მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას
"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

ად­რეა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა. ჯერ ხომ არ ვი­ცით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ანუ ყო­ფი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ისევ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბად“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ამ ერ­თო­ბას?! - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მხრი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტად გი­ორ­გი ვა­შა­ძის და­სა­ხე­ლე­ბას.

პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან ჩქა­რობს არამ­ხო­ლოდ ამ სა­კი­თხში, არა­მედ ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცია საკ­მა­ოდ იმ­პულ­სუ­რია ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის დროს და რო­გო­რიც არ უნდა იყოს ეს გახ­მო­ვა­ნე­ბა, ვის მიერ და ვის მი­მარ­თაც არ უნდა იყოს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 6 თვე არის დარ­ჩე­ნი­ლი.

„რო­დე­საც არ ვი­ცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი, შევა თუ არა შეს­წო­რე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რო­გორ და­ლაგ­დე­ბა სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა ნა­ა­ად­რე­ვია. მე იმის წი­ნა­აღ­მდე­გი კი არ ვარ, რომ ვინ­მეს კან­დი­და­ტუ­რა და­სა­ხელ­დეს, მაგ­რამ მა­შინ უნდა და­სა­ხელ­დეს, როცა ამას ფასი ექ­ნე­ბა. დღეს, ქალ­ბა­ტონ ჩარ­კვი­ანს გი­ორ­გი ვა­შა­ძე მოს­წონს, მაგ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ამას რა­ტომ­ღაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი არ მოჰ­ყო­ლია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ თა­ვად ვა­შა­ძემ თქვა, რომ თურ­მე 2 წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მას ასა­ხე­ლებ­და პრე­მი­ე­რად. ამას იცით რა­ტომ ვამ­ბობ, ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი გახ­მო­ვა­ნე­ბა დრო­ზე ადრე და მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ არის და არ არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის თემა, ოპო­ზი­ცი­ის სა­მო­მავ­ლო ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის არის ხე­ლის­შემ­შლე­ლი. თუ ამას ვერ ხვდე­ბი­ან, მა­შინ არ ვიცი, გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნი­ათ, ვიდ­რე მე მგო­ნია. ად­რეა პრე­მი­ე­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ჯერ ხომ, არ ვი­ცით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ანუ ყო­ფი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ისევ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბად“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ამ ერ­თო­ბას?! აქ სა­უ­ბა­რი არ არის იმ პარ­ტი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც „ლე­ო­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, არა­მედ სა­უ­ბა­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ა­ზე. ზო­გა­დად, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 6 თვით ადრე ვინ­მეს კან­დი­და­ტუ­რა სა­ხელ­დე­ბა, ვინც არ უნდა იყოს ის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა სპექტრი ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის, ეს ფი­გუ­რა ჩა­სა­ვარ­დნად გან­წი­რუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მის­ვე თქმით, რთუ­ლი თე­მაა, უამ­რა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­მოჩ­ნდე­ბა, ამი­ტომ, ნა­ად­რე­ვად სა­კი­თხის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნია.

"პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა სხვა­ნა­ი­რად ყა­ლიბ­დე­ბა, ეს არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია ჩარ­კვი­ანს და თვალ­ში ვინც მო­უ­ვი­და იმა­ზე თქვა, - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას.

რო­გორც რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ზო­გა­დად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, გი­ორ­გი ვა­შა­ძე ზედ­მე­ტად პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რაა იმი­სათ­ვის, რომ მუშა პრე­მი­ე­რი აღ­მოჩ­ნდეს. პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, „ვა­შა­ძე უნი­ჭო კაცი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ არის საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­დაც ზედ­მე­ტი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლი იყოს“.

„ქარ­თველ­მა ხალ­მა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მო­უკ­ლა­ვი დათ­ვის ტყავს იყო­ფე­ნო. ანუ, ჯერ არ მი­უღ­წე­ვი­ათ იმ დო­ნემ­დე არც ამ პარ­ტი­ებს და არც გი­ორ­გი ვა­შა­ძეს, სე­რი­ო­ზუ­ლად სა­უბ­რის თემა იყოს მისი გარპრე­მი­ე­რე­ბა. აზ­რის გა­მოთ­ქმა კი ყვე­ლას შე­უძ­ლია. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ვა­შა­ძე ძა­ლი­ან ხში­რად ფი­გუ­რი­რებ­და, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა თა­ნამ­დე­რო­ვე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს მას სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი ჰქონ­და. კახა კა­ლა­ძემ თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც შეს­თა­ვა­ზა და ის არ წა­ვი­და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ასე, რომ ამ ფი­გუ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის არის, მაგ­რამ ეტყო­ბა პარტნი­ო­რო­ბა თვი­თონ უჭირს. ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პო­რო­ცე­სე­ბი ჯერ არ მი­სუ­ლა იქამ­დე, რომ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ტი­პის იდე­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად იყოს გან­ხი­ლუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ამას­თან, პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არა­ნა­ი­რად არ იქნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბას­თან, თუ კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბა მხო­ლოდ „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დერ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­თან შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, იქ შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი ვა­შა­ძე აღ­მოჩ­ნდეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, თუმ­ცა ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ ეს ვერ­სია ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს.

„თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ეჭ­ვოა ამ ჯგუ­ფის ასე­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, ეს ერთი და მე­ო­რე - რომ გა­ი­მაჯ­ვე­ბენ ერ­თამ­ნეთ­თან ექ­ნე­ბათ ან­გა­რი­ში გა­სას­წო­რე­ბე­ლი და იმ და­პი­რის­პი­რე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი ვა­შა­ძე სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გოს, რად­გან თუ ის გუნ­დი გა­ი­მარ­ჯვებს, ვი­საც მეტი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლის მხრი­დან, ის და­ა­კომ­პლექ­ტებს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს და მე­ეჭ­ვე­ბა გი­ორ­გი ვა­შა­ძის პარ­ტი­ას აღ­მო­აჩ­ნდეს მა­გის პო­ტენ­ცი­ა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი. გი­ორ­გი ვა­შა­ძე ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის კან­დი­და­ტია და რო­გორც ფუნ­ქცი­ო­ნე­რი, რო­გორც ჩი­ნოვ­ნი­კი, სხვებ­ზე უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, - ასე აფა­სებს გი­ორ­გი ვა­შა­ძის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად გან­ხილ­ვის სა­კითხს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­ის იმ ნა­წილ­მა, ვინც ვა­შა­ძის პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნას აპი­რებს, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნოს.

„ოპო­ზი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ნუ გან­ვი­ხი­ლავთ ერ­თი­ან ორ­გა­ნიზ­მად, ოპო­ზი­ცი­ის ეს ნა­წი­ლი ერ­თად აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის რა­ღაც ხა­რის­ხით. კი ბა­ტო­ნო, ეს მათი უფ­ლე­ბაა, რომ, ვინც უნ­დათ, ის წა­რად­გი­ნონ. მი­მაჩ­ნია, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, რო­გორც ფუნ­ქცი­ო­ნე­რი, რო­გორც ჩი­ნოვ­ნი­კი, სხვებ­ზე უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ფარ­დო­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცია არ არის ერ­თი­ა­ნი, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი, ამი­ტომ, უფრო კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, ვი­სა­უბ­როთ, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის კან­დი­და­ტია გი­ორ­გი ვა­შა­ძე. ოპო­ზი­ცი­ის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ვა­შა­ძის წარ­დგე­ნას აპი­რებს, ად­ვი­ლად შე­თან­ხმდე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ამა­ზე არ გა­ჩერ­დნენ და ჩრდი­ლო­ვა­ნი კა­ბი­ნე­ტი წარ­მო­ად­გი­ნონ, ანუ მი­ნის­ტრე­ბის კან­დი­და­ტე­ბიც. ეს მათი უფ­ლე­ბაა. მათი სა­არ­ჩევ­ნო ტაქ­ტი­კაა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რმა, პარ­ტია „კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას სა­მო­მავ­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ტია „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
124

უდავოა რომ დღეს ის საუკეთესო თუ არა ერთერთი საუჯეთესოა!!!ცოტა მეტი სიმკაცრე და ვსო იდეალური!!

2020
45

შეკოწიწებულ ნახირ ვეზირებს მეზობელი ქვეყნიდან ლუციფერი მფარველობს

ავტორი:

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

ადრეა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ჯერ ხომ არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თაკო ჩარკვიანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას.

პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიცია ძალიან ჩქარობს არამხოლოდ ამ საკითხში, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ოპოზიცია საკმაოდ იმპულსურია ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანების დროს და როგორიც არ უნდა იყოს ეს გახმოვანება, ვის მიერ და ვის მიმართაც არ უნდა იყოს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე არის დარჩენილი.

„როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, შევა თუ არა შესწორებები კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება საერთოდ პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ინიციატივა ნააადრევია. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ვინმეს კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ მაშინ უნდა დასახელდეს, როცა ამას ფასი ექნება. დღეს, ქალბატონ ჩარკვიანს გიორგი ვაშაძე მოსწონს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას რატომღაც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ვაშაძემ თქვა, რომ თურმე 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას ასახელებდა პრემიერად. ამას იცით რატომ ვამბობ, ნებისმიერი ამგვარი გახმოვანება დროზე ადრე და მითუმეტეს, როდესაც შეთანხმებული არ არის და არ არის მოლაპარაკების თემა, ოპოზიციის სამომავლო ერთიანობისთვის არის ხელისშემშლელი. თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ არ ვიცი, გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონიათ, ვიდრე მე მგონია. ადრეა პრემიერის დასახელება, ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! აქ საუბარი არ არის იმ პარტიებზე, რომლებიც „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, არამედ საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ზოგადად, როდესაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურა სახელდება, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, როცა სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, ეს ფიგურა ჩასავარდნად განწირულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისვე თქმით, რთული თემაა, უამრავი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ამიტომ, ნაადრევად საკითხის სამსჯავროზე გამოტანა საქართველოში პოლიტიკურად წამგებიანია.

"პრემიერის კანდიდატურა სხვანაირად ყალიბდება, ეს არ გაუთვალისწინებია ჩარკვიანს და თვალში ვინც მოუვიდა იმაზე თქვა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თაკო ჩარკვიანის ინიციატივას.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, გიორგი ვაშაძე ზედმეტად პოლიტიზირებული ფიგურაა იმისათვის, რომ მუშა პრემიერი აღმოჩნდეს. პოლიტოლოგის თქმით, „ვაშაძე უნიჭო კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის საქმიანობა, სადაც ზედმეტი პოლიტიზირება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს“.

„ქართველმა ხალმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო. ანუ, ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონემდე არც ამ პარტიებს და არც გიორგი ვაშაძეს, სერიოზულად საუბრის თემა იყოს მისი გარპრემიერება. აზრის გამოთქმა კი ყველას შეუძლია. ზოგადად, გიორგი ვაშაძე ძალიან ხშირად ფიგურირებდა, როგორც საინტერესო პიროვნება თანამდეროვე პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, თბილისის მერის არჩევნების დროს მას საინტერესო იდეები ჰქონდა. კახა კალაძემ თანამშრომლობაც შესთავაზა და ის არ წავიდა ამ თანამშრომლობაზე. ასე, რომ ამ ფიგურის მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის, მაგრამ ეტყობა პარტნიორობა თვითონ უჭირს. ასევე პოლიტიკური პოროცესები ჯერ არ მისულა იქამდე, რომ თაკო ჩარკვიანის ტიპის იდეები სერიოზულად იყოს განხილული“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ არანაირად არ იქნა დაკავშირებული კაბინეტის ფორმირებასთან, თუ კაბინეტის ფორმირება მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილთან შეკრებილი ხალხის ხელში აღმოჩნდება, იქ შეიძლება გიორგი ვაშაძე აღმოჩნდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს ვერსია ძალიან დამაჯერებელი იყოს.

„თუნდაც იმიტომ, რომ საეჭვოა ამ ჯგუფის ასეთი აბსოლუტური გამარჯვება, ეს ერთი და მეორე - რომ გაიმაჯვებენ ერთამნეთთან ექნებათ ანგარიში გასასწორებელი და იმ დაპირისპირების დროს შეიძლება გიორგი ვაშაძე საერთოდ დაიკარგოს, რადგან თუ ის გუნდი გაიმარჯვებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნება ამომრჩევლის მხრიდან, ის დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს და მეეჭვება გიორგი ვაშაძის პარტიას აღმოაჩნდეს მაგის პოტენციალი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები. გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია და როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, - ასე აფასებს გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილვის საკითხს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვინც ვაშაძის პრემიერად წარდგენას აპირებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც წარმოადგინოს.

„ოპოზიციას ჯერჯერობით ნუ განვიხილავთ ერთიან ორგანიზმად, ოპოზიციის ეს ნაწილი ერთად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, კოორდინაციის რაღაც ხარისხით. კი ბატონო, ეს მათი უფლებაა, რომ, ვინც უნდათ, ის წარადგინონ. მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე, როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, ფარდობითია ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ამიტომ, უფრო კორექტული იქნება, ვისაუბროთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია გიორგი ვაშაძე. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გიორგი ვაშაძის წარდგენას აპირებს, ადვილად შეთანხმდება. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ ამაზე არ გაჩერდნენ და ჩრდილოვანი კაბინეტი წარმოადგინონ, ანუ მინისტრების კანდიდატებიც. ეს მათი უფლებაა. მათი საარჩევნო ტაქტიკაა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა შესთავაზა.

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია