საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე
"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

ქვე­ყა­ნა­ში აღ­კვე­თი­ლია უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. ყვე­ლა შე­ეც­დე­ბა ამ სა­კი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი ვიწ­რო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა საქ­მე მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ, თუ რა და­ნა­შა­უ­ლი აღიკ­ვე­თა.

"ქვე­ყა­ნა­ში აღ­კვე­თი­ლია უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის, პირ­ველ რიგ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ დრო­ში გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ცია ღიად მი­ე­წო­დოს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ეს უკი­დუ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხია გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თას და ასეთ შემ­თხვე­ვებს კი არა, ბევრ უფრო მარ­ტივ შემ­თხვე­ვას მოჰ­ყვე­ბა უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი შლე­ი­ფი.

გა­სა­გე­ბია, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ვართ, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ტემ­პე­რა­ტუ­რა იწევს, ყვე­ლა შე­ეც­დე­ბა ამ სა­კი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი ვიწ­რო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფაქ­ტია და ასე ხდე­ბა. თი­თო­ე­ულ­მა ჩვე­ნი სი­ტყვამ, ქმე­დე­ბამ, შე­ფა­სე­ბამ და ა.შ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა, გვქონ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სუ­რა­თი, რა მოხ­და და რა აღ­კვე­თა ჩვენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა სის­ტე­მამ, ამი­ტომ, მე ვფიქ­რობ, რომ ახლა უნდა დავ­მშვიდ­დეთ და სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ი­ძი­ოს უს­წრა­ფეს დრო­ში და სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვცეს. ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ვა­კე­თოთ სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბა.

სხვა ყვე­ლა­ფერს, რაც ფარ­თოდ ის­მის, პო­ლი­ტი­კუ­რი იერ­სა­ხე დას­დევს, მა­შინ, რო­დე­საც აღ­კვე­თი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არაა. უნდა გვე­ყოს მოთ­მი­ნე­ბა და­ვე­ლო­დოთ და ყვე­ლა სა­ხის შე­ფა­სე­ბა გა­ვა­კე­თოთ შემ­დგომ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ეროვ­ნე­ბით ინ­გუ­ში ვა­სამ­ბეგ ბად­რის ძე ბო­კო­ვი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს, რომ ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის და­კა­ვე­ბა შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
2500

პრემიერ გახარიას პიროვნებას და პროფესიონალიზმს მქუხარე ტაში ჩემგან როგორც საქართველოს ერთ ერთი მოქალაქისგან ! 

პავლე
438

როგორც ნიკა გბარამიამ თქვა გუშინ - უკრაინამ მიაწოდა საქართველოს ინფორმაციაო. იქ მზადდებიდა ეს ამბავიო. კადიროვი ისეთი გიჟია, რომ უკრაინაში ამზადებდა მაგ საკითხს? მთელი ჩეჩნეთი აქვს ტიპს. არარეალურია ძალიან...უხერხულადაა უკრაინა გაჩხერილი... დავფიქრდეთ ხალხო, კარგად დავფიქრდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა დანაშაული აღიკვეთა.

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ინფორმაცია ღიად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს.

ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი.

გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან.

სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენი სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა შეფასება.

სხვა ყველაფერს, რაც ფართოდ ისმის, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და გამოძიება ბოლომდე დასრულებული არაა. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - განაცხადა გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"