სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ
"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ

"შავ ზღვა­ზე სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ის­გან დას­ვე­ნე­ბის ნავ­სა­ყუ­დე­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა”, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა The Washington Post.

„გვერ­დზე გა­დავ­დოთ უძ­ვე­ლე­სი ვე­ნა­ხე­ბი, სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი არე­ა­ლი აქვს - ად­გი­ლი, სა­დაც პან­დე­მი­ის­გან და­ის­ვე­ნებ“, - წერს Washington Post.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თია - 746 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც 576 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და ხოლო 12 - და­ი­ღუ­პა. ახლა კი მას სურს, რომ ეს წარ­მა­ტე­ბა დას­ვე­ნე­ბის­კენ მი­მარ­თოს.

„სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლია იმ ქვეყ­ნებს, შო­რის, რო­მე­ლიც ფრთხი­ლად იწყებს ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ამუ­შა­ვე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ ვი­ზი­ტო­რებ­თან, ისე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლებ­თან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

Washington Post წერს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩებს და­ა­ვა­ლა მას­პინ­ძელ ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ.

„ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის და­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­დან ტუ­რის­ტებს შე­საძ­ლოა, წი­ნას­წარ მოს­თხო­ვონ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის პა­სუ­ხი, ხოლო სხვებს შე­იძ­ლე­ბა არა - აცხა­დებს თურ­ნა­ვა“, - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ ზა­ფხულს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა დრო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა და რუს ტუ­რის­ტებს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ურ­ჩია, მას შემ­დეგ, რაც დე­მონ­სტრან­ტებ­მა თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა სცა­დეს, რად­გან რუს­მა დე­პუ­ტატ­მა სპი­კე­რის სა­ვარ­ძლი­დან მი­მარ­თა აუ­დი­ტო­რი­ას.

„თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყა­რად იმა­ტებს ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვი. 2001 წელს მხო­ლოდ 3 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი­დან გა­სულ წელს რი­ცხვი 9 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. სა­ქარ­თვე­ლო ეც­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დგომ მოგ­ზა­უ­რებს ღია ცის ქვეშ აქ­ტი­ვო­ბე­ბის­კენ უბიძ­გოს, რაც ხელს უწყობს დის­ტან­ცი­ის ზო­მე­ბის დაც­ვას. მა­გა­ლი­თად ეს იქ­ნე­ბა ეროვ­ნულ პარ­კებ­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის რე­გი­ო­ნებ­ში სტუმ­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე კუ­რორ­ტს „მწვა­ნე ზო­ნად“ აცხა­დებს იმ სტუმ­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის გა­რან­ტია სურთ“ , - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
51

ხო, ფართოდ გააღეთ კარები და ათას ბაცილას შემოიტანენ, ტურიზმი დაღუპავს ქვეყანას, ეგ, ხომ კორონას გავრცელების უებარი წყაროა.

!!!
13

ეხლა ნახეთ ამ ტურიზმით, პროდუქტებზე ფასები სად წავიდეს.

ავტორი:

"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ

"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ

"შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება”, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post.

„გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს - ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ“, - წერს Washington Post.

სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია - 746 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 12 - დაიღუპა. ახლა კი მას სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.

„საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

„ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება არა - აცხადებს თურნავა“, - წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

„თუმცა საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. საქართველო ეცდება კორონავირუსის შემდგომ მოგზაურებს ღია ცის ქვეშ აქტივობებისკენ უბიძგოს, რაც ხელს უწყობს დისტანციის ზომების დაცვას. მაგალითად ეს იქნება ეროვნულ პარკებსა და მეღვინეობის რეგიონებში სტუმრობა. საქართველო, ასევე, რამდენიმე კურორტს „მწვანე ზონად“ აცხადებს იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც კონფიდენციალურობისა და სანიტარული ნორმების გარანტია სურთ“ , - ნათქვამია სტატიაში.

"მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა" - რა ღირს მიწა თბილისსა და მის შემოგარენში

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება