პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები
"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლალი ტუ­რძე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ძაღ­ლის მიერ დაგ­ლე­ჯი­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. რო­გორც მან AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს მრავ­ლო­ბი­თი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

„ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. ორი­ვე ლო­ყა­ზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ასე­ვე კის­რის, გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

შემ­თხვე­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "ცხოვ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტი" "ფე­ის­ბუქ­ზე" ანა­ნო ვარ­ძი­აშ­ვი­ლის პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ყვე­ლამ იცით ალ­ბათ პიდ­ბუ­ლის ამ­ბა­ვი ზოგ­მა სწო­რად, ზოგ­მა არას­წო­რად. ძა­ლი­ან დიდი თხოვ­ნით მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, რომ ოჯა­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რე­სია შე­წყვი­ტოთ, ვინც არ იცით მდგო­მა­რე­ო­ბა. ბე­ნის პატ­რო­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ზე მე­ტია სას­ჯელს იხ­დის, აგ­რეთ­ვე ოჯახ­მა კი­დევ ერთი ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა (ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს). ძაღ­ლი დარ­ჩა პატ­რო­ნის გა­რე­შე, უვ­ლი­და ამ ბი­ჭის დედა და მისი საძ­მა­კა­ცო, ძაღ­ლი არ იყო აგ­რე­სი­უ­ლი არას­დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ (იყო აგ­რე­სი­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, ქუ­ჩა­ში მე­ტი­სებს არ ერ­ჩო­და სხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი აქვთ მე­ტი­სებს და ძაღ­ლე­ბი გრძნო­ბენ, პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი დი­დად გულ­ზე არ ეხა­ტე­ბო­და). ადა­მი­ა­ნი (ქალი მსჯავ­რდე­ბუ­ლის დედა), რო­მე­ლიც ბე­ნის უვ­ლი­და საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და ისე­დაც და ძაღ­ლის მოვ­ლის, აღ­ზრდის და ასე შემ­დეგ დრო და სი­ტუ­ა­ცია არ ქო­ნია, ამი­ტომ ეს ითა­ვეს ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა, ბი­ჭებ­მა...

მაგ დღეს, როცა ეგ ფაქ­ტი მოხ­და, ძაღ­ლი კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­ყავ­და პა­ტა­რა ბავ­შვს სა­ბე­ლით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არას­დროს არა­ვის მი­მართ არ ქო­ნია აგ­რე­სია ძაღლს. არა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი მოხ­დე­ბო­და. ბენი მანდ მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ცხოვ­რობ­და და მსგავ­სი ფაქ­ტი არა­ვის ახ­სოვს, ბავ­შვთან ერ­თად რომ ჩა­მო­დი­ო­და კი­ბე­ებ­ზე, ქალ­მა პარ­კი აუქ­ნია და ბავ­შვს სა­ბელ­ზე ხელი გა­ეშ­ვა, რაც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

არა­ვის არ ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი გან­ზრა­ხუ­ლი ქმე­დე­ბა ან რამე ეგე­თი, ეს იყო უბ­რა­ლო შემ­თხვე­ვი­თო­ბა, რაც ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. ძა­ლი­ან გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვეთ ოჯა­ხის ლან­ძღვის­გან, არა­ვის არ გაქვთ ამის უფ­ლე­ბა, როცა არ იცით, ზუს­ტად რა რო­გორ მოხ­და. მე არ ვიცი ძაღ­ლი ბავ­შვთან ერ­თად რომ იყო და საფრ­თხე იგ­რძნო ბავ­შვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გი­ტომ ქონ­და ეგე­თი რე­აქ­ცია, თუ რა მოხ­და, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო ის, რომ პატ­რო­ნი და ასე შემ­დეგ ამ ამ­ბავ­თან არა­ფერ შუ­ა­შია. ამ­ხე­ლა ძაღ­ლი, ვიცი, რომ ბავ­შვს არ უნდა ეჭი­როს, მაგ­რამ მისი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, რომ ბენი უბ­რა­ლოდ ვე­რან­დი­დან სახ­ლში ჩა­ეყ­ვა­ნა.

პატ­რო­ნი ბე­ნის დიდი ხა­ნია აღარ უნა­ხავს და კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, რომ თავი შე­ი­კა­ვეთ ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის ლან­ძღვის­გან! და ნუ თხოვთ ადა­მი­ა­ნებს იმა­ზე მეტს, ვიდ­რე შე­უძ­ლი­ათ. ბენი იყო ძაღ­ლი, რო­მე­ლიც უსა­ბე­ლოდ გა­რეთ არა­ვის გა­ყავ­და და არც ეს იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, უბ­რა­ლოდ ძაღლს კი­ბე­ე­ბი უნდა ჩა­ევ­ლო და ჩა­სუ­ლი­ყო ვე­რან­დი­დან სახ­ლში და ამ დროს არას­წორ და შე­უ­სა­ბა­მო ადა­მი­ანს (ბავ­შვს) ეჭი­რა და შემ­თხვე­ვით ხელი გა­ეშ­ვა.

ყვე­ლას ყვე­ლა­ფერ­ში სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, მაგ­რამ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი არ ვართ, რომ ესე­თი ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტე­ბი ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლოთ. ეს არის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია და ვინ რო­გორ გა­ი­გებთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეგ უკვე თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

რა­ხან ჩემი პოს­ტი ზოგ­მა არას­წო­რად გა­ი­გო აქვე ვა­რე­დაქ­ტი­რებ: და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი იყო მე­ზო­ბე­ლი, ბე­ნის ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, პარკში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჰქონ­და თა­ვი­სი­ვე ძაღ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საჭ­მე­ლი რა­ზეც ძაღ­ლი გა­ი­წია ინ­სტინ­ქტუ­რად ქალ­მა პარ­კი მო­იქ­ნია, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ძაღ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. (ძაღლს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ჰქონ­და - 1. ბავ­შვი (რო­მელ­საც ინ­სტინ­ქუ­რად იცავ­და) 2. საკ­ვე­ბი 3. აქ­ნე­უ­ლი პარ­კი, რო­მე­ლიც ძაღ­ლმა ან აგ­რე­სი­უ­ლად მი­ი­ღო ან თა­მა­შით და და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ე­შინ­და და შემ­დეგ კად­რებ­შიც ჩანს, რომ უკვე "რეს­კად" ცდი­ლობ­და ძაღ­ლის მო­შო­რე­ბას და ეს უკვე აგ­რე­სი­ად მი­ი­ღო ძაღ­ლმა. !!!!!!! არ­ცერ­თი მხა­რე არა­რის ჩვე­ნი გან­სას­ჯე­ლი!!!! ორი­ვე მხა­რე არის უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში !!! (ძაღ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვი­სი სახ­ლის კი­ბე­ებ­ზე იტა­ლი­ურ ეზო­ში, ეს არ მომ­ხდა­რა არც სკვერ­ში, არც ქუ­ჩა­ში, არც ვინ­მეს­თან სტუმ­რად", - წერს ანა­ნო ვარ­ძი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ძაღ­ლი 67 წლის ქალს თავს და­ეს­ხა, რის შემ­დე­გაც ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენ­ტი ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, თავ­დას­ხმის დროს ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი ქა­ლის­გან ძაღ­ლის მო­შო­რე­ბას უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დნენ, რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა ძაღლს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manino
0

ძაღლს რა უნდა ქალაქში ???და საერთოდ რაც მაგ ძაღლებს და კატებს ახარჯავთ (მეტიჩარა ოჯახები) არ ჯობს რომ მშიერ ბავშვებს პური მაინც უყიდოთ?

მარი
100

ძაღლს რა უნდა ქალაქში ???და საერთოდ რაც მაგ ძაღლებს და კატებს ახარჯავთ (მეტიჩარა ოჯახები) არ ჯობს რომ მშიერ ბავშვებს პური მაინც უყიდოთ???საბედისწერო შემთხვევა ერთხელ ხდება და არა ასჯერ,ამიტომ ბავშვს არ უნდა ქონოდა ძაღლთან მიკარების უფლება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

„ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორივე ლოყაზე აქვს დაზიანებები, ასევე კისრის, გულმკერდისა და მუცლის არეში“, - განაცხადა ტურძელაძემ.

შემთხვეას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. "ცხოვლეთა უფლებების კომიტეტი" "ფეისბუქზე" ანანო ვარძიაშვილის პოსტს აქვეყნებს:

"ყველამ იცით ალბათ პიდბულის ამბავი ზოგმა სწორად, ზოგმა არასწორად. ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ ყველას, რომ ოჯახის მიმართულებით აგრესია შეწყვიტოთ, ვინც არ იცით მდგომარეობა. ბენის პატრონი, სამწუხაროდ, ნახევარ წელიწადზე მეტია სასჯელს იხდის, აგრეთვე ოჯახმა კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაკარგა (ვუსამძიმრებ ოჯახს). ძაღლი დარჩა პატრონის გარეშე, უვლიდა ამ ბიჭის დედა და მისი საძმაკაცო, ძაღლი არ იყო აგრესიული არასდროს ადამიანების მიმართ (იყო აგრესიული ცხოველების მიმართ, ქუჩაში მეტისებს არ ერჩოდა სხვანაირი ხასიათი აქვთ მეტისებს და ძაღლები გრძნობენ, პატრონიანი ძაღლები დიდად გულზე არ ეხატებოდა). ადამიანი (ქალი მსჯავრდებულის დედა), რომელიც ბენის უვლიდა საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა ისედაც და ძაღლის მოვლის, აღზრდის და ასე შემდეგ დრო და სიტუაცია არ ქონია, ამიტომ ეს ითავეს ოჯახის ახლობლებმა, ბიჭებმა...

მაგ დღეს, როცა ეგ ფაქტი მოხდა, ძაღლი კიბეებზე ჩამოყავდა პატარა ბავშვს საბელით, იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არავის მიმართ არ ქონია აგრესია ძაღლს. არავის წარმოედგინა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდებოდა. ბენი მანდ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა და მსგავსი ფაქტი არავის ახსოვს, ბავშვთან ერთად რომ ჩამოდიოდა კიბეებზე, ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა, რაც ტრაგიკულად დასრულდა.

არავის არ ვამართლებ, მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი განზრახული ქმედება ან რამე ეგეთი, ეს იყო უბრალო შემთხვევითობა, რაც ფატალურად დასრულდა. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ოჯახის ლანძღვისგან, არავის არ გაქვთ ამის უფლება, როცა არ იცით, ზუსტად რა როგორ მოხდა. მე არ ვიცი ძაღლი ბავშვთან ერთად რომ იყო და საფრთხე იგრძნო ბავშვის მიმართულებით, მაგიტომ ქონდა ეგეთი რეაქცია, თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ პატრონი და ასე შემდეგ ამ ამბავთან არაფერ შუაშია. ამხელა ძაღლი, ვიცი, რომ ბავშვს არ უნდა ეჭიროს, მაგრამ მისი მოვალეობა იყო, რომ ბენი უბრალოდ ვერანდიდან სახლში ჩაეყვანა.

პატრონი ბენის დიდი ხანია აღარ უნახავს და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავეთ ისედაც განადგურებული ოჯახის ლანძღვისგან! და ნუ თხოვთ ადამიანებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ. ბენი იყო ძაღლი, რომელიც უსაბელოდ გარეთ არავის გაყავდა და არც ეს იყო გამონაკლისი, უბრალოდ ძაღლს კიბეები უნდა ჩაევლო და ჩასულიყო ვერანდიდან სახლში და ამ დროს არასწორ და შეუსაბამო ადამიანს (ბავშვს) ეჭირა და შემთხვევით ხელი გაეშვა.

ყველას ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ წინასწარმეტყველები არ ვართ, რომ ესეთი ყოვლად მოულოდნელი ფაქტები ვიწინასწარმეტყველოთ. ეს არის რეალური ისტორია და ვინ როგორ გაიგებთ და გაითვალისწინებთ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

რახან ჩემი პოსტი ზოგმა არასწორად გაიგო აქვე ვარედაქტირებ: დაზარალებული ქალი იყო მეზობელი, ბენის ბავშვობიდან იცნობდა, პარკში არსებული ინფორმაციით ჰქონდა თავისივე ძაღლისთვის განკუთვნილი საჭმელი რაზეც ძაღლი გაიწია ინსტინქტურად ქალმა პარკი მოიქნია, რამაც გამოიწვია ძაღლის გაღიზიანება. (ძაღლს ძალიან ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი ჰქონდა - 1. ბავშვი (რომელსაც ინსტინქურად იცავდა) 2. საკვები 3. აქნეული პარკი, რომელიც ძაღლმა ან აგრესიულად მიიღო ან თამაშით და დაზარალებულს შეეშინდა და შემდეგ კადრებშიც ჩანს, რომ უკვე "რესკად" ცდილობდა ძაღლის მოშორებას და ეს უკვე აგრესიად მიიღო ძაღლმა. !!!!!!! არცერთი მხარე არარის ჩვენი განსასჯელი!!!! ორივე მხარე არის უკიდურეს მდგომარეობაში !!! (ძაღლი იმყოფებოდა თავისი სახლის კიბეებზე იტალიურ ეზოში, ეს არ მომხდარა არც სკვერში, არც ქუჩაში, არც ვინმესთან სტუმრად", - წერს ანანო ვარძიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა, რის შემდეგაც ის მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევის ამსახველი კადრები "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. როგორც კადრებიდან ირკვევა, თავდასხმის დროს ადგილზე მყოფები ქალისგან ძაღლის მოშორებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ძაღლს იარაღიდან ესროლა.