საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე
"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ეს რა­ო­დე­ნო­ბა გან­გა­ში­სა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა, რად­გან ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცია მარ­თვა­დია.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, და­იც­ვან და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ცე­მენ.

“წყა­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცნო­ბი­ლია - 10 შემ­თხვე­ვა არის გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის „გა­ჩი­ა­ნის კლას­ტე­რი­დან“, ხუთი არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი, ასე­ვე ცნო­ბი­ლია ყვე­ლას წყა­რო. 7 არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან 5 სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია. ორ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, 24 შემ­თხვე­ვი­დან 22-ის წყა­რო ცნო­ბი­ლია“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გან­გა­ში­სა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, მთა­ვა­რია, რომ ვირუ­სი ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლინ­დეს და სი­ტუ­ა­ცია იმარ­თე­ბო­დეს.

„გან­გა­ში­სა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად არ იძ­ლე­ვა, რად­გან 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ არის იმ­დე­ნი, რომ ვერ იმარ­თე­ბო­დეს, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში მო­დუნ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბა და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი იძ­ლე­ვა. ამი­ტომ ყვე­ლა ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, რად­გან ინ­ფექ­ცია არ გამ­ქრა­ლა, ჩვენ­თან ერ­თად არის. ვირუსს ვმარ­თავთ, მაგ­რამ ყვე­ლა წე­სის დაც­ვაა სა­ჭი­რო: პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და დიდ­ხანს სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. 15, 20, 30 შემ­თხვე­ვა არ გახ­ლავთ ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ იმარ­თე­ბა. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა რო­დე­საც იწყე­ბა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იგი­ვე მოხ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდა კონ­ტროლს ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ად­რე­ულ ეტაპ­ზე ვავ­ლენ­დეთ, ვუზ­რუნ­ველ­ყოფ­დეთ მათ მკურ­ნა­ლო­ბას, რათა ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს. მთა­ვა­რია, სი­ტუ­ა­ცი­ას ვმარ­თავ­დეთ. ეს რი­ცხვე­ბი სა­გან­გა­შო და სა­ხი­ფა­თო არ არის, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა“,- აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზო­მე­ბი უკვე გამ­კაცრ­და და გა­აქ­ტი­ურ­და მო­სახ­ლე­ო­ბის თერ­მოსკრი­ნინ­გი.

„გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზო­მე­ბი გუ­შინ გამ­კარცდა. სამ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი თერ­მოსკრი­ნინ­გი. ასე­ვე, გუ­შინ უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 350-მდე მო­სახ­ლე გა­მო­იკ­ვლი­ეს და­მა­ტე­ბით. დღეს, ხვალ და ზეგ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ გა­ჩი­ა­ნის და­სახ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ნი გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ. კი­დევ ერთხელ უნდა მო­ვუ­წო­დოთ მათ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოკ­ლე­ვა. კვლე­ვებ­ზე მათი და­ყო­ლი­ე­ბა რთუ­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ექი­მე­ბის მო­წო­დე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლონ და გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ. გა­მოკ­ვლე­ვის ეტაპ­ზე 10 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უკვე გა­მოვ­ლინ­და. სწრა­ფად მოხ­და მათი იზო­ლი­რე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა. რაც სწრა­ფად გა­მო­ვავ­ლენთ, უფრო მალე ჩა­ვახ­შობთ ამ ეპიდ აფეთ­ქე­ბას, რაც გა­ჩი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში გვაქვს“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

არ მგო­ნია, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან გა­ფუჭ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი, „გარ­დაბ­ნის კლას­ტე­რია“ და შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

„ჩვე­ნი პი­კუ­რი პე­რი­ო­დე­ბი ყო­ველ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ერთ დიდ კლას­ტერ­თან. ახ­ლაც ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა. მინ­და, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას არ გას­ცილ­დეს. ახლა გვყავს გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის კლას­ტე­რი. ოთხი სო­ფე­ლია, მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 7 ათას­ზე მე­ტია. შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, ალ­ბათ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან გაჩ­ნდა ახა­ლი წყა­რო. ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კვლე­ვა გაგ­რძელ­დე­ბა და თუ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლებს, არ მგო­ნია, რომ გას­ცილ­დეს ამ ახალ კლას­ტერს“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1073-მდე გა­ი­ზარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს, მათი რი­ცხვი 4-ით გა­ი­ზარ­და და 907-ს შე­ად­გენს. კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში 16 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუუ
0

ეს გარდაბანი რა გახდა ამისთანა. ჩაკეტეთ და ეგაა

ნინო
3

ჯერ იყო მარნეი მერე ბოლნისი ეხლა გარდაბანო. მინდა ვთხოვო აზერბაიჯანულ მოსახლეობას. თუ შეიძლება უფრო მეტათ დავიცვათ ჰიგიენა ხელების ხშირი ბანვა. ვირუსის პირველი მტერია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობის წყარო ცნობილია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებულთა ეს რაოდენობა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია.

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან და გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

“წყაროების უმრავლესობა ცნობილია - 10 შემთხვევა არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის „გაჩიანის კლასტერიდან“, ხუთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ასევე ცნობილია ყველას წყარო. 7 არის იმპორტირებული შემთხვევა, აქედან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. შესაბამისად, 24 შემთხვევიდან 22-ის წყარო ცნობილია“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარია, რომ ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და სიტუაცია იმართებოდეს.

„განგაშისა და პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან 24 ახალი შემთხვევა არ არის იმდენი, რომ ვერ იმართებოდეს, მაგრამ საყურადღებოა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოდუნდა მოსახლეობის ყურადღება და იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ინფექცია არ გამქრალა, ჩვენთან ერთად არის. ვირუსს ვმართავთ, მაგრამ ყველა წესის დაცვაა საჭირო: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. ეს ყველაფერი აუცილებელია და დიდხანს საჭირო იქნება. 15, 20, 30 შემთხვევა არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელიც არ იმართება. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან რეგულაციების შემსუბუქება როდესაც იწყება, ყველა ქვეყანაში იგივე მოხდა, გარკვეულწილად ახალ ინფიცირებულთა ზრდა შეინიშნება. მთავარია, ინფიცირებულთა ზრდა კონტროლს ემორჩილებოდეს. აუცილებელია, თითოეულ ადამიანს ადრეულ ეტაპზე ვავლენდეთ, ვუზრუნველყოფდეთ მათ მკურნალობას, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. მთავარია, სიტუაციას ვმართავდეთ. ეს რიცხვები საგანგაშო და სახიფათო არ არის, მაგრამ საყურადღებოა“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები უკვე გამკაცრდა და გააქტიურდა მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები გუშინ გამკარცდა. სამ სოფელში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. ასევე, გუშინ უკვე დაახლოებით 350-მდე მოსახლე გამოიკვლიეს დამატებით. დღეს, ხვალ და ზეგ გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს, რომ გაჩიანის დასახლების მცხოვრებნი გამოვიკვლიოთ. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ აუცილებელია გამოკლევა. კვლევებზე მათი დაყოლიება რთულია. აუცილებელია, ექიმების მოწოდებას დაემორჩილონ და გამოვიკვლიოთ. გამოკვლევის ეტაპზე 10 ინფიცირებული უკვე გამოვლინდა. სწრაფად მოხდა მათი იზოლირება და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. რაც სწრაფად გამოვავლენთ, უფრო მალე ჩავახშობთ ამ ეპიდ აფეთქებას, რაც გაჩიანის დასახლებაში გვაქვს“, - აცხადებს გამყრელიძე.

არ მგონია, რომ არსებული სიტუაცია ძალიან გაფუჭდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი, „გარდაბნის კლასტერია“ და შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი სიტუაციაა. მინდა, რომ ამ სიტუაციას არ გასცილდეს. ახლა გვყავს გარდაბნის რაიონის კლასტერი. ოთხი სოფელია, მცხოვრებთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია. შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა შეასრულებს, არ მგონია, რომ გასცილდეს ამ ახალ კლასტერს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"