საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი
"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

იმე­რეთ­ში, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ თერ­ჯო­ლის ღვი­ნის მა­რან­ში ერ­თმა­ნეთს 8 000-წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა და 21-ე სა­უ­კუ­ნის მიღ­წე­ვე­ბი ხვდე­ბა. სწო­რედ ამ მა­რან­ში მზად­დე­ბა 50-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო, რო­მე­ლიც შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იგ­ზავ­ნე­ბა. თერ­ჯო­ლის ღვი­ნის მა­რა­ნი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სწო­რედ აქ ხორ­ცი­ელ­დე­ბა იშ­ვი­ა­თი ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბა, და­ნერგვა და შემ­დეგ წარ­მო­ე­ბა­ში შე­მო­ტა­ნა, რაც უიშ­ვი­ა­თე­სი და ხში­რად თით­ქმის და­კარ­გუ­ლი ქარ­თუ­ლი აბო­რი­გე­ნუ­ლი ჯი­შე­ბის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და გა­ცო­ცხლე­ბის მიზ­ნით კეთ­დე­ბა.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბა" დღეს ღვი­ნის ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რია, შე­სა­ბა­მი­სად და­ვინ­ტე­რეს­დით, მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, რაც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და რაც ზო­გა­დად ღვი­ნის ინ­დუსტრი­ის­თვი­საც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს ქარ­თულ ღვი­ნო­ზე მო­თხოვ­ნის ზრდის დი­ნა­მი­კა. ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ თერ­ჯო­ლა­ში ვეს­ტუმ­რეთ.

ხა­რე­ბას ღვი­ნო ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იწარ­მო­ე­ბა. კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში კი დღე­ი­სათ­ვის 1 500 ჰექ­ტა­რი მი­წაა, სა­დაც უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვლა­დი­მერ კუბ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ხა­რე­ბას სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ში აბო­რი­გე­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი, ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი იშ­ვი­ა­თი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბით. გა­მო­ვარ­ჩევ­დი კრა­ხუ­ნას, ციცქას, ქისს კა­ხე­თი­დან. სწო­რედ ჩვენ და­ვი­წყეთ მი­ვი­წყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბა და ეს იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ სხვა კომ­პა­ნი­ებ­მაც აგ­ვი­ბეს მხა­რი.

დღეს­დღე­ო­ბით, თით­ქმის მი­ვი­წყე­ბუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის­გან უკვე ვქმნით პრო­დუქტს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია და­ა­გე­მოვ­ნოს, არა­მედ, ექ­სპორტზეც გაგ­ვაქვს“, - ამ­ბობს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" სა­წარ­მოო პრო­ცე­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­თან, მე­ტიც, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი­კი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ხში­რად სტუმ­რო­ბენ „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“, რათა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის სა­წარ­მოო პრო­ცე­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვან მე­თო­დო­ლო­გი­ას გა­ეც­ნონ და სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თგა­ზი­ა­რე­ბა მოხ­დეს.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ მა­რა­ნი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი:

"ხა­რე­ბას მეღ­ვი­ნე­ე­ბის ცოდ­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და კომ­პა­ნი­ის ნოუ-ჰაუ გა­ნა­პი­რო­ბებს იმ სი­ნერ­გი­ას, რი­თაც იქ­მნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი, მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-ზე მეტი მსოფ­ლიო დო­ნის ჯილ­დო და აღი­ა­რე­ბა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი" - აცხა­დებს ბა­ტო­ნი ვლა­დი­მერ კუბ­ლაშ­ვი­ლი.

თერ­ჯო­ლის მა­რან­ში ღვი­ნის ნამ­დვი­ლი სამ­ყა­რო იშ­ლე­ბა - აქ ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე მე­თო­დით მიმ­დი­ნა­რე­ობს და "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ პრო­დუქ­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხიც, სწო­რედ მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან მე­თო­დო­ლო­გი­ა­შია. ამას კი ემა­ტე­ბა ვა­ზის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლი­სა და შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი ღვი­ნი­სათ­ვის ყუ­რძნის სე­ლექ­ცი­უ­რი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი, რაც დიდ სა­წარ­მოო სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრო­დუქ­ცი­ის უნი­კა­ლურ და უმაღ­ლეს ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს.

მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, კომ­პა­ნი­ის პრე­მი­უმ კლა­სის ღვი­ნო­ე­ბი ფრან­გულ მუ­ხის კას­რებ­ში, 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძველ­დე­ბა. ღვი­ნის ამ სა­ხე­ო­ბე­ბის­თვის "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი.

თერ­ჯო­ლა­ში იწარ­მო­ე­ბა ასე­ვე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბის მო­ნას­ტრის ღვი­ნო, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის­თვის „ხა­რე­ბა“ ქვევრში და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას მი­მარ­თავს - ქვევრში „ხა­რე­ბა“ 10-ზე მეტ სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს აწარ­მო­ებს, რო­გორც კა­ხუ­რი, ისე - იმე­რუ­ლი ჯი­შე­ბის­გან.

აქვე, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით, შთამ­ბეჭ­და­ვი მას­შტა­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა - ამას კი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ე.წ. ევ­რო­პუ­ლი წესი ეწო­დე­ბა.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვს და სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზეც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ღვი­ნის ექ­სპორ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ან სა­ექ­სპორ­ტო წი­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ს მო­ი­ცავს, ლო­გი­კუ­რია რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ღვი­ნოს „ქვეყ­ნის ელჩს“ უწო­დე­ბენ.

კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვლა­დი­მერ ცი­მა­კუ­რი­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, შიდა ბა­ზარ­ზე გა­ყიდ­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ჩე­რე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში ექ­სპორტზე გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა მო­უ­წია:

"წლის და­სა­წყი­სი­დან, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, კომ­პა­ნი­ის სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვი­სა და ძა­ლი­ან სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა. და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით კონ­ტაქ­ტზე ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელ­თან. თბი­ლი­სი­სა და შემ­დეგ, მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ავა­მუ­შა­ვეთ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი, რა­საც ასე­ვე და­ე­მა­ტა ჩვენს სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ონ­ლა­ინ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და დის­ტან­ცი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბის ამუ­შა­ვე­ბა.

ორ­მა­გი ძა­ლის­ხმე­ვით მოგ­ვი­წია, გა­ვაქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე და ის მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სწო­რედ სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის­კენ მივ­მარ­თეთ. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში და­ვი­წყეთ და საგ­რძნობ­ლად გავ­ზარ­დეთ მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი და ინ­ტენ­სი­ვო­ბა გარე ბაზ­რებ­ზე. შე­დე­გად, მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა და ამას­თან ერ­თად ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც გაჩ­ნდა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის და­სახ­ვის კუ­თხით“, - აღ­ნიშ­ნავს ცი­მა­კუ­რი­ძე.

ამ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სამ­ზა­დი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი და ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის ხე­ლახ­ლა მი­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - „ხა­რე­ბა“ მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბით და სერ­ვი­სე­ბით ხვდე­ბა.

"მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ დიდი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს - ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის, პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის ზრდის და სა­კუ­თა­რი სა­ვაჭ­რო-სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ლო­კა­ცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ი­სა და ბრენ­დის კი­დევ ერთი ძლი­ე­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით, რომ "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბა" სა­კუ­თა­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ი­თა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­დეს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, მისი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ელჩი, ხოლო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რი­სათ­ვის ნო­მერ პირ­ვე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მას­პინ­ძე­ლი და ღვი­ნის მიმ­წო­დე­ბე­ლი ბრენ­დი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

წარმატებები ქველმოქმედებით გამორჩეულ კომპანიას......

თათული
0

საოცრად დახვეწილია მათი ღვინოები. წარმატებები ამ ეროვნულ საქმეში!

ავტორი:

"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

იმერეთში, „მეღვინეობა ხარებას“ თერჯოლის ღვინის მარანში ერთმანეთს 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და 21-ე საუკუნის მიღწევები ხვდება. სწორედ ამ მარანში მზადდება 50-მდე სახეობის ღვინო, რომელიც შემდეგ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება. თერჯოლის ღვინის მარანი იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ აქ ხორციელდება იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება, დანერგვა და შემდეგ წარმოებაში შემოტანა, რაც უიშვიათესი და ხშირად თითქმის დაკარგული ქართული აბორიგენული ჯიშების აღორძინებისა და გაცოცხლების მიზნით კეთდება.

"მეღვინეობა ხარება" დღეს ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამისად დავინტერესდით, მათ წინაშე არსებული გამოწვევებით, რაც მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა და რაც ზოგადად ღვინის ინდუსტრიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რათა შენარჩუნდეს ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდის დინამიკა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "მეღვინეობა ხარებას“ თერჯოლაში ვესტუმრეთ.

ხარებას ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით, როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოში იწარმოება. კომპანიის საკუთრებაში კი დღეისათვის 1 500 ჰექტარი მიწაა, სადაც უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებია გაშენებული.

"მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე და საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი, ვლადიმერ კუბლაშვილი გვესაუბრება:

"ხარებას საკოლექციო ნაკვეთში აბორიგენული ქართული ჯიშებია გაშენებული, ვამაყობთ ჩვენი იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებით. გამოვარჩევდი კრახუნას, ციცქას, ქისს კახეთიდან. სწორედ ჩვენ დავიწყეთ მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გაშენება და ეს იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვა კომპანიებმაც აგვიბეს მხარი.

დღესდღეობით, თითქმის მივიწყებული, გადაშენებული ქართული ვაზის ჯიშებისგან უკვე ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს, არამედ, ექსპორტზეც გაგვაქვს“, - ამბობს კუბლაშვილი.

"მეღვინეობა ხარებას" საწარმოო პროცესი აბსოლუტურად გათანაბრებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმოების სტანდარტებთან, მეტიც, ქართული ტრადიციული მეთოდიკისა და ტექნოლოგიების სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ხშირად სტუმრობენ „მეღვინეობა ხარებას“, რათა ქართული ღვინის კომპანიის საწარმოო პროცესის მრავალფეროვან მეთოდოლოგიას გაეცნონ და სპეციალისტებს შორის გამოცდილებების ურთიერთგაზიარება მოხდეს.

შესაბამისად, საქართველოში „მეღვინეობა ხარებას“ მარანი ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული:

"ხარებას მეღვინეების ცოდნა, თანამედროვე ტექნიკური მხარდაჭერა და კომპანიის ნოუ-ჰაუ განაპირობებს იმ სინერგიას, რითაც იქმნება საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალხარისხოვანი პროდუქტი, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში 200-ზე მეტი მსოფლიო დონის ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული" - აცხადებს ბატონი ვლადიმერ კუბლაშვილი.

თერჯოლის მარანში ღვინის ნამდვილი სამყარო იშლება - აქ ღვინის წარმოება რამდენიმე მეთოდით მიმდინარეობს და "მეღვინეობა ხარებას“ პროდუქციის განსაკუთრებულობა და უმაღლესი ხარისხიც, სწორედ მის მიერ შემუშავებულ და აპრობირებულ ღვინის დაყენების მრავალფეროვან მეთოდოლოგიაშია. ამას კი ემატება ვაზის განსაკუთრებული მოვლისა და შემდეგ თითოეული ღვინისათვის ყურძნის სელექციური შერჩევის პროცესი, რაც დიდ საწარმოო სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა პროდუქციის უნიკალურ და უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.

მაგალითისათვის, კომპანიის პრემიუმ კლასის ღვინოები ფრანგულ მუხის კასრებში, 12 თვის განმავლობაში ძველდება. ღვინის ამ სახეობებისთვის "მეღვინეობა ხარებას" განსაკუთრებული საექსპორტო ბაზრები აქვს განსაზღვრული.

თერჯოლაში იწარმოება ასევე ერთ-ერთი გამორჩეული და ლიმიტირებული ოდენობის მონასტრის ღვინო, რომლის წარმოებისთვის „ხარება“ ქვევრში დაყენების უძველეს ტრადიციას მიმართავს - ქვევრში „ხარება“ 10-ზე მეტ სახეობის ღვინოს აწარმოებს, როგორც კახური, ისე - იმერული ჯიშებისგან.

აქვე, ღვინის დაყენება თანამედროვე ტექნოლოგიით, შთამბეჭდავი მასშტაბის ინფრასტრუქტურის დახმარებით ხდება - ამას კი საერთაშორისო, ე.წ. ევროპული წესი ეწოდება.

"მეღვინეობა ხარებას“ პროდუქცია ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზეც მუდმივად მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ ღვინის ექსპორტი, საქართველოს მთლიან საექსპორტო წილის დაახლოებით 10%-ს მოიცავს, ლოგიკურია რომ ჩვენს ქვეყანაში ღვინოს „ქვეყნის ელჩს“ უწოდებენ.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ციმაკურიძის თქმით, კომპანიას კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შიდა ბაზარზე გაყიდვების გარკვეული დროით შეჩერება და ამ პერიოდში ექსპორტზე გაორმაგებული აქცენტირება და ძალისხმევა მოუწია:

"წლის დასაწყისიდან, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კომპანიის სამოქმედო სტრატეგიის გადახედვისა და ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა დადგა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ დავრჩენილიყავით კონტაქტზე ჩვენს მომხმარებელთან. თბილისისა და შემდეგ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით ავამუშავეთ ონლაინ პლატფორმები, რასაც ასევე დაემატა ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე პარტნიორების დახმარებით ონლაინ სავაჭრო პლატფორმების განვითარება და დისტანციური გაყიდვების ამუშავება.

ორმაგი ძალისხმევით მოგვიწია, გავაქტიურებულიყავით საექსპორტო ბაზრებზე და ის მარკეტინგული ღონისძიებები, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ კორონავირუსის პირობებში გვეწარმოებინა, ფაქტობრივად, სწორედ საექსპორტო ბაზრებისკენ მივმართეთ. ამას დაემატა ისიც, რომ ახალი ბაზრების მოძიება აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ და საგრძნობლად გავზარდეთ მარკეტინგული კომუნიკაციის მასშტაბები და ინტენსივობა გარე ბაზრებზე. შედეგად, მაინც შევინარჩუნეთ გაყიდვების ზრდის დინამიკა და ამასთან ერთად ახალი პერსპექტივებიც გაჩნდა კომპანიის სამომავლო გეგმების და სამოქმედო სტრატეგიის დასახვის კუთხით“, - აღნიშნავს ციმაკურიძე.

ამჟამად კომპანიის მთავარი სამზადისი ადგილობრივი და ტურისტული ნაკადების ხელახლა მიღებას უკავშირდება - „ხარება“ მომხმარებლებს განახლებული შეთავაზებებით, სიახლეებით და სერვისებით ხვდება.

"მეღვინეობა ხარებას“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის და საკუთარი სავაჭრო-სარეალიზაციო ლოკაციების გაფართოების მიმართულებით, რაც განპირობებულია კომპანიისა და ბრენდის კიდევ ერთი ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიული ჩანაფიქრით, რომ "მეღვინეობა ხარება" საკუთარი მრავალფეროვანი პროდუქციითა და უმაღლესი ხარისხით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოზიციონირებდეს, როგორც საქართველოს, მისი ტრადიციებისა და კულტურის ელჩი, ხოლო საკუთარ ქვეყანაში იყოს ნებისმიერი სტუმრისათვის ნომერ პირველი და საუკეთესო მასპინძელი და ღვინის მიმწოდებელი ბრენდი.

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით