პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა
29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა

მკი­თხვე­ლის­თვის ბოლო პე­რი­ო­დის ბესტსე­ლე­რე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი რომ იყოს, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­და­წყვი­ტა, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ავ­რცე­ლოს ეს წიგ­ნე­ბი - ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას.

მკი­თხვე­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის მი­სა­წო­დებ­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა, რათა სწო­რედ მკი­თხველს შე­ერ­ჩია მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ეს ავ­ტო­რე­ბი არი­ან: აგა­თა კრის­ტი, ონო­რე დე ბალ­ზა­კი, ერიხ მა­რია რე­მარ­კი, ელიფ შა­ფა­ქი, რეი ბრედ­ბე­რი, ნი­კო­ლას სპარ­ქსი და ა.შ. მკი­თხვე­ლის პირ­ვე­ლი ორი რჩე­უ­ლი ელიფ შა­ფა­ქის"სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი" და ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში" გახ­ლდათ.

29 ივ­ნისს "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლი გა­ზეთ­თან ერ­თად აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტივს "მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით" მი­ი­ღებს - გე­ნი­ა­ლურ დე­ტექ­ტივს, რომ­ლის გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ ბოლო დროს გა­ბე­დეს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა და ბრწყინ­ვა­ლე მწერ­ლის და­ნარ­ჩენ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად სე­რი­ა­ლად აქ­ცი­ეს.

"მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით" BBC ONE-მა გა­და­ი­ღო. ისე კი, რო­გორც წესი, რე­ჟი­სო­რე­ბი ასე ად­ვი­ლად ვერ ბე­და­ვენ აგა­თა კრის­ტის რო­მა­ნე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას - მის ნე­ბის­მი­ერ რო­მან­ში ხომ თავი ისე­დაც კი­ნო­ში გგო­ნია.

ეს დე­ტექ­ტი­ვი აგა­თა კრის­ტის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვლე­ბა:

სი­უ­ჟე­ტი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვად ვი­თარ­დე­ბა - ჩვენ თვალ­წინ იწყე­ბა ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლი­სა და სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მა­ძებ­რის, ერ­კი­ულ პუ­ა­როს ჭი­დი­ლი: ინ­გლი­სურ ან­ბან­ში ხომ 26 ასოა და ნუთუ დე­ტექ­ტი­ვი და­აც­დის მკვლელს, რომ სის­ხლი­ა­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს? ან ვინ მო­ი­გებს ამ ბრძო­ლას? ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი მკვლე­ლი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დე­ტექ­ტი­ვი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ­მა სი­უ­ჟეტ­მა არ აგი­ყო­ლი­ოს და შენც სულ­მო­უთ­ქმე­ლად მიჰ­ყვე­ბი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მაც სწო­რედ ამი­ტო­მაც არ­ჩია, რომ ჩვენ­მა მკი­თხველ­მა ეს წიგ­ნი გა­ზეთ­თან ერ­თად მი­ი­ღოს. მას წინ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ელის. და არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლად მას, ვინც კონ­კრე­ტუ­ლად ამ წიგნს იყი­დის, არა­მედ მისი ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რსაც, ვინც ამ წიგნს სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კი­თხავს, - აგა­თა კრის­ტის ნა­წარ­მო­ე­ბებს ხომ თით­ქმის ყვე­ლა ასაკ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლო­ბენ!

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის ანა კო­პა­ძის თქმით, დე­ტექ­ტი­ვის დე­დო­ფა­ლი აგა­თა კრის­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ავ­ტო­რია:

"ქარ­თველ მკი­თხველს მარ­თლაც ძა­ლი­ან უყ­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი აგა­თა კრის­ტი. მისი წიგ­ნე­ბი მუ­დამ პო­პუ­ლა­რუ­ლია და გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­ულ­ში მუდ­მი­ვად ხვდე­ბა. რო­დე­საც ამ მწერ­ლის წიგ­ნებს გა­მოვ­ცემ­დით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მუ­დამ ჩნდე­ბო­და კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ "მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით" გა­მოგ­ვე­ცა. ეს წიგ­ნი ხომ აგა­თა კრის­ტის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბია. ჩვენც მკი­თხველს სურ­ვი­ლი შე­ვუს­რუ­ლეთ. ამ დე­ტექ­ტივ­ზე "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში დიდი მო­თხოვ­ნაა.

- ალ­ბათ, ამ დე­ტექ­ტი­ვის ყვე­ლა მკი­თხვე­ლამ­დე მიღ­წე­ვას პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა შე­უ­შა­ლა ხელი.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სწო­რედ ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის გა­ზეთ­თან ერ­თად და ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. ჩა­ვა­ტა­რეთ გა­მო­კი­თხვაც, რას ისურ­ვებ­და მკი­თხვე­ლი, რომ პრე­სას­თან ერ­თად მი­ე­ღო. რა თქმა უნდა, ვე­ლო­დით, რომ მკი­თხვე­ლის სი­ა­ში "მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით" გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ეს ხომ ავ­ტო­რის აღი­ა­რე­ბუ­ლი დე­ტექ­ტი­ვია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე კი­ნო­კომ­პა­ნია BBC ONE-მა ფილ­მი გა­და­ი­ღო. ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ფორ­მეთ წიგ­ნის ყდა ამ ფილ­მის სიმ­ბო­ლო­თი, რი­თაც ის ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და.

წიგ­ნის ფასი ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში 13. 95 ლა­რია. გა­ზეთ­თან ერ­თად კი მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 8. 50 ლარი იქ­ნე­ბა.

სხვა­თა შო­რის, კომ­პა­ნია Agatha Chirstie Limited-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ჯე­იმზ პრი­ჩარ­დი აგა­თა კრის­ტის შვილ­თაშ­ვი­ლია. რო­გორც ამ­ბობს, "მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით" მისი დიდი ბე­ბი­ის (აგა­თა კრის­ტის) ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დე­ტექ­ტი­ვია, რომ­ლის პრო­ტა­გო­ნის­ტი მა­ძე­ბა­რი სე­რი­ალ­ში სა­ოც­რად და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ პერ­სო­ნა­ჟად გვევ­ლი­ნე­ბა.

იმერელი
1

ახალის თარგმნვა გეზარებათ თუ ფული გენანებათ? სადა ოთხთა ნიშანი? მკველობა მზის ქვეშ? რაიმეს ტარგმვნას რო დაიქყებთ ბოლომდე რო გახვიდეთ რა მოხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა

29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა

მკითხველისთვის ბოლო პერიოდის ბესტსელერები უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაავრცელოს ეს წიგნები - ლიტერატურა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას.

მკითხველისთვის სასურველი წიგნების მისაწოდებლად გამომცემლობამ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რათა სწორედ მკითხველს შეერჩია მსოფლიოში პოპულარული ავტორების ნაწარმოებები. ეს ავტორები არიან: აგათა კრისტი, ონორე დე ბალზაკი, ერიხ მარია რემარკი, ელიფ შაფაქი, რეი ბრედბერი, ნიკოლას სპარქსი და ა.შ. მკითხველის პირველი ორი რჩეული ელიფ შაფაქის"სიყვარულის ორმოცი წესი" და ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" გახლდათ.

29 ივნისს "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად აგათა კრისტის დეტექტივს "მკვლელობები ანბანის მიხედვით" მიიღებს - გენიალურ დეტექტივს, რომლის გადაღება მხოლოდ ბოლო დროს გაბედეს კინემატოგრაფისტებმა და ბრწყინვალე მწერლის დანარჩენ ნაწარმოებებთან ერთად სერიალად აქციეს.

"მკვლელობები ანბანის მიხედვით" BBC ONE-მა გადაიღო. ისე კი, როგორც წესი, რეჟისორები ასე ადვილად ვერ ბედავენ აგათა კრისტის რომანების ეკრანიზაციას - მის ნებისმიერ რომანში ხომ თავი ისედაც კინოში გგონია.

ეს დეტექტივი აგათა კრისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება:

სიუჟეტი თავბრუდამხვევად ვითარდება - ჩვენ თვალწინ იწყება ცივსისხლიანი მკვლელისა და სახელგანთქმული მაძებრის, ერკიულ პუაროს ჭიდილი: ინგლისურ ანბანში ხომ 26 ასოა და ნუთუ დეტექტივი დააცდის მკვლელს, რომ სისხლიანი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს? ან ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? ძალიან ჭკვიანი მკვლელი თუ პროფესიონალი დეტექტივი? როგორ შეიძლება ასეთმა სიუჟეტმა არ აგიყოლიოს და შენც სულმოუთქმელად მიჰყვები.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც სწორედ ამიტომაც არჩია, რომ ჩვენმა მკითხველმა ეს წიგნი გაზეთთან ერთად მიიღოს. მას წინ დიდი სიამოვნება ელის. და არა მხოლოდ კონკრეტულად მას, ვინც კონკრეტულად ამ წიგნს იყიდის, არამედ მისი ოჯახის ნებისმიერ წევრსაც, ვინც ამ წიგნს სიამოვნებით წაიკითხავს, - აგათა კრისტის ნაწარმოებებს ხომ თითქმის ყველა ასაკში სიამოვნებით კითხულობენ!

პროექტის მენეჯერის ანა კოპაძის თქმით, დეტექტივის დედოფალი აგათა კრისტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტორია:

"ქართველ მკითხველს მართლაც ძალიან უყვარს განუმეორებელი აგათა კრისტი. მისი წიგნები მუდამ პოპულარულია და გამომცემლობის საუკეთესო გაყიდვადი წიგნების ათეულში მუდმივად ხვდება. როდესაც ამ მწერლის წიგნებს გამოვცემდით, სოციალურ ქსელშიც მუდამ ჩნდებოდა კომენტარები, რომ "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოგვეცა. ეს წიგნი ხომ აგათა კრისტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ჩვენც მკითხველს სურვილი შევუსრულეთ. ამ დეტექტივზე "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დიდი მოთხოვნაა.

- ალბათ, ამ დეტექტივის ყველა მკითხველამდე მიღწევას პანდემიის პერიოდმა შეუშალა ხელი.

- რასაკვირველია. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ წიგნები მკითხველისთვის გაზეთთან ერთად და ხელმისაწვდომ ფასად მიგვეწოდებინა. ჩავატარეთ გამოკითხვაც, რას ისურვებდა მკითხველი, რომ პრესასთან ერთად მიეღო. რა თქმა უნდა, ველოდით, რომ მკითხველის სიაში "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოჩნდებოდა. ეს ხომ ავტორის აღიარებული დეტექტივია, რომლის საფუძველზე კინოკომპანია BBC ONE-მა ფილმი გადაიღო. ჩვენ სიამოვნებით გავაფორმეთ წიგნის ყდა ამ ფილმის სიმბოლოთი, რითაც ის ვიზუალურადაც საინტერესო გახდა.

წიგნის ფასი ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში 13. 95 ლარია. გაზეთთან ერთად კი მისი სპეციალური ფასი 8. 50 ლარი იქნება.

სხვათა შორის, კომპანია Agatha Chirstie Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმზ პრიჩარდი აგათა კრისტის შვილთაშვილია. როგორც ამბობს, "მკვლელობები ანბანის მიხედვით" მისი დიდი ბებიის (აგათა კრისტის) ყველაზე ძლიერი და ამაღელვებელი დეტექტივია, რომლის პროტაგონისტი მაძებარი სერიალში საოცრად დამაინტრიგებელ პერსონაჟად გვევლინება.

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ