საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ გაიარა ევროპიდან დაბრუნებულმა დავით ზალკალიანმა 2-კვირიანი კარანტინი?
რატომ არ გაიარა ევროპიდან დაბრუნებულმა დავით ზალკალიანმა 2-კვირიანი კარანტინი?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელს ვი­ზი­ტით 2 დღის წინ სტუმ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და, კა­რან­ტინ­ში არ გა­და­სუ­ლა და ის დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სხდო­მას და­ეს­წრო.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბას დღეს შე­კი­თხვით მი­მარ­თა "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ". გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი და­ინ­ტე­რეს­და, გა­დის თუ არა უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ზალ­კა­ლი­ა­ნი 2-კვი­რი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს და თუ არ გა­დის, რა­ტომ სარ­გებ­ლობს ის სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით.

"თუ არ გა­ივ­ლის ბა­ტო­ნი ზალ­კა­ლი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინს, მთავ­რო­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბა - რა­ტომ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი ბა­ტო­ნი ზალ­კა­ლი­ა­ნი სხვა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მი­თუ­მე­ტეს, რომ იგი იმ­ყო­ფე­ბო­და „გა­უმწვა­ნე­ბელ“ ქვე­ყა­ნა­ში და რა­ტომ უნდა გა­ი­ა­რონ კა­რან­ტი­ნი იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ე.წ. გამ­წვა­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ამა­ვე დროს კა­რან­ტინს არ ვთხოვთ“, - აღ­ნიშ­ნა კან­დე­ლაკ­მა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხით გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ევ­რო­პი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა PCR ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რა და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­დან 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ 72 სა­ათ­ში უნდა ჩა­ი­ტა­რონ PCR კვლე­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს და დე­ლე­გა­ცი­ის სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 332-ე დად­გე­ნი­ლე­ბის 11(1) მუხ­ლის „ბ“ პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­უ­ტარ­და PCR კვლე­ვა და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი არის უარ­ყო­ფი­თი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 332-ე დად­გე­ნი­ლე­ბის 11(1) მუხ­ლის „ბ“ პუნ­ქტის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო და საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის წესს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვი­ზი­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­დან 14 დღის გან­მა­ლო­ბა­ში ყო­ველ 72 სა­ათ­ში ჩა­ი­ტა­რონ PCR კვლე­ვა.

2020 წლის 13-14 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით გახ­ლდათ ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დატ­ვირ­თუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ, ალი­ან­სის მიწ­ვე­ვით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ა­ში, გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლეს­თან, რო­მე­ლიც იმ დროს ას­რუ­ლებ­და გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ფუნ­ქცი­ას, ასე­ვე შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში.

თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ალი­ან­სმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის ფი­ზი­კუ­რი დას­წრე­ბით გა­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე მი­იწ­ვი­ეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ალი­ანსთან სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას და იმ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მამ უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რად ჩა­ი­ა­რა და ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან კვლავ და­იმ­სა­ხუ­რა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო და მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ხე­ლე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და მთლი­ა­ნად უწყე­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უდ­გე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვას, რაც მი­მარ­თუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეს და­დას­ტურ­და კი­დეც COVID-19 პან­დე­მი­ის ეფექ­ტი­ა­ნი და შე­დე­გი­ა­ნი მე­ნე­ჯმენ­ტით, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან დად­გე­ნი­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­დაქ­ცია, კვლავ აქვს ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას და ამ თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ას, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ ეც­ნო­ბი­ან შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებს, ეს კი­დევ უფრო მე­ტად მი­უ­თი­თებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­მართ მათ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე,“ - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
419

იმიტომ რომ ასე იყო საჭირო ალბათ ! 

Giorgi sixarulidze
599

დავით ზალკალიანი ! 

საგარეო მინისტრია ! 

კარგი ადამიანია ! 

საქართველოს მოკეთეა ! 

კარგი სიტყვა პასუხი აქვს ! 

გინდა შიგნით გინდა გარეთ ! 

ნაცებისთვის ზედმეტია ! 

იმიტომ რომ სანაცეთი ! 

ბნელეთი და უფსკრულია ! 

 

ავტორი:

რატომ არ გაიარა ევროპიდან დაბრუნებულმა დავით ზალკალიანმა 2-კვირიანი კარანტინი?

რატომ არ გაიარა ევროპიდან დაბრუნებულმა დავით ზალკალიანმა 2-კვირიანი კარანტინი?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელს ვიზიტით 2 დღის წინ სტუმრობდა და საქართველოში გუშინ დაბრუნდა, კარანტინში არ გადასულა და ის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას დაესწრო.

ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას დღეს შეკითხვით მიმართა "ევროპულმა საქართველომ". გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობით.

"თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ“, - აღნიშნა კანდელაკმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას პასუხით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროპიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დელეგაციის წევრებმა საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. აღნიშნული ვიზიტი თავისი შინაარსით გახლდათ ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ, ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში.

თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და აღნიშნულ სხდომაზე მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს. მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები.

სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"თუ ის დაკარგული რუკა იპოვეს, რაც მე მგონია, მაშინ მასზე საზღვარი კარგა შორს გადის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთიდან" - ექსპერტი

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლად მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია" -  კელი დეგნანი

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან ირმა ნადირაშვილი და ლევან ხაბეიშვილი