საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა
"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

იმ გო­გო­ნას მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც სოფო ხუნ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეხ­მარ­ნენ:

"ღა­მით, ასე პირ­ვე­ლი სა­ა­თის­კენ ვი­ღაც იდი­ოტ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, ჩემს მე­ზო­ბელ გო­გოს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. "ტიპ­მა" ჯერ ბენ­ზი­ნი მო­ას­ხა ეზო­ში, შემ­დეგ და­უ­კა­კუ­ნა კა­რებ­ზე და ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი ის­რო­ლა. იყო სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა, შავი კვამ­ლი და სრუ­ლი უკუ­ნი­თი. და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­უ­ლის 40% აქვს დამ­წვა­რი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მად­ლო­ბა ღმერ­თს თა­ვის დრო­ზე მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა და სა­ხან­ძროს მოს­ვლამ­დე ცე­ცხლი ჩა­ვაქ­რეთ. დამ­ნა­შა­ვე დღეს გამ­თე­ნი­ი­სას უკვე აყ­ვა­ნი­ლი იყო. დამ­ნა­შა­ვემ ისე გა­ა­კე­თა, რომ ეზო­ში ვე­რა­ვინ შე­ვი­დო­და, ჭიშ­კარ­საც კი ვერ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით თა­ვი­დან.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უც­ნობ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბა­ში, რომ არა ისი­ნი არ ვიცი, მარ­ტო ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რო­გორ გა­დავ­რჩე­ბო­დით. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, ისე­თი პა­ნი­კა იყო მად­ლო­ბაც ვერ გი­თხა­რით. შოკ­ში ვი­ყა­ვით, ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რას და რა­ტომ ვა­კე­თებ­დით, წა­მის მე­ა­სე­დი­თაც რომ დაგ­ვეგ­ვი­ა­ნა, არ ვიცი რა მოყ­ვე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს. და მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ას სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის­თვის. არა­მარ­ტო ეკი­პა­ჟებს, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, მი­ა­ტო­ვეს სა­მუ­შაო ად­გი­ლი და და­სახ­მა­რებ­ლად მო­ვიდ­ნენ", - წერს სოფო ხუნ­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, 24 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, ასე­ვე 24 წლის ბიჭ­მა ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ქა­ში­ბა­ძე გან­მარ­ტავს, გო­გო­ნას სხე­უ­ლის 37%-იანი დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ის დამ­წვრო­ბის შო­კი­დან ჯერ გა­მო­სუ­ლი არ არის.

„გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა, დამ­წვრო­ბის შო­კი­დან არ გა­მო­სუ­ლა, მე­ო­რე-მე­სა­მე ხა­რის­ხის 37%-იანი დამ­წვრო­ბა აქვს, ქვე­მო კი­დუ­რე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს, ასე­ვე ორი­ვე წვი­ვი და ორი­ვე ბარ­ძა­ყი. ტრავ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ნიზ­ნის აა­ა­ლე­ბის შე­დე­გად აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ვი­მე­ო­რებ, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი დი­აგ­ნო­ზი აქვს, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მოთვსე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს ქა­ში­ბა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 24 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, უკვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ბენ­ზი­ნის ბოთ­ლი ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
1

ხალხი ავადაა.სულ გარეკა.

კახა
0

Zalian lmobieria kanoni moZaladeebisaTvis.. unda Seicvalos. 

bavSvebi Sin unda izrdebodnen da ara quCaSi..

gadagvarebis gzazea eri...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

იმ გოგონას მეზობელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც სოფო ხუნდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, დაზარალებული გოგონას გადარჩენაში უცნობი ადამიანები დაეხმარნენ:

"ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა, განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. "ტიპმა" ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით, რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა, არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ", - წერს სოფო ხუნდაძე.

ცნობისთვის, 24 წლის გოგონა, რომელსაც თბილისში, ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, - აცხადებს ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე