საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თუმცა დეპუტატის სახლი "კომენდანტის საათის“ გამო ვერ დატოვა" - რას ჰყვება სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი
"შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თუმცა დეპუტატის სახლი "კომენდანტის საათის“ გამო ვერ დატოვა" - რას ჰყვება სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი

სოფო კი­ლა­ძის ყო­ფი­ლი ქმა­რის, ავ­თან­დილ ხა­რა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და­არ­ღვია, კი­ლა­ძის სახ­ლში ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და, სახ­ლის და­ტო­ვე­ბა კი "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ მი­ზე­ზით ვერ შეძ­ლო.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ხა­რა­ძემ სახ­ლი მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც კი­ლა­ძემ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

"ედა­ვე­ბი­ან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვას. სოფო კი­ლა­ძის სახ­ლში მი­ვი­და ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად, თვი­თონ მე­უღ­ლე არ დახ­ვდა სახ­ლში, შემ­დეგ მო­ვი­და და თხოვ­და, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლი. მან არ და­ტო­ვა სახ­ლი, ვი­ნა­ი­დან "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ იყო და­წყე­ბუ­ლი და ამის გამო ამ­ბობ­და, არ წა­ვა­ლო. შემ­დეგ მოხ­და პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა.

ბავ­შვის ნახ­ვის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ოღონდ ძი­ძას ჩაჰ­ყავ­და ხოლ­მე ბავ­შვი მას­თან. ის შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მი­ვი­და კი­ლა­ძის სახ­ლში. აღი­ა­რებს, რომ და­არ­ღვია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი მაქვს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს. 17 მა­ისს მოხ­და ფაქ­ტი და და­ა­კა­ვეს 3 ივ­ნისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა და მერე თა­ვის­თა­ვად წა­ვი­და სახ­ლი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, სოფო კი­ლა­ძის ყო­ფილ ქმარს, ავ­თან­დილ ხა­რა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სოფო კი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ყო­ფილ მე­უღ­ლეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, თუმ­ცა ავ­თან­დილ ხა­რა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
10

ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე! რა მაღალფარდოვნად ჟღერს და რა მდაბიო საქციელი ... 

klass
8

თავში აქ ავარდნილი, ვერ ხვდება რას აკეთებს

ავტორი:

"შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თუმცა დეპუტატის სახლი "კომენდანტის საათის“ გამო ვერ დატოვა" - რას ჰყვება სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი

"შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თუმცა დეპუტატის სახლი "კომენდანტის საათის“ გამო ვერ დატოვა" - რას ჰყვება სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი

სოფო კილაძის ყოფილი ქმარის, ავთანდილ ხარაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია, კილაძის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა, სახლის დატოვება კი "კომენდანტის საათის“ მიზეზით ვერ შეძლო.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხარაძემ სახლი მას შემდეგ დატოვა, რაც კილაძემ პოლიცია გამოიძახა.

"ედავებიან შემაკავებელი ორდერის დარღვევას. სოფო კილაძის სახლში მივიდა ბავშვის სანახავად, თვითონ მეუღლე არ დახვდა სახლში, შემდეგ მოვიდა და თხოვდა, რომ დაეტოვებინა სახლი. მან არ დატოვა სახლი, ვინაიდან "კომენდანტის საათი“ იყო დაწყებული და ამის გამო ამბობდა, არ წავალო. შემდეგ მოხდა პოლიციის გამოძახება.

ბავშვის ნახვის უფლება ჰქონდა, ოღონდ ძიძას ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვი მასთან. ის შეთანხმების გარეშე მივიდა კილაძის სახლში. აღიარებს, რომ დაარღვია შემაკავებელი ორდერი. გასაჩივრებული მაქვს სააპელაციო სასამართლოში და ველოდები პასუხს. 17 მაისს მოხდა ფაქტი და დააკავეს 3 ივნისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. პოლიცია გამოიძახა და მერე თავისთავად წავიდა სახლიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე რამდენიმე თვის წინ ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა ავთანდილ ხარაძე „ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ქორწილის, ქელეხის ან ნათლობის გამართვის შემთხვევაში, სუფრის ყველა წევრი 2 000-2 0000 ლარით დაჯარიმდება

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან