სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი
"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ერთ-ერთ მო­რაგ­ბეს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ბრა­ლი ვა­სილ მა­ხა­რა­ძეს წა­რედ­გი­ნე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში მათი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბექა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­რაგ­ბე­ე­ბი ძა­ლა­დო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ად­ვო­კა­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მო­რაგ­ბე­ე­ბი - არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე - თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში თა­ვი­ან­თი უბ­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რათა ისი­ნი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის­გან გა­ნე­რი­დე­ბი­ნათ.

„ისი­ნი „ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ის­ხდნენ. სხვა რა­ი­მე სა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ნა­შა­ულ­ში, იქ­ნე­ბა ეს ძა­ლა­დო­ბა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, ისი­ნი არ ადას­ტუ­რე­ბენ და არ ეთან­ხმე­ბი­ან. რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, ისი­ნი არ გა­კი­დე­ბი­ან შა­ქა­რაშ­ვილს მდი­ნა­რემ­დე.

მათ გა­ი­გეს, რომ რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და და ჩა­ვიდ­ნენ იმის­თვის, რომ გა­ნე­რი­დე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი უბ­ნე­ლი, შე­და­რე­ბით უმ­ცრო­სი ასა­კის პი­რე­ბი ამ კონ­ფლიქ­ტი­დან.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ რა­ი­მე საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბი­სას თვი­თონ უარ­ყო რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­თან ან მათი მხრი­დან რა­ი­მე ტი­პის ძა­ლა­დო­ბა. ასე­ვე, უარ­ყო ის ფაქ­ტი, რომ მას უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მან ალ­ბათ, შეც­ვა­ლა ეს ჩვე­ნე­ბა. დღეს გად­მოგ­ვე­ცე­მა საქ­მის მა­სა­ლე­ბი და და­ზუს­ტე­ბით შევ­ძლებთ ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად და რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა შემ­დგომ“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

და­კა­ვე­ბულ მო­რაგ­ბე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე, ნიკა ჟვა­ნია, ირაკ­ლი წა­ქა­ძე, გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ამ ადვოკატების ,,ლოგიკური" მსჯელობები ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. 

ფაქტია, რომ ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობა არაპროფესიონალია (სინდისს ნუღარ ვახსენებთ. საადვოკატო გამოცდებზე შესვლის წინ სამუდამოდ ემშვიდობებიან). იმის ნაცვლად, რომ პროცესუალურად იდავონ და კანონების სრულყოფილი ცოდნით შეეცადონ, პროფესიული მოვალეობა შეასრულონ, ათასნაირი სისულელით ამართლებენ თავიანთ დამქირავებლებს. რომ თურმე, მორაგბეები და მოჭიდავეები, მეგობრების ინტელექტუალური დახმარებისთვის და კონფლიქტისგან გასარიდებლად გამოიძახეს თბილისიდან. 

ლელა
0
დავიჯერეთ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალს წაუყენებენ. მოგვიანებით კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ვასილ მახარაძეს წარედგინება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მათი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ მორაგბეები - არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე - თბილისიდან მცხეთაში თავიანთი უბნელი მეგობრების წამოსაყვანად ჩავიდნენ, რათა ისინი კონფლიქტური სიტუაციისგან განერიდებინათ.

„ისინი „ტოიოტას" მარკის ავტომობილში ისხდნენ. სხვა რაიმე სახის მონაწილეობას დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ისინი არ ადასტურებენ და არ ეთანხმებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს მდინარემდე.

მათ გაიგეს, რომ რაღაც კონფლიქტი მოხდა და ჩავიდნენ იმისთვის, რომ განერიდებინათ თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე საგნის გამოყენებას. ამირხანაშვილმა პირველი ჩვენებისას თვითონ უარყო რაიმე სახის დაპირისპირება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან ან მათი მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობა. ასევე, უარყო ის ფაქტი, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, მან ალბათ, შეცვალა ეს ჩვენება. დღეს გადმოგვეცემა საქმის მასალები და დაზუსტებით შევძლებთ ვილაპარაკოთ, რა ჩვენება მისცა ამირხანაშვილმა პირველად და რა ჩვენება მისცა შემდგომ“, - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულ მორაგბეებს საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, გიგა ტატიაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა

ვის დაურეკა გიორგი ქათამაძემ ხიდზე ჩხუბის შემდეგ და ვინ ჩამოიყვანა "მერსედესის" 2 მგზავრი თბილისში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა