მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს
"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე კრი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ოპო­ნენ­ტე­ბი უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დე­ბენ, რომ ქვეყ­ნის კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი პან­დე­მი­ას სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი შეხ­ვდა. მისი შე­ფა­სე­ბით, მსგავს გან­ცხა­დე­ბებს არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან.

"პი­როვ­ნე­ბე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფი, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თი უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ყო­ველ­გვა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე აკ­რი­ტი­კე­ბენ და იწუ­ნე­ბენ ქვეყ­ნის სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. რამ­დე­ნა­დაც მე მკურ­ნა­ლი ექი­მი გახ­ლა­ვართ, ჩემს პოს­ტში შე­ვე­ხე­ბი მხო­ლოდ ამ პო­ლე­მი­კის კლი­ნი­კურ ას­პექ­ტებს.

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დე­ბენ, რომ ქვეყ­ნის კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი შეხ­ვდა?! COVID-19-ის ეპი­დე­მი­ას და კი­დევ უფრო მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდე­ბა ამ ეპი­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას ; რომ ქვე­ყა­ნას არ ჰქონ­და მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა ეპი­დე­მი­ის სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ გა­კე­თე­ბუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რე­სურ­სე­ბის (სა­წო­ლე­ბი, მათ შო­რის რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ოჯა­ხის ექი­მე­ბი და სხვ.) შე­ფა­სე­ბა და ანა­ლი­ზი, არ მომ­ხდა­რა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა/ტრე­ნინ­გე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, არა­ფე­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ასეთ გან­ცხა­დე­ბებს არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი მზად იყო ეპი­დე­მი­ის ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, და ბუ­ნებ­რი­ვია, ჰქონ­და მრა­ვალ სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი გეგ­მაც და სა­ჭი­რო­ე­ბის (ეპი­დე­მი­ის სხვა სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის) შემ­თხვე­ვა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა. მაგ­რამ გა­სუ­ლი სამი თვის მან­ძილ­ზე ეპი­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სცე­ნა­რის პი­რო­ბებ­ში, გა­მო­ი­ყე­ნა მხო­ლოდ ის რე­სურ­სი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ დადო, მათ შო­რის კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ში" , - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში, „სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლად“ მუ­შა­ობ­და და მუ­შა­ობს.

"მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მი­ლი­ონ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღე­ი­სოდ ევ­რო­პის 49 ქვეყ­ნი­დან აქვს COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რი­ცხვი - 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტ­ჯერ ნაკ­ლე­ბია ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. ან კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ გარ­დაც­ვლი­ლია 14 ავად­მყო­ფი, რაც შე­ად­გენს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის (888) 1,57%-ს, რაც ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ევ­რო­პა­ში.

ასე მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პა­ში სა­მა­გა­ლი­თოდ მიჩ­ნე­ულ გერ­მა­ნი­ა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს 4,73%-ს, აშშ-ში - 5,45%, ინ­გლის­ში - 14,08%-ს, საფ­რან­გეთ­ში - 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პრო­პა­გან­და და არც ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ად­ვი­ლად შე­უძ­ლია მო­ი­ძი­ოს, რომ ეს ნამ­დვი­ლად ასეა და რამ­დე­ნა­დაც სწო­რედ ეს არის კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის მზა­ო­ბის მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი (მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), აქ შე­იძ­ლე­ბო­და წერ­ტი­ლი დაგ­ვეს­ვა.

სა­გუ­ლის­ხმოა აგ­რეთ­ვე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით 888 ავად­მყო­ფი­დან სულ გარ­და­იც­ვა­ლა 14 ავად­მყო­ფი (1,57%), მა­შინ როცა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი 118 COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტის­გან 16 გარ­და­იც­ვა­ლა (13,56%) და ეს არა სა­დღაც აფ­რი­კა­ში, არა­მედ საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, ინ­გლის­ში, აშშ-ში და ა.შ.

სკეპ­ტი­კო­სე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ გვინ­და ვთქვათ, აგ­რეთ­ვე, შემ­დე­გი:

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში, „სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლად“ მუ­შა­ობ­და და მუ­შა­ობს პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვის და ნა­კა­დე­ბის მოძ­რა­ო­ბის ალ­გო­რით­მე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი: სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ოჯა­ხის ექი­მი ე.წ. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი COVID ცენ­ტრი. არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი 1 სა­ა­თიც კი არ მდგა­რა რიგ­ში და არ დარ­ჩე­ნი­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე.

COVID-ის დი­აგ­ნო­ზი ის­მე­ბო­და მაქ­სი­მუმ 24 სა­ათ­ში, ხოლო COVID ცენ­ტრებ­ში პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბენ უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. ეს ეხე­ბა რო­გორც სიმპტო­მურ და დამ­ხმა­რე მკურ­ნა­ლო­ბას, ისე პა­თო­გე­ნე­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას და ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს - პლაქ­ვე­ნი­ლი, ლო­პი­ნა­ვირ/რი­ტო­ნა­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი „სის­ხლის გაწ­მენ­და“ სხვა­დას­ხვა სორ­ბენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­დას­ხმა და სხვ. ამას­თან, მსოფ­ლი­ოს ბევ­რი წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­უ­ლად მოხ­და COVID-19 პნევ­მო­ნი­ის L და H ტი­პე­ბის გა­მი­ჯვნა და არა­სა­ჭი­რო ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

გულ­ზე ხელი და­ი­დეთ და თქვით - რა სი­ტუ­ა­ცია იყო და არის ამ თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა­ზე შე­უ­და­რებ­ლად ძლი­ე­რია: COVID-19-ით შე­საძ­ლო ავად­მყო­ფე­ბი ხში­რად სა­ერ­თოდ ვერ აღ­წევ­დნენ ექი­მე­ბამ­დე; ტეს­ტი COVID-19-ზე არა­იშ­ვი­ა­თად მათ სა­ერ­თოდ არ უტარ­დე­ბო­დათ ან თუ უტარ­დე­ბო­დათ - პა­სუხს იღებ­დნენ 1-2 კვი­რის შემ­დეგ (თვით პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ორი დღე ელო­დე­ბო­და ტეს­ტის პა­სუხს); კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე 2-3 კვი­რი­ა­ნი რი­გე­ბი იდგა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სა­წო­ლე­ბი არ ყოფ­ნი­დათ მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის­თვი­საც კი; ვერ აუ­დი­ოდ­ნენ დაკ­რძალ­ვებს და ა.შ.

მინ­და მოგ­მარ­თოთ ერთი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვით: თქვენ რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი და გა­გე­კე­თე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი ის (თუ რე­ა­ლუ­რად შეს­ძლებ­დით), რის არ­გა­კე­თე­ბა­საც ჩვენ გვაყ­ვედ­რით - რა შე­დეგს და­დებ­დით COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის მარ­თვის მხრივ მთლი­ა­ნო­ბა­ში და ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის და გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მხრივ კონ­კრე­ტუ­ლად? იქ­ნე­ბო­და ეს შე­დე­გე­ბი იმა­ზე უკე­თე­სი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს დღეს აქვს?

ნუთუ ვერ ხვდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უა­პე­ლა­ცი­ოდ იწუ­ნე­ბენ ქვეყ­ნის მიერ COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის მარ­თვის და მათ შო­რის ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს, რომ ამით თა­ვი­სი თა­ვის და თა­ვი­ან­თი ჭეშ­მა­რი­ტი ზრახ­ვე­ბის ლუსტრა­ცი­ას ახ­დე­ნენ. დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვან­დოთ“,- აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
605

ბრავო, ჩვენს ექიმებს. ამ დაქცეულ-გაღატაკებულ ქვეყანაში რაც გაკეთდა, საოცრებაა. კრიტიკოსებს, ალბათ, მეტი გარდაცვლილის ნახვა უნდოდატ

Xatia
355

მადლობა ღმერთს რომ გვყავს ასეთი კარგი ინფექციონისტები, ბოროტი გული დან კი მარტო ბოროტი სიტყვები ამოდის,ვირისგან წიხლი რა გასაკვირია,მთავარია ხალხი ხედავს

ავტორი:

"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს

"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსების განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი პანდემიას სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა. მისი შეფასებით, მსგავს განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან.

"პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს.

ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! COVID-19-ის ეპიდემიას და კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას ; რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება. მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში" , - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მისი შეფასებით, საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობს.

"მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი - 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ან კიდევ საქართველოში სულ გარდაცვლილია 14 ავადმყოფი, რაც შეადგენს დადასტურებული შემთხვევების (888) 1,57%-ს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი მაჩვენებელია ევროპაში.

ასე მაგალითად, ევროპაში სამაგალითოდ მიჩნეულ გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4,73%-ს, აშშ-ში - 5,45%, ინგლისში - 14,08%-ს, საფრანგეთში - 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პროპაგანდა და არც ცარიელი სიტყვები. ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია მოიძიოს, რომ ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც სწორედ ეს არის კლინიკური სექტორის მზაობის მთავარი განმსაზღვრელი (მაჩვენებელი), აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა.

საგულისხმოა აგრეთვე, რომ საქართველოში COVID-19-ით 888 ავადმყოფიდან სულ გარდაიცვალა 14 ავადმყოფი (1,57%), მაშინ როცა უცხოეთში მცხოვრები 118 COVID-19-ით დაინფიცირებული ქართველი პაციენტისგან 16 გარდაიცვალა (13,56%) და ეს არა სადღაც აფრიკაში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ.

სკეპტიკოსების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, აგრეთვე, შემდეგი:

საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობს პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო სამედიცინო დახმარება სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი ე.წ. ცხელების ცენტრი COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე.

COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 24 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით - რა სიტუაცია იყო და არის ამ თვალსაზრისით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საქართველოსაზე შეუდარებლად ძლიერია: COVID-19-ით შესაძლო ავადმყოფები ხშირად საერთოდ ვერ აღწევდნენ ექიმებამდე; ტესტი COVID-19-ზე არაიშვიათად მათ საერთოდ არ უტარდებოდათ ან თუ უტარდებოდათ - პასუხს იღებდნენ 1-2 კვირის შემდეგ (თვით პრეზიდენტი ტრამპი ორი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს); კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე 2-3 კვირიანი რიგები იდგა, საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნიდათ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი; ვერ აუდიოდნენ დაკრძალვებს და ა.შ.

მინდა მოგმართოთ ერთი ძალიან სერიოზული კითხვით: თქვენ რომ ყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღები და გაგეკეთებინათ ყველაფერი ის (თუ რეალურად შესძლებდით), რის არგაკეთებასაც ჩვენ გვაყვედრით - რა შედეგს დადებდით COVID-19-ის ეპიდემიის მართვის მხრივ მთლიანობაში და ავადმყოფების კლინიკური მართვის და გადარჩენის მაჩვენებლების მხრივ კონკრეტულად? იქნებოდა ეს შედეგები იმაზე უკეთესი, ვიდრე საქართველოს დღეს აქვს?

ნუთუ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ იწუნებენ ქვეყნის მიერ COVID-19-ის ეპიდემიის მართვის და მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობას, რომელსაც მთელი დანარჩენი მსოფლიო მაღალ შეფასებას აძლევს, რომ ამით თავისი თავის და თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვების ლუსტრაციას ახდენენ. დასკვნების გაკეთება საზოგადოებას მივანდოთ“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ანა ონიანი, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა

ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - ოპერის მომღერალი ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო