პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს
კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტს ან­დრია ბა­სი­ლა­ია და­ი­კა­ვებს. ამის შე­ას­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბა­სი­ლა­ია სო­ფიო ხუნ­წა­რი­ას ად­გილს და­ი­კა­ვებს, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა.

„მინ­და, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ჩემი ახა­ლი მო­ად­გი­ლის, ან­დრია ბა­სი­ლა­ი­ას კან­დი­და­ტუ­რა, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან არის ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი. დღემ­დე სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყო და აქვს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ან­დრია პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მისტ/პო­ლი­ტო­ლო­გია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ნიუ-იორ­კის „წმინ­და ლა­უ­რენ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, მა­ნამ­დე კი „ვესტთა­უ­ნის სკო­ლა“ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ან­დრია არის მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მინ­და მას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ან­დრია ბა­სი­ა­ლა­ია რამ­დე­ნი­მე დღის წინ ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­რად­გი­ნეს, მა­ნამ­დე კი, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. მან თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე სო­ფიო ხუნ­წა­რია ჩა­ა­ნაც­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
5

რა ასწავლეს ამ ბიჭს წმინდა ლავრენტის სკოლაში ამისთანა. 

გუჯა
8

ერთი ვიცოდე ამდენი მოადგილე რას აკეტებს? დადიან მკვდარი თევზის თვალებით.

ავტორი:

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია