გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში წერილები ჰქონდა შენახული.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინ არის წერილების ადრესატი, ჯერჯერობით დაუდგენელია.
"საფულეში ჰქონდა წერილები. არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. „გამოიყენე, ჩემი ანაბარი,“ - ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება,რას ეუბნება არ არის დადგენილი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული, მათ შორის ერთი მარიამ ჯიშკარიანია.
როგორც მან აღნიშნა, ისინი უკვე ადგილზე არიან მისულები.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
თავიდან საერთოდ უარყოფდა რამიშვილი ამ ფაქტს და იძულებული გახდა ბოლოს დათანხმებულიყო, სავარაუდოდ იმიტომ რომ მერე არ ექნება საშუალება მანიპულაციის. ასე გამოყენება მსგავსი უბედურების არის მიუღებელი და სირცხვილია.ოჯახის ადვოკატი ნიშნის მოგებით კი არ უნდა საუბრობდეს არამედ რეალური მიზეზების დადგენას ცდილობდეს, რას მას არ ეტყობა.