საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამით ათობით მანქანა ეზიდება ხეებს" - ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს, ტყეს ჩეხავენ
"ღამით ათობით მანქანა ეზიდება ხეებს" - ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს, ტყეს ჩეხავენ

ძა­მას ხე­ო­ბა­ში, ყინ­წვი­სის მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს, ტყეს ჩე­ხა­ვენ. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია. მათი თქმით, ხე­ო­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ტყე, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნოდ იჩე­ხე­ბა. წყა­რო, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, გვიყ­ვე­ბა, რომ ღა­მის სა­ა­თებ­ში, ტყი­დან მოჭ­რი­ლი ხე­ე­ბი მან­ქა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად გა­აქვთ.

- ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ეს ხდე­ბა ძა­მას ხე­ო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკა­ნო­ნოდ ჩე­ხა­ვენ ამ ულა­მა­ზეს ხე­ო­ბას. რომ ჩა­მოხ­ვი­დეთ და ნა­ხოთ, მა­შინ­ვე მოგ­ხვდე­ბათ თვალ­ში შე­თხლე­ბუ­ლი ტყის მა­სი­ვი. ვიცი, რომ გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლი­ცენ­ზია არის გა­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ოდე­ნო­ბის ხე­ებ­ზე იყოს გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ველ­დღი­უ­რად, თა­ნაც ღა­მის სა­ა­თებ­ში ათე­უ­ლო­ბით მან­ქა­ნა ეზი­დე­ბა ტყი­დან ხე­ებს. რო­გორც იცით, ხე­ო­ბა­ში მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის არ არის, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ეს ტყე­ე­ბი და სა­ძოვ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ბე­რებს ეკუთ­ვნით. ახლა კი­დევ რომ მი­ი­ერ­თე­ბენ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით 20 ჰექ­ტარს, სულ მა­გათ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვა მთე­ლი ტე­რი­ტო­რია. ამით იმის თქმა მინ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ არ ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ამას ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს" - გვიყ­ვე­ბა რეს­პო­დენ­ტი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს. ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გვი­თხრეს, რომ ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ვერ ექ­ნე­ბათ, რად­გან ასე­თი ფაქ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეხე­ბა. იგი­ვე გან­გვი­ცხა­დეს სა­ტყეო სა­ა­ა­გენ­ტოს შიდა ქარ­თლის სამ­სა­ხურ­შიც.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ფლო­ბენ. თუმ­ცა რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, სა­კი­თხის შეს­წავ­ლას და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბენ.

უწყე­ბის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღა­ვენლ­მა მაია ჩხო­ბა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­მას ხე­ო­ბა­ში ხე-ტყის უკა­ნო­ნო ჭრის ფაქ­ტე­ბი აქამ­დეც გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა საქ­მე უკა­ნო­ნო­ბას­თან არ გვქონ­დეს, რად­გან ხე­ო­ბის გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყის ჭრის ლი­ცენ­ზი­ე­ბია გა­ცე­მუ­ლი.

"ძა­მას ხე­ო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, გა­ცე­მუ­ლია ლი­ცენ­ზი­ე­ბი და ხდე­ბა ხე-ტყის დამ­ზა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შე­სას­წავ­ლია, რას­თან გვაქვს საქ­მე.

გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­სამ­ხუ­რი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს მო­ნი­ტო­რინგს: და­გეგ­მი­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბი და მო­ნი­ტო­რინ­გი უწყვეტ რე­ჟიმ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რი 24-სა­ა­თი­ა­ნი პატ­რუ­ლი­რე­ბით. ასე­ვე მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი - 153, რაც არის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი იმი­სა, რომ ჩვენ­მა უწყე­ბამ შე­ი­ტყოს სა­ვა­რა­უ­დო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ. არ­ცერ­თი ზარი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ რჩე­ბა. ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი ყვე­ლა შე­მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამოწ­მე­ბენ და სწავ­ლო­ბენ.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც რაც ძა­მას ხე­ო­ბას ეხე­ბა, მოხ­დე­ბა ფაქ­ტის შეს­წავ­ლა და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი. რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც ფუ­ლად ჯა­რი­მას, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. ჩვენ გვქო­ნია ხე-ტყის უკა­ნო­ნო ჭრის ფაქ­ტე­ბი ძა­მას ხე­ო­ბა­ში, ასე­თი ფაქ­ტე­ბი აქამ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლა, მაგ­რამ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­სას­წავ­ლია" - ამ­ბობს მაია ჩხო­ბა­ძე.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქა­რე­ლის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­სა და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის ხელ­მძღვა­ნელს მამა სტე­ფა­ნეს (გი­ორ­გი კო­რინ­თე­ლი). სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­მარ­ტე­ბით, ბე­რებს სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავთ:

"რამე რომ სა­ეჭ­ვო და ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დვი­ლად არ გა­მოგ­ვე­პა­რე­ბო­და. გვე­ცო­დი­ნე­ბო­და უკვე. ჩვენ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო გვაქვს, რომ ასეთ უკა­ნო­ნო­ბას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს. არა­ნა­ი­რი სა­ეჭ­ვო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ტყე­ე­ბის უკა­ნო­ნო ჭრას არ მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კო­რინ­თელ­მა.

გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ AMBEBI.GE-სთვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით 2020 წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე-ტყის უკა­ნო­ნო ჭრის 680 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, აქე­დან 67 შემ­თხვე­ვა შიდა ქარ­თლში. რაც შე­ე­ხე­ბა ხე-ტყის უკა­ნო­ნო ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი სულ 563 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და
7

ვიდეოკადრის აღება სირთულეა?

iason dabneuli
7

ეჰ, აბა ტყეებს ეკლესია-მონასტრებს იმიტომ ვაძლევთ, უკეთ რომ მოუარონო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ღამით ათობით მანქანა ეზიდება ხეებს" - ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს, ტყეს ჩეხავენ

"ღამით ათობით მანქანა ეზიდება ხეებს" - ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს, ტყეს ჩეხავენ

ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს, ტყეს ჩეხავენ. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, ხეობის მრავალფეროვნებით გამორჩეული ტყე, სავარაუდოდ, უკანონოდ იჩეხება. წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გვიყვება, რომ ღამის საათებში, ტყიდან მოჭრილი ხეები მანქანებს ყოველდღიურად გააქვთ.

- ძალიან დიდი ხანია ეს ხდება ძამას ხეობაში. დარწმუნებული ვარ, უკანონოდ ჩეხავენ ამ ულამაზეს ხეობას. რომ ჩამოხვიდეთ და ნახოთ, მაშინვე მოგხვდებათ თვალში შეთხლებული ტყის მასივი. ვიცი, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ლიცენზია არის გაცემული, მაგრამ შეუძლებელია ამ ოდენობის ხეებზე იყოს გაცემული ნებართვა.

წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად, თანაც ღამის საათებში ათეულობით მანქანა ეზიდება ტყიდან ხეებს. როგორც იცით, ხეობაში მთლიანად ეკლესია-მონასტრებია გაშენებული. ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ არის, მხოლოდ რამდენიმე ოჯახია შემორჩენილი. შესაბამისად ეს ტყეები და საძოვრები ძირითადად ბერებს ეკუთვნით. ახლა კიდევ რომ მიიერთებენ ახალი რეგულაციით 20 ჰექტარს, სულ მაგათ საკუთრებაში გადავა მთელი ტერიტორია. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია მათ არ ჰქონდეთ ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. მათი ნებართვის გარეშე ამას ვერავინ გააკეთებს" - გვიყვება რესპოდენტი.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ქარელის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ ექნებათ, რადგან ასეთი ფაქტები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეხება. იგივე განგვიცხადეს სატყეო საააგენტოს შიდა ქართლის სამსახურშიც.

ფაქტის შესახებ ინფორმაციას არც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში ფლობენ. თუმცა როგორც უწყებაში გვითხრეს, საკითხის შესწავლას დაუყონებლივ დაიწყებენ.

უწყების ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ხელმძღავენლმა მაია ჩხობაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ძამას ხეობაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები აქამდეც გამოვლენილა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა საქმე უკანონობასთან არ გვქონდეს, რადგან ხეობის გარკვეულ ტერიტორიაზე ტყის ჭრის ლიცენზიებია გაცემული.

"ძამას ხეობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, გაცემულია ლიცენზიები და ხდება ხე-ტყის დამზადება ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესასწავლია, რასთან გვაქვს საქმე.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სასამხური ორი მიმართულებით ახორციელებს მონიტორინგს: დაგეგმილი შემოწმებები და მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიური 24-საათიანი პატრულირებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 153, რაც არის მთავარი ბერკეტი იმისა, რომ ჩვენმა უწყებამ შეიტყოს სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ. არცერთი ზარი რეაგირების გარეშე არ რჩება. ჩვენი ჯგუფები ყველა შემოსულ ინფორმაციას ამოწმებენ და სწავლობენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რაც ძამას ხეობას ეხება, მოხდება ფაქტის შესწავლა და სამართალდარღვევის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი სანქციები. რაც ითვალისწინებს როგორც ფულად ჯარიმას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობის მიხედვით. ჩვენ გვქონია ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ძამას ხეობაში, ასეთი ფაქტები აქამდე გამოვლენილა, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა შესასწავლია" - ამბობს მაია ჩხობაძე.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ქარელის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ხელმძღვანელს მამა სტეფანეს (გიორგი კორინთელი). სასულიერო პირის განმარტებით, ბერებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ:

"რამე რომ საეჭვო და ყურადღებამისაქცევი ყოფილიყო, ნამდვილად არ გამოგვეპარებოდა. გვეცოდინებოდა უკვე. ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვაქვს, რომ ასეთ უკანონობას ვერავინ გაბედავს. არანაირი საეჭვო ავტომობილები არ იქნება დარწმუნებული ვარ. ტყეების უკანონო ჭრას არ მივესალმები, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტზე არაფერი გვსმენია" - განაცხადა გიორგი კორინთელმა.

გარემოს დაცვის ზედამხედველობობის დეპარტამენტის მიერ AMBEBI.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის 680 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 67 შემთხვევა შიდა ქართლში. რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას, მიმდინარე წლის განმავლობაში ასეთი სულ 563 ფაქტი დაფიქსირდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს