პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში
სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. მი­ლი­არ­დი, ვე­ბერ­თე­ლა, მხე­და­რი, ვი­ნა­რი, კუ­კუ­შა, ედე­მი, ფუჩ­ქი, ფი­ზი­კა, პელე, გა­რინ­ჩა, ნი­უ­ტო­ნი, სევ­და­გულ, ფე­მის­ტოკ­ლე, კეკ­ლუ­ცა, ნექ­ტა­რი, ლა­მა­ზი, ვარ­გი­სო, მო­ქე­ი­ფე - ეს მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი არ გე­გო­ნოთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბის ფუნ­ქცი­აც აქვთ შე­ძე­ნი­ლი, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის იშ­ვი­ათ სა­ხელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ამო­ი­კი­თხავთ და ამ სა­ხე­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ.

იქ­ვეა იშ­ვი­ა­თი გვა­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც - ავ­გა­რო­ზაშ­ვი­ლი, თერ­ძიშ­ვი­ლი, კბი­ლი­ა­ნაშ­ვი­ლი, ზე­ცაშ­ვი­ლი, ზურ­მუხ­ტაშ­ვი­ლი, კრი­ჭი­ნაშ­ვი­ლი, ვარ­ვა­რი­ძე, სურ­ვი­ლა­ძე, შავ­თვა­ლიშ­ვი­ლი, უფ­რო­საშ­ვი­ლი, თევ­დო­რი­კაშ­ვი­ლი, ნამ­ზი­თიშ­ვი­ლი, ბუ­ჩუ­ხიშ­ვი­ლი, ელ­კა­ნაშ­ვი­ლი, სა­სურ­ქი­ნაშ­ვი­ლი, კვი­ტი­ნი, ღვლიღ­ვაშ­ვი­ლი, მო­ნა­ვარ­დიშ­ვი­ლი.

ამ გვარ-სა­ხე­ლებ­ზე, ან სხვა იშ­ვი­ათ გვა­რებ­ზე ცნო­ბე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობს, ან მწი­რია.

იშ­ვი­ათ და მცი­რე­რი­ცხო­ვან გვა­რად ის მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20-ზე ნაკ­ლე­ბია, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ გვა­რი გაქ­რო­ბის პი­რა­საა.

ასევე დაგაინტერესებთ
23:19 / 16-03-2012

რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი საქართველოსა და მსოფლიოში?

01:42 / 22-12-2017

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

01:56 / 03-01-2018

რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე

14:37 / 17-06-2020

"ლალიაშვილებს, ნათელაშვილებსა და ვერძეულებს შორის ქორწინება ადრე დაუშვებელი ყოფილა" - ბაზალეთში გავრცელებული გვარების ისტორია

08:06 / 01-07-2020

ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

გვა­რი პი­როვ­ნე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტია. ქარ­თუ­ლი გვა­რი არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რის, მკვლე­ვა­რის სა­მუ­შაო თემა ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ისი­ნი ბო­ლომ­დე მა­ინც არ არის სრუ­ლად აღ­ნუს­ხუ­ლი.

ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძი­სა და ან­ზორ თო­თა­ძის წიგ­ნი - "გვარ-სა­ხე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა და პრი­ვა­ტი­ზე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლას ეყ­რდნო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ი­ცავს, მაგ­რამ წიგნ­ში იშ­ვი­ა­თი და პა­ტა­რა გვა­რე­ბი არ არის შე­ტა­ნი­ლი, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ოც სულ­ზე ნაკ­ლე­ბია. აღ­ნიშ­ნულ წიგნ­ში მხო­ლოდ 13.600 გვა­რამ­დეა შე­სუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რი ბე­რი­ძეა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა (თა­ნა­მოგ­ვა­რე­თა) რი­ცხვი 20.000-ზე მე­ტია. შემ­დგომ მო­დის კა­პა­ნა­ძე (18 550), გე­ლაშ­ვი­ლი (17 995), მა­ი­სუ­რა­ძე (16 516), გი­ორ­გა­ძე (14 582), კვა­რა­ცხე­ლია (13 618), ლო­მი­ძე (12 949), შენ­გე­ლია (12 764), წიკ­ლა­უ­რი (12 499), ხუ­ციშ­ვი­ლი (11 062), ბოლ­ქვა­ძე (11 059), ნო­ზა­ძე (10 784), აბუ­ლა­ძე (10 438).

რაც შე­ხე­ბა მცი­რე­რი­ცხო­ვან გვა­რებს, მათ შო­რის არის ეშ­ქე­რი­ძე. ამ გვა­რის ერ­თა­დერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე სტა­ტია 2005 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ზეთ „თბი­ლის­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მზე­გულ ეშ­ქე­რი­ძე შვე­დეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლია, რომ­ლის წი­ნაპ­რე­ბი ტაო-კლარ­ჯე­თი­დან ყო­ფი­ლან. ბა­ბუა მზე­ჭა­ბუკ ეშ­ქე­რი­ძე მენ­შე­ვი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოჯა­ხით ემიგ­რა­ცი­ა­ში თურ­ქეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო...

„მცი­რე­რი­ცხო­ვან გვა­რებ­ში არის გვა­რი - ბა­ბა­დი­ში. ეს კა­ხე­ლი თა­ვა­დე­ბის გვა­რია, რო­მე­ლიც კა­ხეთ­ში სპარ­სე­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბი­სას და­წი­ნა­ურ­და. მათ რწმე­ნა შეც­ვლი­ლი ჰქო­ნი­ათ და რამ­დე­ნი­მე ცო­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. გად­მო­ცე­მით, ბა­ბა­დი­შე­ბი მე­სა­მე თუ მე­ო­თხე ცო­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბი იყ­ვნენ. სი­ტყვა "ბაბა" სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ბა­ბუ­ას ნიშ­ნავს, ზო­გან - მა­მას ეძა­ხი­ან. "ბაბა დიდი" კი "დიდ მა­მას" ანუ - "პა­პას" ნიშ­ნავს. XX სა­უ­კუ­ნის დამ­ლევს, კა­ხეთ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ბა­ბა­დი­ში ცხოვ­რობ­და, უმე­ტე­სად - ქა­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ჟურ­ნალ „გზას­თან“ (2015 წელი) ინ­ტერ­ვი­უ­ში თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, გე­ლა­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე.

იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში იშ­ვი­ათ გვარ­თა შო­რის ახ­სე­ნებს - "ჯოლ­ბორდს", რაც ძვე­ლად ის­რის მსრო­ლელს ნიშ­ნავ­და, რო­მე­ლიც უცხოდ ჟღერს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი გვა­რია. „უცხოდ ჟღერს გა­ლოგ­რეც, თუმ­ცა, ეს ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის გვა­რია. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით გუ­რი­ი­დან არი­ან.

ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი გვა­რია ჯა­კო­ნი­აც, ის "დი­აკ­ვნის­გან" მო­დის. გად­მო­ცე­მით, ჯა­კო­ნი­ე­ბი დი­აკ­ვნის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. იშ­ვი­ა­თი გვა­რია - სე­ტი­ე­ლიც. სე­ტი­ე­ლე­ბი ამ­ჟა­მად სვა­ნეთ­ში არ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ მათი გვა­რის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ ისი­ნი სვა­ნე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სეტი - ასე ჰქვია მეს­ტი­ა­ში ერთ-ერთ უბანს. სეტი - იგი­ვეა, რაც სვე­ტი, სა­დაც გან­დგო­მი­ლი ბერი ცხოვ­რობ­და. ამ­ჟა­მად სე­ტი­ე­ლე­ბის გვა­რი­დან სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი...

იშ­ვი­ა­თი გვა­რია ქა­ლან­თა­რი. ეს სი­ტყვა სომ­ხურ­ში "კა­ლან­ტა­რის" ფორ­მით გვხდე­ბა და ქა­ლა­ქის მე­თა­ურს ნიშ­ნავს. რაც შე­ე­ხე­ბა ტარ­ყაშ­ვი­ლებს, მათი გვა­რი "ტა­რუ­ღა­სა­გან" მო­დის, ეს სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა და "ქა­ლა­ქის მო­უ­რავს" ნიშ­ნავს“ - გან­მარ­ტავს ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, იშ­ვი­ათ გვარ­თა შო­რი­საა, ენა­კო­ლო­ფაშ­ვი­ლი. კო­ლო­ფაშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­პა­რი სა­ი­დან­ღაც ყო­ფი­ლა ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი, ბევ­რი ენა სცოდ­ნია, ამის გამო და­ურ­ქმე­ვი­ათ ენა­კო­ლო­ფა. ახლა ეს გვა­რი გამ­ქრა­ლია... ცალ­ქა­ლა­მა­ნი­ძეს აზ­ნა­უ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბა აქვს. ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა ყო­ფი­ლა, რომ მაყ­რე­ბი ქორ­წილ­შიც კი ფეხ­შიშ­ვე­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, ამი­ტომ, ვი­ღა­ცას ცალი ქა­ლა­მა­ნიც რომ სცმო­და, ეს შეძ­ლე­ბუ­ლად მი­აჩ­ნდათ. ასე გა­ჩე­ნი­ლა გვა­რი ცალ­ქა­ლა­მა­ნი­ძე.

მეც­ნი­ე­რის თქმით, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი გვა­რია გვერდწი­თე­ლი, რომ­ლის ეტი­მო­ლო­გია სარ­გის ცა­იშ­ვილს აქვს ახ­სნი­ლი: ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში არის სო­ფე­ლი - გვერ­ძი­ნე­თი, რო­მე­ლიც ცი­ციშ­ვი­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა იყო. რო­გორც ჩანს, ამ გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს თავ­და­პირ­ვე­ლად გვერ­ძი­ნე­თელს ეძახ­დნენ, მერე კი, ამ სი­ტყვამ თან­და­თან იც­ვა­ლა ფორ­მა და ასე წარ­მო­იშ­ვა ჩვენ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი გვა­რი - გვერდწი­თე­ლი.

„არ­სე­ბობს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით წარ­მოქ­მნი­ლი გვა­რე­ბიც - სრე­სე­ლი, სხი­ე­რე­ლი, მე­ტე­ხე­ლი, ხირ­სე­ლი, მა­თუ­რე­ლი. ასე­ვე ბევ­რია რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გვა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მეტ­სა­ხე­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა, მა­გა­ლი­თად: კე­ლენ­ჯე­რი­ძე - წარ­მოქ­მნი­ლია სი­ტყვი­სა­გან "კე­ლენ­ჯე­რი", რაც ჯი­უტს ნიშ­ნავ­და. "ლოჩო" მშვიდ­სა და წყნარს ნიშ­ნავს, აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გვა­რი ლო­ჩოშ­ვი­ლი. ლა­ფა­ჩი თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვაა და სუსტს, დონდლოს ნიშ­ნავს. ასე­ვეა მძი­ნა­რიშ­ვი­ლი, სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი... დო­ლენ­ჯიშ­ვი­ლი სუ­ლაც არ არის ცუდი გვა­რი, მაგ­რამ "დო­ლენ­ჯი" თურ­ქუ­ლად მა­თხო­ვარს ნიშ­ნავს. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე ძირი აქვს ლუ­ტი­ძეს: "ლუტი - კაცი უსახ­ლკა­რო და უქო­ნე­ლი" - ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი ლუ­ტი­ძის ძირი ძველ­ქარ­თუ­ლად. კიკ­ნა­ძე - "კიკ­ნა" პა­ტა­რას ნიშ­ნავ­და, მნიშ­ვნე­ლო­ბით ეს იგი­ვე პა­ტა­რი­ძეა... ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გვა­რია კი­უ­ტი, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო­ში გვხვდე­ბა. "კი­უ­ტი" მეგ­რუ­ლად ან­გა­რე­ბას ნიშ­ნავს...

საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი გვა­რე­ბია - პა­ტარ­ძლიშ­ვი­ლი, დე­დაბ­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე - ქა­ლის სა­ხე­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი გვა­რე­ბი - ეთე­რია, ელი­სა­ბე­დაშ­ვი­ლი, მა­რი­ა­მუ­ლი, მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი, შუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

სა­მეგ­რე­ლო­ში ბაბო და გოგო კა­ცებ­საც ერ­ქვათ და სწო­რედ აქე­დან მო­დის გვა­რე­ბი - ბა­ბუ­ცი­ძე, გო­გო­ძე, გო­გო­ბე­რი­ძე, გო­გო­ხია“ - ვკი­თხუ­ლობთ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ მათ­განს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა და მეტი შეს­წავ­ლა უნდა, რომ არ გაქ­რეს!

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ქარიმან სეტიელი მოხსენიებული ყავს კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებელში. მსტოვართუხუცესი.

ივანე გიგაური
0

სეტიელი ძირ ძველი სვანური გვარია, მე სულ მომწონდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

საქართველოში არაერთი იშვიათი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი ცხოვრობს. მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე - ეს მხოლოდ სიტყვები არ გეგონოთ, ამ შემთხვევაში მათ საკუთარი სახელების ფუნქციაც აქვთ შეძენილი, რასაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის იშვიათ სახელთა ჩამონათვალში ამოიკითხავთ და ამ სახელის მქონე ადამიანები საქართველოში რეალურად არსებობენ.

იქვეა იშვიათი გვარების ჩამონათვალიც - ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი.

ამ გვარ-სახელებზე, ან სხვა იშვიათ გვარებზე ცნობები თითქმის არ არსებობს, ან მწირია.

იშვიათ და მცირერიცხოვან გვარად ის მიიჩნევა, რომლის წარმომადგენელთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გვარი გაქრობის პირასაა.

გვარი პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტია. ქართული გვარი არაერთი მეცნიერის, მკვლევარის სამუშაო თემა ყოფილა, თუმცა ისინი ბოლომდე მაინც არ არის სრულად აღნუსხული.

ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნი - ,,გვარ-სახელები საქართველოში“, რომელიც ეკონომიკური რეფორმებისა და პრივატიზების პროცესში მოპოვებულ მასალას ეყრდნობა, საქართველოს მოსახლეობას მოიცავს, მაგრამ წიგნში იშვიათი და პატარა გვარები არ არის შეტანილი, რომელთა წარმომადგენლების რაოდენობა ოც სულზე ნაკლებია. აღნიშნულ წიგნში მხოლოდ 13.600 გვარამდეა შესული.

ცნობილია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ბერიძეა, რომლის წარმომადგენელთა (თანამოგვარეთა) რიცხვი 20.000-ზე მეტია. შემდგომ მოდის კაპანაძე (18 550), გელაშვილი (17 995), მაისურაძე (16 516), გიორგაძე (14 582), კვარაცხელია (13 618), ლომიძე (12 949), შენგელია (12 764), წიკლაური (12 499), ხუციშვილი (11 062), ბოლქვაძე (11 059), ნოზაძე (10 784), აბულაძე (10 438).

რაც შეხება მცირერიცხოვან გვარებს, მათ შორის არის ეშქერიძე. ამ გვარის ერთადერთ წარმომადგენელზე სტატია 2005 წლის თებერვალში გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნდა.

მზეგულ ეშქერიძე შვედეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველია, რომლის წინაპრები ტაო-კლარჯეთიდან ყოფილან. ბაბუა მზეჭაბუკ ეშქერიძე მენშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც იძულებული გახდა, ოჯახით ემიგრაციაში თურქეთში გადახვეწილიყო...

„მცირერიცხოვან გვარებში არის გვარი - ბაბადიში. ეს კახელი თავადების გვარია, რომელიც კახეთში სპარსელების ბატონობისას დაწინაურდა. მათ რწმენა შეცვლილი ჰქონიათ და რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ. გადმოცემით, ბაბადიშები მესამე თუ მეოთხე ცოლის შთამომავლები იყვნენ. სიტყვა "ბაბა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბაბუას ნიშნავს, ზოგან - მამას ეძახიან. "ბაბა დიდი" კი "დიდ მამას" ანუ - "პაპას" ნიშნავს. XX საუკუნის დამლევს, კახეთში სულ რამდენიმე ბაბადიში ცხოვრობდა, უმეტესად - ქალები“, - აღნიშნავს ჟურნალ „გზასთან“ (2015 წელი) ინტერვიუში თსუ-ს პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე.

იმავე ინტერვიუში იშვიათ გვართა შორის ახსენებს - "ჯოლბორდს", რაც ძველად ისრის მსროლელს ნიშნავდა, რომელიც უცხოდ ჟღერს, მაგრამ ქართული გვარია. „უცხოდ ჟღერს გალოგრეც, თუმცა, ეს ქართული წარმოშობის გვარია. ისინი წარმოშობით გურიიდან არიან.

ძალზე იშვიათი გვარია ჯაკონიაც, ის "დიაკვნისგან" მოდის. გადმოცემით, ჯაკონიები დიაკვნის შთამომავლები არიან. იშვიათი გვარია - სეტიელიც. სეტიელები ამჟამად სვანეთში არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი გვარის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი სვანები უნდა ყოფილიყვნენ. სეტი - ასე ჰქვია მესტიაში ერთ-ერთ უბანს. სეტი - იგივეა, რაც სვეტი, სადაც განდგომილი ბერი ცხოვრობდა. ამჟამად სეტიელების გვარიდან სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი...

იშვიათი გვარია ქალანთარი. ეს სიტყვა სომხურში "კალანტარის" ფორმით გვხდება და ქალაქის მეთაურს ნიშნავს. რაც შეეხება ტარყაშვილებს, მათი გვარი "ტარუღასაგან" მოდის, ეს სპარსული სიტყვაა და "ქალაქის მოურავს" ნიშნავს“ - განმარტავს ზურაბ ჭუმბურიძე ინტერვიუში.

მისი თქმით, იშვიათ გვართა შორისაა, ენაკოლოფაშვილი. კოლოფაშვილების წინაპარი საიდანღაც ყოფილა ჩამოსახლებული, ბევრი ენა სცოდნია, ამის გამო დაურქმევიათ ენაკოლოფა. ახლა ეს გვარი გამქრალია... ცალქალამანიძეს აზნაურული წარმოშობა აქვს. ისეთი გაჭირვება ყოფილა, რომ მაყრები ქორწილშიც კი ფეხშიშველები მიდიოდნენ, ამიტომ, ვიღაცას ცალი ქალამანიც რომ სცმოდა, ეს შეძლებულად მიაჩნდათ. ასე გაჩენილა გვარი ცალქალამანიძე.

მეცნიერის თქმით, საკმაოდ ცნობილი გვარია გვერდწითელი, რომლის ეტიმოლოგია სარგის ცაიშვილს აქვს ახსნილი: ქარელის რაიონში არის სოფელი - გვერძინეთი, რომელიც ციციშვილების საკუთრება იყო. როგორც ჩანს, ამ გვარის წარმომადგენელს თავდაპირველად გვერძინეთელს ეძახდნენ, მერე კი, ამ სიტყვამ თანდათან იცვალა ფორმა და ასე წარმოიშვა ჩვენში კარგად ცნობილი გვარი - გვერდწითელი.

„არსებობს ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოქმნილი გვარებიც - სრესელი, სხიერელი, მეტეხელი, ხირსელი, მათურელი. ასევე ბევრია რაიმე უარყოფითი თვისების გამომხატველი გვარებიც, რომლებიც მეტსახელების მიხედვით შეიქმნა, მაგალითად: კელენჯერიძე - წარმოქმნილია სიტყვისაგან "კელენჯერი", რაც ჯიუტს ნიშნავდა. "ლოჩო" მშვიდსა და წყნარს ნიშნავს, აქედან წარმოიშვა გვარი ლოჩოშვილი. ლაფაჩი თურქული წარმოშობის სიტყვაა და სუსტს, დონდლოს ნიშნავს. ასევეა მძინარიშვილი, საძაგლიშვილი... დოლენჯიშვილი სულაც არ არის ცუდი გვარი, მაგრამ "დოლენჯი" თურქულად მათხოვარს ნიშნავს. დაახლოებით ასეთივე ძირი აქვს ლუტიძეს: "ლუტი - კაცი უსახლკარო და უქონელი" - ასეა განმარტებული ლუტიძის ძირი ძველქართულად. კიკნაძე - "კიკნა" პატარას ნიშნავდა, მნიშვნელობით ეს იგივე პატარიძეა... ძალიან იშვიათი გვარია კიუტი, რომელიც სამეგრელოში გვხვდება. "კიუტი" მეგრულად ანგარებას ნიშნავს...

საკმაოდ იშვიათი გვარებია - პატარძლიშვილი, დედაბრიშვილი, ასევე - ქალის სახელისაგან მიღებული გვარები - ეთერია, ელისაბედაშვილი, მარიამული, მზექალაშვილი, შუშანაშვილი.

სამეგრელოში ბაბო და გოგო კაცებსაც ერქვათ და სწორედ აქედან მოდის გვარები - ბაბუციძე, გოგოძე, გოგობერიძე, გოგოხია“ - ვკითხულობთ ზურაბ ჭუმბურიძის ინტერვიუში.

ფაქტია, რომ ყველა ქართული გვარი თავისებური და განუმეორებელია, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული გაფრთხილება და მეტი შესწავლა უნდა, რომ არ გაქრეს!