საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება" - საქართველო "ღია ცის შეთანხმების" შესახებ რუსეთის მოწოდებას პასუხობს
"ეს სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება" - საქართველო "ღია ცის შეთანხმების" შესახებ რუსეთის მოწოდებას პასუხობს

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მო­წო­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­სად­მი, რომ შე­ას­რუ­ლონ „ღია ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ დე­ბუ­ლე­ბე­ბი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის გა­რე­შე, სხვა არა­ფე­რია თუ არა, ცი­ნი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან თა­ვად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ცდი­ლობს ამ ტექ­ნი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ მზა­დაა და­უშ­ვას ღია ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ფრე­ნე­ბი 10 კი­ლო­მეტ­რი­ან ზო­ნებ­ში.

რო­გორც და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რუ­სე­თის ეს პო­ზი­ცია სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა პრობ­ლე­მას ქმნის ის, რომ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო აღი­ა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია კვლავ რჩე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ამო­ცა­ნად.

„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევს ღის ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბებს და ახ­დენს მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას. 2010 წლი­დან დღემ­დე რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს უშე­დე­გო მცდე­ლო­ბებს, რომ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო აღი­ა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ერ­თგვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი.

ჯერ კი­დევ 2010 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მო­ახ­დი­ნა ღია ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა. კერ­ძოდ, რუ­სეთ­მა აკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან 10 კმ მან­ძილ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, იმ მო­ტი­ვით, რომ თით­ქოს ეს, ე.წ. ქვეყ­ნე­ბი არ არი­ან ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან მი­მარ­თე­ბით მოქ­მე­დებს შე­თან­ხმე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, და­უშ­ვას ღია ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ფრე­ნე­ბი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ 10 კი­ლო­მეტ­რი­ან ზო­ნებ­ში, არ წარ­მო­ად­გენს სი­ახ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია მათი მხრი­დან 2 წლის წი­ნაც გაჟ­ღერ­და (2018 წლის 23 აპ­რი­ლის ღია ცის სა­კონ­სულ­ტა­ციო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 24 აპ­რი­ლის გან­მარ­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბა), რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ რუ­სე­თი არ აპი­რებს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის შეც­ვლას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმ მუხ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბა არა­წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-4 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილს, ასე­ვე მე-2 და მე-7 პა­რაგ­რა­ფე­ბი) და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან (ე.წ. „აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი“) კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე მი­თი­თე­ბით, რუ­სეთ­მა ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო აღი­ა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია კვლავ რჩე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ამო­ცა­ნად.

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო აწარ­მო­ებ­და კონ­სულ­ტა­ცი­ებს პარტნი­ო­რებ­თან, რათა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ რუ­სე­თი უარი ეთ­ქვა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ მიდ­გო­მა­ზე და დაბ­რუ­ნე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვან შეს­რუ­ლე­ბას.

ორ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლომ შე­ა­ჩე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი მხა­რე არ იღებს რუ­სე­თის ფრე­ნებს და არც თა­ვად ახორ­ცი­ე­ლებს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ფრე­ნებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და თან­მიმ­დევ­რულ პო­ლი­ტი­კას. 2012 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რჩე­ბა ძა­ლა­ში.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მო­წო­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­სად­მი, რომ შე­ას­რუ­ლონ ღია ცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის გა­რე­შე, სხვა არა­ფე­რია თუ არა, ცი­ნი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან თა­ვად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ცდი­ლობს ამ ტექ­ნი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის.

ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით, რუ­სე­თი ცდი­ლობს ბრა­ლი დას­დოს სხვა ქვეყ­ნებს, რათა გა­და­ფა­როს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის, მის მი­ერ­ვე დარ­ღვე­ვა.

რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და გა­ნუხ­რე­ლად იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს“, - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

რუ­სე­თი მზად არის, ღია ცის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია და­უშ­ვას კავ­კა­სი­ის სა­ზღვრის გას­წვრივ 10 კი­ლო­მეტ­რი­ან ზო­ნებ­ში, თუკი სა­ქარ­თვე­ლო ნე­ბას მის­ცემს რუ­სეთს, იფ­რი­ნოს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. „რია ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ტე­რი­ტო­რია ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია „ღია ცის“ რუ­სე­თის მი­სი­ის­თვის ისე­ვე, რო­გორც მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი მი­სი­ე­ბის­თვის რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

ცუდად ხვანცალებს რუსეთი, ძალიან ცუდად. ბოლო კვირები და თვეებია სულ საქართველო აკერიათ პირზე (სულ ასე იყო მაგრამ ეხლა განსაკუთრებით). მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ საერთაშორისო დონეზე მეტი რა გზა გვაქვს? სხვების დახმარების გარეშე რასაც უნდა იმას გვიზამენ. ფაქტია სამწუხაროდ.

მარიამი
25

ალბათ ამ აგრესიაზე მიგვანიშნებდა ქალბატონი პრეზიდენტი, ეტყობა ჯერ ეგ გააფრთხილეს...გიჟდებიან, შეიძლება ამერიკამ დაასწროს აქ სირიიდან ჯარის შემოყვანა და არაა გამორიცხული, თავად შემოგვივარდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება" - საქართველო "ღია ცის შეთანხმების" შესახებ რუსეთის მოწოდებას პასუხობს

"ეს სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება" - საქართველო "ღია ცის შეთანხმების" შესახებ რუსეთის მოწოდებას პასუხობს

რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ „ღია ცის ხელშეკრულების“ დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ მზადაა დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10 კილომეტრიან ზონებში.

როგორც დავით ზალკალიანის უწყებაში განმარტავენ, რუსეთის ეს პოზიცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად.

„წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზირებას. 2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.

ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10 კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად.

ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას.

ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით.

სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

"ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი გახარიას და ბიბილოვს მიმართავს

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს