სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია
ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

ავ­ღა­ნეთ­ში მყოფ კი­დევ 10 ქარ­თველ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში ნატო-ს „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში“ რო­ტა­ცი­ით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის 10 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რომ­ლებ­საც 28 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს­თან ერ­თად „კო­ვიდ-19“ და­უ­დას­ტურ­დათ, გერ­მა­ნი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით სამ­შობ­ლო­ში დღეს ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნა, ნა­ტოს სარ­დლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორ ეტა­პად, 10 ივ­ლისს და დღეს გან­ხორ­ცი­ელ­და.

„10 ივ­ლისს გად­მოყ­ვა­ნი­ლი 28 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­დან 8 გა­მო­ჯან­მრთელ­და და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. და­ნარ­ჩე­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ინ­ფექ­ცია გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ჩი­ვი­ლე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო იგი­ვე კლას­ტერს - ად­გი­ლობ­რივ ავ­ღა­ნელ პერ­სო­ნალს უკავ­შირ­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, ავ­ღა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბით სხვა ქარ­თველ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს „კო­ვიდ-19“ არ უდას­ტურ­დე­ბათ. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოფ­რე­ნამ­დე, ნატო-ს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­ზო­ლა­ციო სივ­რცე­ებ­ში. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კუ­თხით მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ა­ფა­სა. ავ­ღა­ნეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც რო­ტა­ცი­ის წე­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად 2-კვი­რი­ან კა­რან­ტინს გა­ივ­ლის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლი მზად­ყოფ­ნის ამო­ცა­ნებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბულ პრაქ­ტი­კას და შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს ყვე­ლა იმ საპ­რე­ვენ­ციო და სარ­ე­კო­მენ­და­ციო ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და, ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ზაზა
0

და რაში გვაინტერესებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა.

„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის. აღსანიშნავია, რომ მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების გატარებას, რომელიც თავდაცვის ძალებსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

სითბური და რადიოლოკაციური რაკეტებისგან თავდაცვის აპარატურა დამონტაჟებული იყო ივანიშვილისა და სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე - როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან