კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ორი თვის წინ კიევ პეჩორსკის ლავრაც ჩაკეტეს. აქ ვირუსი 100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.
ამ დროისთვის, უკრაინაში საერთო ჯამში კორონავირუსის 24012 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.
სანამ მთავარი კორონა მანდ გეყოლებათ, მიშა სააკაშვილის სახით, სულ ეგრე იქნებით.
ეტყობა უკრაინაში სულ "არაკაიბიჭი" მამაოები არიან და იმიტომაც დაკორონდნენ. ჩვენთან ვაბშე სხვა გაგება და ჩახუტება აქვთ წვერიანებს ზეციურ შეფთან და მსგავსი აქ არ მოხდება )))