საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე
"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ძაღ­ლის წა­მე­ბის უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ვი­დე­ო­ზე ჩან­და ერთი ძაღ­ლის მიერ მე­ო­რის და­გლეჯ­ვა და ამ ყვე­ლა­ფერს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დი აქე­ზებ­და. ვი­დეო "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნა­ნახ­მა შე­აშ­ფო­თა.

და­ი­წე­რა უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც ფაქტს გმობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­მა" ვი­დეო დაბ­ლო­კა.

მომ­ხდარ ფაქტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტან ლომ­ჯა­რია. რო­გორც ლომ­ჯა­რია წერს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ საქ­მე მო­ზარდს და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ასაკს ეხე­ბა. ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს ვრცელ­დე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე კად­რე­ბი ერთი პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლის მიერ მე­ო­რე ძაღ­ლის და­გლეჯ­ვი­სა და მოკ­ვლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც აქე­ზებს ხმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ 11-13 წლის ბავ­შვი.ფაქ­ტი ცხა­დია მი­უ­ღე­ბე­ლია. მაგ­რამ სა­ნამ ამ ბავ­შვს ლინ­ჩის წე­სით გა­ვა­სა­მარ­თლებთ, სა­ნამ ოჯა­ხი­ა­ნად უკა­ნას­კნე­ლი უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, სა­ნამ რა­სობ­რი­ვი და ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფე­ი­ერ­ვერკს მო­ვა­წყობთ, უნდა გვახ­სოვ­დეს, ამ ფაქტს არე­გუ­ლი­რებს კა­ნო­ნი და ბავ­შვს ბუ­ლინ­გი კი არ სჭირ­დე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს,

უნდა და­ვეხ­მა­როთ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში­ვე, სა­დაც უნდა ჩა­ერ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ ამოქ­მედ­დეს 172-ე მუხ­ლი მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.თქვენ 2 დღე გა­ი­ლან­ძღე­ბით, იგი­ნებთ, და­ხარ­ჯავთ ნე­გა­ტი­ურ ენერ­გი­ას და გა­აგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბის გზას, რაც ბავ­შვის სწორ გზა­ზე მობ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ძა­ლი­ან შე­უშ­ლის ხელს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ გა­უღ­ვი­ვებს ზი­ზღს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მარ­თაც გა­ა­უ­ცხო­ებს.უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ცხო­ვე­ლე­ბის ორ­თაბ­რძო­ლა, რაც აკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნო­ნით, სამ­წუ­ხა­როდ ჯერ კი­დევ არ აღ­მო­ფხვრი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ამას ხში­რად ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თე­ბენ ორ­გა­ნი­ზე­ბას.

აქ კი საქ­მე იმ მო­ზარ­დთან გვაქვს, რო­მელ­საც ჯერ სა­ვა­რა­უ­დოდ სკო­ლა­ში ბაში-აჩუ­კიც არ გა­უვ­ლია. საქ­მე ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ასაკ­თან გვაქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვმარ­თებს.ცხა­დია, რაც მოხ­და არა­ვინ ამარ­თლებს. ფაქ­ტი და­საგ­მო­ბია, მაგ­რამ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, მო­რა­ლი და შეგ­ნე­ბა. არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე გაძ­ლევ­დეთ უფ­ლე­ბას 7-8-ე კლა­სელ ბავ­შვს ნაბ....რი ეძა­ხოთ ან/და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოთ" - წერს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხემ­ძღვა­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
11

რა თქმა უნდა ამ ბავშისაგან არაფერი გამოვა,,,და ეს სავარაუდოთ მშობლების ბრალიცაა,მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია,რომ ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში,სამწუხაროდ ბევრ მშობელს უბრალოდ არ სცალია შვილებისათვის...

.............
4

ჩაერთოს უნდა კანონი, დანაშაული მოხდა, ამ ბავშვმა პასუხი უნდა აგოს კანონის შესაბამისად და მასთან იმუშაონ ფსიქოლოგებმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ძაღლის წამების უმძიმესი კადრები იყო ასახული. ვიდეოზე ჩანდა ერთი ძაღლის მიერ მეორის დაგლეჯვა და ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, მოზარდი აქეზებდა. ვიდეო "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა და საზოგადოების დიდი ნაწილი ნანახმა შეაშფოთა.

დაიწერა უამრავი მოსაზრება და შეფასება, რომელთა ავტორებიც ფაქტს გმობდნენ. მოგვიანებით "ფეისბუქმა" ვიდეო დაბლოკა.

მომხდარ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტან ლომჯარია. როგორც ლომჯარია წერს. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე მოზარდს და ძალიან მგრძნობიარე ასაკს ეხება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ვრცელდება საკმაოდ მძიმე კადრები ერთი პატრონიანი ძაღლის მიერ მეორე ძაღლის დაგლეჯვისა და მოკვლის შესახებ, რომელსაც აქეზებს ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 11-13 წლის ბავშვი.ფაქტი ცხადია მიუღებელია. მაგრამ სანამ ამ ბავშვს ლინჩის წესით გავასამართლებთ, სანამ ოჯახიანად უკანასკნელი უშვერი სიტყვებით მოვიხსენიებთ, სანამ რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის ფეიერვერკს მოვაწყობთ, უნდა გვახსოვდეს, ამ ფაქტს არეგულირებს კანონი და ბავშვს ბულინგი კი არ სჭირდება, რამაც შეიძლება ის თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,

უნდა დავეხმაროთ კანონის ფარგლებშივე, სადაც უნდა ჩაერთოს სოციალური სამსახური და ასევე სავარაუდოდ ამოქმედდეს 172-ე მუხლი მშობლის პასუხისმგებლობის მიმართულებით.თქვენ 2 დღე გაილანძღებით, იგინებთ, დახარჯავთ ნეგატიურ ენერგიას და გააგრძელებთ ცხოვრების გზას, რაც ბავშვის სწორ გზაზე მობრუნების პერსპექტივას ძალიან შეუშლის ხელს.

ეს ყველაფერი არა მარტო ცხოველების მიმართ გაუღვივებს ზიზღს, საზოგადოების მიმართაც გააუცხოებს.უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოველების ორთაბრძოლა, რაც აკრძალულია თბილისის ადგილობრივი კანონით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა საქართველოს მასშტაბით და ამას ხშირად ზრდასრული ადამიანები უკეთებენ ორგანიზებას.

აქ კი საქმე იმ მოზარდთან გვაქვს, რომელსაც ჯერ სავარაუდოდ სკოლაში ბაში-აჩუკიც არ გაუვლია. საქმე ძალიან მგრძნობიარე ასაკთან გვაქვს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს.ცხადია, რაც მოხდა არავინ ამართლებს. ფაქტი დასაგმობია, მაგრამ არსებობს კანონი, მორალი და შეგნება. არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას 7-8-ე კლასელ ბავშვს ნაბ....რი ეძახოთ ან/და თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ" - წერს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხემძღვანელი.

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია

2 საათში "ფაიზერზე" 108 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

კოვიდით ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია - რას ამბობენ ციციშვილის კლინიკაში?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"