საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე
"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და გა­და­ცე­მა "სხვა შუ­ა­დღის" თა­ნა­წამ­ყვა­ნი ქეთა გა­ბუ­ნია თბი­ლის­ში მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რა დრო­საც ძაღ­ლმა 67 წლის ქალი დაგ­ლი­ჯა.

მისი თქმით, ძაღლს იც­ნობ­და და იცო­და, რომ მისი ამ­ბა­ვი "ასე დას­რულ­დე­ბო­და". რო­გორც გა­ბუ­ნია წერს, აღ­ნიშ­ნულ ძაღლს პატ­რო­ნი ლეკ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უმა­ხინ­ჯებ­და ფსი­ქი­კას.

"ახლა ვნა­ხე გუ­შინ მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი თავ­დას­ხმის კად­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, მე ამ ძაღლს ვიც­ნობ­დი და ვხვდე­ბო­დი რომ ასე დას­რულ­დე­ბო­და მისი ამ­ბა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია მოხ­დეს და არა­ნორ­მა­ლუ­რი პატ­რო­ნე­ბის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდნენ ასე­თი რთუ­ლი ფსი­ქი­კის ჯი­შე­ბი. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უმა­ხინ­ჯებ­და ფსი­ქი­კას მისი პატ­რო­ნი, ლეკ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი როცა ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის და­გლეჯ­ვა­ზეც ავარ­ჯი­შებ­და. ეს ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა სხვა­თა­შო­რის. ასე­თი ჯი­შე­ბის შე­ძე­ნა, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია, თა­ნაც კა­პი­კებ­ში. შე­ი­ხე­დეთ მა­ი­მარ­კეტ­ზე, ბაზ­რო­ბებ­ზე, 100-200 ლა­რად იყი­დით პიტს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მა­ხინ­ჯი ფსი­ქი­კა ექ­ნე­ბა, რად­გან გამ­რავ­ლე­ბის წე­სიც არ არის და­ცუ­ლი. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აჯ­ვა­რე­ბენ აგ­რე­სი­უ­ლებს ერ­თმა­ნეთ­ში, რომ შვი­ლიც აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­ვი­დეს. ინ­ცესტზე, უსა­ბუ­თო­ბა­ზე და ცხო­ვე­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე აღარ მაქვს სა­უ­ბა­რი. ცხო­ვე­ლებს, ისე­ვე რო­გორც ბავ­შვებს, აღ­ზრდა სჭირ­დე­ბათ.

აგ­რე­სი­ის­კენ ბავ­შვებ­საც კი მო­უ­წო­დე­ბენ, ამი­ტომ რა გა­საკ­ვი­რია ძაღ­ლებს რომ კა­ცი­ჭა­მი­ე­ბად ზრდი­ან. ეს ძაღ­ლიც იმ­დე­ნი რა­მის მსხვერ­პლია ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, ისე­თი კომ­პლექ­სუ­რია ეს პრობ­ლე­მა, ამას სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფო კა­ნონს არ მი­ი­ღებს, არ ეშ­ვე­ლე­ბა. ოღონდ ესე­ნი რა კა­ნონს მი­ი­ღე­ბენ და რო­გორ აღას­რუ­ლე­ბენ, ეგ ცალ­კე პრობ­ლე­მაა. ამი­ტომ, ვართ ასე უსუ­რად და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლე­ბი. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, ისევ ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ გა­იზ­რდე­ბა აგ­რე­სია.

ჰო და ამა­სო­ბა­ში: გუ­შინ ამა­ვე დროს, გორ­ში, სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი ძაღ­ლი, ია­რა­ღით მოკ­ლა ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოქ­მედ­მა ექიმ­მა. გომ­ბო­რის საქ­მე ისევ თა­რო­ზე დევს, 13 წლის მო­ზარ­დი რომ აკ­ვლე­ვი­ნებს ნა­გაზს მე­ტი­სის ფი­ნი­ას. არ ის­ჯე­ბა არა­ვინ, ვინც ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბებს აორ­გა­ნი­ზებს და იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს არ იცო­დეს სა­ხელ­მწი­ფომ. რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ვი­ცით ლო­კა­ცი­ე­ბი და თით­ქმის ყო­ველ დღე ვრცელ­დე­ბა ჯგუ­ფებ­ში ვი­დე­ო­ე­ბი. მერე რო­მე­ლი­მე ასე­თი ძაღ­ლი დაგ­ლეჯს ადა­მი­ანს და შე­იქ­მნე­ბა დიდი ფო­ცი­ა­ლი და გო­დე­ბა.ჰოდა, მე­გობ­რე­ბო, ძაღ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო და არა მოყ­ვა­რუ­ლე­ბო - კა­ნო­ნი ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა და იმე­დია ახლა მა­ინც ხვდე­ბით, რა­ტომ" - წერს გა­ბუ­ნია.

ცნო­ბის­თვის, ძაღ­ლი 67 წლის ქალს გუ­შინ, თბი­ლის­ში წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე თავს და­ეს­ხა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, თავ­დას­ხმის დროს ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი ქა­ლის­გან ძაღ­ლის მო­შო­რე­ბას უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დნენ, რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა ძაღლს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ის ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
23

საქართველოში ადამიანებს ერთმანეთის დანდობა აღარ უნდათ და ცხოველს ვინღა დაინდობს. ოღონდ მიზეზი მიეცი ამ ხალხს რომ დაუსჯელად სისხლი ღვარონ (ისიც მოძმე ქართველის ან ცხოველის. უცხოელთან და დამპყრობელთან არაფრის ტ&&&კი არ აქვს არავს)

nanka2002
1

ძალიან სწორი აქცენტებია ამ პოსტში გაკეთებული და უფრო მეტი ინფორმირებულობა ჩანს, ვიდრე ხალხისა, რომელსაც ამ საკითხის რეგულირება ევალება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე

"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე

სამოქალაქო აქტივისტი და გადაცემა "სხვა შუადღის" თანაწამყვანი ქეთა გაბუნია თბილისში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა.

მისი თქმით, ძაღლს იცნობდა და იცოდა, რომ მისი ამბავი "ასე დასრულდებოდა". როგორც გაბუნია წერს, აღნიშნულ ძაღლს პატრონი ლეკვობიდან მოყოლებული მიზანმიმართულად უმახინჯებდა ფსიქიკას.

"ახლა ვნახე გუშინ მომხდარი საზარელი თავდასხმის კადრები. პირველ რიგში, მე ამ ძაღლს ვიცნობდი და ვხვდებოდი რომ ასე დასრულდებოდა მისი ამბავი. სამწუხაროდ, არანაირი კანონი არ გაგვაჩნია, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და არანორმალური პატრონების ხელში არ აღმოჩნდნენ ასეთი რთული ფსიქიკის ჯიშები. მიზანმიმართულად უმახინჯებდა ფსიქიკას მისი პატრონი, ლეკვობიდან მოყოლებული.

იყო შემთხვევები როცა ქუჩის ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა სხვათაშორის. ასეთი ჯიშების შეძენა, ნებისმიერს შეუძლია, თანაც კაპიკებში. შეიხედეთ მაიმარკეტზე, ბაზრობებზე, 100-200 ლარად იყიდით პიტს, რომელსაც აუცილებლად მახინჯი ფსიქიკა ექნება, რადგან გამრავლების წესიც არ არის დაცული. მიზანმიმართულად აჯვარებენ აგრესიულებს ერთმანეთში, რომ შვილიც აგრესიული გამოვიდეს. ინცესტზე, უსაბუთობაზე და ცხოველების ექსპლუატაციაზე აღარ მაქვს საუბარი. ცხოველებს, ისევე როგორც ბავშვებს, აღზრდა სჭირდებათ.

აგრესიისკენ ბავშვებსაც კი მოუწოდებენ, ამიტომ რა გასაკვირია ძაღლებს რომ კაციჭამიებად ზრდიან. ეს ძაღლიც იმდენი რამის მსხვერპლია ადამიანების მხრიდან, ისეთი კომპლექსურია ეს პრობლემა, ამას სანამ სახელმწიფო კანონს არ მიიღებს, არ ეშველება. ოღონდ ესენი რა კანონს მიიღებენ და როგორ აღასრულებენ, ეგ ცალკე პრობლემაა. ამიტომ, ვართ ასე უსურად და სასოწარკვეთილებამდე მისულები. ამ ფაქტის შემდეგ, ისევ ქუჩის ცხოველების მიმართ გაიზრდება აგრესია.

ჰო და ამასობაში: გუშინ ამავე დროს, გორში, სრულიად უწყინარი ძაღლი, იარაღით მოკლა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მოქმედმა ექიმმა. გომბორის საქმე ისევ თაროზე დევს, 13 წლის მოზარდი რომ აკვლევინებს ნაგაზს მეტისის ფინიას. არ ისჯება არავინ, ვინც ძაღლების ჩხუბებს აორგანიზებს და იღებს მონაწილეობას. გამორიცხულია ეს არ იცოდეს სახელმწიფომ. რიგითმა მოქალაქეებმა ვიცით ლოკაციები და თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ჯგუფებში ვიდეოები. მერე რომელიმე ასეთი ძაღლი დაგლეჯს ადამიანს და შეიქმნება დიდი ფოციალი და გოდება.ჰოდა, მეგობრებო, ძაღლების მოყვარულებო და არა მოყვარულებო - კანონი ყველას გვჭირდება და იმედია ახლა მაინც ხვდებით, რატომ" - წერს გაბუნია.

ცნობისთვის, ძაღლი 67 წლის ქალს გუშინ, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა. შემთხვევის ამსახველი კადრები "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

როგორც კადრებიდან ირკვევა, თავდასხმის დროს ადგილზე მყოფები ქალისგან ძაღლის მოშორებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ძაღლს იარაღიდან ესროლა.

დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ამჟამად მკურნალობას რეანიმაციაში გადის.

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ