საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-14 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი 68 წლის მა­მა­კა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში სეფ­სი­სის ცენ­ტრი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

"პა­ცი­ენ­ტი იყო 68 წლის, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და "კო­ვიდ 19". გა­მო­ხა­ტუ­ლი ჰქონ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. იცით, რომ ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან გად­მო­დის. ეს პა­ცი­ენ­ტი გად­მო­იყ­ვა­ნეს 4 აპ­რილს და შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე.

პა­ცი­ენ­ტი იყო თერ­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვით. ჩა­ტარ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა რაც კი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მას ჰქონ­და ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ჰქონ­და თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­აც, ჩა­ტარ­და კვლე­ვა, სა­დაც გა­მოვ­ლინ­და მკვეთ­რი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი და სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

xx
0

თქვენ სასაფლაოების მართვის ცენტრიდან ხომ არ ხართ?

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს.

"პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა "კოვიდ 19". გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა კრიტიკული პაციენტი ჩვენთან გადმოდის. ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს და შემოსვლისთანავე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო - "ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა ადგილსამყოფელის დადგენა"

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა