სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა
„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია „Agronavti“, რო­მე­ლიც ფერ­მე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის ერთ სივ­რცე­ში მო­ძი­ე­ბის და პირ­ვე­ლა­დი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მარ­ტი­ვი და მოქ­ნი­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა, Covid-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ი­სა და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე სულ უფრო მეტ­მა ფერ­მერ­მა გა­მო­ი­ყე­ნა. ამას­თან, აპ­ლი­კა­ცია გახ­და, რო­გორც ფერ­მე­რის­თვის, ასე­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მხა­რის­თვის აღ­ნიშ­ნულ სექ­ტორ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სან­დო წყა­რო. მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, „აგ­რო­ნავ­ტის“ მე­ნე­ჯე­რი თამ­თა მა­მუ­ლა­ი­ძე ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში „Agronavti-ს“ პლატ­ფორ­მას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ არა მარ­ტო, რო­გორც ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვის ონ­ლა­ინ შე­საძ­ლებ­ლო­ბად, არა­მედ აგ­როს­ფე­რო­ში სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად.

„პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც „Agronavti-ზე“ და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა დარ­გში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბით და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ავღ­ნიშ­ნო მერ­ძე­უ­ლი და მე­ხორ­ცუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და გზამ­კვლე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ „Agronavti-ზე“, გა­ნა­ცხა­და თამ­თა მა­მუ­ლა­ი­ძემ.

აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ეც­ნო­ბი­ან ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად „ჰი­გი­ე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის­თვის“, რო­მე­ლიც სა­საკ­ლა­ო­ე­ბის პერ­სო­ნა­ლის, ცო­ცხა­ლი ცხო­ვე­ლის გა­დამ­ზი­და­ვი და სა­საკ­ლა­ო­დან ხორ­ცის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა აი­მაღ­ლონ ცოდ­ნა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ჰი­გი­ე­ნის სა­ბა­ზი­სო სა­ფუძ­ვლე­ბის შე­სა­ხებ. პან­დე­მი­ამ­დე, პრო­ექ­ტი „ინ­ვეს­ტი­რე­ბა უვ­ნე­ბელ და ხა­რის­ხი­ან მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­ში“, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია აშშ-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ და ახორ­ცი­ე­ლებს ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Land O’Lakes Venture37-ი „სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და მი­ჩი­გა­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით, პი­რის­პირ ტრე­ნინ­გებს ატა­რებ­და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე, თუმ­ცა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მარ­ტი­ვი ფორ­მა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა პან­დე­მი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში გად­მო­წე­რონ აპ­ლი­კა­ცია „Agronavti“ და თა­ვად გა­ეც­ნონ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს და სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლას. კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი პრო­ექ­ტი და­მა­ტე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებ­საც გას­ცემს,“ ამ­ბობს მა­მუ­ლა­ი­ძე.

აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი „სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა HACCP რძის ინ­დუსტრი­ა­ში“, „მე­ნე­ჯმენ­ტის სის­ტე­მე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ და სხვა.

აპ­ლი­კა­ცი­ის გად­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია Google Play-დან და Apple Store-დან, სა­დაც უნდა მო­ძებ­ნოთ Agronavti. აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია უფა­სოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია blog.agronavt.ge-ზე.

თამ­თა მა­მუ­ლა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, “Agronavti-ზე” ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია მერ­ძე­უ­ლი ფუ­რის კვე­ბის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბის და რა­ცი­ო­ნის გა­მომ­თვლე­ლი პროგ­რა­მა (რაც-იოლი1.0). „ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია, ამ მხრივ, სწო­რედ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს SQIL-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შევ­თა­ვა­ზეთ რაც-იო­ლის პროგ­რა­მა. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფუ­რის პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნოთ მისი დღი­უ­რი საკ­ვე­ბის ნორ­მა, საკ­ვე­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვით პროგ­რა­მა და­ით­ვლის ასე­ვე, საკ­ვე­ბი ულუ­ფის ჯა­მურ კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას,“ გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლა­ი­ძემ.

მისი თქმით, პროგ­რა­მა და­ეხ­მა­რე­ბა მე­სა­ქონ­ლე ფერ­მე­რებს ერ­თის მხრივ, შე­ამ­ცი­რონ სა­ქონ­ლის კვე­ბის ხარ­ჯი, და მე­ო­რეს მხრივ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი საკ­ვე­ბი ულუ­ფის, მი­წო­დე­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ფერ­მე­რი არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ახერ­ხებს, არა­მედ მას სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო გზე­ბის მო­ძი­ე­ბაც შე­უძ­ლია.

„ჩვენ ისე­თი სა­მა­გა­ლი­თო შემ­თხვე­ვე­ბიც გვაქვს, როცა ფერ­მერ­მა აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ერთ სათ­ბურ­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით და­ი­წყო და ახლა უკვე ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის­თვის მო­თხოვ­ნა­დი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პრო­დუქტს რამ­დე­ნი­მე სათ­ბურ­ში აწარ­მო­ებს. სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში ფერ­მე­რებს ჩვე­ნი პარტნი­ო­რი - ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა „soplidan.ge” -იც ეხ­მა­რე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა/გა­მო­ყე­ნე­ბა აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით თან­და­თან უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა“ ამ­ბობს თამ­თა მა­მუ­ლა­ი­ძე.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს აპ­ლი­კა­ცია მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს ფერ­მე­რე­ბის­თვის და აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის­თვის, რა­შიც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ეხ­მა­რე­ბათ.

გარ­და ზო­გა­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო და სარ­ე­კო­მენ­და­ციო ფუნ­ქცი­ე­ბი­სა “Agronavti”-ი მომ­ხმა­რებ­ლებს აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სფე­რო­ზე სან­დო და ამომ­წუ­რავ სას­წავ­ლო მა­სა­ლებს სთა­ვა­ზობს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

მობილური აპლიკაცია „Agronavti“, რომელიც ფერმერებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიების და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობის მქონე მარტივი და მოქნილი ონლაინ პლატფორმაა, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე სულ უფრო მეტმა ფერმერმა გამოიყენა. ამასთან, აპლიკაცია გახდა, როგორც ფერმერისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ყველა მხარისთვის აღნიშნულ სექტორში ინფორმაციის მიღების სანდო წყარო. მობილური აპლიკაცია, „აგრონავტის“ მენეჯერი თამთა მამულაიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში „Agronavti-ს“ პლატფორმას მომხმარებლები აქტიურად იყენებენ არა მარტო, როგორც ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვის ონლაინ შესაძლებლობად, არამედ აგროსფეროში სიახლეების გაცნობისა და პროფესიული განვითარების საშუალებად.

„პანდემიის პერიოდში გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვინც „Agronavti-ზე“ დაიწყო ინფორმაციის მოძიება დარგში არსებული სიახლეების შესახებ. მომხმარებლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სასწავლო მასალებით და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მერძეული და მეხორცული მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის არსებული საჭირო კვლევების, სასწავლო მასალებისა და გზამკვლევების არსებობის შესახებ „Agronavti-ზე“, განაცხადა თამთა მამულაიძემ.

აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლები ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსებს, როგორიც არის მაგალითად „ჰიგიენის საფუძვლები ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებისთვის“, რომელიც სასაკლაოების პერსონალის, ცოცხალი ცხოველის გადამზიდავი და სასაკლაოდან ხორცის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირებისათვის კარგი საშუალებაა აიმაღლონ ცოდნა სურსათის უვნებლობის ჰიგიენის საბაზისო საფუძვლების შესახებ. პანდემიამდე, პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, პირისპირ ტრენინგებს ატარებდა აღნიშნულ თემაზე, თუმცა სახელმძღვანელოს მარტივი ფორმატი საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირებმა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვების პირობებში გადმოწერონ აპლიკაცია „Agronavti“ და თავად გაეცნონ სახელმძღვანელოს და სატრენინგო მასალას. კითხვების შემთხვევაში კი პროექტი დამატებით კონსულტაციებსაც გასცემს,“ ამბობს მამულაიძე.

აპლიკაციაზე ასევე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოები „სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სისტემა HACCP რძის ინდუსტრიაში“, „მენეჯმენტის სისტემების დოკუმენტირებული ინფორმაცია“ და სხვა.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან და Apple Store-დან, სადაც უნდა მოძებნოთ Agronavti. აპლიკაციაზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის. ასევე, ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია blog.agronavt.ge-ზე.

თამთა მამულაიძის განცხადებით, “Agronavti-ზე” ასევე ხელმისაწვდომია მერძეული ფურის კვების ზოგადი პრინციპების და რაციონის გამომთვლელი პროგრამა (რაც-იოლი1.0). „ფერმერული მეურნეობებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამების შეთავაზება, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მხრივ, სწორედ პანდემიის პირობებში მომხმარებლებს SQIL-ის პროექტის ფარგლებში შევთავაზეთ რაც-იოლის პროგრამა. მისი საშუალებით, შესაძლებელია, ფურის პარამეტრების მიხედვით დაადგინოთ მისი დღიური საკვების ნორმა, საკვები ინგრედიენტების შერჩევით პროგრამა დაითვლის ასევე, საკვები ულუფის ჯამურ კვებით ღირებულებას,“ განაცხადა მამულაიძემ.

მისი თქმით, პროგრამა დაეხმარება მესაქონლე ფერმერებს ერთის მხრივ, შეამცირონ საქონლის კვების ხარჯი, და მეორეს მხრივ, სრულფასოვანი საკვები ულუფის, მიწოდებით უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციის მეშვეობით ფერმერი არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ახერხებს, არამედ მას საკუთარი პროდუქტის სარეალიზაციო გზების მოძიებაც შეუძლია.

„ჩვენ ისეთი სამაგალითო შემთხვევებიც გვაქვს, როცა ფერმერმა აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობა ერთ სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციით დაიწყო და ახლა უკვე ადგილობრივი ბაზრისთვის მოთხოვნადი სხვადასხვა სახეობის პროდუქტს რამდენიმე სათბურში აწარმოებს. სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში ფერმერებს ჩვენი პარტნიორი - ელექტრონული პლატფორმა „soplidan.ge” -იც ეხმარება. თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენება აგრარული მიმართულებით თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება“ ამბობს თამთა მამულაიძე.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია ცდილობს აპლიკაცია მუდმივად განახლებადი და საინტერესო გახადოს ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, რაშიც მათთან კომუნიკაცია ეხმარებათ.

გარდა ზოგადი საინფორმაციო და სარეკომენდაციო ფუნქციებისა “Agronavti”-ი მომხმარებლებს აგრარული მიმართულებით სხვადასხვა სფეროზე სანდო და ამომწურავ სასწავლო მასალებს სთავაზობს.

NS

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი