ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.
17 დაკავებულს შორის არის ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უწყებაში სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ განცხადებას საქმის ახალ დეტალებზე.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ბიჭი 18 ივნისს დაიკარგა, როცა ის მეგობრის დაბადების დღეზე მცხეთაში იმყოფებოდა.
tavgasulma greobam da zogiertma sastikma axalgazrdobam sheicira bevri sicocxle unda gamkacrdes kanoni ara aseti tavisufleba
თუ მართლა დანაშაულს ქონდა ადგილი მაშინ მივესალმები ამ მუქთახორა ძველი ბიჭების ქურდული მენტალიტეტის ადამიანების დაკავებას რაც უფრო ნაკლები ქურდული მენტალიტეტის ადამაინი გვეყოლება საქართველოში მით უფრო უსაფრთხოდ ივლიან ჩვენი შვილები