ქვიშხეთში იანვარში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა AMBEBI.GE-ს დაუდასტურეს.
დაშავებული მარიანა ქორიძე რამდენიმე თვე უგონო მდგონარეობაში იმყოფებოდა და აპარატზე იყო შეერთებული. იგი დღეს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილები ქუთაისში მცხოვრები 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი იყვნენ.
საცოდავები,როგორი ლამაზი ოჯახი განადგურდა,ისევ ერთად იქნებიან ყველანი, ვიზიარებ :(
ამოწყდა ოჯახი... რამხელა ტრაგედიაა ((( უბედური დედა, მის ადგილას მეც სიკვდილს ვარჩევდი