სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?
როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­სუბ­სი­დი­რებ­სი­პო­თე­კუ­რი სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის 4%-ს. ამას­თან, სუბ­სი­დია გაგ­რძელ­დე­ბა სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო წყვეტს სუბ­სი­დი­ას, თუ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი 5%-ს ჩა­მოც­და (ამ­ჟა­მად, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი 8,25%-ს შე­ად­გენს); ხოლო სუბ­სი­დია გა­ი­ცე­მა არა­უ­მე­ტეს 200 000-ლა­რი­ან სეს­ხებ­ზე. მას, ვი­საც სურს, ახა­ლი პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლოს, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სულ მცი­რე 10% უნდა ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი.

რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იპო­თე­კურ სეს­ხზე მთავ­რო­ბის 4%-იანი სუბ­სი­დი­ით სარ­გებ­ლო­ბა?

რო­გორც რამ­დე­ნი­მე უმ­სხვი­ლეს ბან­კში გან­გვი­ცხა­დეს, ისი­ნი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში უკვე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან.

პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა უნდა მი­მარ­თონ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ა­სა და მომ­სა­ხუ­რე ბანკს. ამას­თან, იპო­თე­კუ­რი სეს­ხის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა წლის ბო­ლომ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კონ­კრე­ტუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან და სეს­ხის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებს კი მომ­ხმა­რებ­ლებს ბან­კე­ბი და დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­აც­ნო­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ერ­თზე მეტი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხის აღე­ბაც შე­ეძ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლეც უკვე ძა­ლა­შია და ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ „იპო­თე­კუ­რი კრე­დი­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა, ამ მხრივ, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვაც იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მიერ ასათ­ვი­სე­ბე­ლი სესხ(ებ)ის ჯა­მუ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბაა 200 000 ლარი.

ტენ­დენ­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­დუ­ლი ბი­ნე­ბის 65% ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლია და ეს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა პროგ­რა­მამ შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­ზარ­დოს.

ახა­ლა­შე­ნე­ბულ და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნის შე­საძ­ლო ზრდას მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა­უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტრა­ფი­კის მქო­ნე პლატ­ფორ­მის - SS.ge-ის გუნ­დი, რო­მელ­მაც ახა­ლი პრო­ექ­ტი House.ge შექ­მნა, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე პრო­ექ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ყვე­ლა ბი­ნა­ზე მოქ­მე­დებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა.

რო­გორც House.ge-ში გან­მარ­ტა­ვენ, პრო­ექ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ამარ­ტი­ვებს ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს და ზო­გავს ძვირ­ფასს დროს, რამ­დე­ნა­და­ცი­პო­თე­კუ­რი სეს­ხის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა წლის ბო­ლომ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მომ­ხმა­რე­ბელს სწრა­ფად მო­უ­წევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

პლატ­ფორ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და დე­ვე­ლო­პე­რებს ერ­თმა­ნეთ­თან სწრა­ფად და მარ­ტი­ვად აკავ­ში­რებს, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტსა და აქ­ცი­ას, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ, რაც მას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ახა­ლი პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით დე­ვე­ლო­პერს შე­უძ­ლია უფრო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.ამას­თან, დე­ვე­ლო­პე­რი, რო­მე­ლიც House.ge-სთან თა­ნამ­შრომ­ლობს, სარ­გებ­ლობს ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით, რაც SS.ge-ს გა­აჩ­ნია.

რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, House.ge უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს, რად­გან მთავ­რო­ბა და კერ­ძო სექ­ტო­რი პან­დე­მი­ის მიერ შექ­მნილ კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებსიპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს. ამასთან, სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს ჩამოცდა (ამჟამად, რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ს შეადგენს); ხოლო სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000-ლარიან სესხებზე. მას, ვისაც სურს, ახალი პროგრამით ისარგებლოს, ბინის ღირებულების სულ მცირე 10% უნდა ჰქონდეს შეტანილი.

როგორ არის შესაძლებელი იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდიით სარგებლობა?

როგორც რამდენიმე უმსხვილეს ბანკში განგვიცხადეს, ისინი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულები არიან.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ დეველოპერულ კომპანიასა და მომსახურე ბანკს. ამასთან, იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა წლის ბოლომდეა შესაძლებელი. კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულებასთან და სესხის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს კი მომხმარებლებს ბანკები და დეველოპერები ინდივიდუალურად გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღებაც შეეძლება. აღნიშნული სიახლეც უკვე ძალაშია და ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაშია აღნიშნული. თუმცა, ამ მხრივ, გარკვეული შეზღუდვაც იქნება. კერძოდ, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

ტენდენცია აჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდული ბინების 65% ახალაშენებულია და ეს პროცენტული მაჩვენებელი მთავრობის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს.

ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე მოთხოვნის შესაძლო ზრდას მომზადებული ხვდებაუძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე პლატფორმის - SS.ge-ის გუნდი, რომელმაც ახალი პროექტი House.ge შექმნა, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის ახალაშენებული და მშენებარე პროექტები, შესაბამისად საიტზე განთავსებულ ყველა ბინაზე მოქმედებს იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა.

როგორც House.ge-ში განმარტავენ, პროექტი მაქსიმალურად ამარტივებს ახალაშენებული და მშენებარე ბინების შერჩევის პროცესს და ზოგავს ძვირფასს დროს, რამდენადაციპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა წლის ბოლომდეა შესაძლებელი და მომხმარებელს სწრაფად მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

პლატფორმა მომხმარებლებსა და დეველოპერებს ერთმანეთთან სწრაფად და მარტივად აკავშირებს, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ყველა მიმდინარე პროექტსა და აქციას, დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, რაც მას არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ახალი პლატფორმის საშუალებით დეველოპერს შეუძლია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს პოტენციური მომხმარებლისთვის.ამასთან, დეველოპერი, რომელიც House.ge-სთან თანამშრომლობს, სარგებლობს ყველა იმ სერვისით, რაც SS.ge-ს გააჩნია.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, House.ge უძრავი ქონების ბაზრის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რადგან მთავრობა და კერძო სექტორი პანდემიის მიერ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ახალი მექანიზმებით უპირისპირდებიან.

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში