა ორმაგად და სამმაგად მეტი იქნება. ვისაც რომანზე წიგნის მაღაზიაში არ მიუწვდებოდა ხელი, დღეს უკვე შეუძლია ჟურნალთან ერთად შეიძინოს და ვფიქრობ, ეს ჩემი წიგნის მიმართ მკითხველთა ინტერესს გაზრდის და მათი მხრიდან, უფრო აქტიურ გამოხმაურებას ველი.

გამომცემლობა პალიტრა L–ის "ლიტერატურული გაჩერება" მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

თელავის "ბიბლუსი გალერეაში" ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეექვსე)