საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე - თბილისში 52 წლის მამაკაცი ოჯახის ახლობელმა მოკლა
მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე - თბილისში 52 წლის მამაკაცი ოჯახის ახლობელმა მოკლა

თბი­ლის­ში, პა­ა­ტა ჯა­ნე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1965 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს გულ-მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გა­იხ­სნა და მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.ა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, პა­ა­ტა ჯა­ნე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს - 1968 წელს და­ბა­დე­ბულ გ.გ.-ს, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით გულ-მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, გ.გ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ც.ა. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

arasomexi
0

განზღახ მკვლელობაზე სამუდამო რა 7 დან 17 მდე....!!! 55 წლის კაცი რო ამას იზავს... 

ავტორი:

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე - თბილისში 52 წლის მამაკაცი ოჯახის ახლობელმა მოკლა

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე - თბილისში 52 წლის მამაკაცი ოჯახის ახლობელმა მოკლა

თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე განმარტებით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მამაკაცი დაკავებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს - 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება