სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი
"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

ჩემი აზ­რით, ეს საქ­მე სა­მარ­თლებ­რი­ვად არის გან­წი­რუ­ლი. რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს სურს არ დად­გინ­დე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სხვა პი­რე­ბის მი­მართ ბრა­ლე­უ­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, იმი­ტომ, რომ მთე­ლი რიგი პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ეტაპ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მან არ იცის რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის პო­ზი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბი, 6-ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი უნდა იყოს 109-ე მუხ­ლით. ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის თქმით, სა­მარ­თლებ­რი­ვად ასე რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა ცალ­კე სა­კი­თხია, თუმ­ცა თუ ექ­ვსი­ვე პირი 109-ე მუხ­ლით იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი, ად­ვო­კა­ტი მი­მარ­თავს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს, რომ „ისე­დაც ამ­დე­ნი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი და კვლავ არ და­უშ­ვან შეც­დო­მე­ბი“.

"მე მო­ვის­მი­ნე მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის, ანუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ასე შე­ვა­ფა­სებ - ეს იყო უფრო ემო­ცი­უ­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს არა­ნა­ი­რი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა იმ მხრივ, რომ ჩემს დაც­ვის ქვეშ მყოფს პრო­კუ­რა­ტუ­რა სხვა ბრა­ლით ედა­ვოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად სა­მარ­თლებ­რი­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს, იმი­ტომ, რომ უნდა დად­გინ­დეს შემ­ხებ­ლო­ბა - გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ჰქონ­და თუ არა ვი­ნეს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, ფი­ზი­კურ კონ­ტაქტს ვგუ­ლის­ხმობ. ამ ეტაპ­ზე ასე­თი რამ არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

მისი თქმით, და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლია მის­დევ­და, თუ არა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის სამი მგზავ­რი.

"და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლია ვინ მის­დევ­და და ვინ - არა. ასევ და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლია ის ფაქ­ტი,“ ტო­ი­ო­ტა ქამ­რი“ რომ მო­დის, იქ იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ამი­ტომ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბია. ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­დას­ტურ­დეს შემ­ხებ­ლო­ბა.

თუ გავ­ყვე­ბით ვერ­სი­ას, რომ შა­ქა­რაშ­ვილს ვი­ღაც მის­დევ­და, უნდა და­დას­ტურ­დეს და­ე­წია თუ არა, იმი­სათ­ვის, რომ შემ­დეგ დად­გინ­დეს შა­ქა­რაშ­ვილ­თან შემ­ხებ­ლო­ბა.

ამი­ტომ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს ექ­სპერ­ტი­ზა გას­ცემს. მეს­მის ოჯა­ხის პო­ზი­ცია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ მათ პა­თოთსს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 109-ე მუხ­ლით უნდა დად­გეს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს სა­მე­დი­ცი­ნო, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი. და­ვე­ლო­დე­ბით ამ პა­სუ­ხებს და შემ­დეგ უკვე ვი­სა­უბ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის პო­ზი­ცი­აა, „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბი, 6-ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი იყოს 109-ე მუხ­ლით.

"ოჯახს აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა ყვე­ლა მათ­გან­თან მი­მარ­თე­ბით, ანუ 6 -ვე მათ­გან­თან მი­მარ­თე­ბით. თუ გა­მო­ძი­ე­ბა უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გა­მოკ­ვეთს და უფრო და­მა­ჯე­რე­ბი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე, ჩვენ პო­ზი­ცი­ას მერე ვი­ტყვით. ახლა კი ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა 6-ვე მათ­გა­ნი იყოს ბრალ­დე­ბუ­ლი 109-ე მუხ­ლით,“ - გა­ნა­ცხა­და მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ.

ამას­თან, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

თურმე შვილმკვდარმა ოჯახმა ემოციური განცხადება გააკეთა,ეს ახლა ნორმალურია ?

....
0

ადვოკატი ყველანაირ საქმეს არ უნდა იღებდეს სინდისი უნდა გააჩნდეს და გარდაცვლილის ოჯახის ადგილას წარმოიდგინოს თავი ეს ადვოკატი უსინდისოა შვილმკვდარი დედა და მამა თურმე ემოციურად უდგება უმძიმესი განაჩენი უნდა განოუტანონ ყველა დამნაშავეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

ჩემი აზრით, ეს საქმე სამართლებრივად არის განწირული. რაც ამ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს სურს არ დადგინდება, დიდი ალბათობით, სხვა პირების მიმართ ბრალეულობა, სამწუხაროდ, ვერ გამოიკვეთება, იმიტომ, რომ მთელი რიგი პროცესუალური საკითხები საგამოძიებო ეტაპზე დაგვიანებულია, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მან არ იცის რით არის განპირობებული შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია, რომლის მიხედვითაც „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული უნდა იყოს 109-ე მუხლით. ალექსანდრე კობაიძის თქმით, სამართლებრივად ასე რამდენად მოხდება ცალკე საკითხია, თუმცა თუ ექვსივე პირი 109-ე მუხლით იქნება ბრალდებული, ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, რომ „ისედაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული და კვლავ არ დაუშვან შეცდომები“.

"მე მოვისმინე მირიან ნიკოლაძის, ანუ დაზარალებულის ოჯახის პოზიცია, რომელსაც ასე შევაფასებ - ეს იყო უფრო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ახალი გარემოება იმ მხრივ, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალით ედავოს.

აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა - გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინეს უშუალო კონტაქტი, ფიზიკურ კონტაქტს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისი თქმით, დასადასტურებელია მისდევდა, თუ არა გიორგი შაქარაშვილს „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის სამი მგზავრი.

"დასადასტურებელია ვინ მისდევდა და ვინ - არა. ასევ დასადასტურებელია ის ფაქტი,“ ტოიოტა ქამრი“ რომ მოდის, იქ იმყოფებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი გარემოებებია. ასევე უმნიშვნელოვანესია დადასტურდეს შემხებლობა.

თუ გავყვებით ვერსიას, რომ შაქარაშვილს ვიღაც მისდევდა, უნდა დადასტურდეს დაეწია თუ არა, იმისათვის, რომ შემდეგ დადგინდეს შაქარაშვილთან შემხებლობა.

ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს. მესმის ოჯახის პოზიცია და აბსოლუტურად ვიზიარებ მათ პათოთსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეში არსებობს ფაქტობრივი გარემოებები ვინმეს პასუხისმგებლობა 109-ე მუხლით უნდა დადგეს. მე მაინტერესებს სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების პასუხები. დაველოდებით ამ პასუხებს და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით.

"ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერები იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ჩემი წყარო არის შსს-ს გენერალური ინსპექცია..." - რის თქმას აპირებს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვისას

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა