მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს
"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

"რუს­თა­ვი 2” 26 წლის ხდე­ბა. არხი ამ დღეს ახა­ლი პროგ­რა­მე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და გეგ­მე­ბით ხვდე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- “რუს­თა­ვი 2“ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზია, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე და მთა­ვა­რი აქ­ტო­რი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

“რუს­თა­ვი 2”-ის ყვე­ლა­ზე ბოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო მისი მფლო­ბე­ლის შეც­ვლა მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­დგომ, რაც, ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია, რო­დე­საც მე­სა­კუთ­რემ ქო­ნე­ბა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, და­იბ­რუ­ნა სა­სა­მარ­თლოს გზით და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასე­ვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, უმაღ­ლეს­მა ინ­სტან­ცი­ამ ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

შემ­დგომ მოხ­და უკვე ჩემი, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის აქ მოს­ვლა, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა. ზოგი ნე­ბით, ზოგი უნებ­ლი­ეთ, თუმ­ცა ვთვლით, რომ, სა­ბო­ლო­ოდ ამ ცვლი­ლე­ბებ­მა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა "რუს­თა­ვი 2". ეს მოხ­და შარ­შან, რო­დე­საც ახა­ლი მფლო­ბე­ლი და­რე­გის­ტრირ­და მე­სა­კუთ­რედ და მე მო­ვე­დი რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. ამ დღი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­ვი­ზია, რის გა­მოც ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე “კუ­რი­ე­რის” გა­რე­შე ვი­ყა­ვით.

ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის 25-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ეს სიძ­ნე­ლეც გა­დავ­ლა­ხეთ. იმ მო­მენ­ტში ბევ­რს წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ “რუს­თა­ვი 2” აღად­გენ­და მა­უ­წყებ­ლო­ბას და პო­პუ­ლა­რო­ბის ხა­რისხს. მა­შინ იყო პირ­და­პი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაც არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია, “რუს­თა­ვი 2” უნდა დან­გრე­უ­ლი­ყო და აღარ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ე­თე­რო სივ­რცე­ში, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ შევ­ძე­ლით გა­დაგ­ვე­ლა­ხა ეს სიძ­ნე­ლე­ე­ბი.

უპირ­ვე­ლე­სად დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც არ და­ტო­ვეს ტე­ლე­ვი­ზია და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­უდ­გნენ ერ­თმა­ნეთს, ახალ მე­ნე­ჯმენტს და შევ­ძე­ლით მიგ­ვეღ­წია იმის­თვის, რომ ისევ ერთ გუნ­დად გან­გვე­ახ­ლე­ბი­ნა მა­უ­წყებ­ლო­ბა.

გუნ­დად შე­კავ­ში­რე­ბა არ არის ერ­თდღი­ა­ნი პრო­ცე­სი, ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა და ჩვენ ეს დრო გა­მო­ვი­ა­რეთ. ამ შე­კავ­ში­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისეთ პი­რო­ბებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ჯერ ერთი, გვი­ან და­ი­წყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი - კრი­ზი­სის გამო ჩვენ 25 სექ­ტემ­ბერს და­ვი­წყეთ მა­უ­წყებ­ლო­ბა, ერ­თთვი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ეთერ­ში გა­ვი­და პირ­ვე­ლი "კუ­რი­ე­რი".

ამის შემ­დეგ გაგ­ვიჩ­ნდა ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი, რომ ჯერ კი­დევ კრი­ზის­ში არ­სე­ბულ არხს გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მე­გაპ­რო­ექ­ტი სა­კუ­თა­რი იდე­ით, ყო­ველ­გვა­რი ფორ­მა­ტის შე­ძე­ნის გა­რე­შე. “დიდი სცე­ნა“ არ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტი, ის „რუს­თა­ვი 2“-ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის იდე­აა და მის ირ­გვლივ შევ­ძე­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი შიდა გუნ­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - ტექ­ნი­კუ­რი გუნ­დის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წი­ლის; ახა­ლი ამ­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რიც ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხში­რად მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ამ პროგ­რა­მის თა­ო­ბა­ზე.

ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა არხს რე­ი­ტინ­გის გაზ­რდა­ში, უპირ­ვე­ლე­სად კი იმა­ში, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა და­ი­ნა­ხა, “რუს­თა­ვი 2” ისევ ის “რუს­თა­ვი 2”-ია, მას შე­უძ­ლია თუნ­დაც კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ეს მო­რა­ლუ­რად ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, იმი­ტომ, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლი­სას და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლო­ბა და გუნ­დუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა.

იმ ეტაპ­ზე და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ, თუმ­ცა ამით არ სრულ­დე­ბა ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა. ნამ­დვი­ლად არა ვართ იქ, სა­დაც გვინ­და, რომ ვი­ყოთ და ვფიქ­რობ, კი­დევ ბევ­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ პირ­ვე­ლე­ბი გავ­ხდეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია "რუს­თა­ვი 2" იყოს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი და ყვე­ლა­ზე სან­დო ტე­ლე­ვი­ზია - ეს არის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა, რის­თვი­საც აქ დღე­და­ღამ თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც წლე­ბია ჩვენ­თან არი­ან, ზოგი მათ­გა­ნი “რუს­თა­ვი 2”-ის ლო­გოს ხნის არის. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის უპირ­ვე­ლე­სად იმ გუნდს, რო­მე­ლიც აქ იყო. პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ვიგ­რძე­ნი მათი მხარ­და­ჭე­რა, კრი­ზი­სის დროს თი- თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მამ­ხნე­ვებ­და და გვერდ- ში მედ­გა _ ჩვენ „რუს­თა­ვი 2“ ვართ და “რუს­თა­ვი 2”-ს არ ეში­ნია სირ­თუ­ლე­ე­ბი- სო. არც დღეს არ გვე­ში­ნია სირ­თუ­ლე­ე­ბის და ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან მალე ჩვენს მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ. ამის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს.

ჩვენ ვაძ­ლი­ე­რებთ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს პო­ლი­ტი­კურ ნა­წილს _ და­ვა­მა­ტეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ტოკ­შოუ, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც პირ­ველ ეტაპ­ზე, 2019 წელს არ გვქონ­და. ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის პოვ­ნა. ისი- ნი, ძი­რი­თა­დად, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი არი­ან და კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ი­ზარ­და იმის ხარ­ჯზე, რომ ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ერთი დიდი არ- ხის და­ყო­ფის შე­დე­გად, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამი არხი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კონ­კუ­რენ­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია, გარ­და იმ ტელე- ვი­ზი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ ბა­ზარ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია კვა­ლი­ფი- ცი­უ­რი კად­რე­ბის პოვ­ნა და, რა თქმა უნდა, ჩვენც დრო დაგ­ვჭირ­და გუნ­დის შე­საკ­რა­ვად და პო­ლი­ტი­კუ­რი ტოკ­შო­უს გა­სა­კე­თე- ბლად. პო­ლი­ტი­კუ­რად ცხე­ლი წელი გვექ- ნება, შე­მოდ­გო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე- ბია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ბადე, ალ­ბათ, დატ- ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კით.

- დროს­თან ერ­თად არ­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სიც შე­იც­ვა­ლა. ახლა რას ით­ვა­ლის­წი­ნებს თქვე­ნი გეგ­მა?

- გე­თან­ხმე­ბით. ჩვენ უნდა ვი­ყოთ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის გავ­ლე­ნის­გან - თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზია; ავ­სა­ხოთ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა მა­ყუ­რებ­ლის­თვის და ეს მოვ­ლე­ნა არ უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხით და­ნა­ხუ­ლი, არა­მედ უნდა ვაჩ­ვე­ნოთ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ არ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკ­რძა­ლე­ბათ თა­ვი­ან­თი აზ­რის გა­მოთ­ქმა, ამის­თვის არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი, გა­და­ცე­მე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და ფაქ­ტე­ბის სწო­რად ასახ­ვა, ისე, რომ არ მო­ვექ­ცეთ რო­მე­ლი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის გავ­ლე­ნა­ში.

ეს არის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა, რო­მელ­საც აქვს რამ­დე­ნი­მე სირ­თუ­ლე: პირ­ვე­ლი - ძა­ლი­ან რთუ­ლია ბა­ლან­სის დაც­ვა და მე­ო­რე - ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ­გვარ ტე­ლე­ვი­ზი­ას გAდაჩ­ვე­უ­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია - ზოგს ურ­ჩევ­ნია უყუ­როს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხებს, ზოგს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რა­დი­კა­ლურ-ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი არ­ხე­ბი მოს­წონს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი არ­ხე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაქვს.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და მა­ყუ­რე­ბელს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ. ხა­რის­ხი­ან­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ინ­ფორ­მა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად სან­დო უნდა იყოს, რათა რო­დე­საც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­მარ­თლის გა­გე­ბა მო­უნ­დე­ბათ, გად­მორ­თონ "რუს­თა­ვი 2"-ზე და "კუ­რი­ე­რის­გან" გა­ი­გონ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

გარ­კვე­ულ­წი­ლად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­რე­დაქ­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. ჩვენ არ ვგუ­ლის­ხმობთ, რომ გა­და­ვიხ­რე­ბო­დით რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის­კენ. თა­ვი­დან­ვე არ­ხის მფლო­ბე­ლის ინ­ტე­რე­სი და სურ­ვი­ლი იყო მაქ­სი­მა­ლუ­რი კრი­ტი­კუ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ. ყვე­ლა კი­თხვა უნდა და­ის­ვას. ჩვენ მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ერთი ტე­ლე­ვი­ზია ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით სვამს კი­თხვებს, მე­ო­რე _ მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ გვსურ­და ყვე­ლას­თვის ყო­ფი­ლი­ყო ად­გი­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვის­თვის, ამას ვცდი­ლობთ და რო­გორ გა­მოგ­ვი­ვა, მა­ყუ­რე­ბე­ლი და რე­ი­ტინ­გი შე­ა­ფა­სებს.

ყვე­ლამ იცის, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­ში 2007 წლი­დან პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­ში იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ფაქ­ტობ­რივ მფლო­ბე­ლად მო­ი­აზ­რე­ბო­და, რა თქმა უნდა, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო და არ ექ­ნე­ბო­და იგი­ვე გან­წყო­ბე­ბი, რაც, ვთქვათ, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­შინ­დელ მე­ნე­ჯმენტს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებ­და, რომ იძუ­ლე­ბით, უხე­ში ჩა­რე­ვით არ უნ­დო­და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბა, თა­ვად ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბით, მათ­თვის ახ­სნით, რომ ასე ჯო­ბია ყვე­ლას­თვის, რომ არ ვაკ­რი­ტი­კოთ მარ­ტო ერთი მხა­რე, არ ვი­ყოთ ვი­ღა­ცის პი­ა­რი ან ან­ტი­პი­ა­რი; ვა­კე­თოთ ქვეყ­ნის საქ­მე - ეს იყო მისი გან­წყო­ბა ყო­ველ­თვის და ვფიქ­რობ, ამ გზას ჩვენც მივ­ყვე­ბით, რა გა­მოგ­ვი­ვა, მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ა­ფა­სებს.

- გა­და­ვი­დეთ გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზე. ამ მხრივ რას გეგ­მავთ?

- ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ისეთ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გვქონ­და და ყო­ვე­ლი­ვე ფი­ნან­სუ­რა­დაც რთუ­ლად ასა­წე­ვი იყო, დროც უჩ­ვე­უ­ლო გახ­ლდათ - ისე­თი, როცა არ იწყე­ბა ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი. თუმ­ცა ამ მხრივ “რუს­თა­ვი 2” გარ­კვე­ულ­წი­ლად ინფლუ­ენ­სე­რი გა­მოდ­გა: მოგ­ვბა­ძეს სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მაც.

დე­კემ­ბერ­ში და­ვი­წყეთ მე­გა­შოუ “დიდი სცე­ნა“. ახ­ლაც უჩ­ვე­უ­ლო დროს და უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში ვი­წყებთ იმა­ვე პრო­ექტს, ანუ "დიდ სცე­ნას". და­ვა­ა­ნონ­სეთ კი­დეც - 30 მა­ისს ონ­ლა­ინ­კას­ტინ­გე­ბი დამ­თავ­რდა და ვი­წყებთ მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, ივ­ნის­ში უკვე ეთერ­ში ვიქ­ნე­ბით, ხოლო ფი­ნა­ლუ­რი გა­და­ცე­მა აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში გავა. გა­და­ცე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ივ­ნის­ში შევა ჩვენს ბა­დე­ში და უწყვე­ტად გავა ეთერ­ში მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- 26-ე წლის­თავ­ზე უჩ­ვე­უ­ლო სე­ზო­ნი გექ­ნე­ბათ?

- ნამ­დვი­ლად. ეს არა შიდა კრი­ზი­სის გამო, რის გა­მოც შარ­შან, 2019-ში, უჩ­ვე­უ­ლოდ და­ი­წყო ჩვე­ნი სე­ზო­ნი, არა­მედ უკვე მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის, COVID-19-ის გამო, რა­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. დღეს უკვე ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ გა­ი­მარ­თე­ბა დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში, ვი­ნა­ი­დან შე­ზღუ­დუ­ლია ადა- მი­ა­ნე­ბის თავ­შეყ­რა. ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბელს სრუ­ლი­ად ახალ ფორ­მატს შევ­თა­ვა­ზებთ - შოუს. წე­სე­ბი იქ­ნე­ბა იგი­ვე. ეს არის მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლით. რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებს, ასე­ვე მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში. ასე რომ, მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ვი­წყებთ რამ­დე­ნი­მე ახალ გა­და­ცე­მას, რო­მელ­თა ანონ­სე­ბიც ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში გავა ჩვენს ეთერ­ში. მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი ბადე გვექ­ნე­ბა.

- რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ “რუს­თა­ვი 2”-ის და­ბა­დე­ბის დღეს?

- იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პან­დე­მი­ის ფონ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა არ შე­იძ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რად აღ­ვნიშ­ნავთ ჩვენს შე­ნო­ბა­ში. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ლო­ცეს 26-ე და­ბა­დე­ბის დღე. ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ჩვენს ეთერ­ში, იტ­რი­ა­ლებს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰო­მორ­გო­ლე­ბი. ჩვენ გვეს­მის, რომ არ არის დიდი თავ­შეყ­რე­ბის მო­წყო­ბის დრო.

ჯერ კი­დევ მოგ­ვი­წო­დე­ბენ ჩვე­ნი ექი­მე­ბი, თავი შე­ვი­კა­ვოთ დიდი თავ­შეყ­რი­სა­გან, ამი­ტომ ვი­ცავთ მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ასე რომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი იგეგ­მე­ბა; იგეგ­მე­ბა ის, რომ და­ბა­დე­ბის დღის შემ­დგომ ჩვენს ბა­დეს ახალ-ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
11

სამწუხაროდ რუსთავი-2 რეიტინგებში ხუთეულს მიღმაა.

სიმართლე
7
რუსთავი ორი ამჟამად ნამდვილად არის ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია და ძალიან განსხვავდება ტვ პირველი,მთავარი და ფორმულისაგან,სადაც მუდმივად ისმის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის ლანძღვა-გინება და სიცრუის ტირაჟირება.ამჟამინდელი რუსთავი ორი ძალიან განსხვავდება გვარამიას დროინდელი ტელევიზიიდან,სადაც 24 საათი შუქდებოდა მარტო ნეგატიური მოვლენები და ცრუ ინფორმაციები,,,რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

"რუსთავი 2” 26 წლის ხდება. არხი ამ დღეს ახალი პროგრამებით, მიზნებითა და გეგმებით ხვდება, რის შესახებაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი პაატა სალია გვესაუბრება:

- “რუსთავი 2“ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი, პოპულარული და გავლენიანი ტელევიზია, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე და მთავარი აქტორი ამ ხნის განმავლობაში.

“რუსთავი 2”-ის ყველაზე ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მისი მფლობელის შეცვლა მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდგომ, რაც, ალბათ, საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც მესაკუთრემ ქონება, მედიასაშუალება, დაიბრუნა სასამართლოს გზით და სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ, უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა.

შემდგომ მოხდა უკვე ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის აქ მოსვლა, რამაც გარკვეული ცვლილებები განაპირობა. ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, თუმცა ვთვლით, რომ, საბოლოოდ ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა "რუსთავი 2". ეს მოხდა შარშან, როდესაც ახალი მფლობელი დარეგისტრირდა მესაკუთრედ და მე მოვედი როგორც გენერალური დირექტორი. ამ დღიდან დაახლოებით ერთ თვეში საინფორმაციო სამსახურმა, ფაქტობრივად, სრულად დატოვა ტელევიზია, რის გამოც ჩვენ დაახლოებით ერთი თვე “კურიერის” გარეშე ვიყავით.

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ამ ტელევიზიის 25-წლიანი არსებობის განმავლობაში, თუმცა ეს სიძნელეც გადავლახეთ. იმ მომენტში ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ “რუსთავი 2” აღადგენდა მაუწყებლობას და პოპულარობის ხარისხს. მაშინ იყო პირდაპირი განცხადებები, ტელევიზიიდანაც არაერთხელ მოგვისმენია, “რუსთავი 2” უნდა დანგრეულიყო და აღარ უნდა ყოფილიყო საქართველოს საეთერო სივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით გადაგველახა ეს სიძნელეები.

უპირველესად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც არ დატოვეს ტელევიზია და ყველანაირად გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს, ახალ მენეჯმენტს და შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ისევ ერთ გუნდად განგვეახლებინა მაუწყებლობა.

გუნდად შეკავშირება არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო სჭირდება და ჩვენ ეს დრო გამოვიარეთ. ამ შეკავშირებაში ძალიან დაგვეხმარა რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელება, ფაქტობრივად, ისეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო. ჯერ ერთი, გვიან დაიწყო სატელევიზიო სეზონი - კრიზისის გამო ჩვენ 25 სექტემბერს დავიწყეთ მაუწყებლობა, ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ეთერში გავიდა პირველი "კურიერი".

ამის შემდეგ გაგვიჩნდა ამბიციური გეგმები, რომ ჯერ კიდევ კრიზისში არსებულ არხს გაგვეკეთებინა მეგაპროექტი საკუთარი იდეით, ყოველგვარი ფორმატის შეძენის გარეშე. “დიდი სცენა“ არ არის საერთაშორისო ფორმატი, ის „რუსთავი 2“-ის შემოქმედებითი გუნდის იდეაა და მის ირგვლივ შევძელით ძალიან ბევრი შიდა გუნდის გაერთიანება - ტექნიკური გუნდის, შემოქმედებითი ნაწილის; ახალი ამბების სამსახურიც ძალიან ცდილობდა საზოგადოებისთვის ხშირად მიეწოდებინა ინფორმაცია ამ პროგრამის თაობაზე.

ეს პროექტი ძალიან დაეხმარა არხს რეიტინგის გაზრდაში, უპირველესად კი იმაში, რომ მაყურებელმა დაინახა, “რუსთავი 2” ისევ ის “რუსთავი 2”-ია, მას შეუძლია თუნდაც კრიზისულ მდგომარეობაში ახალი პროდუქტების შექმნა და მაყურებლისთვის საინტერესო და საყვარელი გადაცემების შეთავაზება. ეს მორალურად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ კრიზისიდან გამოსვლისას და შემდგომი განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთ გუნდად შეკრულობა და გუნდური სულისკვეთება.

იმ ეტაპზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ, თუმცა ამით არ სრულდება ჩვენი განვითარება. ნამდვილად არა ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ და ვფიქრობ, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველები გავხდეთ. ჩვენი მიზანია "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია - ეს არის უპირველესი ამოცანა, რისთვისაც აქ დღედაღამ თავდაუზოგავად მუშაობენ ადამიანები. მათ შორის ისინიც, ვინც წლებია ჩვენთან არიან, ზოგი მათგანი “რუსთავი 2”-ის ლოგოს ხნის არის. ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის უპირველესად იმ გუნდს, რომელიც აქ იყო. პირველივე დღეებში ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, კრიზისის დროს თი- თოეული მათგანი მამხნევებდა და გვერდ- ში მედგა _ ჩვენ „რუსთავი 2“ ვართ და “რუსთავი 2”-ს არ ეშინია სირთულეები- სო. არც დღეს არ გვეშინია სირთულეების და ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ამისთვის კონკრეტული გეგმები გვაქვს.

ჩვენ ვაძლიერებთ საინფორმაციოს პოლიტიკურ ნაწილს _ დავამატეთ პოლიტიკური ტოკშოუ, რისი შესაძლებლობაც პირველ ეტაპზე, 2019 წელს არ გვქონდა. ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, რთულია პროფესიონალების პოვნა. ისი- ნი, ძირითადად, გადანაწილებული არიან და კონკურენციაც გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ამ პატარა ქვეყანაში ერთი დიდი არ- ხის დაყოფის შედეგად, ფაქტობრივად, სამი არხი ფუნქციონირებს, კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზრდილია, გარდა იმ ტელე- ვიზიებისა, რომლებიც არსებობენ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რთულია კვალიფი- ციური კადრების პოვნა და, რა თქმა უნდა, ჩვენც დრო დაგვჭირდა გუნდის შესაკრავად და პოლიტიკური ტოკშოუს გასაკეთე- ბლად. პოლიტიკურად ცხელი წელი გვექ- ნება, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნე- ბია, შესაბამისად, ჩვენი ბადე, ალბათ, დატ- ვირთული იქნება პოლიტიკით.

- დროსთან ერთად არხის პოლიტიკური კურსიც შეიცვალა. ახლა რას ითვალისწინებს თქვენი გეგმა?

- გეთანხმებით. ჩვენ უნდა ვიყოთ მიუკერძოებელი, ყოველგვარი პოლიტიკური თუ ძლიერი ეკონომიკური ჯგუფების გავლენისგან - თავისუფალი ტელევიზია; ავსახოთ ყველა საინტერესო მოვლენა მაყურებლისთვის და ეს მოვლენა არ უნდა იყოს კონკრეტული კუთხით დანახული, არამედ უნდა ვაჩვენოთ არსებული რეალობაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არხის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს ეკრძალებათ თავიანთი აზრის გამოთქმა, ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, გადაცემები და ა.შ. თუმცა, ძირითადი მიმართულება არის მიუკერძოებლობა და ფაქტების სწორად ასახვა, ისე, რომ არ მოვექცეთ რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტის გავლენაში.

ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელსაც აქვს რამდენიმე სირთულე: პირველი - ძალიან რთულია ბალანსის დაცვა და მეორე - ქართველი მაყურებელი ამგვარ ტელევიზიას გAდაჩვეულია. მოსახლეობა პოლარიზებულია - ზოგს ურჩევნია უყუროს სახელისუფლებო არხებს, ზოგს ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალურ-ოპოზიციურად განწყობილი არხები მოსწონს. საქართველოში ასეთი არხების მრავალფეროვნება გვაქვს.

ჩვენი ამოცანაა მათგან განსხვავებულები ვიყოთ და მაყურებელს ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ. ხარისხიანში ვგულისხმობ იმას, რომ ინფორმაცია აუცილებლად სანდო უნდა იყოს, რათა როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სიმართლის გაგება მოუნდებათ, გადმორთონ "რუსთავი 2"-ზე და "კურიერისგან" გაიგონ ახალი ინფორმაცია.

გარკვეულწილად, მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო სარედაქციო მიმართულების ცვლილება. ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ გადავიხრებოდით რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისკენ. თავიდანვე არხის მფლობელის ინტერესი და სურვილი იყო მაქსიმალური კრიტიკულობა ნებისმიერი მიმართულებით, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მიმართ. ყველა კითხვა უნდა დაისვას. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ერთი ტელევიზია ერთი მიმართულებით სვამს კითხვებს, მეორე _ მეორე მიმართულებით. ჩვენ გვსურდა ყველასთვის ყოფილიყო ადგილი, ყველანაირი კრიტიკული შეკითხვისთვის, ამას ვცდილობთ და როგორ გამოგვივა, მაყურებელი და რეიტინგი შეაფასებს.

ყველამ იცის, რომ ქიბარ ხალვაში 2007 წლიდან პოლიტიკურ დევნილობაში იყო. ფაქტობრივად, ის იყო საქართველოდან წასული პირველი ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და სააკაშვილთან, რომელიც ამ ტელევიზიის ფაქტობრივ მფლობელად მოიაზრებოდა, რა თქმა უნდა, დაპირისპირებული იყო და არ ექნებოდა იგივე განწყობები, რაც, ვთქვათ, ამ ტელევიზიის მაშინდელ მენეჯმენტს.

მიუხედავად ამისა, ის დაუფარავად აცხადებდა, რომ იძულებით, უხეში ჩარევით არ უნდოდა სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, თავად ჩვენი თანამშრომლების მუშაობით, მათთვის ახსნით, რომ ასე ჯობია ყველასთვის, რომ არ ვაკრიტიკოთ მარტო ერთი მხარე, არ ვიყოთ ვიღაცის პიარი ან ანტიპიარი; ვაკეთოთ ქვეყნის საქმე - ეს იყო მისი განწყობა ყოველთვის და ვფიქრობ, ამ გზას ჩვენც მივყვებით, რა გამოგვივა, მაყურებელი შეაფასებს.

- გადავიდეთ გასართობ გადაცემებზე. ამ მხრივ რას გეგმავთ?

- ის წარმატებული მეგაპროექტი, რომელიც განვახორციელეთ ისეთ პერიოდში, როდესაც არც ადამიანური რესურსი გვქონდა და ყოველივე ფინანსურადაც რთულად ასაწევი იყო, დროც უჩვეულო გახლდათ - ისეთი, როცა არ იწყება ასეთი პროექტები. თუმცა ამ მხრივ “რუსთავი 2” გარკვეულწილად ინფლუენსერი გამოდგა: მოგვბაძეს სხვა ტელევიზიებმაც.

დეკემბერში დავიწყეთ მეგაშოუ “დიდი სცენა“. ახლაც უჩვეულო დროს და უჩვეულო ვითარებაში ვიწყებთ იმავე პროექტს, ანუ "დიდ სცენას". დავაანონსეთ კიდეც - 30 მაისს ონლაინკასტინგები დამთავრდა და ვიწყებთ მონაწილეთა შერჩევას. შესაბამისად, ივნისში უკვე ეთერში ვიქნებით, ხოლო ფინალური გადაცემა აგვისტოს დასაწყისში გავა. გადაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი ივნისში შევა ჩვენს ბადეში და უწყვეტად გავა ეთერში მთელი ზაფხულის განმავლობაში.

- 26-ე წლისთავზე უჩვეულო სეზონი გექნებათ?

- ნამდვილად. ეს არა შიდა კრიზისის გამო, რის გამოც შარშან, 2019-ში, უჩვეულოდ დაიწყო ჩვენი სეზონი, არამედ უკვე მსოფლიო პანდემიის, COVID-19-ის გამო, რამაც, ფაქტობრივად, შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. დღეს უკვე ამგვარი ღონისძიებები არ გაიმართება დიდ საკონცერტო დარბაზებში, ვინაიდან შეზღუდულია ადა- მიანების თავშეყრა. ამიტომ მაყურებელს სრულიად ახალ ფორმატს შევთავაზებთ - შოუს. წესები იქნება იგივე. ეს არის მუსიკალური კონკურსი ძალიან ბევრი სიახლით. როგორც მონაწილეებს, ასევე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა აქტიურად იყოს ჩართული ამ პროექტში. ასე რომ, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

გარდა ამისა, ვიწყებთ რამდენიმე ახალ გადაცემას, რომელთა ანონსებიც ივნისის დასაწყისში გავა ჩვენს ეთერში. მთელი ზაფხულის განმავლობაში დატვირთული ბადე გვექნება.

- როგორ აღნიშნავთ “რუსთავი 2”-ის დაბადების დღეს?

- იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის ფონზე ბევრი ადამიანის თავშეყრა არ შეიძლება, ვფიქრობ, მინიმალისტურად აღვნიშნავთ ჩვენს შენობაში. არიან ადამიანები, რომლებმაც მოგვილოცეს 26-ე დაბადების დღე. ისინი იქნებიან ჩვენს ეთერში, იტრიალებს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ჰომორგოლები. ჩვენ გვესმის, რომ არ არის დიდი თავშეყრების მოწყობის დრო.

ჯერ კიდევ მოგვიწოდებენ ჩვენი ექიმები, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისაგან, ამიტომ ვიცავთ მათ რეკომენდაციებს. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება; იგეგმება ის, რომ დაბადების დღის შემდგომ ჩვენს ბადეს ახალ-ახალი გადაცემები დაემატება.

"კოვაქსიდან" მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონი და ჯონსონი" უნდა დაემატოს" - თამარ გაბუნია

"აქვს ტემპერატურა, თუმცა შინ გადის მკურნალობის კურსს" - უცნობი, ოჯახის წევრებთან ერთად, კორონავირუსით დაინფიცირდა

"ასტრაზენეკას" ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან