მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" სიის მე-8 ნომერი?
"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" სიის მე-8 ნომერი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიის პირ­ველ ათე­ულ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი მოხ­ვდა. კერ­ძოდ, ის სი­ა­ში მე-8 ნომ­რად არის წარ­დგე­ნი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქვრი­ვიშ­ვი­ლი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ქვრი­ვიშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "ვო­ი­ა­ჟე­რის" დი­რექ­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხუთი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რია.

მან, რო­გორც ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე, 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2019 წლის თე­ბერ­ვლი­დან, ამა­ვე წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, ხელ­ფა­სის სა­ხით, აღე­ბუ­ლი აქვს 55 725 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, ის ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ BMW - x6-ს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 60 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს და რო­მე­ლიც მან 2018 წელს შე­ი­ძი­ნა.

ასე­ვე, Rolex-ის სა­ათს, რო­მე­ლიც 2016 წელს სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 000 აშშ დო­ლა­რია. ამა­ვე ბრენ­დის მე­ო­რე სა­ა­თი, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა 2017 წელს შე­იძნა და მას­ში 12 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
z
16

საინტერესოა ვინ დგას ამ გოგონას ზურგს უკან!

გუგა
13

მევასება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" სიის მე-8 ნომერი?

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" სიის მე-8 ნომერი?

"ქართული ოცნების" სიის პირველ ათეულში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მოხვდა. კერძოდ, ის სიაში მე-8 ნომრად არის წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია.

მან, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 აპრილს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, 11 თვის განმავლობაში, 2019 წლის თებერვლიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული აქვს 55 725 ლარი.

რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილ BMW - x6-ს, რომლის ღირებულებაც 60 000 აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც მან 2018 წელს შეიძინა.

ასევე, Rolex-ის საათს, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძნა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა...წაიკითხეთ სრულად