სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია
„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

დი­ჯი­ტალ ტვ 3 წლი­საა. ციფ­რუ­ლი მულ­ტიპ­ლექს ოპე­რა­ტო­რის სტე­რეო +-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია, აბო­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, უკვე იკა­ვებს ად­გილს პირ­ველ სა­მე­ულ­ში. კომ­პა­ნი­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა გა­მოც­დი­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შრო­მის შე­დე­გია.

იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დი­ჯი­ტალ ტვ აქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს ტე­ლე­ვი­ზი­ის მსურ­ვე­ლებს. გარ­და იმი­სა, რომ უფა­სოა ქსელ­ში ჩარ­თვა, 15 ივ­ნი­სამ­დე ვინც გა­მოთ­ქვამს აბო­ნენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბის სურ­ვილს, პირ­ვე­ლი თვის სა­ა­ბო­ნენ­ტოც სა­ჩუქ­რად ჩა­ე­რი­ცხე­ბა.

კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არ­სე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რებ­ლის ნე­ბის­მი­ერ სა­ჭი­რო­ე­ბას ოპე­რა­ტი­უ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

დი­ჯი­ტალ ტვ სტე­რეო +-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა. კომ­პა­ნი­ამ 2015 წელს, ციფ­რუ­ლი მი­წის­ზე­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი სპექტრით სარ­გებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა.

პირ­ვე­ლი კერ­ძო მულ­ტიპ­ლექს ოპე­რა­ტო­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რა რე­სურ­სე­ბით და­ი­წყო ოპე­რი­რე­ბა კომ­პა­ნი­ამ და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა დღემ­დე:

„ეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ბოლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში, ით­ვლე­ბა რომ ერ­თერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. თუ ჩვენ ამას შევ­ხე­დავთ მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. იმი­ტომ, რომ ეს პრო­ექ­ტი შე­ე­ხო სრუ­ლი­ად ყვე­ლას - მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნას და ყვე­ლა წევ­რს. ეს ის პრო­ექ­ტია, რომ­ლის სი­კე­თეც იგ­რძნო ყვე­ლამ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ჰქვია.

კომ­პა­ნია და­ფუძნ­და საკ­მა­ოდ მწი­რი რე­სურ­სე­ბით. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სიმ­დიდ­რე იყო ის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ის ნოუ ჰაუ, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის სა­წყის წევ­რებს გაგ­ვაჩ­ნდა, ის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ჩვენ, მე, რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბელს, 25-წლი­ა­ნი უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­მიგ­როვ­და და ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და ამ კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

რო­გორ შე­ას­რუ­ლა სტე­რეო +-მა აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი? რა ეტაპ­ზეა ჩრდი­ლო­ვა­ნი ზო­ნე­ბის და­ფარ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლოს ღია ეთე­რით?

„მი­ნი­მუმ, 95%-96% მო­სახ­ლე­ო­ბი­სა დღეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია იმ მრა­ვალ­ფე­რა­დი არ­ხე­ბის მი­წო­დე­ბით, რა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა. ეს გა­ნა­პი­რო­ბა არა­მარ­ტო ლი­ცენ­ზი­ით სა­ვალ­დე­ბუ­ლო პუნ­ქტე­ბის ჩარ­თვამ, არა­მედ ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­დგომ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა, ჩრდი­ლო­ვა­ნი ზო­ნე­ბის შე­სავ­სე­ბად სა­ჭი­რო პრო­ექ­ტებ­მა. კონ­კრე­ტუ­ლად, იმ და­მა­ტე­ბი­თი სა­მა­უ­წყებ­ლო პუნ­ქტე­ბის გახ­სნამ, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის 50%-ზე მე­ტია იმ რი­ცხვზე, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ლი­ცენ­ზი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით. ჩვენ წინ­სწრე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ ჩრდი­ლო­ვა­ნი პუნ­ქტე­ბის და­ფარ­ვა. ეს ჯერ კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ, ამ­ჯე­რად უკვე სა­უ­ბა­რია ზო­გი­ერთ ისეთ რე­გი­ონ­ზე, სა­დაც არას­დროს არ ყო­ფი­ლა ტე­ლე­ვი­ზია, მათ შო­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს ყვე­ლა­ზე მდგრა­დი და ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლი.

ვინ დგას სტე­რეო +-სა და დი­ჯი­ტალ ტვ-ს უკან? ვინ მუ­შა­ობს აბო­ნენ­ტე­ბის­თვის?

მუდ­მი­ვად, რუ­დუ­ნე­ბით ვცდი­ლობთ, რომ ის ნამ­დვი­ლად მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, არა­მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში - რაც უფრო მა­ღა­ლია ინ­ტე­ლექ­ტი, მით უფრო ნაკ­ლე­ბია ოდე­ნო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის - რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვი­ზი­დოთ და მი­უ­ხე­და­ვად ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მი­სა, მათ არ და­ტო­ვონ ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვი ან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში მო­უ­წი­ათ მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა. სრუ­ლი­ად არ მი­მაჩ­ნია, რომ ინ­ტექ­ლექ­ტუ­ა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ რა­მეს ან გა­ვი­მე­ო­როთ ვი­ღა­ცის გა­კე­თე­ბუ­ლი.

ნე­ბის­მი­ე­რი მშე­ნებ­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი აღმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ადა­მი­ა­ნურ რე­სურსთან. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამო­ცა­ნას არა­კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მოჰ­კი­დოს ხელი და იქ საქ­მე გა­მო­ვი­დეს. რე­სურ­სი ძა­ლი­ან რთუ­ლია, იმი­ტომ, რომ ეს არის მა­ღა­ლინ­ტე­ლექტტე­ვა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა და კად­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სტე­რეო + იყე­ნებს ფა­სი­ა­ნი არ­ხე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ლი­ცენ­ზი­ას. რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეთ ლი­ცენ­ზია? ვის­თვის შე­იქ­მნა დი­ჯი­ტალ ტვ და რას სთა­ვა­ზობს მომ­ხა­რე­ბელს?

ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­სუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ არის ფა­სი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო არ­ხე­ბი. მხო­ლოდ ალ­ბათ, სა­ნა­ხევ­როდ. ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, ხელ­შე­წყო­ბის ნა­წილ­ში, რომ პირ­ვე­ლი­ვე სა­ლი­ცენ­ზიო კონ­კურ­სში, ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ვი­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფა­სი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბი­საც და ჩვენ ამ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვეთ. ეს ძა­ლი­ან სწო­რი ნა­ბი­ჯი იყო, რაც გა­და­იდ­გა ქვეყ­ნის მიერ.

მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სწყუ­რია არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი, არა­მედ უყუ­როს უცხო­ურ შე­მეც­ნე­ბით პრო­დუქტს, გა­სარ­თობ პრო­დუქტს, მათ მი­უწ­ვდე­ბათ ხელი ამ პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად.

დი­ჯი­ტალ ტვ-ია სწო­რედ ის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს ამ სა­კი­თხზე - ციფ­რუ­ლი, ფა­სი­ა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის მი­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ეს კომ­პა­ნია არის ნა­წი­ლი სტე­რეო პლუ­სი­სა. ეს კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო­უ­რი არ­ხე­ბის­გან ნე­ბარ­თვის და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის შე­ძე­ნას და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იმ უცხო­უ­რი არ­ხე­ბის მი­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბა.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია, დღეს, არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ხელ­მოკ­ლე აბო­ნენ­ტე­ბის მი­მარ­თაც, მათ სა­სი­კე­თოდ, ვი­ტყვი იმას, რომ სწო­რედ იმა­ში ვართ მარ­ტო­ნი, თუკი მო­სახ­ლე ვერ ახერ­ხებს ფა­სი­ა­ნი პა­კე­ტის თან­ხის გა­დახ­დას, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, მათ­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბელ უწყვეტ მი­წო­დე­ბას, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლი არ­ხე­ბი­სა.

რო­გო­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

მიზ­ნე­ბი პირ­ვე­ლი ის, რომ სა­მა­უ­წყებ­ლო არე­ა­ლით არ გვინ­და, ვი­ყოთ თუნ­დაც მე­სა­მე­ე­ბი და მე­ო­თხე­ე­ბი. რა­ო­დე­ნო­ბამ არ­ხე­ბი­სა, უკვე თით­ქმის შე­ავ­სო სა­მი­ვე მულ­ტიპ­ლექ­სის მო­ცუ­ლო­ბა. ალ­ბათ გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ კა­ნო­ნი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია კი­დევ ერთი ლი­ცენ­ზი­ის მო­თხოვ­ნი­სა.

ჩვენ მო­პო­ვე­ბუ­ლი გვაქვს სამი ლი­ცენ­ზია, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო ამ სა­მი­დან ორი ფა­სი­ა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის­თვის და ერთი - უფა­სოს­თვის. ჩვენ ჩვე­ნი კე­თი­ლი ნე­ბით და რე­გუ­ლა­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით, გა­ვა­კე­თეთ ისე, რომ არ დაგ­ვე­ზა­რა­ლე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა­ში არ­ხე­ბის სიმ­რავ­ლე და მათი მა­უ­წყებ­ლო­ბა: პრაქ­ტი­კუ­ლად, მე­ო­რე მუქსს, მცო­ცავ რე­ჟიმ­ში, რამ­დე­ნი არ­ხიც გაჩ­ნდე­ბა, ვუთ­მობთ ღია მა­უ­წყებ­ლო­ბას. ამით, იმ სეგ­მენტს, რა­საც ჰქვია ფა­სი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო აქ­ტი­ვო­ბა, ვაკ­ლებთ ხელს და ჩვენ ვა­ზა­რა­ლეთ ჩვე­ნი­ვე თავი. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვაქვს, მო­ვი­თხო­ვოთ კი­დევ ერთი ლი­ცენ­ზია, ისე, რომ ორი მულ­ტიპ­ლექ­სი სრუ­ლად იყოს გან­კუთ­ვნი­ლი ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბის­თვის, უფა­სო არ­ხე­ბის­თვის, და ორი მულ­ტიპ­ლექ­სი, რო­მე­ლიც იმ­თა­ვი­დან გან­კუთ­ვნი­ლი იყო ფა­სი­ა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის­თვის, და­ბა­ლანსდეს და მთლი­ა­ნად მოხ­დეს ამის შევ­სე­ბა. მერე, ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ ოთხი მულ­ტიპ­ლექ­სით, თქმა იმი­სა, რომ არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პირ­ვე­ლე­ბი გავ­ხდეთ მსოფ­ლი­ო­ში, არ­ხე­ბის ოდე­ნო­ბით, რაც ვრცელ­დე­ბა, ან და­ვე­წი­ოთ მა­ინც იმ ასზე მეტ არხს, რაც დღეს ლი­დერ ქვე­ყა­ნა­ში, იტა­ლი­ა­ში არ­სე­ბობს.

ფიქ­ტი­უ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია იმი­სა, რომ თუ და­ვი­წყებთ რა­მეს, მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე.

R

Nnn
7

არაფერი ეს კომპანია არაა სოფლებში ეგ არ იჭერს და ქალაქში სადაც სილკტვა იქ ვის რათ უნდა ეგენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

დიჯიტალ ტვ 3 წლისაა. ციფრული მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის შვილობილი კომპანია, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, უკვე იკავებს ადგილს პირველ სამეულში. კომპანიის სწრაფი განვითარება გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების შრომის შედეგია.

იუბილესთან დაკავშირებით, დიჯიტალ ტვ აქციას სთავაზობს ტელევიზიის მსურველებს. გარდა იმისა, რომ უფასოა ქსელში ჩართვა, 15 ივნისამდე ვინც გამოთქვამს აბონენტად რეგისტრირების სურვილს, პირველი თვის სააბონენტოც საჩუქრად ჩაერიცხება.

კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არსებული აბონენტის კმაყოფილებაა. შესაბამისად, მომხმარებლის ნებისმიერ საჭიროებას ოპერატიული და შედეგიანი რეაგირება მოჰყვება.

დიჯიტალ ტვ სტერეო +-ის წარმატებული პროექტის გაგრძელებაა. კომპანიამ 2015 წელს, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვა.

პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი იხსენებს, რა რესურსებით დაიწყო ოპერირება კომპანიამ და როგორ ვითარდება დღემდე:

„ეს, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებში, ითვლება რომ ერთერთი წარმატებული პროექტია. თუ ჩვენ ამას შევხედავთ მოსახლეობის თვალსაზრისით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე წარმატებული პროექტი. იმიტომ, რომ ეს პროექტი შეეხო სრულიად ყველას - მოსახლეობის ყველა ფენას და ყველა წევრს. ეს ის პროექტია, რომლის სიკეთეც იგრძნო ყველამ, აბსოლუტურად, ვისაც საქართველოს მოქალაქე ჰქვია.

კომპანია დაფუძნდა საკმაოდ მწირი რესურსებით. ჩვენი ძირითადი სიმდიდრე იყო ის ცოდნა და გამოცდილება, ის ნოუ ჰაუ, რომელიც კომპანიის საწყის წევრებს გაგვაჩნდა, ის ფინანსური შესაძლებლობები, რაც ჩვენ, მე, როგორც დამფუძნებელს, 25-წლიანი უცხოეთში მოღვაწეობიდან გამომდინარე დამიგროვდა და ამ ინვესტიციით განხორციელდა ამ კომპანიის დაფუძნება და მოღვაწეობა ამ წლების განმავლობაში“.

როგორ შეასრულა სტერეო +-მა აღებული ვალდებულებები? რა ეტაპზეა ჩრდილოვანი ზონების დაფარვის მიმართულებით სამუშაოები? შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებმა ადამიანმა ისარგებლოს ღია ეთერით?

„მინიმუმ, 95%-96% მოსახლეობისა დღეს უზრუნველყოფილია იმ მრავალფერადი არხების მიწოდებით, რასაც უზრუნველყოფს ციფრული მაუწყებლობა. ეს განაპირობა არამარტო ლიცენზიით სავალდებულო პუნქტების ჩართვამ, არამედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მიერ განხორციელებულმა, ჩრდილოვანი ზონების შესავსებად საჭირო პროექტებმა. კონკრეტულად, იმ დამატებითი სამაუწყებლო პუნქტების გახსნამ, რომელიც დღეისათვის 50%-ზე მეტია იმ რიცხვზე, რაც გათვალისწინებული იყო ლიცენზიის ვალდებულებებით. ჩვენ წინსწრებით შევასრულეთ ჩრდილოვანი პუნქტების დაფარვა. ეს ჯერ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ, ამჯერად უკვე საუბარია ზოგიერთ ისეთ რეგიონზე, სადაც არასდროს არ ყოფილა ტელევიზია, მათ შორის კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული.

ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველაზე მდგრადი და ყველაზე განვითარებული ციფრული სამაუწყებლო ქსელი.

ვინ დგას სტერეო +-სა და დიჯიტალ ტვ-ს უკან? ვინ მუშაობს აბონენტებისთვის?

მუდმივად, რუდუნებით ვცდილობთ, რომ ის ნამდვილად მცირერიცხოვანი პროფესიონალი სპეციალისტები, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში - რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მით უფრო ნაკლებია ოდენობა ამ ადამიანების - რაღაცნაირად მოვიზიდოთ და მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, მათ არ დატოვონ ჩვენი კოლექტივი ან ჩვენი ქვეყანა. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში მოუწიათ მათ წარმატებული მოღვაწეობა. სრულიად არ მიმაჩნია, რომ ინტექლექტუალურ მიმართულებებში, ჩვენ უნდა ველოდოთ რამეს ან გავიმეოროთ ვიღაცის გაკეთებული.

ნებისმიერი მშენებლობა, ნებისმიერი აღმშენებლობის პროცესი პირდაპირ კავშირშია ადამიანურ რესურსთან. ყველაფერს აკეთებენ პიროვნებები, ადამიანები. შეუძლებელია ამოცანას არაკომპეტენტურმა ორგანიზაციამ მოჰკიდოს ხელი და იქ საქმე გამოვიდეს. რესურსი ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის მაღალინტელექტტევადი მიმართულება და კადრების გარეშე შეუძლებელია.

სტერეო + იყენებს ფასიანი არხების გავრცელების ლიცენზიას. როგორ გამოიყენეთ ლიცენზია? ვისთვის შეიქმნა დიჯიტალ ტვ და რას სთავაზობს მომხარებელს?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასული ევროპული ქვეყნებიდან ყველა ქვეყანაში არ არის ფასიანი სამაუწყებლო არხები. მხოლოდ ალბათ, სანახევროდ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხელშეწყობის ნაწილში, რომ პირველივე სალიცენზიო კონკურსში, ქვეყანაში გამოვიდა შესაძლებლობა ფასიანი სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებისაც და ჩვენ ამ კონკურსში გავიმარჯვეთ. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რაც გადაიდგა ქვეყნის მიერ.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სწყურია არამარტო ქართული პროდუქტი, არამედ უყუროს უცხოურ შემეცნებით პროდუქტს, გასართობ პროდუქტს, მათ მიუწვდებათ ხელი ამ პროდუქტის მისაღებად.

დიჯიტალ ტვ-ია სწორედ ის კომპანია, რომელიც ოპერირებს ამ საკითხზე - ციფრული, ფასიანი მაუწყებლობის მიწოდება მოსახლეობისთვის. ეს კომპანია არის ნაწილი სტერეო პლუსისა. ეს კომპანია უზრუნველყოფს კანონიერ საფუძველზე, უცხოური არხებისგან ნებართვის და საავტორო უფლების შეძენას და მოსახლეობისთვის იმ უცხოური არხების მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება.

ჩვენი კომპანია, დღეს, არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ასევე ქვეყანაში არსებული ხელმოკლე აბონენტების მიმართაც, მათ სასიკეთოდ, ვიტყვი იმას, რომ სწორედ იმაში ვართ მარტონი, თუკი მოსახლე ვერ ახერხებს ფასიანი პაკეტის თანხის გადახდას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მათთვის, მიუხედავად ამისა, მაუწყებლობის შეუფერხებელ უწყვეტ მიწოდებას, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი არხებისა.

როგორია სამომავლო გეგმები?

მიზნები პირველი ის, რომ სამაუწყებლო არეალით არ გვინდა, ვიყოთ თუნდაც მესამეები და მეოთხეები. რაოდენობამ არხებისა, უკვე თითქმის შეავსო სამივე მულტიპლექსის მოცულობა. ალბათ გამოვიყენებთ იმ კანონიერ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს კომპანიას გააჩნია კიდევ ერთი ლიცენზიის მოთხოვნისა.

ჩვენ მოპოვებული გვაქვს სამი ლიცენზია, რომელიც განკუთვნილი იყო ამ სამიდან ორი ფასიანი მაუწყებლობისთვის და ერთი - უფასოსთვის. ჩვენ ჩვენი კეთილი ნებით და რეგულატორთან შეთანხმებით, გავაკეთეთ ისე, რომ არ დაგვეზარალებინა ქვეყანაში არხების სიმრავლე და მათი მაუწყებლობა: პრაქტიკულად, მეორე მუქსს, მცოცავ რეჟიმში, რამდენი არხიც გაჩნდება, ვუთმობთ ღია მაუწყებლობას. ამით, იმ სეგმენტს, რასაც ჰქვია ფასიანი სამაუწყებლო აქტივობა, ვაკლებთ ხელს და ჩვენ ვაზარალეთ ჩვენივე თავი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის კანონიერი უფლება, რომელიც გვაქვს, მოვითხოვოთ კიდევ ერთი ლიცენზია, ისე, რომ ორი მულტიპლექსი სრულად იყოს განკუთვნილი ქართული არხებისთვის, უფასო არხებისთვის, და ორი მულტიპლექსი, რომელიც იმთავიდან განკუთვნილი იყო ფასიანი მაუწყებლობისთვის, დაბალანსდეს და მთლიანად მოხდეს ამის შევსება. მერე, ნამდვილად შეიძლება ამ ოთხი მულტიპლექსით, თქმა იმისა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, პირველები გავხდეთ მსოფლიოში, არხების ოდენობით, რაც ვრცელდება, ან დავეწიოთ მაინც იმ ასზე მეტ არხს, რაც დღეს ლიდერ ქვეყანაში, იტალიაში არსებობს.

ფიქტიური ამბიციები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე.

R

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ