საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა პეტრე ბაბუა გახდა - "სახელი, რომელიც მარიამმა შვილს დაარქვა, საქართველოში არავის ჰქვია"
მამა პეტრე ბაბუა გახდა - "სახელი, რომელიც მარიამმა შვილს დაარქვა, საქართველოში არავის ჰქვია"

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია ორი თვის წინ ბა­ბუა გახ­და. მა­მა­ოს უფ­როს შვილს მა­რი­ამს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ექ­ვსი შვი­ლის მამა ამ­ბობს, რომ ამ მოვ­ლე­ნის­თვის მზად არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა და ბავ­შვის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლა:

- მამა პეტ­რე, გა­ვი­გეთ, რომ ბა­ბუა გახ­დით...

- დიახ, მარ­თა­ლია. ჩემ­თვის ეს იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რომ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში ბა­ბუა ვიყო. ჩვე­ნი ბიჭი უკვე ორი თვი­საა. მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ამ მოვ­ლე­ნის­თვის. მარ­თა­ლია, ჩვენ ოჯახ­ში ბავ­შვე­ბის სიმ­რავ­ლე სი­ახ­ლე არ არის, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა, რა­საც მე მორ­ჩი­ლე­ბით მივ­ყვე­ბი. რო­დე­საც ახალ სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ შენი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი წინა პლან­ზე წა­მო­წიო. ახა­ლი სი­ცო­ცხლე დიდ სი­ხა­რულ­თან და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თით­ქოს ჩვენ ოჯახ­ში პა­ტა­რა ბავ­შვის გაზ­რდის ეტა­პი დამ­თავ­რდა და შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი გვქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ახლა უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მეწ­ვე­ვი­ან.

მამა პეტ­რეს მე­უღ­ლე შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტიც მაქვს, შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან არ მქონ­დეს რე­სურ­სი, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო, მაგ­რამ მი­წევს ამ ფერ­ხულ­ში ჩაბ­მა. ახა­ლი სი­ცო­ცხლეა ჩვენ ოჯახ­ში, ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, ის გაჩ­ნდა და ღირ­სე­უ­ლად უნდა აღი­ზარ­დოს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს, ჩემი პრინ­ცი­პიც ეს არის. თუმ­ცა ჩემი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გი­თხრა ბა­ბუ­ო­ბის­თვის არ ვარ მზად, ტყუ­ი­ლია, რად­გან ში­ნა­გა­ნად ამის­თვის არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი მზად. ბა­ბუ­ო­ბის მო­მენ­ტი ჩემს თავ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის. მე ვარ მამა პეტ­რე და შვი­ლის­თვი­საც მამა პეტ­რე უნდა ვიყო, შვი­ლიშ­ვი­ლის­თვი­საც და შვილ­თაშ­ვი­ლის­თვი­საც.

- თუმ­ცა, მა­ინც მო­გი­წი­ათ და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა და სიმ­პა­ტი­უ­რი ბა­ბუა ხართ სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- დიახ (იცი­ნის)... ალ­ბათ ასეა, მაგ­რამ ეს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოხ­და. ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან, რომ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გახ­დნენ ბა­ბუ­აც და ბე­ბი­აც, მაგ­რამ მე არა­სო­დეს მქო­ნია იმის გან­ცდა, რომ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ბა­ბუა გავმხდა­რი­ყა­ვი და ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი შე­მევ­სო ამით.

- საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი მამა იყა­ვით...

- მე ისე­დაც ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. თქვენ ხომ იცით, რომ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რია და ამის გა­რე­შე კარ­გი და ღი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი იქ­მნე­ბა. ემო­ცია-ემო­ცი­აა, მაგ­რამ რო­დე­საც გო­ნე­ბით უნდა გა­და­წყვი­ტო რა­ღა­ცე­ე­ბი, მას­ზე მაღ­ლა უნდა დად­გე. ამი­ტომ არ მე­გო­ნა, რომ შვი­ლე­ბის გაზ­რდი­სა და აღ­ზრდის ეტა­პი და­ვამ­თავ­რე და უკვე მე­ო­რე ეტაპ­ზე მო­უმ­ზა­დებ­ლად და და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ვე­დი.

არ ვიცი, ამას რო­დის გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებ და ამის­თვის რო­დის ვიქ­ნე­ბი მზად, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ რე­ლო­ბას თვა­ლე­ბი და­ვუ­ხუ­ჭო. არ ვიცი, ჩემი მომ­დევ­ნო შვი­ლი, რო­მე­ლიც მა­რი­ა­მის შემ­დეგ შე­მე­ძი­ნა, რა სი­ურპრიზს მიმ­ზა­დებს. ამი­ტომ მე რომ ვი­ძა­ხო, მე არ მაქვს ის ასა­კი, რომ ბა­ბუა ვიყო, ეს არ აინ­ტე­რე­სებს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ რაც არ უნდა მოხ­დეს, ყვე­ლას­თვის უნდა ვიყო მამა პეტ­რე და იმ ახა­ლი სი­ცო­ცხლის­თვი­საც, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლი და ღირ­სე­უ­ლი უნდა გა­ი­ზარ­დოს.

- სა­ხე­ლი რა და­არ­ქვით?

- სა­ხე­ლი მა­რი­ა­მის არ­ჩე­ვა­ნი იყო - ზუ... ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს, რო­გორც ამ­ბობს, ზუკო ავა­ტა­რი­დან... ალ­ბათ გახ­სოვთ ჯე­მალ ქარჩხა­ძის ბრწყინ­ვა­ლე ნა­წარ­მო­ე­ბი „იგი“ - იქ არი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი ზუ და ნი... სა­ხე­ლი კი არ აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს, არა­მედ ადა­მი­ა­ნი აკე­თილ­შო­ბი­ლებს მას. ამი­ტომ ვუ­სურ­ვებ ჩვილ ზუ-ს, რომ ის იყოს იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი და მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი, რომ ბევ­რმა სა­კუ­თარ შვილს და­არ­ქვას ზუ.

- ხომ არ მო­გი­ნათ­ლავთ პა­ტა­რა ზუ?

- არა, ჯერ არა. მშობ­ლე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან და თა­ვად გა­და­წყვე­ტენ. მეც დი­დად არ მინ­დო­და, რომ ზუ და­ერ­ქმი­ათ, მაგ­რამ ეს იყო მა­რი­ა­მის არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც პა­ტი­ვი ვეცი. მე ჩემ ექვს შვილს და­ვარ­ქვი ის სა­ხე­ლე­ბი, რაც მინ­დო­და და ახლა თა­ვად და­არ­ქვან სა­კუ­თარ შვი­ლებს რა­საც აირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ სუ­ლაც არ არის ცუდი სა­ხე­ლი, არ არის გაც­ვე­თი­ლი... აი, ზუ ჯერ მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის ჰქვია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მამა პეტრე ბაბუა გახდა - "სახელი, რომელიც მარიამმა შვილს დაარქვა, საქართველოში არავის ჰქვია"

მამა პეტრე ბაბუა გახდა - "სახელი, რომელიც მარიამმა შვილს დაარქვა, საქართველოში არავის ჰქვია"

მამა პეტრე კვარაცხელია ორი თვის წინ ბაბუა გახდა. მამაოს უფროს შვილს მარიამს ვაჟი შეეძინა. ექვსი შვილის მამა ამბობს, რომ ამ მოვლენისთვის მზად არ ყოფილა, თუმცა თავისი ემოციების შესახებ პირველად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა და ბავშვის შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა:

- მამა პეტრე, გავიგეთ, რომ ბაბუა გახდით...

- დიახ, მართალია. ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცოტა მეუხერხულება, რომ ასეთ პატარა ასაკში ბაბუა ვიყო. ჩვენი ბიჭი უკვე ორი თვისაა. მოუმზადებელი ვიყავი ამ მოვლენისთვის. მართალია, ჩვენ ოჯახში ბავშვების სიმრავლე სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ღვთის ნებაა, რასაც მე მორჩილებით მივყვები. როდესაც ახალ სიცოცხლეზეა საუბარი, როგორ შეიძლება იქ შენი მოთხოვნილებები და სურვილები წინა პლანზე წამოწიო. ახალი სიცოცხლე დიდ სიხარულთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. თითქოს ჩვენ ოჯახში პატარა ბავშვის გაზრდის ეტაპი დამთავრდა და შესვენების პერიოდი გვქონდა გამოცხადებული და ახლა უკვე შვილიშვილები მეწვევიან.

მამა პეტრეს მეუღლე შვილიშვილთან ერთად

ძალიან სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტიც მაქვს, შეიძლება საკუთარ თავთან არ მქონდეს რესურსი, რომ ეს გამოწვევა ღირსეულად მივიღო, მაგრამ მიწევს ამ ფერხულში ჩაბმა. ახალი სიცოცხლეა ჩვენ ოჯახში, ახალი ადამიანი, ის გაჩნდა და ღირსეულად უნდა აღიზარდოს. კარგი ადამიანი უნდა იყოს, ჩემი პრინციპიც ეს არის. თუმცა ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რომ გითხრა ბაბუობისთვის არ ვარ მზად, ტყუილია, რადგან შინაგანად ამისთვის არასოდეს ვიქნები მზად. ბაბუობის მომენტი ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოდის. მე ვარ მამა პეტრე და შვილისთვისაც მამა პეტრე უნდა ვიყო, შვილიშვილისთვისაც და შვილთაშვილისთვისაც.

- თუმცა, მაინც მოგიწიათ და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სიმპატიური ბაბუა ხართ საქართველოში...

- დიახ (იცინის)... ალბათ ასეა, მაგრამ ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, რომ ახალგაზრდა ასაკში გახდნენ ბაბუაც და ბებიაც, მაგრამ მე არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ახალგაზრდა ასაკში ბაბუა გავმხდარიყავი და ჩემი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ნაწილი შემევსო ამით.

- საკმაოდ ემოციური მამა იყავით...

- მე ისედაც ემოციური ადამიანი ვარ. თქვენ ხომ იცით, რომ შემოქმედი ადამიანი ზოგადად ემოციურია და ამის გარეშე კარგი და ღირებული არაფერი იქმნება. ემოცია-ემოციაა, მაგრამ როდესაც გონებით უნდა გადაწყვიტო რაღაცეები, მასზე მაღლა უნდა დადგე. ამიტომ არ მეგონა, რომ შვილების გაზრდისა და აღზრდის ეტაპი დავამთავრე და უკვე მეორე ეტაპზე მოუმზადებლად და დაუფიქრებლად გადავედი.

არ ვიცი, ამას როდის გავაცნობიერებ და ამისთვის როდის ვიქნები მზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რელობას თვალები დავუხუჭო. არ ვიცი, ჩემი მომდევნო შვილი, რომელიც მარიამის შემდეგ შემეძინა, რა სიურპრიზს მიმზადებს. ამიტომ მე რომ ვიძახო, მე არ მაქვს ის ასაკი, რომ ბაბუა ვიყო, ეს არ აინტერესებს მომავალ თაობას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველასთვის უნდა ვიყო მამა პეტრე და იმ ახალი სიცოცხლისთვისაც, რომელიც ჯანმრთელი და ღირსეული უნდა გაიზარდოს.

- სახელი რა დაარქვით?

- სახელი მარიამის არჩევანი იყო - ზუ... ცოტა უცნაურად ჟღერს, როგორც ამბობს, ზუკო ავატარიდან... ალბათ გახსოვთ ჯემალ ქარჩხაძის ბრწყინვალე ნაწარმოები „იგი“ - იქ არიან პერსონაჟები ზუ და ნი... სახელი კი არ აკეთილშობილებს ადამიანს, არამედ ადამიანი აკეთილშობილებს მას. ამიტომ ვუსურვებ ჩვილ ზუ-ს, რომ ის იყოს იმდენად ღირსეული და მაგარი ადამიანი, რომ ბევრმა საკუთარ შვილს დაარქვას ზუ.

- ხომ არ მოგინათლავთ პატარა ზუ?

- არა, ჯერ არა. მშობლები შეთანხმდებიან და თავად გადაწყვეტენ. მეც დიდად არ მინდოდა, რომ ზუ დაერქმიათ, მაგრამ ეს იყო მარიამის არჩევანი, რომელსაც პატივი ვეცი. მე ჩემ ექვს შვილს დავარქვი ის სახელები, რაც მინდოდა და ახლა თავად დაარქვან საკუთარ შვილებს რასაც აირჩევენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ სულაც არ არის ცუდი სახელი, არ არის გაცვეთილი... აი, ზუ ჯერ მგონი საქართველოში არავის ჰქვია...

თბილისში, ისანში, ხანძარია

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე