პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს
შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

ლა­გო­დე­ხელ ლო­ლა­ძე­ებს, მა­მა­სა და ორ ვაჟს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავთ: მი­ნი­კი­ვი (უბუ­სუსო), ფი­ზა­ლი­სი (ოქ­როს­ფე­რი კენკრა), კი­ვა­ნო (აფ­რი­კუ­ლი კიტ­რი), შავი სი­მინ­დი და სხვა­დას­ხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. სა­ნამ მა­სობ­რი­ვად მო­იყ­ვან­დნენ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს ცდებს ატა­რებ­დნენ, რამ­დე­ნად ჰქონ­და თი­თო­ე­ულ მცე­ნა­რეს ლა­გო­დე­ხის კლი­მატ­თან შე­გუ­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ფერ­მე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იშ­ვი­ა­თი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა, ლაშა ლო­ლა­ძე გვი­ამ­ბობს.

ლაშა ლო­ლა­ძე:

- ამ ყვე­ლაფ­რის მოყ­ვა­ნა უცებ არ დაგ­ვი­წყია, ყო­ველ­მა კულ­ტუ­რამ ხან­გრძლი­ვი გა­მოც­და გა­ი­ა­რა. ლა­გო­დე­ხის ზო­მი­ე­რად ნო­ტიო ჰავა და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა. უბუ­სუსო მი­ნი­კი­ვის ნერ­გე­ბი 15 წლის წინ აშშ-დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე, დღეს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ორ ჰი­პერ­მარ­კეტ­ში იყი­დე­ბა და ჰე­ი­ვორ­დის, ანუ ტრა­დი­ცი­უ­ლი კი­ვის­გან არა მარ­ტო ზო­მით, არა­მედ გე­მო­თიც გან­სხვავ­დე­ბა. ბუ­სუ­სე­ბი არა აქვს და მისი გა­სინ­ჯვა კა­ნის გა­უ­თლე­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა. ორი წლის წინ 20-მდე სა­ხე­ო­ბის ნერ­გი პო­ლო­ნე­თი­და­ნაც შე­მო­ვი­ტა­ნე. თა­ვის მხრივ, ეს ჯი­შე­ბიც გან­სხვავ­დე­ბა რო­გორც ფე­რით, ისე გე­მო­თი და თვი­სე­ბე­ბით, უფრო ტკბი­ლი და არო­მა­ტუ­ლია. ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში 1 კგ-ის ფასი 26 ლა­რია. ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ბევ­რი არა ჰყავს. ფერ­მა­ში მი­ნი­კი­ვის ახა­ლი ჯი­შე­ბი გა­მოგ­ვყავს და ნერ­გებ­საც ვყი­დით.

რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნის მი­ზე­ზი ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მცი­რე­მი­წი­ა­ნია, გლეხ­მა მარ­ცვლე­უ­ლის რო­გო­რი კარ­გი მო­სა­ვა­ლიც უნდა მო­იყ­ვა­ნოს, მა­ინც წა­გე­ბუ­ლია, რად­გან პა­ტა­რა ფარ­თო­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა უფრო ძვი­რი ჯდე­ბა, ვიდ­რე დიდი ნაკ­ვე­თე­ბი­სა, ხორ­ბალ­სა და სი­მინდს კი ყო­ველ­თვის და­ბა­ლი ფასი აქვს. ამი­ტომ პა­ტა­რა ნაკ­ვეთ­ში ჯობს ისე­თი პრო­დუქ­ტი მო­იყ­ვა­ნო, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე ძვი­რი ღირს. ამით მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის გა­წე­ულ ხარჯსაც აი­ნა­ზღა­უ­რებ და მო­გე­ბაც დაგ­რჩე­ბა.

მი­ნი­კი­ვი ერ­თა­დერ­თი უცხო ხილი არ არის, რო­მე­ლიც ლა­გო­დე­ხელ ფერ­მე­რებს მოჰ­ყავთ. მათ ნაკ­ვეთ­ში ნა­ხავთ ფი­ზა­ლისს, ოქ­როს­ფერ კენკრას. ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცე­ნა­რეა, ნა­ყო­ფი მრგვა­ლი და ტკბი­ლი აქვს. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მდი­და­რია C ვი­ტა­მი­ნით. მის­გან ამ­ზა­დე­ბენ მა­რი­ნადს. კი­ვის­თან შე­და­რე­ბით, ფი­ზა­ლი­სის მოყ­ვა­ნა ძნე­ლია და მცი­რე მო­სა­ვალ­საც იძ­ლე­ვა. ბა­ზარ­ზეც 1 კგ-ის ფასი კი­ვი­სას ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა. ლო­ლა­ძე­ე­ბის ეგ­ზო­ტი­კურ ბაღ­ში ხა­რობს კი­ვა­ნოც, გოგ­რი­სებრთა ოჯა­ხის აფ­რი­კუ­ლი კიტ­რი.

ლაშა ლო­ლა­ძე:

- 20-25 წლის წინ ეს გა­ტა­ცე­ბა იყო - სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მოგვქონ­და კულ­ტუ­რე­ბი და ჯი­შებს ვცდი­დით. რო­მელ­მაც კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, მისი მოყ­ვა­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ. საქ­მემ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძვი­რი ჯდე­ბა, გა­ა­მარ­თლა. მი­ნი­კი­ვის ტა­ლა­ვე­რი 1000 კვმ-ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ეს კულ­ტუ­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი კი­ვის­გან?

- ჰე­ი­ვორ­დის კი­ვის (ტრა­დი­ცი­ულს) ვი­ტა­მი­ნე­ბის "ბომბს" ეძა­ხი­ან, მი­ნი­კი­ვი კი მეტი ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლია. ის დე­კო­რა­ტი­უ­ლიც არის - ბევ­რად ლა­მა­ზია, ფოთ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს, ყინ­ვა­საც უძ­ლებს. ჰე­ი­ვორ­დის კივი მხო­ლოდ ბაღ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­იყ­ვა­ნო, მთი­ან რე­გი­ონ­ში იყი­ნე­ბა. თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­შიც, სა­დაც სა­ა­გა­რა­კე ნაკ­ვე­თე­ბია, ვერ ძლებს, მი­ნი­კი­ვი კი ყინ­ვა­გამ­ძლე, უფრო ჩრდი­ლო­ე­თის მცე­ნა­რეა.

- კი­ვის მსგავ­სად, ბევ­რი წყა­ლი თუ უყ­ვარს?

- ბარ­ში ბევრ წყალს მო­ი­თხოვს, მთა­ში ნაკ­ლე­ბად ესა­ჭი­რო­ე­ბა. კივი უფრო სახ­ლის ეზოს ეგუ­ე­ბა და ამი­ტო­მაც ზო­გან ადე­სა ჩა­ა­ნაც­ვლა. სა­ერ­თოდ, ორი­ვე კი­ვის ვე­გე­ტა­ცია ყუ­რძენ­ზე სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ფერ­მე­რე­ბის­გან ვიცი, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი კივი პირ­ვე­ლი ყინ­ვის შემ­დეგ უნდა და­იკ­რი­ფოს. მი­ნი­კი­ვის მო­სა­ვალს რო­დის იღებთ?

- ჰე­ი­ვორ­დის კივი თუ ყინ­ვამ­დე არ და­იკ­რი­ფა, ფუჭ­დე­ბა, მი­ნი­კი­ვი­ზე კი ყინ­ვა არ ახ­დენს გავ­ლე­ნას. ლა­მის მთელ ზამ­თარს ხე­ზეა და პირ­და­პირ იქი­დან კრე­ფენ. თითა ყუ­რძე­ნი­ვით ნა­ყო­ფი აქვს. არის ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ღო­ბე­ზე იშ­ლე­ბა, იქა­უ­რო­ბას ალა­მა­ზებს და ნა­ყო­ფის მომ­ცე­მი­ცაა.

- ჰი­პერ­მარ­კეტ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი იყი­დე­ბა?

- ვი­ნა­ი­დან 1 კგ ძვი­რი ღირს, ამი­ტომ და­ფა­სო­ე­ბუ­ლი - 150 გრა­მო­ბით იყი­დე­ბა და 2-დან 4 ლა­რამ­დე ღირს.

- მის­გან კომ­პო­ტი, ჩირი, წვე­ნი კეთ­დე­ბა?

- ყვე­ლა­ფე­რი მზად­დე­ბა, მაგ­რამ რად­გან ძვი­რად ღი­რე­ბულ სეგ­მენ­ტში გა­დის, და­მუ­შა­ვე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ხდე­ბა.

- გაქვთ შავი სი­მინ­დიც.

- თეთ­რი სი­მინ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შავს მეტი წე­ბო­ვა­ნე­ბა აქვს, სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით უფრო მდი­და­რია, პრო­დუქ­ტი­უ­ლია, ტოქ­სი­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი. შავ სი­მინდს აქვს ან­თებ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბე­ბი. იყე­ნე­ბენ სა­ქონ­ლის მო­სა­ღო­ნი­ე­რებ­ლად.

- თქვენ­თან რო­გორ აღ­მოჩ­ნდა?

- მექ­სი­კა­ში არის რე­გი­ო­ნი, სა­ი­და­ნაც მსოფ­ლი­ოს მი­ე­წო­დე­ბა. იქ მისი მოყ­ვა­ნის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბია. რო­გო­რიც სა­ფე­რა­ვი და ხვან­ჭკა­რა მო­დის მხო­ლოდ ზო­გი­ერთ კუ­თხე­ში, ასეა შავი სი­მინ­დიც. იქი­დან გა­მო­ვი­წე­რეთ და ჩა­მო­ვი­და. შარ­შან მოვ­სინ­ჯეთ და წლე­ულს უკვე სა­თეს­ლედ ჩვე­ნი მო­წე­უ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ასე ჯობს, რად­გან ადაპ­ტა­ცი­ას უკე­თე­სად გა­დის. ცოტა კი უჭირს, მაგ­რამ იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, პა­ტა­რა იზ­რდე­ბა და მხო­ლოდ ერთ ტა­როს იკე­თებს.

- გა­თოხ­ნა-მორ­წყვა ისე­ვე სჭირ­დე­ბა, რო­გორც თეთრ სი­მინდს?

- კი, ისე­ვეა ყვე­ლა­ფე­რი.

- მოკ­ლედ, გა­ტა­ცე­ბა სე­რი­ო­ზულ და თან აზარ­ტულ საქ­მე­ში გა­და­ი­ზარ­და.

- დიახ, და ახალ-ახალ პრო­ექ­ტე­ბად გა­ი­შა­ლა. რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ლა­გო­დეხ­ში ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი ნა­ტუ­რა­ლის­ტი ლუდ­ვიგ მლო­კო­სე­ვი­ჩი ცხოვ­რობ­და, სწო­რედ ის ამ­ბობ­და, რომ აქა­უ­რი კლი­მა­ტი ახ­ლო­საა სუბტ­რო­პი­კულ ჰა­ვას­თან. ამი­ტომ მან ნაკ­რძა­ლის­თვის სუბტ­რო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­მო­ი­წე­რა, უმე­ტე­სად ხე­ე­ბი. ისი­ნი დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სა­ო­ცა­რი პარ­კია, აქ უამ­რავ სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეს ნა­ხავთ. ეს შთა­გო­ნე­ბის წყა­როა ყვე­ლას­თვის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

წმინდა გაგა
8

ქართველს ქართული აღარაფერი უნდა გინდ გლეხი იყოს, გინდ ფერმერი და გინდაც პარლამენტარი.

გაუმარჯოს მექსიკას!

ავტორი:

შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

ლაგოდეხელ ლოლაძეებს, მამასა და ორ ვაჟს ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ: მინიკივი (უბუსუსო), ფიზალისი (ოქროსფერი კენკრა), კივანო (აფრიკული კიტრი), შავი სიმინდი და სხვადასხვა ეგზოტიკური კულტურა. სანამ მასობრივად მოიყვანდნენ, რამდენიმე წელიწადს ცდებს ატარებდნენ, რამდენად ჰქონდა თითოეულ მცენარეს ლაგოდეხის კლიმატთან შეგუებისა და განვითარების უნარი. რატომ გადაწყვიტეს ფერმერებმა საქართველოსთვის იშვიათი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, ლაშა ლოლაძე გვიამბობს.

ლაშა ლოლაძე:

- ამ ყველაფრის მოყვანა უცებ არ დაგვიწყია, ყოველმა კულტურამ ხანგრძლივი გამოცდა გაიარა. ლაგოდეხის ზომიერად ნოტიო ჰავა და ჰაერის ტემპერატურა მათთვის ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა. უბუსუსო მინიკივის ნერგები 15 წლის წინ აშშ-დან ჩამოვიტანე, დღეს მცირე რაოდენობით ორ ჰიპერმარკეტში იყიდება და ჰეივორდის, ანუ ტრადიციული კივისგან არა მარტო ზომით, არამედ გემოთიც განსხვავდება. ბუსუსები არა აქვს და მისი გასინჯვა კანის გაუთლელადაც შეიძლება. ორი წლის წინ 20-მდე სახეობის ნერგი პოლონეთიდანაც შემოვიტანე. თავის მხრივ, ეს ჯიშებიც განსხვავდება როგორც ფერით, ისე გემოთი და თვისებებით, უფრო ტკბილი და არომატულია. ჰიპერმარკეტებში 1 კგ-ის ფასი 26 ლარია. ამიტომ მომხმარებელიც ბევრი არა ჰყავს. ფერმაში მინიკივის ახალი ჯიშები გამოგვყავს და ნერგებსაც ვყიდით.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეგზოტიკური პროდუქტების მოყვანის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა მცირემიწიანია, გლეხმა მარცვლეულის როგორი კარგი მოსავალიც უნდა მოიყვანოს, მაინც წაგებულია, რადგან პატარა ფართობის დამუშავება და მოვლა-პატრონობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დიდი ნაკვეთებისა, ხორბალსა და სიმინდს კი ყოველთვის დაბალი ფასი აქვს. ამიტომ პატარა ნაკვეთში ჯობს ისეთი პროდუქტი მოიყვანო, რომელიც ბაზარზე ძვირი ღირს. ამით მიწის დამუშავებისთვის გაწეულ ხარჯსაც აინაზღაურებ და მოგებაც დაგრჩება.

მინიკივი ერთადერთი უცხო ხილი არ არის, რომელიც ლაგოდეხელ ფერმერებს მოჰყავთ. მათ ნაკვეთში ნახავთ ფიზალისს, ოქროსფერ კენკრას. ის მრავალწლიანი მცენარეა, ნაყოფი მრგვალი და ტკბილი აქვს. ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია C ვიტამინით. მისგან ამზადებენ მარინადს. კივისთან შედარებით, ფიზალისის მოყვანა ძნელია და მცირე მოსავალსაც იძლევა. ბაზარზეც 1 კგ-ის ფასი კივისას ბევრად აღემატება. ლოლაძეების ეგზოტიკურ ბაღში ხარობს კივანოც, გოგრისებრთა ოჯახის აფრიკული კიტრი.

ლაშა ლოლაძე:

- 20-25 წლის წინ ეს გატაცება იყო - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვქონდა კულტურები და ჯიშებს ვცდიდით. რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა, მისი მოყვანა გადავწყვიტეთ. საქმემ, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ჯდება, გაამართლა. მინიკივის ტალავერი 1000 კვმ-ზეა გაშენებული.

- რით განსხვავდება ეს კულტურა ტრადიციული კივისგან?

- ჰეივორდის კივის (ტრადიციულს) ვიტამინების "ბომბს" ეძახიან, მინიკივი კი მეტი ვიტამინის შემცველია. ის დეკორატიულიც არის - ბევრად ლამაზია, ფოთლებიც სრულიად განსხვავებული აქვს, ყინვასაც უძლებს. ჰეივორდის კივი მხოლოდ ბაღში შეიძლება მოიყვანო, მთიან რეგიონში იყინება. თბილისის შემოგარენშიც, სადაც სააგარაკე ნაკვეთებია, ვერ ძლებს, მინიკივი კი ყინვაგამძლე, უფრო ჩრდილოეთის მცენარეა.

- კივის მსგავსად, ბევრი წყალი თუ უყვარს?

- ბარში ბევრ წყალს მოითხოვს, მთაში ნაკლებად ესაჭიროება. კივი უფრო სახლის ეზოს ეგუება და ამიტომაც ზოგან ადესა ჩაანაცვლა. საერთოდ, ორივე კივის ვეგეტაცია ყურძენზე სწრაფად მიმდინარეობს.

- ფერმერებისგან ვიცი, რომ ტრადიციული კივი პირველი ყინვის შემდეგ უნდა დაიკრიფოს. მინიკივის მოსავალს როდის იღებთ?

- ჰეივორდის კივი თუ ყინვამდე არ დაიკრიფა, ფუჭდება, მინიკივიზე კი ყინვა არ ახდენს გავლენას. ლამის მთელ ზამთარს ხეზეა და პირდაპირ იქიდან კრეფენ. თითა ყურძენივით ნაყოფი აქვს. არის ჯიშები, რომლებიც ღობეზე იშლება, იქაურობას ალამაზებს და ნაყოფის მომცემიცაა.

- ჰიპერმარკეტში დაფასოებული იყიდება?

- ვინაიდან 1 კგ ძვირი ღირს, ამიტომ დაფასოებული - 150 გრამობით იყიდება და 2-დან 4 ლარამდე ღირს.

- მისგან კომპოტი, ჩირი, წვენი კეთდება?

- ყველაფერი მზადდება, მაგრამ რადგან ძვირად ღირებულ სეგმენტში გადის, დამუშავება მაინცდამაინც არ ხდება.

- გაქვთ შავი სიმინდიც.

- თეთრი სიმინდისგან განსხვავებით, შავს მეტი წებოვანება აქვს, სასარგებლო ნივთიერებებით უფრო მდიდარია, პროდუქტიულია, ტოქსინებისგან თავისუფალი. შავ სიმინდს აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ საქონლის მოსაღონიერებლად.

- თქვენთან როგორ აღმოჩნდა?

- მექსიკაში არის რეგიონი, საიდანაც მსოფლიოს მიეწოდება. იქ მისი მოყვანისთვის შესანიშნავი გარემო პირობებია. როგორიც საფერავი და ხვანჭკარა მოდის მხოლოდ ზოგიერთ კუთხეში, ასეა შავი სიმინდიც. იქიდან გამოვიწერეთ და ჩამოვიდა. შარშან მოვსინჯეთ და წლეულს უკვე სათესლედ ჩვენი მოწეული გამოვიყენეთ. ასე ჯობს, რადგან ადაპტაციას უკეთესად გადის. ცოტა კი უჭირს, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ, პატარა იზრდება და მხოლოდ ერთ ტაროს იკეთებს.

- გათოხნა-მორწყვა ისევე სჭირდება, როგორც თეთრ სიმინდს?

- კი, ისევეა ყველაფერი.

- მოკლედ, გატაცება სერიოზულ და თან აზარტულ საქმეში გადაიზარდა.

- დიახ, და ახალ-ახალ პროექტებად გაიშალა. რევოლუციამდე ლაგოდეხში ცნობილი პოლონელი ნატურალისტი ლუდვიგ მლოკოსევიჩი ცხოვრობდა, სწორედ ის ამბობდა, რომ აქაური კლიმატი ახლოსაა სუბტროპიკულ ჰავასთან. ამიტომ მან ნაკრძალისთვის სუბტროპიკული მცენარეები გამოიწერა, უმეტესად ხეები. ისინი დღემდეა შემორჩენილი. საოცარი პარკია, აქ უამრავ სხვადასხვა მცენარეს ნახავთ. ეს შთაგონების წყაროა ყველასთვის.

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ფოტოები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ