მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი დღე­ი­დან მო­იხ­სნა.

  • აღ­დგა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა

აღ­დგა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 27 მა­ისს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს. სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი 23 მარტს და­წეს­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სარ­კი­ნიგ­ზო გზით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­ი­დან არ გა­ნახ­ლდე­ბა. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის 345-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, გარ­და სა­მომ­სა­ხუ­რეო სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლი­სა.

  • რეს­ტორ­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა

ასე­ვე, დღე­ი­დან რეს­ტორ­ნებ­ში ყვე­ლა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა აღ­დგა.ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით იმუ­შა­ვე­ბენ. კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­თვის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ი­ცავს, წი­ნას­წა­რი და­ჯავ­შნის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას და უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბას.რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს მა­გი­დის ერთჯე­რა­დი გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და და­სუფ­თა­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბულ ზო­მებს სა­ერ­თო სივ­რცე­ებ­ში (სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, დე­რეფ­ნე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი, ლიფ­ტე­ბი და ა. შ.). კერ­ძოდ, და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის უნდა და­წეს­დეს პე­რი­ო­დუ­ლი 2-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მი.

და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში მა­გი­დე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან მი­ნი­მუმ 2-მეტ­რი­ა­ნი და­შო­რე­ბით უნდა იდ­გეს და ამას­თან, ერთ მა­გი­დას­თან მაქ­სი­მუმ 6 მომ­ხმა­რებ­ლის მო­თავ­სე­ბაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და 12-წლამ­დე მო­ზარ­დის ერთ მა­გი­დას­თან გან­თავ­სე­ბა.

ამას­თან, ერთ მა­გი­დას­თან გან­თავ­სე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 1-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია და ერთი ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო ფარ­თო­ბი უნდა შე­ად­გენ­დეს არა­ნაკ­ლებ 2,25მ2-ს.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ცი­ით, ხოლო თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის, შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ჰა­ე­რის მო­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, ცირ­კუ­ლა­ცი­ი­თა და გა­რეთ გა­ტა­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ნი­უს, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ სტუმ­რე­ბის­თვის ბეჭ­დუ­რი (ერთჯე­რა­დი) მე­ნიუ იქ­ნას შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, ხოლო ელექტრო­ნუ­ლი მე­ნი­უს შე­თა­ვა­ზე­ბის შე­თხვე­ვა­ში მე­ნი­უს და­ფას­თან ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის უნდა გან­თავ­სდეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

  • სას­ტუმ­რო­ე­ბი

გარ­და ამი­სა, დღე­ი­დან იხ­სნე­ბა მხო­ლოდ ის სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბათ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა და ექ­ნე­ბათ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის ნე­ბარ­თვა.

  • აღ­დგა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის მუ­შა­ო­ბა

ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი დღე­ი­დან მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, მათ შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა მო­უ­წევთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვა
11

ვაშაა, ვაშააა, აბა ბიჭებო ვიხტუნაოთ......

სუხია
6

რესტორანში ცეკვა ორ მეტრიანი დისტანციით იქნება?

ავტორი:

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან მოიხსნა.

  • აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.

  • რესტორნების მომსახურება

ასევე, დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა.ისინი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

  • სასტუმროები

გარდა ამისა, დღეიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა.

  • აღდგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, მათ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

"3 თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა" - რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულ მედპერსონალზე

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 13 ავღანელი მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდა