საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე
"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "სა­ბურ­თა­ლოს" პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხი­ჩი­კაშ­ვი­ლი მისი კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს “პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან” აკე­თებს.

მისი თქმით, გი­ორ­გი მცხე­თა­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ცდი­ლობ­და, რომ კონ­ფლიქტს გა­რი­დე­ბო­და, რაც ვერ შეძ­ლო.

"გი­ორ­გი იყო, მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი... სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი აღ­ზრდი­ლი, ამი­ტომ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გი­ორ­გის ეთა­ვა ან მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ამას და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გი­ორ­გის არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე­ტიც, სწო­რედ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ გა­რი­დე­ბო­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბას, ამ მცდე­ლო­ბის ჟამს მო­უ­წია ისე, რომ მოხ­და ის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რო­გორც ხსნი­ან.

ეს არის ძა­ლი­ან ცუდი, რომ ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბავ­შვი გა­მოგ­ვე­ცა­ლა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო, სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სი ოჯა­ხი ესა­ხე­ლე­ბი­ნა, ყვე­ლა დაგ­ვამ­წუხ­რა. ჩვენ "სა­ბურ­თა­ლო" ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ.

პირ­ვე­ლი არ არის ეს შემ­თხვე­ვა და იმე­დია, დაგ­ვა­ფიქ­რებს ეს უფ­როს თა­ო­ბას და მგო­ნია, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მცი­რე წვლი­ლი მა­ინც მიგ­ვი­ძღვის იმ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რაც ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში არის ამ სა­ხით, რომ არის აგ­რე­სია და ეს აგ­რე­სია მო­დის ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. იქ­ნებ დავ­ფიქ­რდეთ და ერ­თმა­ნე­თის გა­უ­თა­ვე­ბელ ლან­ძღვას, ქიშ­პო­ბას შე­ვეშ­ვათ, რომ ბავ­შვებს სწო­რი მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ და ერ­თმა­ნე­თის გაფრ­თხი­ლე­ბა მა­თაც ის­წავ­ლონ.

ფაქ­ტობ­რი­ვად არაფ­რის გამო ხდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა და შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ მთავ­რდე­ბა, კარ­გად ხე­დავთ”, - გა­ნა­ცხა­და გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს რე­ა­ლუ­რად რა და რო­გორ მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, ხი­ჩი­კაშ­ვი­ლი ამას გა­მო­რი­ცხავს, რად­გან, მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი მორ­წმუ­ნე იყო და ასეთ რა­მეს არ გა­ა­კე­თებ­და.

ცნო­ბის­თვის, 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში დღეს იპო­ვეს. 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
317

ეს მოტანეთ ქოცებმა სხვა კი არაფერი,დალაგებული ქვეყანა არიეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი მისი კლუბის ფეხბურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს “პალიტრანიუსთან” აკეთებს.

მისი თქმით, გიორგი მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და ცდილობდა, რომ კონფლიქტს გარიდებოდა, რაც ვერ შეძლო.

"გიორგი იყო, მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი... საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი, ძალიან კარგი აღზრდილი, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ გიორგის ეთავა ან მიეღო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში. ამას დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგის არ მიუღია მონაწილეობა, მეტიც, სწორედ ჰქონდა მცდელობა, რომ გარიდებოდა ამ დაპირისპირებას, ამ მცდელობის ჟამს მოუწია ისე, რომ მოხდა ის უბედური შემთხვევა, როგორც ხსნიან.

ეს არის ძალიან ცუდი, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბავშვი გამოგვეცალა, რომელსაც შეეძლო, საქართველო, თავისი ოჯახი ესახელებინა, ყველა დაგვამწუხრა. ჩვენ "საბურთალო" ერთი დიდი ოჯახი ვართ.

პირველი არ არის ეს შემთხვევა და იმედია, დაგვაფიქრებს ეს უფროს თაობას და მგონია, რომ თითოეულ ჩვენგანს მცირე წვლილი მაინც მიგვიძღვის იმ სავალალო მდგომარეობაში, რაც ახალგაზრდა თაობაში არის ამ სახით, რომ არის აგრესია და ეს აგრესია მოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. იქნებ დავფიქრდეთ და ერთმანეთის გაუთავებელ ლანძღვას, ქიშპობას შევეშვათ, რომ ბავშვებს სწორი მაგალითი მივცეთ და ერთმანეთის გაფრთხილება მათაც ისწავლონ.

ფაქტობრივად არაფრის გამო ხდება დაპირისპირება და შემდეგ ეს ყველაფერი როგორ მთავრდება, კარგად ხედავთ”, - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, ხიჩიკაშვილი ამას გამორიცხავს, რადგან, მისივე თქმით, გიორგი მორწმუნე იყო და ასეთ რამეს არ გააკეთებდა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა