საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ
"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

დღეს წირ­ვის დროს ისე­თი მძი­მე იყო, მძი­მე კი არა რთუ­ლი იყო ლოც­ვა, რომ მე­გო­ნა, ვერ შევ­ძლებ­დი ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა, დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს, მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდა წირ­ვა და მი­ვი­ღეთ წმინ­და ზი­ა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბა ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს:

„გი­ლო­ცავთ ნი­ნო­ო­ბას. წმინ­და ნი­ნოს დღე­სას­წა­ულს. ვთქვათ ერ­თად ტრო­პა­რი წმინ­და ნი­ნო­სი: "სი­ტყვი­სა ღვთი­სა მსა­ხურ­თა თანა მო­საგ­რეო და ან­დრი­ას ქა­და­გე­ბი­სა წარ­მარ­თე­ბაო, ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლო და სუ­ლი­სა წმი­დი­სა ქნა­რო დე­დაო ნინო, ევედ­რე ქრის­ტე­სა ღმერ­თსა შე­წყა­ლე­ბად სულ­თა ჩვენ­თათ­ვის” წმინ­და ნინო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი. დღეს წირ­ვის დროს ისე­თი მძი­მე იყო, მძი­მე კი არა რთუ­ლი იყო ლოც­ვა, რომ მე­გო­ნა, ვერ შევ­ძლებ­დი ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა. დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს! მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდა წირ­ვა და მი­ვი­ღეთ წმინ­და ზი­ა­რე­ბა.

წმინ­და ნინო არის მო­ცი­ქუ­ლე­ბის ლოც­ვის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი; წმინ­და ნინო არის სა­ო­ცა­რი სას­წა­ულთქმოქ­მე­დი; ჩვენ ყვე­ლა­ფერს გვი­კე­თებს წმინ­და ნინო და ჩვენ ვმად­ლობთ მას. წმინ­და ნი­ნოს დღე­სას­წა­უ­ლი ორ­ჯე­რაა წე­ლი­წად­ში. ერთი ზამ­თარ­ში და ერთი გა­ზა­ფხულ­ზე დიდ ხარ შენ უფა­ლო და საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი შენ­ნი! დღეს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღავ­ლე­ნენ ლოც­ვებს წმინ­და ნი­ნო­ზე, ჯგუ­ფი წა­მო­ვი­და წმინ­და ნი­ნოს გზა­ზე, ღმერ­თმა მშვი­დო­ბით მო­იყ­ვა­ნოს. წმინ­და ნინო გან­სა­კუთ­რე­ბით მფარ­ვე­ლია.

მე მინ­და მო­გიყ­ვეთ, გა­გახ­სე­ნოთ ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და ჩვენს ოჯახ­ში. უფ­რო­სი ძმა თე­ი­მუ­რა­ზი იყო ავად­მყო­ფი და იწვა. ოთახ­ში მეტი არა­ვინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწო­ლი­ა­რე და მე ვი­ყა­ვი და თე­ი­მუ­რა­ზი მე­უბ­ნე­ბა მე:

- ირაკ­ლი!

- რა მეთ­ქი? - და შე­ხე­დე ვინ მო­ვი­და ჩვენ­თა­ნო.

- ვინა მეთ­ქი - და წმინ­და ნი­ნოო. წმინ­და ნინო მო­ვი­და ჩვენ­თა­ნო.

სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც იყო მრა­ვა­ლი, რო­დე­საც წმინ­და ნინო ხი­ლუ­ლად გვეხ­მა­რე­ბო­და. ასე რომ, წმინ­და ნინო მიც­ნობს და მეც ვიც­ნობ წმინ­და ნი­ნოს. შე­გე­წი­ოთ წმინ­და ნი­ნოს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა. აი დღეს, როცა ასე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დია, როცა უჭირს ხალ­ხს სუ­ლი­ე­რად, სთხო­ვეთ: წმინ­დაო ნინო, მო­ცი­ქულ­თას­წო­რო დე­დაო ნინო, ევედ­რე ღმერ­თსა ჩვენ­თვის. ჩვენ­თან არს ღმერ­თი და­ლოც­ვი­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით, წმინ­და ნინო შე­გე­წი­ოთ თქვენ და სა­ქარ­თვე­ლოს! ამინ!“ - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
439

ამინ. წმ. ნინო იყოს ყველა მართლმადიდებლის მფარველი. ღმერთო ჯამრთელად გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი მისი ლოცვა კურთხევა არ მოგვკლებოდეს ძმებო და დებო.

Giorgi sixarulidze
169

უფალი ფარავდეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, დიდება უფალს და მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე საპატრიარქო ავრცელებს:

„გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: ,,სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება.

წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებელი; წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთქმოქმედი; ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას. წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში. ერთი ზამთარში და ერთი გაზაფხულზე დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია.

მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე:

- ირაკლი!

- რა მეთქი? - და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო.

- ვინა მეთქი - და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო.

სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. აი დღეს, როცა ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს სულიერად, სთხოვეთ: წმინდაო ნინო, მოციქულთასწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ჩვენთან არს ღმერთი დალოცვილი და გახარებული იყავით, წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ამინ!“ - განაცხადა პატრიარქმა.

"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!" - გია ვოლსკი

LIVE 360 გრადუსი - ალექსანდრე გეჯაძე; ალექსანდრე კობაიძე; კობა ნარჩემაშვილი

"ბიძაა, თუ ვიღაც, ჩვეულებრივად მოისყიდეს... ჩარეულია ყველა, რომ ჩაიფარცხოს" - სააკაშვილი შაქარაშვილის საქმეზე