პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახდი ლიტორატორი - „ბიბლუსის“ ახალი პროექტი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია
გახდი ლიტორატორი - „ბიბლუსის“ ახალი პროექტი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია

თუ აქამ­დე წიგ­ნის შე­ძე­ნამ­დე გა­ზე­თებ­ში ელო­დე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შე­ფა­სე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში ყვე­ლა­ნი რე­ცენ­ზენ­ტე­ბი გავ­ხდით, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას კი წა­მე­ბი სჭირ­დე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ კონ­კრე­ტულ ნა­წარ­მო­ებ­ზე სა­ვა­რა­უ­დო შე­ხე­დუ­ლე­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დეს და ისე მი­ი­ღო მისი შე­ძე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თის ლო­დი­ნი სუ­ლაც აღა­რაა სა­ჭი­რო.

ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არსს, ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რს, ოს­ტა­ტო­ბას სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ერ­თმა­ნეთს ურ­ჩე­ვენ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს და თვალ­სა­წი­ე­რიც კი­დევ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ებს და გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ჯა­როდ და სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მატ­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ახალ­გაზ­რდებს თა­ვად მის­ცეს, რათა მეტ ადა­მი­ანს მი­აწ­ვდი­ნონ ხმა. პრო­ექ­ტი „ლი­ტო­რა­ტო­რი“ თავს უყ­რის წიგნ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც სურთ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კლა­სი­კურ თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ზე სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­რონ.

რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა „ლი­ტო­რა­ტო­რი“ და ვის შე­უძ­ლია მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ამის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი თა­მუ­ნა ტრა­პა­ი­ძე გვე­სა­უბ­რა:

„ბიბ­ლუ­სი“ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, ახალ­გაზ­რდე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში ჩარ­თოს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას მის­ცემს თქვე­ნი კი­დევ ერთი წა­მო­წყე­ბა ახალ თა­ო­ბას?

ჩვე­ნი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდებ­ში წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის და­ნერგვა. ასე­ვე, სა­ი­ტე­რე­სოა, მათ თა­ვი­ან­თი ნა­აზ­რე­ვი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ და სხვებს გა­უ­ზი­ა­რონ. ეს წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

პირ­ვე­ლი ვი­დეო დე­ბა­ტე­ბი უკვე შედ­გა. რო­გო­რი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა მას და რამ­დე­ნად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და აქ­ტი­უ­რო­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მხრი­დან?

პირ­ველ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც „ბიბ­ლუ­სის“ „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი,საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი აქვს. ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა და ძა­ლი­ან ბევრ ახალ­გაზ­რდას გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი ჩა­ერ­თოს ამ პრო­ექ­ტში. რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღეთ, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ეს გვაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, პრო­ექ­ტი კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­როთ და მეტი ახალ­გაზ­რდა ჩავ­რთოთ მას­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ბე­ნე­ფი­ტებს მი­ი­ღე­ბენ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი „ბიბ­ლუ­სის­გან“?

გარ­და იმი­სა, რომ მათ „ბიბ­ლუ­სი“ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას გაზ­რდის.

იგეგ­მე­ბა თუ არა „ლი­ტო­რა­ტო­რის“ ფარ­გლებ­ში კონ­კურ­სე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სა­ხის იქ­ნე­ბა ისი­ნი?

ვფიქ­რობთ კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც ჩვე­ნი ბლო­გე­რე­ბი ასე­ვე აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ თა­ვი­ანთ აზრს და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ.

კონ­კურ­სის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორ უნდა ვე­ლო­დოთ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას?

რა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი იგეგ­მე­ბა მის ფარ­გლებ­ში?იგეგ­მე­ბა პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბის გაზ­რდა, რო­მელ­შიც ასე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თვე­ბა, შე­იქ­მნე­ბა მკი­თხველ­თა კლუ­ბი და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შევ­ძლებთ წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბას­და მო­მა­ვალ თა­ო­ბას უფრო მე­ტად შე­ვაყ­ვა­რებთ წიგ­ნებს.

რო­გორ შე­უძ­ლი­ათ მსურ­ვე­ლებს პრო­ექ­ტში ჩარ­თვა?

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ვი­საც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, მოგ­ვწე­როს ჩვენს Facebook/Instagram გვერ­დზე ან მე­ილ­ზე Marketing@biblusi.ge და აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­პა­სუ­ხებთ.

ავტორი:

გახდი ლიტორატორი - „ბიბლუსის“ ახალი პროექტი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია

გახდი ლიტორატორი - „ბიბლუსის“ ახალი პროექტი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია

თუ აქამდე წიგნის შეძენამდე გაზეთებში ელოდებოდნენ პროფესიონალთა შეფასებების გამოქვეყნებას, ინტერნეტის ეპოქაში ყველანი რეცენზენტები გავხდით, ინფორმაციის გავრცელებას კი წამები სჭირდება. იმისათვის, რომ კონკრეტულ ნაწარმოებზე სავარაუდო შეხედულება ჩამოგიყალიბდეს და ისე მიიღო მისი შეძენის შესახებ გადაწყვეტილება, ყოველკვირეული გაზეთის ლოდინი სულაც აღარაა საჭირო.

ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსს, ავტორის ჩანაფიქრს, ოსტატობას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები განიხილავენ, ერთმანეთს ურჩევენ საინტერესო წიგნებს და თვალსაწიერიც კიდევ უფრო ფართოვდება.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მუდმივად აკვირდება ლიტერატურულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს და გადაწყვიტა, რომ საჯაროდ და საინტერესო ფორმატში ამის საშუალება ახალგაზრდებს თავად მისცეს, რათა მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. პროექტი „ლიტორატორი“ თავს უყრის წიგნზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები სხვადასხვა კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებზე სხვებსაც გაუზიარონ.

რა მიზანს ემსახურება „ლიტორატორი“ და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ პროექტის მენეჯერი თამუნა ტრაპაიძე გვესაუბრა:

„ბიბლუსი“ მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტში ჩართოს. საინტერესოა, რას მისცემს თქვენი კიდევ ერთი წამოწყება ახალ თაობას?

ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში წიგნის გავრცელება და წიგნის სიყვარულის დანერგვა. ასევე, საიტერესოა, მათ თავიანთი ნააზრევი ჩამოაყალიბონ და სხვებს გაუზიარონ. ეს წიგნით დაინტერესებულ პირებს ახალი და საინტერესო ნაწარმოებების აღმოჩენაში დაეხმარება.

პირველი ვიდეო დებატები უკვე შედგა. როგორი რეზონანსი მოჰყვა მას და რამდენად შეინიშნებოდა აქტიურობა ახალგაზრდების მხრიდან?

პირველ ვიდეოს, რომელიც „ბიბლუსის“ „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული,საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს ამ პროექტში. რამდენიმე შეტყობინება მივიღეთ, სადაც ახალგაზრდები მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს გვაძლევს მოტივაციას, პროექტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ მასში.

საინტერესოა, რა ბენეფიტებს მიიღებენ პროექტის მონაწილეები „ბიბლუსისგან“?

გარდა იმისა, რომ მათ „ბიბლუსი“ ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას მისცემს, მათთვის განკუთვნილი იქნება წიგნები, სპეციალური ფასდაკლებები და სასაჩუქრე ბარათები, რაც ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

იგეგმება თუ არა „ლიტორატორის“ ფარგლებში კონკურსები და საინტერესოა, რა სახის იქნება ისინი?

ვფიქრობთ კონკურსების ჩატარებასაც და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჩვენი ბლოგერები ასევე აქტიური მკითხველები, რომლებიც ვიდეოს ნახვის შემდეგ თავიანთ აზრს დააფიქსირებენ.

კონკურსის დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

როგორ უნდა ველოდოთ პროექტის განვითარებას?

რა დამატებითი აქტივობები იგეგმება მის ფარგლებში?იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა, რომელშიც ასეულობით ახალგაზრდა ჩაერთვება, შეიქმნება მკითხველთა კლუბი და ერთობლივი ძალებით შევძლებთ წიგნის გავრცელებასდა მომავალ თაობას უფრო მეტად შევაყვარებთ წიგნებს.

როგორ შეუძლიათ მსურველებს პროექტში ჩართვა?

ნებისმიერ ადამიანს ვისაც პროექტში მონაწილეობის სურვილი აქვს, მოგვწეროს ჩვენს Facebook/Instagram გვერდზე ან მეილზე Marketing@biblusi.ge და აუცილებლად ვუპასუხებთ.

ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

უპრეცედენტო აქცია "მაკულიტერატურის" მომხმარებლებისათვის დაიწყო

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...