საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე
"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი­ევ­ში ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. და­ვი­თაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, კი­ევ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი, სას­ტუმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ "ფოლკს­ვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს...

ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის ქვრივს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ერთ-ერთი ძვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია და მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენ­თან 15-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ორი შვი­ლი აკავ­ში­რებს. თიკა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც, საქ­მე ბუნ­დო­ვა­ნია და გა­მო­ძი­ე­ბა წინ არ მი­დის. უფრო მე­ტიც, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი დუ­მან და ბოლო დროს მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხო­ბენ.

AMBEBI.GE თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და ბუნ­დო­ვა­ნი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ:

- რა ეტაპ­ზეა თქვე­ნი მე­უღ­ლის, ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა?

- ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი არ ხდე­ბა. მომ­ხდა­რი­დან ორი თვის შემ­დეგ, ორი უკ­რა­ი­ნე­ლი, რომ­ლებ­მაც ჩემი მე­უღ­ლის გვა­მი გა­და­მა­ლეს და ჭაში ჩა­აგ­დეს, გი­რა­ო­თი გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ. თი­თო­ე­ულ­მა 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ესეც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ი­დან გა­ვი­გე. სო­ფელ ბე­ლა­ცერ­კო­ვი­დან არი­ან ისი­ნი, გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ­დე­ნი ფული ჰქო­ნო­დათ.

რო­დე­საც და­ვუ­რე­კე საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­ვი­დან უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, იცი­ნო­და, მა­გათ გა­რეთ ვინ გა­უშ­ვებ­დაო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც სა­იტს მივ­წე­რე, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო, სა­ი­და­ნაც ცხა­დი იყო, რომ გა­უშ­ვეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გა­მომ­ძი­ე­ბელს ისევ და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, რა ვქნა, ჩვენ­თან ასე­თი კა­ნო­ნე­ბია და ეს ფული ნა­თე­სა­ვებ­მა გა­და­უ­ხა­დე­სო.

შემ­დეგ ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­პო­ვე და თე­ბერ­ვალ­ში ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი, მარ­ტის და­სა­წყის­ში სელ­ფებს აქ­ვეყ­ნებ­და, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ბრალ­დე­ბულს, ჩე­ჩე­ნი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კაცს, გვა­რად გა­კა­ევს, თით­ქოს­და მი­მალ­ვა­შია და ვერ პო­უ­ლო­ბენ.

- უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ გაქვთ ნდო­ბა?

- იქ ისე­თი ჭა­ო­ბია, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენთ. მე არ ჩავ­სულ­ვარ უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან პირ­ველ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, შემ­დეგ პან­დე­მია და­ერ­თო. ჩვე­ნე­ბიც ვერ ერე­ვი­ან, რად­გან და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­შია მომ­ხდა­რი. ძა­ლი­ან გული დამ­წყდა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, იგი­ვე მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემს მე­უღ­ლე­ზეც იგი­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მოკ­ლეს და არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და...

ნი­კას ტე­ლე­ფო­ნე­ბი დამ­ტვრე­უ­ლია და რა თქმა უნდა, ინ­ფორ­მა­ცი­აც წაშ­ლი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ა­თი მო­პა­რუ­ლია, ჯვა­რი და­კარ­გუ­ლი, მან­ტო, რო­მე­ლიც ეცვა, არ დევს საქ­მე­ში. 27 ნო­ემ­ბერს რო­დე­საც ნიკა რ გა­მოჩ­ნდა, და­ვი­წყე ძებ­ნა და მხო­ლოდ პირ­ველ დე­კემ­ბერს იპო­ვეს ცხე­და­რი. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლიც იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი, თუმ­ცა იქამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ და შემ­დეგ ორ უკ­რა­ი­ნელს და­ა­ვა­ლეს გვა­მის გა­და­მალ­ვა.

ზუს­ტად არც ვი­ცით, რო­გორ მოკ­ლეს ნიკა - მან­ქა­ნა­ში ეს­რო­ლეს თუ რა მოხ­და. ამ საქ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის უკ­რა­ი­ნა­ში, ზე­ლენ­სკიმ­დეა მი­სუ­ლი, მაგ­რამ რა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის მი­მარ­თეთ გა­მო­ძი­ე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად?

- ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია. ვიცი, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იყო საქ­მის კურ­სში ნი­კას ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო და­გეგ­მი­ლი, რომ გვა­მი არ უნდა გვე­პო­ვა. რო­დე­საც და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნად ნი­კას ძმა და მა­მი­დაშ­ვი­ლი ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში, ისე­თი ამ­ბე­ბი მო­უ­წყო უკ­რა­ი­ნელ­მა მხა­რემ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ა­ძე­ვეს, ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­ბი გა­რეთ და­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ესე­ნიც ჩა­ცხრი­ლო­ნო.

პირ­ველ დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­ვიდ­ნენ ჩვე­ნე­ბი, "ცეპი" უნდა ამო­ეც­ნოთ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნის ჯი­ბე­ში იპო­ვეს. რო­დე­საც ჩა­ვიდ­ნენ, სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და უთხრა, რომ ნიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­დეგ ნი­კას მე­გო­ბა­რი ჩა­ვი­და და ოთხ დე­კემ­ბერს, ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა...

ჭა, სა­დაც მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იპო­ვეს

- რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბას თუ გრძნობ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში?

- არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია. 15 წელი ვი­ყა­ვი მისი მე­უღ­ლე, ხში­რად და­დი­ო­და ბიზ­ნე­სის გამო უკ­რა­ი­ნა­ში. ნიკა იყო ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რომ ერთი წა­მი­თაც რომ და­ეშ­ვა მსგავ­სი რამე, სას­ტუმ­რო­და­ნაც არ გა­ვი­დო­და.

მე დღეს ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ და ყვე­ლა­ზე ვფიქ­რობ. ორი მი­ზე­ზით იშო­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს - პი­რა­დი თემა ან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი. ნი­კას შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დი გა­მო­ი­რი­ცხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ჭორი იყო. ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­დნენ, ვი­თომ ქა­ლის თემა იყო, ასე­ვე "შავი სამ­ყა­როც" ახ­სე­ნეს. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და კავ­ში­რი არ ჰქონ­და შავ სამ­ყა­როს­თან. ქა­ლის თემა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე, რად­გან ნიკა იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და მე მარ­ტო ქალი ამას ვერ შევ­ძლებ, გვერ­დით თუ არ და­მიდ­გნენ.

- ვერ­სი­ებ­ში გა­იჟ­ღე­რა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ნი­კას და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან ჰქონ­და ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა ბოლო დროს აე­რი­ათ კავ­ში­რე­ბი...

- დიახ, მი­შას დროს კე­ზე­რაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და ნი­კას ბიზ­ნესს და არ დავ­მა­ლავ და მათ შო­რის იყო უთან­ხმო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ მთავ­რო­ბას, მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

რო­დე­საც იმ დღეს ნიკა უკ­რა­ი­ნა­ში გაფ­რინ­და, იმ­დე­ნად მოკ­ლე შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გად­მოფ­რე­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ ბი­ლე­თე­ბი არ იყო. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამ­ბო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და თან­ხის გამო გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

მე მა­შინ ნი­კას მე­უღ­ლე არ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თვე­ნა­ხე­ვა­რი რუ­სეთ­ში ჰყავ­დათ თან­ხის გამო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ნი­კას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე, რომ ფუ­ლის გამო თავს არ მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და, თან შე­ამ­ჩნევ­და, რომ ია­რა­ღე­ბით იყ­ვნენ.

საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო შუ­ა­დღეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­და­უ­წი­ეს, სა­ნამ არ და­ღამ­და. სიბ­ნე­ლეც აწყობ­დათ, რომ ღამე არ და­ე­წყო ვინ­მეს ძებ­ნა. ჩვენ­თან 12-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, იქ ათის ნა­ხე­ვა­რი. პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე დავ­წე­ქი და­სა­ძი­ნებ­ლად და სა­ში­ნე­ლი სიზ­მრით გა­ვიღ­ვი­ძე, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი... ადა­მი­ა­ნი გზა­ში მე­გო­ნა. დღის 12 სა­ათ­ზე უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. მის­მა შვილ­მა და­მი­რე­კა, ბიჭ­მა, არ არის აე­რო­პორ­ტში და ხომ არ იცი რა ხდე­ბა, ხომ არ შე­ეც­ვა­ლა გეგ­მე­ბიო.

და­ვი­წყე სას­ტუმ­რო­ში რეკ­ვა და ნო­მერ­ში არ ადი­ოდ­ნენ, არ გვაქვს უფ­ლე­ბა შე­ვა­წუ­ხო­თო. სამ­ჯერ დამ­ჭირ­და და­რეკ­ვა და სა­ნამ პო­ლი­ცია არ ვახ­სე­ნე, არ ავიდ­ნენ ნო­მერ­ში. მე­გო­ნა გული გა­უხ­და ცუ­დად, ამის უფრო მე­ში­ნო­და. სამი კაცი შე­ვი­და ნო­მერ­ში და მი­თხრეს, რომ ნივ­თე­ბი აქ დევს და თა­ვად არ არი­სო. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მორ­გებ­ში რეკ­ვა, პო­ლი­ცი­ა­ში, ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში და რო­დე­საც მი­თხრეს, რომ არ­სად არ იყო, უკვე ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, მივ­ხვდი რა­ღაც ხდე­ბო­და.

- გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა თუ ჩა­უ­ტარ­და?

- დიახ, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ექპერ­ტი­ზა არაფ­რის მომ­ცე­მი არ აღ­მოჩ­ნდა. ვე­ლო­დე­ბი კრი­მი­ნა­ლურ ექ­სპერ­ტი­ზას. ყო­ველ­დღე ვრე­კავ და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მისი თა­ნა­შემ­წე უკვე ტე­ლე­ფონ­საც არ პა­სუ­ხო­ბენ. ახლა ვფიქ­რობ, ად­ვო­კა­ტი ავიყ­ვა­ნო. არ იყო ჩემი მე­უღ­ლე იმის ღირ­სი, რომ ასე გა­დავ­ფურ­ცლო და და­ვი­ვი­წყო. ახლა გიყ­ვე­ბით და თან არ მჯე­რა, რომ ეს ნი­კას და­ე­მარ­თა...

ჩე­ჩე­ნი გა­კა­ე­ვი, რო­მელ­ზეც იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, სა­დაც ნიკა მოკ­ლეს, ორ­ჯერ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი, სექ­ტემ­ბერ­ში და ნო­ემ­ბერ­ში. 22 ნო­ემ­ბერს არის გაფ­რე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და 25 ნო­ემ­ბერს ნიკა გაფ­რინ­და. ალ­ბათ აქ უნ­დო­დათ მო­ეკ­ლათ, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, აქ მა­ინც ყველ­გან კა­მე­რე­ბია. ეს იყო და­გეგ­მი­ლი და შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა.

შერ­ხან გა­კა­ე­ვი

- გა­კა­ე­ვის მიერ არის მოკ­ლუ­ლი?

- მან­ქა­ნა იყო მის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქ იჯდა თუ არა, ვერ გე­ტყვით. კა­მე­რე­ბით ისე­თი რა­კურ­სით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, არ ჩანს. ჩე­ჩე­ნი შერ­ხან გა­კა­ე­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იძებ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, ნა­ო­მა­რი ადა­მი­ა­ნია. ვნა­ხე ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ნიკა მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მამ­დე უკან იხევს, ჩანს რა­ღაც არ მოს­წონს, მაგ­რამ ეტყო­ბა მან­ქა­ნი­დან უთხრეს, რომ არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ იყო და ვი­ღაც ახ­ლო­ბელ­მა გა­იყ­ვა­ნა...

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

 საქართველოს პროკურატურა წლობით იძიებს ოჯახურ კონფლიქტებს და ხელის გალაწუნებას ქუჩაში! 

ქართველების მკვლელობები გამოიძიეთ! დააკავეთ მკვლელები და დამკვეთები! მიუსაჯეთ მკვლელებს სამუდამო პატიმრობა! მოითხოვეთ დეპორტაცია მკვლელის და აშ! იმუშავეთ საკუთარი ხალხისთვის და არა უცხოელების თვალის ასახვევად ან პარტიულ დავალებების შესასრულებლად! 

Tamo
8

მართლაც რატომ არ გახმაურდა ეს ამბავი? ცოდოა ოჯახი ამ დანაშაულის გამოძიებაზე მარტო დატოვება... იმედია ჩვენი მხარე გარკვეულწილად რაც შესაძლებელია მხარში დაუდგება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

2019 წლის ნოემბერში, კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. დავითაშვილს ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიევში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბიზნესმენი, სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით გაიტაცეს...

ნიკოლოზ დავითაშვილის ქვრივს თიკა სიხარულიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი ძველი თაობის მოდელია და მოკლულ ბიზნესმენთან 15-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება და ორი შვილი აკავშირებს. თიკა ამბობს, რომ მეუღლის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, საქმე ბუნდოვანია და გამოძიება წინ არ მიდის. უფრო მეტიც, უკრაინული საგამოძიებო უწყებები დუმან და ბოლო დროს მის სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ.

AMBEBI.GE თიკა სიხარულიძეს დაუკავშირდა ბუნდოვანი საქმის დეტალებზე სასაუბროდ:

- რა ეტაპზეა თქვენი მეუღლის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობის გამოძიება?

- ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, ორი უკრაინელი, რომლებმაც ჩემი მეუღლის გვამი გადამალეს და ჭაში ჩააგდეს, გირაოთი გაუშვა უკრაინის სასამართლომ. თითოეულმა 7 ათასი დოლარი გადაიხადა, ესეც უკრაინული მედიიდან გავიგე. სოფელ ბელაცერკოვიდან არიან ისინი, გამორიცხულია ამდენი ფული ჰქონოდათ.

როდესაც დავურეკე საქმის გამომძიებელს თავიდან უარყო ინფორმაცია, იცინოდა, მაგათ გარეთ ვინ გაუშვებდაო. თუმცა, მას შემდეგ რაც საიტს მივწერე, სადაც ინფორმაცია გამოქვეყნდა, მათ გამომიგზავნეს ოფიციალური წყარო, საიდანაც ცხადი იყო, რომ გაუშვეს დაკავებულები. გამომძიებელს ისევ დავურეკე და მითხრა, რა ვქნა, ჩვენთან ასეთი კანონებია და ეს ფული ნათესავებმა გადაუხადესო.

შემდეგ ერთ-ერთი დამნაშავე სოციალური ქსელის საშუალებით ვიპოვე და თებერვალში ციხიდან გაშვებული, მარტის დასაწყისში სელფებს აქვეყნებდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცს, გვარად გაკაევს, თითქოსდა მიმალვაშია და ვერ პოულობენ.

- უკრაინული სასამართლოს მიმართ გაქვთ ნდობა?

- იქ ისეთი ჭაობია, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე არ ჩავსულვარ უკრაინაში, რადგან პირველ ეტაპზე საშიშროება იყო, შემდეგ პანდემია დაერთო. ჩვენებიც ვერ ერევიან, რადგან დანაშაული უკრაინაშია მომხდარი. ძალიან გული დამწყდა შაქარაშვილის საქმეზე, იგივე მაქვს გამოვლილი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ჩემს მეუღლეზეც იგივე გაკეთებულიყო, ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო, ახალგაზრდა, ქართველი ბიზნესმენი მოკლეს და არავინ დაინტერესდა...

ნიკას ტელეფონები დამტვრეულია და რა თქმა უნდა, ინფორმაციაც წაშლილი იქნება. საათი მოპარულია, ჯვარი დაკარგული, მანტო, რომელიც ეცვა, არ დევს საქმეში. 27 ნოემბერს როდესაც ნიკა რ გამოჩნდა, დავიწყე ძებნა და მხოლოდ პირველ დეკემბერს იპოვეს ცხედარი. უკრაინული გამოძიების ინფორმაციით, სახლიც იყო ნაქირავები, თუმცა იქამდე ვერ მივიდნენ და შემდეგ ორ უკრაინელს დაავალეს გვამის გადამალვა.

ზუსტად არც ვიცით, როგორ მოკლეს ნიკა - მანქანაში ესროლეს თუ რა მოხდა. ამ საქმის შესახებ ყველამ იცის უკრაინაში, ზელენსკიმდეა მისული, მაგრამ რა?

- საქართველოში ვის მიმართეთ გამოძიებაში დასახმარებლად?

- ყველამ იცის და ყველა ჩართულია. ვიცი, რომ გიორგი გახარიაც იყო საქმის კურსში ნიკას ძიების პროცესში. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, რომ გვამი არ უნდა გვეპოვა. როდესაც დაკარგულის მოსაძებნად ნიკას ძმა და მამიდაშვილი ჩავიდნენ უკრაინაში, ისეთი ამბები მოუწყო უკრაინელმა მხარემ, რომ ფაქტობრივად გამოაძევეს, ამბობდნენ, ჩეჩნები გარეთ დადიან და შეიძლება ესენიც ჩაცხრილონო.

პირველ დეკემბერს, გამთენიისას ჩავიდნენ ჩვენები, "ცეპი" უნდა ამოეცნოთ, რომელიც დაკავებული ჩეჩენის ჯიბეში იპოვეს. როდესაც ჩავიდნენ, სასტუმროში მივიდა გამომძიებელი და უთხრა, რომ ნიკა გარდაცვლილი იპოვეს. შემდეგ ნიკას მეგობარი ჩავიდა და ოთხ დეკემბერს, ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა...

ჭა, სადაც მოკლული ბიზნესმენი იპოვეს

- რაიმე საშიშროებას თუ გრძნობდა ბოლო პერიოდში?

- არანაირი წინასწარი გრძნობა არ ჰქონია. 15 წელი ვიყავი მისი მეუღლე, ხშირად დადიოდა ბიზნესის გამო უკრაინაში. ნიკა იყო ისეთი პიროვნება, რომ ერთი წამითაც რომ დაეშვა მსგავსი რამე, სასტუმროდანაც არ გავიდოდა.

მე დღეს ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ და ყველაზე ვფიქრობ. ორი მიზეზით იშორებენ ადამიანებს - პირადი თემა ან ბიზნესინტერესები. ნიკას შემთხვევაში პირადი გამოირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭორი იყო. ათას სისულელეს ამბობდნენ, ვითომ ქალის თემა იყო, ასევე "შავი სამყაროც" ახსენეს. არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონდა შავ სამყაროსთან. ქალის თემა საერთოდ გამორიცხულია.

აუცილებლად უნდა ჩაერთოს გამოძიების საქმეში ქართული მხარე, რადგან ნიკა იყო საქართველოს მოქალაქე და მე მარტო ქალი ამას ვერ შევძლებ, გვერდით თუ არ დამიდგნენ.

- ვერსიებში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ნიკას დავით კეზერაშვილთან ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა, თუმცა ბოლო დროს აერიათ კავშირები...

- დიახ, მიშას დროს კეზერაშვილი მფარველობდა ნიკას ბიზნესს და არ დავმალავ და მათ შორის იყო უთანხმოება. რაც შეეხება ახალ მთავრობას, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როდესაც იმ დღეს ნიკა უკრაინაში გაფრინდა, იმდენად მოკლე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, რომ რამდენიმე საათში გადმოფრენას აპირებდა, მაგრამ ბილეთები არ იყო. იძულებული გახდა, დარჩენილიყო. ამბობენ, რომ შეიძლებოდა თანხის გამო გაეტაცებინათ, მაგრამ გამორიცხულია.

მე მაშინ ნიკას მეუღლე არ ვიყავი, როდესაც თვენახევარი რუსეთში ჰყავდათ თანხის გამო გატაცებული. ნიკას იმდენად უყვარდა სიცოცხლე, რომ ფულის გამო თავს არ მოაკვლევინებდა, თან შეამჩნევდა, რომ იარაღებით იყვნენ.

საქმიანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო შუადღეს, მაგრამ რამდენიმეჯერ გადაუწიეს, სანამ არ დაღამდა. სიბნელეც აწყობდათ, რომ ღამე არ დაეწყო ვინმეს ძებნა. ჩვენთან 12-ის ნახევარი იყო, იქ ათის ნახევარი. პირველის ნახევარზე დავწექი დასაძინებლად და საშინელი სიზმრით გავიღვიძე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი... ადამიანი გზაში მეგონა. დღის 12 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. მისმა შვილმა დამირეკა, ბიჭმა, არ არის აეროპორტში და ხომ არ იცი რა ხდება, ხომ არ შეეცვალა გეგმებიო.

დავიწყე სასტუმროში რეკვა და ნომერში არ ადიოდნენ, არ გვაქვს უფლება შევაწუხოთო. სამჯერ დამჭირდა დარეკვა და სანამ პოლიცია არ ვახსენე, არ ავიდნენ ნომერში. მეგონა გული გაუხდა ცუდად, ამის უფრო მეშინოდა. სამი კაცი შევიდა ნომერში და მითხრეს, რომ ნივთები აქ დევს და თავად არ არისო. ამის შემდეგ დავიწყე მორგებში რეკვა, პოლიციაში, ნარკოლოგიურში და როდესაც მითხრეს, რომ არსად არ იყო, უკვე ძალიან შემეშინდა, მივხვდი რაღაც ხდებოდა.

- გარდაცვლილს ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა?

- დიახ, მაგრამ სამედიცინო ექპერტიზა არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა. ველოდები კრიმინალურ ექსპერტიზას. ყოველდღე ვრეკავ და გამომძიებელი და მისი თანაშემწე უკვე ტელეფონსაც არ პასუხობენ. ახლა ვფიქრობ, ადვოკატი ავიყვანო. არ იყო ჩემი მეუღლე იმის ღირსი, რომ ასე გადავფურცლო და დავივიწყო. ახლა გიყვებით და თან არ მჯერა, რომ ეს ნიკას დაემართა...

ჩეჩენი გაკაევი, რომელზეც იყო გაფორმებული მანქანა, სადაც ნიკა მოკლეს, ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი, სექტემბერში და ნოემბერში. 22 ნოემბერს არის გაფრენილი საქართველოდან და 25 ნოემბერს ნიკა გაფრინდა. ალბათ აქ უნდოდათ მოეკლათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, აქ მაინც ყველგან კამერებია. ეს იყო დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა.

შერხან გაკაევი

- გაკაევის მიერ არის მოკლული?

- მანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული, მაგრამ იქ იჯდა თუ არა, ვერ გეტყვით. კამერებით ისეთი რაკურსით არის გადაღებული, არ ჩანს. ჩეჩენი შერხან გაკაევი ჩვეულებრივად იძებნება ინტერნეტში, ნაომარი ადამიანია. ვნახე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნიკა მანქანაში ჩაჯდომამდე უკან იხევს, ჩანს რაღაც არ მოსწონს, მაგრამ ეტყობა მანქანიდან უთხრეს, რომ არაფერი პრობლემა არ იყო და ვიღაც ახლობელმა გაიყვანა...