სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე
ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ამ დრომ­დე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა არა­ერთ ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, 50 მოწ­მეა გა­მო­კი­თხუ­ლი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

24 ივ­ნისს რამ­დე­ნი­მე პირს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ექ­სპერ­ტებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ აქვთ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რი­თია ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა უამ­ბობს, რომ თბი­ლი­სი­დან "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­ბან­ზე შეხ­ვდნენ ბი­ჭებს, რკი­ნის ნაჭ­რე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი თავს და­ესხნენ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვა­ლი ოთხი ბი­ჭი­დან ერთ-ერთს - ვახო ახვლე­დი­ანს, რის შემ­დე­გაც და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­იქ­ცნენ. რო­გორც ახვლე­დი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბიჭს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

ად­ვო­კა­ტი მუხ­რან ღურწკა­ია "ნა­ხა­ლოვ­კელ" ბი­ჭებს იცავს, რო­მელ­თა მან­ქა­ნაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ხეს. ად­ვო­კა­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­საც ჩა­უ­ტარ­დათ და ამ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი აგა­რაკ­ზე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან, არც ავ­ტო­ბან­ზე მი­უ­ღი­ათ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახლა იკ­ვე­თე­ბა, რომ სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა ფი­გუ­რი­რებს ავ­ტო­ბან­ზე და სა­მი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი "ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი" იყ­ვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ
17:19 / 23-06-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

12:46 / 24-06-2020

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე

20:07 / 24-06-2020

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

21:52 / 24-06-2020

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" ჯგუ­ფის სამი მან­ქა­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი და და­ლუ­ქუ­ლი - "ერთი "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი" და კი­დევ ორი ვერ­ცხლის­ფე­რი "მერ­სე­დე­სი" - ერთი ორ­კა­რი­ა­ნი და ერ­თიც 4-კა­რი­ა­ნი.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის 3 მგზავ­რის გარ­და, სამ­ხა­რა­ულ­ში ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ორ მო­რაგ­ბეს, რო­მე­ლიც "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით 18 ივ­ნი­სის ღა­მეს გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ოქ­როს მოწ­მე­ზე დაყ­რდნო­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ სწო­რედ მათ წა­მო­იყ­ვა­ნეს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მცხე­თი­დან თბი­ლის­ში. დღეს მე­დი­ას­თან მო­რაგ­ბე­ებ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტეს, რო­დის და რა­ტომ და­ზი­ან­და ავ­ტო­მო­ბი­ლი.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში სან­დო წყა­რო ყვე­ბა, რომ შავი ფე­რის "ტო­ი­ო­ტა­ში", ორი მო­რაგ­ბის გარ­და, კი­დევ 4 პირი იჯდა. მათ შო­რის, ერთ-ერთი ძი­უ­დო­ის­ტი და ჭა­ბუ­კებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე 20 ივ­ნის­საც იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რაგ­ბე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ ნა­რეკ­ვავ­ში ექ­ვსი­ვე მათ­გა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ჩა­ვი­და, უკა­ნა გზა­ზე კი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი წა­მო­იყ­ვა­ნა.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ვახო ახვლე­დი­ა­ნი აგა­რა­კის ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შემ­დეგ კი ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე გა­და­ვი­და.

მისი ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­სა და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს შეხ­ვდა, მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და საქ­მის კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტი ფო­ტოგ­რა­ფიც, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბის­თვის იუ­ბი­ლარ­მა და­ი­ქი­რა­ვა. ად­ვო­კა­ტი მზია ქას­რაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ვახო ახვლე­დი­ანს ცხვი­რი გა­ტე­ხი­ლი აქვს და ნა­ცე­მია.

ქას­რაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, მათ წინ ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩერ­და. შავი ფე­რის "ტო­ი­ტა" და ვერ­ცხლის­ფე­რი "მერ­სე­დე­სი". ად­ვო­კა­ტის თქმით, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ორი პირი გად­მო­ვი­და და ახვლე­დი­ანს რკი­ნის ხელ­კე­ტით გა­უს­წორ­დნენ.

ვახო ახვლე­დი­ანს დღეს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რო­ში მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­მი­ვე მგზავ­რიც იმ­ყო­ფე­ბო­და. მათი ად­ვო­კა­ტი მთე­ლი კვი­რაა ამ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლე­ბი იყ­ვნენ და ჭკვი­ან­მა კა­მე­რებ­მა დრო­ის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს რა დრო­საც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

დღეს კი აღი­ა­რა, რომ "მერ­სე­დე­სი­სა" და "ტო­ი­ო­ტას" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და შემ­თხვე­ვის წერ­ტილ­თან ახ­ლოს გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­ტი­კად უარ­ყო. ად­ვო­კა­ტი არ ადას­ტუ­რებს რომ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, რკი­ნის ხელ­კე­ტი მათი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე მან­ქა­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია, ერთ-ერ­თზე კი დნმ-ის და­სად­გე­ნად ანა­ბეჭ­დე­ბია აღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
17

ეს ჩემპიონი არაა ეს საქართველოს მკვლელია! ეს ყველაზე უკანასკნელი ადამიანია! ამ ადამიანმა მომავალი საქართველო მოკლა! ყველას სულში ჩააფურთხა! ეს არის ყველაზე უკანასკნელი ქართველი! სად მირბოდა სანამ ადგილამდე ჩავიდა რატომ არ ფიქრობდა რა მოყვებოდა თავის საქციელს! შეაგდეთ დილეგში და დღის სინათლე არ ანახოთ ამ არაკაცს! ფუი შენს კაცობას და ადამიანობას! წყეულიმც იყოს ყველა ის ადამიანი ვინც ქართველზე ხელი ასწიოს! 

მირა
0

თუ ამ ადამიანების ბრალეულობა დამტკიცდება, მათ უფლებებს არ დავიცავდი.რა დაცვაზეა საუბარი? შემირცხვენია ის კაცი, ვინც საქმეს ძალით აგვარებს, სიტყვის ნაცვლად. მაშინ რა სხვაობაა მოძალადესა და პირუტყვს შორის? ასე უმოწყალოდ მოქცევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ცხოველი უნდა იყო და სხვა არაფერი. ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი ცხოველის დედა აღმოვჩდე ოდესმე. ღმერთმა დამიფაროს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება არაერთ ვერსიას განიხილავს, 50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება.

24 ივნისს რამდენიმე პირს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ აქვთ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები და რითია ეს დაზიანებები გამოწვეული. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გოგონა უამბობს, რომ თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც ავტობანზე შეხვდნენ ბიჭებს, რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები.

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თავს დაესხნენ ავტომაგისტრალზე მიმავალი ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთს - ვახო ახვლედიანს, რის შემდეგაც დანარჩენი ახალგაზრდები გაიქცნენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, ბიჭს სხეულზე დაზიანებები აქვს.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია "ნახალოვკელ" ბიჭებს იცავს, რომელთა მანქანაც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ადვოკატი ადასტურებს, რომ ექსპერტიზა მისი დაცვის ქვეშ მყოფებსაც ჩაუტარდათ და ამტკიცებს, რომ ისინი აგარაკზე საერთოდ არ ყოფილან, არც ავტობანზე მიუღიათ ჩხუბში მონაწილეობა. ახლა იკვეთება, რომ სამი ავტომანქანა ფიგურირებს ავტობანზე და სამივე ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდები "ნახალოვკელები" იყვნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, "ნახალოვკელი" ჯგუფის სამი მანქანაა ამოღებული და დალუქული - "ერთი "ტოიოტა ქამრი" და კიდევ ორი ვერცხლისფერი "მერსედესი" - ერთი ორკარიანი და ერთიც 4-კარიანი.

"კურიერის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ დაზიანდა ავტომობილი.

"კურიერთან" საუბარში სანდო წყარო ყვება, რომ შავი ფერის "ტოიოტაში", ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარეკვავში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანი აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

მისი ადვოკატის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი მზია ქასრაშვილი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია.

ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო ღამეს, მათ წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. შავი ფერის "ტოიტა" და ვერცხლისფერი "მერსედესი". ადვოკატის თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და ახვლედიანს რკინის ხელკეტით გაუსწორდნენ.

ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დღეს კი აღიარა, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო. ადვოკატი არ ადასტურებს რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.

"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა