საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"
გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"

სა­მარ­თლის პოვ­ნა რომ მარ­ტი­ვი არ არის, ამას არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ადას­ტუ­რებს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იხ­დი­ან სას­ჯელს, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სა­მარ­თლის მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ან კარ­გად და­გეგ­მი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან.

სწო­რედ სამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე გი­ამ­ბობთ. ამ ის­ტო­რი­ებს BBC აქ­ვეყ­ნებს.

  • რო­ბერტ ბრა­უ­ნი - 25 წელი იჯდა ცი­ხე­ში და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია

გლაზ­გო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბრა­უ­ნი 19 წლის ასაკ­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნეს მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც მას არ ჩა­უ­დე­ნია. რო­ბერ­ტი 1977 წელს მან­ჩეს­ტერ­ში და­ა­კა­ვეს და მას ბრა­ლად დას­დეს 51 წლის ქა­ლის, ენ უელ­შის მკვლე­ლო­ბა.

ბრა­უ­ნი მან­ჩეს­ტერ­ში "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის" თა­მა­შის სა­ნა­ხა­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც გა­იც­ნო გო­გო­ნა, ვის გა­მოც ამ ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

ბრა­უ­ნი ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის დღეს

მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ ის ცდი­ლობ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის­გან შორს აე­წყო.

"პო­ლი­ცი­ამ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­მარ­თვა, წა­მარ­თვა უფ­ლე­ბა ჩემს საყ­ვა­რელ გო­გო­ნას­თან ერ­თად მე­ცხოვ­რა, გო­გო­ნას­თან, რო­მელ­ზეც ვზრუ­ნავ­დი და რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და. ამ ამ­ბავ­მა მას­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა და 35 წლის ასაკ­ში ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა“, - ამ­ბობს ბრა­უ­ნი.

რო­გორც BBC წერს, რო­ბერტ ბრა­უ­ნი ენ უელ­შის მკვლე­ლო­ბი­დან 4 თვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

"პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცემ­დნენ და ენ უელ­შის მკვლე­ლო­ბა­ში მდებ­დნენ ბრალს“, - იხ­სე­ნებს ბრა­უ­ნი. მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მაგ­რამ შემ­დეგ ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ ასე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტი­კი მო­პყრო­ბის გამო მო­იქ­ცა.

რო­ბერტ ბრა­უ­ნი ახლა

პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ათი წლით ადრე მას შე­ეძ­ლო შე­წყა­ლე­ბით ესარ­გებ­ლა, მაგ­რამ უარი თქვა, რად­გა­ნაც ეს ნიშ­ნავ­და, რომ დამ­ნა­შა­ვე იყო.

"დე­და­ჩე­მი მე­ვედ­რე­ბო­და, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ეს შან­სი, მაგ­რამ ეს რომ მექ­ნა, გა­მო­დი­ო­და, რომ მარ­თლა მკვლე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემს სულს მივ­ყიდ­დი ეშ­მაკს და ვე­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბო­დი ბო­ლომ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი“ - ამ­ბობს ბრა­უ­ნი.

2002 წელს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის“ შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც მან­ჩეს­ტე­რის პო­ლი­ცია იყო ჩარ­თუ­ლი. მალე გა­ირ­კვა, რომ ბრა­უ­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და 25 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ეს სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა იყო, გა­მარ­ჯვე­ბის გრძნო­ბა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, მქონ­და გან­ცდა, რომ ეს ცა­რი­ე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო, არაფ­რის­მომ­ცე­მი გა­მარ­ჯვე­ბა. ის დრო, რაც ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ბო­ლოს მო­უ­ღებ­და. ახ­ლაც, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან წლე­ბის შემ­დეგ, არ მას­ვე­ნებს ფიქ­რე­ბი იმა­ზე, თუ რა გა­მი­კე­თეს მათ და ალ­ბათ, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ბრა­უ­ნი.

  • პი­ტერ პრინ­გლის მო­პა­რუ­ლი 15 წელი

პი­ტერს მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი და 1980 წელს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. პი­ტე­რი დუბ­ლინ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ის ახლა 81 წლი­საა და ძა­ლი­ან ბრა­ზობს თა­ვის წარ­სულ­ზე. ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რამ­დე მე­თევ­ზედ მუ­შა­ობ­და და ალ­კოჰოლ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

პი­ტე­რი 41 წლის ასაკ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და ბან­კის გა­ძარ­ცვა, ამავდრო­უ­ლად, მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა დას­დეს ბრა­ლად.

„ამ საქ­მეს­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მქონ­და“, - ამ­ბობს პრინ­გლი. მისი თქმით, ბან­კი გა­ძარ­ცვეს და­ახ­ლო­ე­ბით 80 კი­ლო­მეტრში იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც იმ მო­მენ­ტის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და.

„მე ალ­კოჰო­ლი­კი ვი­ყა­ვი. იმ დროს სას­მელ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მქონ­და, დაძ­ლე­ვას ვცდი­ლობ­დი და მე-12 სე­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მომ­ვარ­დნენ, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და გა­მის­წორ­დნენ. არა­ფერ­ში ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე“, - ამ­ბობს პი­ტე­რი.

თავ­და­პირ­ვე­ლად სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს, ხოლო სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე ორი კვი­რით ადრე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლეს და 40 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. ცი­ხე­ში მან სა­მარ­თა­ლი შე­ის­წავ­ლა და იბ­რძო­და თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. სა­წა­დელს 1995 წელს მი­აღ­წია. პი­ტერს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ეხ­მარ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, სი­მარ­თლე 1995 წელს დად­გინ­და.

პი­ტე­რი ამ­ბობს, რომ სა­ში­ნე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, უი­მე­დო­ბის, სა­სო­წარ­კვე­თის, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში ძალა იპო­ვა და ახლა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"სა­ში­ნე­ლი და­ნა­კარ­გის, სა­ში­ნე­ლი სიბ­ნე­ლის გან­ცდა დღემ­დე არ მშორ­დე­ბა“, - ამ­ბობს პი­ტე­რი. ის ახლა საყ­ვა­რელ ქალ­თან, სანი ჯე­ი­კობსთან ერ­თად ცხოვ­რობს. სა­ო­ცა­რი ისაა, რომ სა­ნიც უდა­ნა­შა­უ­ლოდ იჯდა ცი­ხე­ში და სხვის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო სა­პა­ტიმ­რო­ში 17 წელი გა­ა­ტა­რა.

  • სანი ჯე­ი­კობ­სის მო­პა­რუ­ლი 17 წელი

სანი ჯე­ი­კობ­სი 1976 წელს თა­ვის ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად, ფლო­რი­და­ში, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ცი­ხე­ში 17 წელი გა­ა­ტა­რა და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა.

ჯე­ი­კობ­სი ნიუ იორკში, ქუ­ინსში და­ი­ბა­და. ამ­ბობს, რომ მშვი­დი და წყნა­რი ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც და­შა­ვე­ბულ ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუ­ნავ­და. 18 წლის ასაკ­ში მას უკვე ვაჟი ჰყავ­და და ამ­ბობს, რომ მთლი­ა­ნად ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ათი წლის შემ­დეგ, 1976 წელს ის ჯეს ტა­ფე­რო­ზე და­ქორ­წინ­და და მე­ო­რე ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა.

შემ­თხვე­ვა ასე მოხ­და: ჯე­ი­კობსს, მის მე­უღ­ლეს და ბავ­შვებს მან­ქა­ნა­ში ეძი­ნათ, რო­დე­საც პო­ლი­ცია მი­ვი­და და მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო. უეც­რად ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა, ვოლ­ტერ როდსმა, მათ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მა უბ­რძა­ნა და გა­იქ­ცა, მაგ­რამ ქუ­ჩა­ზე ბა­რი­ე­რი დახ­ვდათ და გა­ჩერ­დნენ.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად, ორი პო­ლი­ცი­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ცოლ-ქმა­რი ჯესი და სანი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად მი­იჩ­ნი­ეს და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს.

სანი ჯე­ი­კობ­სი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კან­ში მარ­ტოდ­მარ­ტო იყო და გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბას ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა. მისი ქმა­რი კი, სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

„სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ელექტრო სკა­მი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და ჩემი ქმა­რი ზედ და­იწ­ვა. სა­ში­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით მოკ­ვდა. ეს პრო­ცე­სი 13 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. რო­დე­საც ჩვენ­მა გო­გო­ნამ გა­ი­გო მა­მას რა და­ე­მარ­თა, 15 წლი­სამ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და" - ამ­ბობს სანი.

ჯე­სის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­დეგ, ვოლ­ტერ როდსმა აღი­ა­რა, რომ სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლე­ბი მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ჯე­ი­კობ­სი 1992 წელს ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს, მა­შინ ის 45 წლის იყო.

პი­ტე­რი და სანი - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ცი­ხე­ში სხვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო წლე­ბი გა­ა­ტა­რეს და ბო­ლოს ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რეს

"რო­დე­საც ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, ერთი ცენ­ტიც კი არ მქონ­და ჯი­ბე­ში, არ მქონ­და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლი დამ­ხვდა სამ­ყა­რო, თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე გა­მო­ვე­დი“, - ამ­ბობს სანი. მისი თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბის დაძ­ლე­ვა­ში იოგა და მე­დი­ტა­ცია და­ეხ­მა­რა, შე­წყვი­ტა მძი­მე წარ­სულ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა. ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბა­ზე.

"ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჩემს შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან“, - ამ­ბობს სანი.

სანი და პი­ტე­რი 1998 წელს შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, როცა ქალი ირ­ლან­დი­ა­ში Amnesty International-ის ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო და სი­ტყვით გა­მო­ვი­და. ისი­ნი ახლა ირ­ლან­დი­ა­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მებს ის­მე­ნენ და ეხ­მა­რე­ბი­ან მათ, კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

რამდენსაც გინდა ჩამოგითვლიან

რატომ?
5

რატომ გვაპარებთ მაინცდა-მაინც შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნის დღეს ამ სტატიას? გვამზადებთ რამისთვის? არ გაგივათ არანაირი ტოლერანტობა ვინც მაგ საქმეშია გარეული !!!! არ გაბედოთ !!! 

ავტორი:

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"

სამართლის პოვნა რომ მარტივი არ არის, ამას არაერთი შემთხვევა ადასტურებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, ადამიანები, რომლებიც მოსამართლის მცდარი გადაწყვეტილების, ან კარგად დაგეგმილი შეთქმულების მსხვერპლნი ხდებიან.

სწორედ სამ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ. ამ ისტორიებს BBC აქვეყნებს.

  • რობერტ ბრაუნი - 25 წელი იჯდა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია

გლაზგოში დაბადებული ბრაუნი 19 წლის ასაკში დამნაშავედ სცნეს მკვლელობაში, რომელიც მას არ ჩაუდენია. რობერტი 1977 წელს მანჩესტერში დააკავეს და მას ბრალად დასდეს 51 წლის ქალის, ენ უელშის მკვლელობა.

ბრაუნი მანჩესტერში "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის სანახავად იმყოფებოდა, რა დროსაც გაიცნო გოგონა, ვის გამოც ამ ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა.

ბრაუნი ციხიდან გამოსვლის დღეს

მამაკაცი ამბობს, რომ ის ცდილობდა ახალი ცხოვრება თავისი მშობლიური ქალაქისგან შორს აეწყო.

"პოლიციამ ეს შესაძლებლობა წამართვა, წამართვა უფლება ჩემს საყვარელ გოგონასთან ერთად მეცხოვრა, გოგონასთან, რომელზეც ვზრუნავდი და რომელიც მიყვარდა. ამ ამბავმა მასზეც მოახდინა გავლენა და 35 წლის ასაკში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა“, - ამბობს ბრაუნი.

როგორც BBC წერს, რობერტ ბრაუნი ენ უელშის მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ დააკავეს.

"პოლიციის განყოფილებაში ორი დღის განმავლობაში მცემდნენ და ენ უელშის მკვლელობაში მდებდნენ ბრალს“, - იხსენებს ბრაუნი. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ამბობდა, რომ ასე პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო მოიქცა.

რობერტ ბრაუნი ახლა

პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ათი წლით ადრე მას შეეძლო შეწყალებით ესარგებლა, მაგრამ უარი თქვა, რადგანაც ეს ნიშნავდა, რომ დამნაშავე იყო.

"დედაჩემი მევედრებოდა, გამომეყენებინა ეს შანსი, მაგრამ ეს რომ მექნა, გამოდიოდა, რომ მართლა მკვლელი ვიყავი, ჩემს სულს მივყიდდი ეშმაკს და ვერასოდეს ვიქნებოდი ბოლომდე თავისუფალი“ - ამბობს ბრაუნი.

2002 წელს სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი გახდა "შეთქმულების თეორიის“ შესახებ, რომელშიც მანჩესტერის პოლიცია იყო ჩართული. მალე გაირკვა, რომ ბრაუნი უდანაშაულო იყო და 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ეს საოცარი გრძნობა იყო, გამარჯვების გრძნობა, თუმცა ამავდროულად, მქონდა განცდა, რომ ეს ცარიელი გამარჯვება იყო, არაფრისმომცემი გამარჯვება. ის დრო, რაც ციხეში გავატარე, ნებისმიერ ადამიანს ბოლოს მოუღებდა. ახლაც, გათავისუფლებიდან წლების შემდეგ, არ მასვენებს ფიქრები იმაზე, თუ რა გამიკეთეს მათ და ალბათ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე იქნება“, - ამბობს ბრაუნი.

  • პიტერ პრინგლის მოპარული 15 წელი

პიტერს მკვლელობაში დასდეს ბრალი და 1980 წელს პატიმრობა შეუფარდეს. პიტერი დუბლინში დაიბადა და გაიზარდა. ის ახლა 81 წლისაა და ძალიან ბრაზობს თავის წარსულზე. ციხეში მოხვედრამდე მეთევზედ მუშაობდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

პიტერი 41 წლის ასაკში დააპატიმრეს და ბანკის გაძარცვა, ამავდროულად, მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მკვლელობა დასდეს ბრალად.

„ამ საქმესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მქონდა“, - ამბობს პრინგლი. მისი თქმით, ბანკი გაძარცვეს დაახლოებით 80 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც იმ მომენტისთვის იმყოფებოდა.

„მე ალკოჰოლიკი ვიყავი. იმ დროს სასმელზე სერიოზული პრობლემა მქონდა, დაძლევას ვცდილობდი და მე-12 სესიაზე ვიყავი. პოლიციელები მომვარდნენ, განყოფილებაში წამიყვანეს და გამისწორდნენ. არაფერში ვიყავი დამნაშავე“, - ამბობს პიტერი.

თავდაპირველად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ხოლო სიკვდილით დასჯამდე ორი კვირით ადრე გადაწყვეტილება შეცვალეს და 40 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ციხეში მან სამართალი შეისწავლა და იბრძოდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. საწადელს 1995 წელს მიაღწია. პიტერს უდანაშაულობის დამტკიცებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები დაეხმარნენ. საბოლოოდ, სიმართლე 1995 წელს დადგინდა.

პიტერი ამბობს, რომ საშინელი გამოცდილება მიიღო, უიმედობის, სასოწარკვეთის, თუმცა საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა ეს გამოცდილება ცხოვრებაში ეხმარება.

"საშინელი დანაკარგის, საშინელი სიბნელის განცდა დღემდე არ მშორდება“, - ამბობს პიტერი. ის ახლა საყვარელ ქალთან, სანი ჯეიკობსთან ერთად ცხოვრობს. საოცარი ისაა, რომ სანიც უდანაშაულოდ იჯდა ციხეში და სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო საპატიმროში 17 წელი გაატარა.

  • სანი ჯეიკობსის მოპარული 17 წელი

სანი ჯეიკობსი 1976 წელს თავის ყოფილ ქმართან ერთად, ფლორიდაში, პოლიციის ოფიცრების მკვლელობაში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ციხეში 17 წელი გაატარა და საბოლოოდ, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა.

ჯეიკობსი ნიუ იორკში, ქუინსში დაიბადა. ამბობს, რომ მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, რომელიც დაშავებულ ცხოველებზე ზრუნავდა. 18 წლის ასაკში მას უკვე ვაჟი ჰყავდა და ამბობს, რომ მთლიანად ბავშვის აღზრდაზე იყო კონცენტრირებული. ათი წლის შემდეგ, 1976 წელს ის ჯეს ტაფეროზე დაქორწინდა და მეორე ბავშვი შეეძინა.

შემთხვევა ასე მოხდა: ჯეიკობსს, მის მეუღლეს და ბავშვებს მანქანაში ეძინათ, როდესაც პოლიცია მივიდა და მანქანების შემოწმება დაიწყო. უეცრად ერთ-ერთმა მძღოლმა, ვოლტერ როდსმა, მათ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა და გაიქცა, მაგრამ ქუჩაზე ბარიერი დახვდათ და გაჩერდნენ.

შემთხვევის ადგილას ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი პოლიციელი გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ჯესი და სანი დამნაშავეებად მიიჩნიეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

სანი ჯეიკობსი ხუთი წლის განმავლობაში, საკანში მარტოდმარტო იყო და განაჩენის აღსრულებას ელოდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. მისი ქმარი კი, სიკვდილით დასაჯეს.

„სიკვდილმისჯილთათვის განკუთვნილი ელექტრო სკამი დაზიანებული იყო, ცეცხლი გაუჩნდა და ჩემი ქმარი ზედ დაიწვა. საშინელი სიკვდილით მოკვდა. ეს პროცესი 13 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც ჩვენმა გოგონამ გაიგო მამას რა დაემართა, 15 წლისამ თვითმკვლელობა სცადა" - ამბობს სანი.

ჯესის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ვოლტერ როდსმა აღიარა, რომ საბედისწერო გასროლები მან განახორციელა და ჯეიკობსი 1992 წელს ციხიდან გამოუშვეს, მაშინ ის 45 წლის იყო.

პიტერი და სანი - ადამიანები, რომლებმაც ციხეში სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო წლები გაატარეს და ბოლოს ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს

"როდესაც ციხიდან გამოვედი, ერთი ცენტიც კი არ მქონდა ჯიბეში, არ მქონდა პირადობის მოწმობა, სრულიად შეცვლილი დამხვდა სამყარო, თითქოს სხვა პლანეტაზე გამოვედი“, - ამბობს სანი. მისი თქმით, მდგომარეობის დაძლევაში იოგა და მედიტაცია დაეხმარა, შეწყვიტა მძიმე წარსულზე ფოკუსირება. ახლა კონცენტრირებულია დარჩენილ ცხოვრებაზე.

"ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან“, - ამბობს სანი.

სანი და პიტერი 1998 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ქალი ირლანდიაში Amnesty International-ის ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. ისინი ახლა ირლანდიაში ერთად ცხოვრობენ, პატიმრების პრობლემებს ისმენენ და ეხმარებიან მათ, კონცენტრირებულნი არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე.