სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი
"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 29 წლის ნინი ნა­რი­მა­ნი­ძეს თბი­ლი­სი­დან, რო­მე­ლიც შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და ნაშ­ვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე სა­უბ­რობს. ახალ­გაზ­რდა ქალი პი­რა­დი მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით გვიყ­ვე­ბა, თუ რა ემო­ცი­უ­რი გზის გავ­ლა უწევთ ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­სა და თა­ვად ნაშ­ვი­ლებ ადა­მი­ა­ნებს.

„ჩემი ოჯა­ხი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქ­ნე­ბო­დი, ვინ ვიქ­ნე­ბო­დი, სა­ხე­ლიც კი არ ვიცი, რა მერ­ქმე­ო­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ცხოვ­რე­ბა­ში, რომ მათ­თან მოვ­ხვდი.

დიდ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბე­ბი­ას პე­და­გო­გი­უ­რი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბა­ბუა სამ­ხედ­რო იყო, ომის ვე­ტე­რა­ნი. სამი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­დეს და საკ­მა­ოდ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს, დე­და­ჩე­მი იუ­რის­ტია, ერთი დე­ი­და მუ­სი­კის­მცოდ­ნე, მე­ო­რე - გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ყო­ველ­თვის სწავ­ლა­სა და კა­რი­ე­რას იყ­ვნენ გა­და­ყო­ლი­ლი და გა­თხო­ვე­ბის სურ­ვი­ლი არას­დროს ჰქო­ნი­ათ. რა­ღაც ეტაპ­ზე, დე­და­ჩე­მი მიხ­ვდა, რომ მარ­ტო ყოფ­ნა არ უნ­დო­და და შვი­ლის აყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. ეს არ იყო მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯი, მით უმე­ტეს, საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და მა­შინ და ძა­ლი­ან დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრე ჰყავ­და. იმ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო გა­ნი­კი­თხავ­დნენ ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი... 7 დღის ვი­ყა­ვი, როცა ამიყ­ვა­ნეს, სამ­შო­ბი­ა­რო­დან­ვე გა­მაშ­ვი­ლეს. რო­გორც ვიცი, დე­დამ ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა ამის­თვის, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, დე­ტა­ლე­ბი არ მი­კი­თხავს, მის­თვის მძი­მე იყო ამის გახ­სე­ნე­ბა. მა­ში­ნაც არ იყო მარ­ტი­ვი და დღეს კი­დევ უფრო რთუ­ლი პრო­ცე­სია შვი­ლად აყ­ვა­ნა. მახ­სოვს, დე­დამ მი­თხრა და ხში­რად ამ­ბობს ამას, პირ­ვე­ლად რომ ჩაგ­ხე­დე თვა­ლებ­ში, იმ წა­მი­დან შე­მიყ­ვარ­დი, ისე­თი დიდი თვა­ლე­ბი გქონ­დაო. ეს რას ნიშ­ნავ­და, მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, როცა მე თვი­თონ მე­ყო­ლა შვი­ლი. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, კი, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გაქვს, მაგ­რამ ერთი და­ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა რა იყო, მეც მა­შინ მივ­ხვდი.

ძა­ლი­ან გა­მა­თა­მა­მეს, არა­ფე­რი მაკ­ლდა. მი­უ­ხე­და­ვად ე.წ. “ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი­სა” “პამ­პერ­სი” რომ არ­სად იშო­ვე­ბო­და, ჩემ­თვის თურ­ქე­თი­დან ჩა­მოჰ­ქონ­დათ, ჩემს მე­გობ­რებს რომ დიდი ზო­მის ტან­საც­მე­ლი ეც­ვათ, მე ტყა­ვის ჩექ­მე­ბი­თა და “დუბ­ლი­ონ­კით” დავ­დი­ო­დი. ხან­და­ხან მე­თა­კი­ლე­ბო­და კი­დეც, უფრო სწო­რად, მრცხვე­ნო­და ამის გამო. არა­ფე­რი და­უკ­ლი­ათ, არც სით­ბო და არც რამე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შეძ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეს.

11-12 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა ყვე­ლა­ფერს მო­მიყ­ვა. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო იმი­ტომ, რომ თით­ქოს იქამ­დეც ვი­ცო­დი, არა­ვის უთ­ქვამს, მე თვი­თონ ვხვდე­ბო­დი, ვგრძნობ­დი ამ ყვე­ლა­ფერს. წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან, სა­დღაც 3-4 წლი­დან გა­მა­ტა­რეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, რომ მე­ტყოდ­ნენ. მა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ ფილ­მებს, ფილ­მის სი­უ­ჟე­ტე­ბი ხში­რად ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნას ეხე­ბო­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აი, ნახე, ბავ­შვი იშ­ვი­ლეს, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი საქ­ცი­ე­ლია. წყნეთ­ში ბავ­შვთა სახ­ლი იყო და მახ­სოვს, დე­დამ რომ წა­მიყ­ვა­ნა და იქა­ურ ბავ­შვებს ჩემი ტან­საც­მე­ლე­ბი ვა­ჩუ­ქეთ. ასე­თი ეპი­ზო­დე­ბი ყო­ველ­თვის თან ახ­ლდა ჩემს ცხოვ­რე­ბას და მეც, რა თქმა უნდა, ლმო­ბი­ე­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი ამის მი­მართ. თვი­თონ ოჯა­ხი და­მეხ­მა­რა იმა­ში, რომ მქო­ნო­და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ახლა მაქვს. ისი­ნი ძა­ლი­ან ღია, და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მეც ღია ვარ ამ სა­კი­თხის მი­მართ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღიად შე­მიძ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

გარ­და­ტე­ხის ასა­კი რომ და­მე­წყო, დედა მიხ­ვდა, რომ ცოტა ხა­სი­ა­თი შე­მეც­ვა­ლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის­თვის ეს ძა­ლი­ან მძი­მე იყო და ბევ­რს ფიქ­რობ­და ამა­ზე, მაგ­რამ ერთ სა­ღა­მოს და­მის­ვა და ყვე­ლა­ფერს მო­მიყ­ვა. მისი მხრი­დან ეს ძა­ლი­ან ცრემ­ლი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რი იყო და მახ­სოვს, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი ამ ცრემ­ლებ­ზე, გავ­ბრაზ­დი იმი­ტომ, რომ სა­ტი­რა­ლი არა­ფე­რი იყო და ვფიქ­რობ­დი, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლია, ეს ნა­ბი­ჯი რომ გა­დად­გა. მის­მა ემო­ცი­ამ გა­მაბ­რა­ზა და არა ფაქ­ტმა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რო­გორ ვუ­თხა­რი, რომ სხვა ოჯა­ხი არ მინ­დო­და. ერთი დღეც არ მი­ძებ­ნია ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვიცი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბიც მყავს. მათ­თა­ნაც არ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და არც ვიცი, ვინ არი­ან. ვინც ჩემ­ზე უარი თქვა, ვფიქ­რობ, მეც არ მჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეს ერ­თგვა­რი გაბ­რა­ზე­ბა­ცაა, მაგ­რამ არ მინ­და მათი გაც­ნო­ბა, ასე ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, არას­დროს მქო­ნია შემ­თხვე­ვა, ვინ­მეს ჩემ­თვის წა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა, ნაშ­ვი­ლე­ბი ხარო. თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­და­ჩემს ყო­ველ­თვის ისე­თი მკაც­რი იერი ჰქონ­და, რომ, ალ­ბათ, ვერ გა­უ­ბე­დეს.

ვფიქ­რობ, რომ დღეს ყვე­ლა თე­მა­ზე თა­მა­მად ვსა­უბ­რობთ. ისეთ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი, შშმ ბავ­შვე­ბი, თუნ­დაც ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს თემა - შვი­ლად აყ­ვა­ნა, თით­ქოს ისევ ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია, არ ვიცი, რა­ტომ. ეს ხომ არ არის სირ­ცხვი­ლი?! პი­რი­ქით, რამ­ხე­ლა ნა­ბი­ჯია და მა­ინც ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლად რჩე­ბა. ყო­ველ­თვის მქონ­და და­ნაკ­ლი­სის მო­მენ­ტი, მინ­დო­და, რომ ამ თე­მა­ზე ვი­ღა­ცას ესა­უბ­რა და ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. შე­მიძ­ლია, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად, ყვე­ლას­თან ვი­სა­უბ­რო ამა­ზე და მგო­ნია, რომ რაც უფრო ბევ­რს ვი­სა­უბ­რებ, მით უფრო მეტ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბი. გარ­შე­მო იმ­დე­ნი სტე­რე­ო­ტი­პია ამ თე­მა­ზე, 40-50 წლის ასაკ­ში იგე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, იცოდ­ნენ, ვინ არი­ან, სა­ი­დან მო­დი­ან. მე ამის უფ­ლე­ბა ჩემ­მა ოჯახ­მა მომ­ცა და მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა.

ბავ­შვის აყ­ვა­ნა­ზე მეც მი­ფიქ­რია. შე­იძ­ლე­ბა, 35-40 წლის ასაკ­ში გა­დავ­დგა ეს ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ მთლად ბო­ლომ­დე ჯერ ვერ ვენ­დო­ბი სა­კუ­თარ თავს, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, ბი­ო­ლო­გი­ურ შვილს ვერ მის­ცე ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა და მით უმე­ტეს, ბავ­შვი როცა აგ­ყავს, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­კის­რია.

დე­დას ვთხო­ვე, ერთი სი­ტყვით და­მი­წე­რე, ჩემ მი­მართ რა ემო­ცი­ას გრძნობ-მეთ­ქი. ფურ­ცელ­ზე და­მი­წე­რა “ბედ­ნი­ე­რე­ბა”. ეს ხელ­ნა­წე­რი მო­ვი­პა­რე და ზუს­ტად ასე­ვე გა­და­ვი­ტა­ნე სხე­ულ­ზე. დღემ­დე მას­თან ვცხოვ­რობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სრულ­წლო­ვა­ნი ვარ, სა­კუ­თა­რი შვი­ლი მყავს, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს და შე­მიძ­ლია, რომ ცალ­კე გა­და­ვი­დე სა­ცხოვ­რებ­ლად, მას ვე­რას­დროს მი­ვა­ტო­ვებ. დე­და­ჩე­მი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რია. ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დში მიდ­გას, მეც, ჩემს შვილ­საც. ჩემი ოჯა­ხი რომ არ მყავ­დეს, დღეს არა­ვინ ვიქ­ნე­ბო­დი.“

ავ­ტო­რი: ნინო გა­მი­სო­ნია

ფოტო: გედა დარ­ჩია

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტიკა
0

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა აინტერესებდეს ,,ვისი გორისა'' არის. ასეთ შემთხვევებში რომელიც ამ სტატიაში აღწერილი რა თქმა უნდა სუბიექტურია ყველა ცალკე შემთხვევა, მაგრამ აქაც უნდა გაინტერესებდეს თუ ჯანსაღი გონების ადამიანი ხარ, ვინ რატომ და რისთვის გაგიმეტა გასაშვილებლად და ამის შემდეგ იმოქმედოს იმის მიხედვით ვინ რას და როგორ იმსახურებს. მე ასე მესმის......

ნარგიზ დიასამიძე
0

გამჩენი და გამზრდელი ცალ-ცალკეეეე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი

"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 29 წლის ნინი ნარიმანიძეს თბილისიდან, რომელიც შვილად აყვანისა და ნაშვილები ადამიანების ტაბუდადებულ თემაზე საუბრობს. ახალგაზრდა ქალი პირადი მაგალითის მიხედვით გვიყვება, თუ რა ემოციური გზის გავლა უწევთ ნაშვილები ბავშვების მშობლებსა და თავად ნაშვილებ ადამიანებს.

„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი.

დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა მუსიკისმცოდნე, მეორე - გერმანული ენის სპეციალისტი. ყოველთვის სწავლასა და კარიერას იყვნენ გადაყოლილი და გათხოვების სურვილი არასდროს ჰქონიათ. რაღაც ეტაპზე, დედაჩემი მიხვდა, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა და შვილის აყვანა გადაწყვიტა. ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი, მით უმეტეს, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მაშინ და ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო განიკითხავდნენ ნათესავები, მეზობლები, მეგობრები... 7 დღის ვიყავი, როცა ამიყვანეს, სამშობიაროდანვე გამაშვილეს. როგორც ვიცი, დედამ ძალიან ბევრი იშრომა ამისთვის, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, დეტალები არ მიკითხავს, მისთვის მძიმე იყო ამის გახსენება. მაშინაც არ იყო მარტივი და დღეს კიდევ უფრო რთული პროცესია შვილად აყვანა. მახსოვს, დედამ მითხრა და ხშირად ამბობს ამას, პირველად რომ ჩაგხედე თვალებში, იმ წამიდან შემიყვარდი, ისეთი დიდი თვალები გქონდაო. ეს რას ნიშნავდა, მაშინ გავაცნობიერე, როცა მე თვითონ მეყოლა შვილი. ორსულობის პერიოდში, კი, დადებითი ემოციები გაქვს, მაგრამ ერთი დანახვით შეყვარება რა იყო, მეც მაშინ მივხვდი.

ძალიან გამათამამეს, არაფერი მაკლდა. მიუხედავად ე.წ. “ბნელი 90-იანებისა” “პამპერსი” რომ არსად იშოვებოდა, ჩემთვის თურქეთიდან ჩამოჰქონდათ, ჩემს მეგობრებს რომ დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვათ, მე ტყავის ჩექმებითა და “დუბლიონკით” დავდიოდი. ხანდახან მეთაკილებოდა კიდეც, უფრო სწორად, მრცხვენოდა ამის გამო. არაფერი დაუკლიათ, არც სითბო და არც რამე მატერიალური. მაქსიმალურად შეძლეს ყველაფერი, ფაქტობრივად, სიცოცხლე მაჩუქეს.

11-12 წლის ვიყავი, როცა დედა ყველაფერს მომიყვა. ძალიან უცნაური იყო იმიტომ, რომ თითქოს იქამდეც ვიცოდი, არავის უთქვამს, მე თვითონ ვხვდებოდი, ვგრძნობდი ამ ყველაფერს. წინამოსამზადებელი ეტაპი ძალიან პატარა ასაკიდან, სადღაც 3-4 წლიდან გამატარეს, სავარაუდოდ, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მეტყოდნენ. მაყურებინებდნენ ფილმებს, ფილმის სიუჟეტები ხშირად ბავშვის შვილად აყვანას ეხებოდა, მეუბნებოდნენ, რომ აი, ნახე, ბავშვი იშვილეს, რომ ეს ძალიან კარგი საქციელია. წყნეთში ბავშვთა სახლი იყო და მახსოვს, დედამ რომ წამიყვანა და იქაურ ბავშვებს ჩემი ტანსაცმელები ვაჩუქეთ. ასეთი ეპიზოდები ყოველთვის თან ახლდა ჩემს ცხოვრებას და მეც, რა თქმა უნდა, ლმობიერად ვიყავი განწყობილი ამის მიმართ. თვითონ ოჯახი დამეხმარა იმაში, რომ მქონოდა ეს დამოკიდებულება, რაც ახლა მაქვს. ისინი ძალიან ღია, დადებითი ადამიანები არიან. მათი დამსახურებაა, რომ მეც ღია ვარ ამ საკითხის მიმართ და საზოგადოებაში ღიად შემიძლია ამაზე საუბარი.

გარდატეხის ასაკი რომ დამეწყო, დედა მიხვდა, რომ ცოტა ხასიათი შემეცვალა, დარწმუნებული ვარ, მისთვის ეს ძალიან მძიმე იყო და ბევრს ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ერთ საღამოს დამისვა და ყველაფერს მომიყვა. მისი მხრიდან ეს ძალიან ცრემლიანი და ემოციური იყო და მახსოვს, ძალიან გავბრაზდი ამ ცრემლებზე, გავბრაზდი იმიტომ, რომ სატირალი არაფერი იყო და ვფიქრობდი, რომ ძალიან ძლიერი ქალია, ეს ნაბიჯი რომ გადადგა. მისმა ემოციამ გამაბრაზა და არა ფაქტმა, რომ ნაშვილები ვიყავი. მახსოვს, როგორ ვუთხარი, რომ სხვა ოჯახი არ მინდოდა. ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დედმამიშვილებიც მყავს. მათთანაც არ მაქვს კომუნიკაცია და არც ვიცი, ვინ არიან. ვინც ჩემზე უარი თქვა, ვფიქრობ, მეც არ მჭირდება. შეიძლება, ეს ერთგვარი გაბრაზებაცაა, მაგრამ არ მინდა მათი გაცნობა, ასე ვაგრძელებ ცხოვრებას.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, არასდროს მქონია შემთხვევა, ვინმეს ჩემთვის წამოეძახებინა, ნაშვილები ხარო. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, დედაჩემს ყოველთვის ისეთი მკაცრი იერი ჰქონდა, რომ, ალბათ, ვერ გაუბედეს.

ვფიქრობ, რომ დღეს ყველა თემაზე თამამად ვსაუბრობთ. ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, შშმ ბავშვები, თუნდაც ლგბტ თემის უფლებები, მაგრამ ეს თემა - შვილად აყვანა, თითქოს ისევ ტაბუდადებულია, არ ვიცი, რატომ. ეს ხომ არ არის სირცხვილი?! პირიქით, რამხელა ნაბიჯია და მაინც ტაბუდადებულად რჩება. ყოველთვის მქონდა დანაკლისის მომენტი, მინდოდა, რომ ამ თემაზე ვიღაცას ესაუბრა და ვერავინ ვიპოვე. შემიძლია, სრულიად თავისუფლად, ყველასთან ვისაუბრო ამაზე და მგონია, რომ რაც უფრო ბევრს ვისაუბრებ, მით უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები. გარშემო იმდენი სტერეოტიპია ამ თემაზე, 40-50 წლის ასაკში იგებენ ადამიანები, რომ ნაშვილები არიან. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდნენ, ვინ არიან, საიდან მოდიან. მე ამის უფლება ჩემმა ოჯახმა მომცა და მართლა ძალიან გამიმართლა.

ბავშვის აყვანაზე მეც მიფიქრია. შეიძლება, 35-40 წლის ასაკში გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ მთლად ბოლომდე ჯერ ვერ ვენდობი საკუთარ თავს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ბიოლოგიურ შვილს ვერ მისცე ბოლომდე ყველაფერი, რაც საჭიროა და მით უმეტეს, ბავშვი როცა აგყავს, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.

დედას ვთხოვე, ერთი სიტყვით დამიწერე, ჩემ მიმართ რა ემოციას გრძნობ-მეთქი. ფურცელზე დამიწერა “ბედნიერება”. ეს ხელნაწერი მოვიპარე და ზუსტად ასევე გადავიტანე სხეულზე. დღემდე მასთან ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ სრულწლოვანი ვარ, საკუთარი შვილი მყავს, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მაქვს და შემიძლია, რომ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, მას ვერასდროს მივატოვებ. დედაჩემი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. ყველაფერში გვერდში მიდგას, მეც, ჩემს შვილსაც. ჩემი ოჯახი რომ არ მყავდეს, დღეს არავინ ვიქნებოდი.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.