პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება
"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც რუ­სულ ტან­კებს ცო­ცხა­ლი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა სა­კუ­თარ ჭერ­ზე ოც­ნე­ბობს. წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობს და პე­რი­ო­დუ­ლად ბი­ნის დაც­ლა უწევს, რაც მის­თვის, რო­გორც უსი­ნათ­ლო პი­რის­თვის, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ამ­ჯე­რა­დაც იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას.

"ისევ! ისევ აბარ­გე­ბა! ახლა და­მი­რე­კა სახ­ლის პატ­რონ­მა და მი­თხრა, რომ ბი­ნის გა­ყიდ­ვა უნ­დათ სას­წრა­ფოდ და უნდა დავ­ცა­ლოთ ბინა. აღარ ვიცი, რა ვქნა. ჯერ ბინა იპო­ვო და თან ისეთ ად­გი­ლას, რომ ად­ვი­ლი იყოს 2 უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სი­ა­რუ­ლოდ. შემ­დეგ იპო­ვო ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­ა­ფორ­მებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და წა­მო­ვა ამ ნა­წი­ლობ­რივ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. და­ვი­ღა­ლე, ხალ­ხო, და­ვი­ღა­ლე! ნუთუ, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ 1 ბინა მე­ღირ­სოს, რომ და­ვეგ­დო და არ მე­ში­ნო­დეს ქუ­ჩა­ში გაგ­დე­ბის. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამ­ბობ­და, დედა, მინ­და ეს სახ­ლი ჩვე­ნი იყო­სო, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მქონ­და, ახლა?! ახლა რა უნდა ვქნა, რა?!", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლელა ვე­ფხვა­ძე.

ქალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა, ამ­ბობს, რომ წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ერთხელ, 9 აპ­რილს ახ­სენ­დე­ბათ. უკვე 31 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან დღემ­დე, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად, წე­ლი­წად­ში ერთხელ ჰპირ­დე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

AMBEBI.GE ლელა ვე­ფხვა­ძეს ესა­უბ­რა.

- რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ხართ ახლა? უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნა ხომ არ გე­მუქ­რე­ბათ?

- წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობ მე, ჩემი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი დედა, ჩემი უსი­ნათ­ლო შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მე­რია გვეხ­მა­რე­ბა და უკვე წლე­ბია, ბი­ნის ქი­რას გვიხ­დის. ამ ბი­ნა­ში, სა­დაც ორი წე­ლია ვცხოვ­რობ, თვე­ში 600 ლარს ვიხ­დი, სა­ი­და­ნაც 400-ს მე­რია მი­ფი­ნან­სებს, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­რე­კა ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ, ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია და მო­რი­დე­ბით მი­თხრა, ბი­ნის გა­ყიდ­ვას ვა­პი­რებ­თო. ისევ მე­ორ­დე­ბა კოშ­მა­რი, აყრა, აბარ­გე­ბა... რაც კი შე­ვი­ძი­ნე ჩემი შრო­მით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლა­ში მი­ფუჭ­დე­ბა და მი­ტყდე­ბა. ამას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მე და ჩემი გოგო უსი­ნათ­ლო­ე­ბი ვართ, ძლივს შე­ვეჩ­ვე­ვით უბანს და სხვა ად­გილ­ზე გვი­წევს გა­დას­ვლა. ახლა ამას შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, უპ­რობ­ლე­მოდ ვაგ­ნებთ სახ­ლს, მაგ­რამ სხვა­გან რომ გა­და­ვი­დეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, ისევ შეჩ­ვე­ვა და და­მახ­სოვ­რე­ბა. არა­სო­დეს არ მით­ქვამს, რომ სა­კუ­თა­რი ჭერი არ გა­მაჩ­ნია, რად­გან ეს ჩემი პრობ­ლე­მაა და არა­ვის ვახ­ვევ თავს. რომ და­მი­რე­კა ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ და ეს მი­თხრა, იმ­დე­ნად ცუ­დად ვიგ­რძე­ნი თავი, იმ­დე­ნად ავ­ნერ­ვი­ულ­დი, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე ისევ გა­უ­თა­ვებ­ლად იგი­ვე კოშ­მა­რის გავ­ლა მი­წევს, უცებ დავ­წე­რე ეს სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. არ ვი­ცო­დი რა მექ­ნა, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და თით­ქოს ამით გული მო­ვი­ო­ხე.

- რო­გორც ამ­ბობთ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გპირ­დე­ბო­დათ სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მცდე­ლო­ბა, რომ და­პი­რე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნათ?

- ნამ­დვი­ლად, შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მპირ­დე­ბო­და ბი­ნის გად­მო­ცე­მას. თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ რო­გორ უნდა ცხოვ­რობ­დეს, ჩვე­ნი ვა­ლია ხე­ლის გულ­ზე გა­ტა­როთ, მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად სა­კუ­თარ ჭერ­ქვეშ შეხ­ვდე­ბიო - მპირ­დე­ბი­ან ყო­ველ 9 აპ­რილს, მაგ­რამ 10 აპ­რი­ლი­დან ჩემი არ­სე­ბო­ბა ყვე­ლას ავი­წყდე­ბა. თავს ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ. მე კი არა­ვის ვა­მად­ლი რა­მეს, თუ არ გინ­დო­და, არ წა­სუ­ლი­ყა­ვიო, - იფიქ­რებს ადა­მი­ა­ნი და ასეც არის. ეს მე ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემი სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მებ­რძო­ლა, რო­გორც შე­მეძ­ლო. დღე­საც რომ დას­ჭირ­დეს ჩემს სამ­შობ­ლოს, მე ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე დავ­დგე­ბი, გარ­წმუ­ნებთ, სრუ­ლი­ად და­უ­ფიქ­რებ­ლად შევ­წი­რავ თავს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს. ადა­მი­ანს თუ სამ­შობ­ლო არ უყ­ვარს, იმის სი­ცო­ცხლეს რა ფასი აქვს. ყო­ველ­თვის თან მდევს 9 აპ­რი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი, ისევ მტკი­ვა... ის სა­ქარ­თვე­ლო არ არის, რო­მელ­საც ჩვენ ვნავტრობ­დით, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დით და რო­მელ­საც სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს ვწი­რავ­დით.

- რო­გორ ცხოვ­რობთ, რითი ირ­ჩენთ თავს?

- უკვე წლე­ბია მეტ­რო­ში ვმუ­შა­ობ. ყო­ველ დღე ათზე ჩავ­დი­ვარ და რვა სა­ა­თამ­დე იქ ვარ. ამ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის ფორ­მა აქვს, მაგ­რამ თავს მა­ინც იმით ვიმ­შვი­დებ, რომ იმას ვა­კე­თებ, რაც მიყ­ვარს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მეტ­რო­თი მგზავ­რობს და ბოლო თეთ­რიც კი გა­უ­მე­ტე­ბი­ათ ჩემ­თვის. მარ­თა­ლია, მეტ­რომ და­მა­ა­ვად­მყო­ფა, სახ­სრე­ბის და გულ-სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი გა­მი­ჩი­ნა, მაგ­რამ რომ არა მეტ­რო და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ალ­ბათ, თა­ვის რჩე­ნას ვერ შევ­ძლებ­დით.

- თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო­სა და ცო­ცხალ გმირს გი­წო­დე­ბენ. გრძნობთ თავს სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლად?

- სა­ერ­თო ჯამ­ში ნამ­დვი­ლად ვერ ვგრძნობ ასე თავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­გან სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, ძი­რი­თა­დად, წე­ლი­წად­ში ერთხელ. გან­სა­კუთ­რებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ვამ­ბობ ამას. მაგ­რამ თავს მა­ინც მხნედ ვგრძნობ, რად­გან რის­თვი­საც ჩვენ ვიბ­რძო­დით, ის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია - სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლია. თუმ­ცა ასეთ ყო­ფა­ზე მა­ინც არ ვოც­ნე­ბობ­დით. ყვე­ლა­ზე მე­ტად იცით გული რაზე მწყდე­ბა? 9 აპ­რი­ლის ღა­მეს, რო­დე­საც წვი­მა მო­ვი­და, ხალ­ხმა გა­და­ჭი­მა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი, თვი­თონ სველ­დე­ბოდ­ნენ და ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ შე­ფა­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. რა მუხ­ტიც მა­შინ იყო, ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნის და სიყ­ვა­რუ­ლის, ის სად და­ი­კარ­გა? ვერ ვხვდე­ბი, რა მოხ­და? მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთი მტე­რი უნდა გვყავ­დეს? მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე უნდა გვე­მუქ­რე­ბო­დეს, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს და და­ვა­ფა­სოთ? რო­დე­საც 9 აპ­რილს ვიხ­სე­ნებ, ყო­ველ­თვის ეს კად­რი მახ­სენ­დე­ბა....

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
102

ჰალსტუხჭამია სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე უყიდე ბინა და ამ ქალისთვის საქართველოში 1 პატარა ბინა ვერ გაიმეტე ?! 

?
22

და ივანიშვილის სამი მილიარდი?!.............................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე, რომელიც რუსულ ტანკებს ცოცხალი შემთხვევით გადაურჩა, მთელი ცხოვრებაა საკუთარ ჭერზე ოცნებობს. წლებია ქირით ცხოვრობს და პერიოდულად ბინის დაცლა უწევს, რაც მისთვის, როგორც უსინათლო პირისთვის, დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამჯერადაც იმავე პრობლემის წინაშე დგას.

"ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა. აღარ ვიცი, რა ვქნა. ჯერ ბინა იპოვო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ. შემდეგ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე. დავიღალე, ხალხო, დავიღალე! ნუთუ, არ შეიძლება, რომ 1 ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა, მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა, ახლა?! ახლა რა უნდა ვქნა, რა?!", - წერს სოციალურ ქსელში ლელა ვეფხვაძე.

ქალი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამბობს, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 9 აპრილს ახსენდებათ. უკვე 31 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ყველა ხელისუფლება ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ ჰპირდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

AMBEBI.GE ლელა ვეფხვაძეს ესაუბრა.

- რა პრობლემის წინაშე დგახართ ახლა? უსახლკაროდ დარჩენა ხომ არ გემუქრებათ?

- წლებია ქირით ცხოვრობ მე, ჩემი მოხუცებული დედა, ჩემი უსინათლო შვილი და შვილიშვილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მერია გვეხმარება და უკვე წლებია, ბინის ქირას გვიხდის. ამ ბინაში, სადაც ორი წელია ვცხოვრობ, თვეში 600 ლარს ვიხდი, საიდანაც 400-ს მერია მიფინანსებს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რამდენიმე დღის წინ დამირეკა ბინის მეპატრონემ, ძალიან კარგი ხალხია და მორიდებით მითხრა, ბინის გაყიდვას ვაპირებთო. ისევ მეორდება კოშმარი, აყრა, აბარგება... რაც კი შევიძინე ჩემი შრომით წლების განმავლობაში, ამ გადასვლა-გადმოსვლაში მიფუჭდება და მიტყდება. ამას რომ თავი დავანებოთ, მე და ჩემი გოგო უსინათლოები ვართ, ძლივს შევეჩვევით უბანს და სხვა ადგილზე გვიწევს გადასვლა. ახლა ამას შეჩვეულები ვართ, უპრობლემოდ ვაგნებთ სახლს, მაგრამ სხვაგან რომ გადავიდეთ, ძალიან გაგვიჭირდება, ისევ შეჩვევა და დამახსოვრება. არასოდეს არ მითქვამს, რომ საკუთარი ჭერი არ გამაჩნია, რადგან ეს ჩემი პრობლემაა და არავის ვახვევ თავს. რომ დამირეკა ბინის მეპატრონემ და ეს მითხრა, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, იმდენად ავნერვიულდი, რომ წარმოვიდგინე ისევ გაუთავებლად იგივე კოშმარის გავლა მიწევს, უცებ დავწერე ეს სტატუსი სოციალურ ქსელში. არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა და თითქოს ამით გული მოვიოხე.

- როგორც ამბობთ, ყველა ხელისუფლება გპირდებოდათ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, არასოდეს ყოფილა მცდელობა, რომ დაპირება სისრულეში მოეყვანათ?

- ნამდვილად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება მპირდებოდა ბინის გადმოცემას. თქვენნაირი ადამიანი უსახლკაროდ როგორ უნდა ცხოვრობდეს, ჩვენი ვალია ხელის გულზე გატაროთ, მომავალ წელს აუცილებლად საკუთარ ჭერქვეშ შეხვდებიო - მპირდებიან ყოველ 9 აპრილს, მაგრამ 10 აპრილიდან ჩემი არსებობა ყველას ავიწყდება. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. მე კი არავის ვამადლი რამეს, თუ არ გინდოდა, არ წასულიყავიო, - იფიქრებს ადამიანი და ასეც არის. ეს მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, რომ ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის მებრძოლა, როგორც შემეძლო. დღესაც რომ დასჭირდეს ჩემს სამშობლოს, მე ფრონტის წინა ხაზზე დავდგები, გარწმუნებთ, სრულიად დაუფიქრებლად შევწირავ თავს სამშობლოს სიყვარულს. ადამიანს თუ სამშობლო არ უყვარს, იმის სიცოცხლეს რა ფასი აქვს. ყოველთვის თან მდევს 9 აპრილის მოგონებები, ისევ მტკივა... ის საქართველო არ არის, რომელსაც ჩვენ ვნავტრობდით, რომელზეც ვოცნებობდით და რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს ვწირავდით.

- როგორ ცხოვრობთ, რითი ირჩენთ თავს?

- უკვე წლებია მეტროში ვმუშაობ. ყოველ დღე ათზე ჩავდივარ და რვა საათამდე იქ ვარ. ამ ჩემს საქმიანობას მოწყალების თხოვნის ფორმა აქვს, მაგრამ თავს მაინც იმით ვიმშვიდებ, რომ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მეტროთი მგზავრობს და ბოლო თეთრიც კი გაუმეტებიათ ჩემთვის. მართალია, მეტრომ დამაავადმყოფა, სახსრების და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამიჩინა, მაგრამ რომ არა მეტრო და კეთილი ადამიანები, ალბათ, თავის რჩენას ვერ შევძლებდით.

- თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოსა და ცოცხალ გმირს გიწოდებენ. გრძნობთ თავს სათანადოდ დაფასებულად?

- საერთო ჯამში ნამდვილად ვერ ვგრძნობ ასე თავს. საზოგადოების დიდი ნაწილისგან სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ როგორც გითხარით, ძირითადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებთ ხელისუფლების მისამართით ვამბობ ამას. მაგრამ თავს მაინც მხნედ ვგრძნობ, რადგან რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, ის მიზანი მიღწეულია - საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. თუმცა ასეთ ყოფაზე მაინც არ ვოცნებობდით. ყველაზე მეტად იცით გული რაზე მწყდება? 9 აპრილის ღამეს, როდესაც წვიმა მოვიდა, ხალხმა გადაჭიმა პოლიეთილენის პარკები, თვითონ სველდებოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ შეფარებულიყვნენ. რა მუხტიც მაშინ იყო, ერთმანეთის გატანის და სიყვარულის, ის სად დაიკარგა? ვერ ვხვდები, რა მოხდა? მაინცდამაინც ერთი მტერი უნდა გვყავდეს? მაინცდამაინც გადაშენების საფრთხე უნდა გვემუქრებოდეს, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და დავაფასოთ? როდესაც 9 აპრილს ვიხსენებ, ყოველთვის ეს კადრი მახსენდება....

"ქვეყანაში მესამე ტალღა იწყება" - ამირან გამყრელიძე

"ქვეყანაში ეპიდვითარება სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას

ხანძარი ახმეტაში - დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა